აღდგომა

სავედრებელი პარაკლისი ახალკვირიაკისაი

სავედრებელი პარაკლისი ახალკვირიაკისაი

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.  

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.  

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 7

დაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაი აღმობრწყინდა, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ ყოველთა აღდგომაი, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდთა შენითა წყალობითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ტროპარი, ხმაი 1

ეჰა, დიდებული და საკვირველი, რამეთუ ურწმუნოებამან სარწმუნოებაი შვა და დაამტკიცა, იტყოდა რაი თომა: უკუეთუ არა ვიხილო, არასადა მრწმენეს, ხოლო შე-რაი-ახო წყლულებასა მისსა, ღმრთისმეტყუელებდა, ჯუარცმულსა მას, მხოლოსა ძესა ღმრთისასა აქებდა, ვითარცა კარავსა აღმართებულსა, და ღაღატ-ყო ბრწყინვალითა ხმითა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.           

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: დაანთქენ ვნებანი სულისა ჩემისანი სიღრმეთა ვნებათა ძლევისასა, უფალო, ქალწულისაგან შობილო, ვითარ დაანთქ ძლიერებაი აღჭურვილთა სპარეზენთაი, და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ახალკვირიაკესა, პირველ დღესა, დასაბამისა დამტკიცებასა მართალსა უგალობდეთ ყოველნი მორწმუნენი, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

დღეს, ქრისტეის აღდგომასა ნათლით-შემოსილსა, დასაბამსა უხრწნელებისასა ჭეშმარიტსა უგალობდეთ ყოველნი მორწმუნენი, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დასაბამსა საუკუნოისა ცხორებისა ახალსა კვირიაკესა, რომელსა შინა გვირგვინოსან იქმნებიან წმიდანი ქრისტეის მიერ, უგალობდეთ ყოველნი მორწმუნენი, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიკუდილი და ხრწნილებაი დახსენ ღმრთისა დედაო, ჰშევ რაი წყაროი უხრწნელებისაი, ქრისტე, ყოვლად უბიწოო ღმრთისმშობელო, რომელმან განაშვენა კაცთა გონებაი შენ მიერ უკუდავებისა სიკეთითა.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყვარე.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ესე არს დღეი, რომელსა დაემტკიცა ყოველი სული განუყოფელსა სარწმუნოებასა შემოქმედისა ჩუენისა ღმრთისასა, რომელსა თაყუანისცემით ვადიდებთ მარადის ყოველნი.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

შენ, ახალკვირიაკე, ეკლესიათა აქუნდი ქრისტეისთა გვირგვინ-შუენიერად ყოველთა დღეთა, რამეთუ დასაბამი და აღსასრული დღეს არს ცხორებისაი, რომლისათვისცა ვღაღადებთ: არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყუარე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ მიერ უგალობს ყოველი მხედრობაი ანგელოზთაი ღმერთსა, დამამტკიცებელსა ყოვლისა სოფლისასა, გალობითა ახლითა სადიდებელად სახელისა თვისისა, რომელსა თაყუანისცემით ვადიდებთ მარადის ყოველნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უქორწინებელო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორციელ-ქმნილი, ვნებათა კვეთებითა შერყეული ესე დამამტკიცე, რამეთუ სიმტკიცე ხარ და სასოი სოფლისაი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

იბაკო, ხმაი 6

ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა შეხვედ, მხსნელო, და მშვიდობაი მიეც მათ, ეგრეიტვე მოვედ ჩუენდა და გუაცხოვნენ ჩუენ.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წინაითვე იხილა წინაწარმეტყუელმან დაუმწუხრებელი დღისა ახალკვირიაკისაი და იტყოდა: მესმა სმენაი შენი, უფალო, და შემეშინა; დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

პირველ აუწყა მაცხოვარმან დიდებაი ახალკვირიაკისაი და იტყოდა: მაშინ გამობრწყინდენ მართალნი, ვითარცა მზისთუალნი, სასუფეველსა ცათასა. დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ამაღლდა მზეი ახალკუირიაკისაი სიმაღლესა მას ზედა საცნაურთა არსთასა, რომელსა ღაღადებით ეკლესიაი იტყვის: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქუეყანად დაუთესველად, ცხორების გამომღებელად, და ღრუბლად სულ-მცირედ მომფენელად ცუარსა მშვიდობისასა, ყოვლადწმიდასა ქალწულსა აღვიარებთ და ვღაღადებთ: ღმრთისა დედაო. დიდებაი ძესა შენსა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: უღმერთოთა ვერ იხილონ დიდებაი შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა, და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობლად შენდამი, კაცთ-მოყუარე.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

შემოვალს დღეს კართა ხშულთა დაუტევნელი ღმერთი და ჩუენთვის დატევნულ იქმნა ვითარცა კაცი. შევიკრძალოთ სარწმუნოებაი გულთა ჩუენთა და ვიტყოდით: საკვირველთმოქმედო ღმერთო, დიდებაი შენდა.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ურწმუნო ქმნულსა თომას არწმუნე განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა. უგალობდეთ მას ყოველნი და ვიტყოდით: უფალი ჩუენი და ღმერთი, რომელი გამოსჩნდი ცხორებისათვის ჩუენისა, მაცხოვარ, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სარწმუნოებამან შენისა აღდგომისამან, უფალო, დღეს განამტკიცნა გულნი წმიდათა მოციქულთანი განათლებად ყოველთა წარმართთა, განმამტკიცენ ჩუენცა შენდა დიდების-მეტყუელებად განათლებისათვის სულთა ჩუენთაისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მძლედ გამოაჩინე შენ, ღმრთისმშობელო, გონებაი ჩემი, და დაუმორჩილენ ვნებულნი გულისსიტყუანი და ხორცთა ბრძოლანი, რომელმან ჰშევ თავადი იგი საღმრთოი უვნებლობაი.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გალობით, ხმითა სიხარულისათა გაქებდა ეკლესიაი შენი, ქრისტე, განწმდა რაი იგი, სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა, წმიდასა.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

შენ, რომელმან თომას უჩუენე გუერდისა წყლულებაი და სულითა ღმრთეებისაითა სარწმუნოებასავე დაამტკიცე, `უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი~ გიღაღადა,  მეუფესა ყოველთა საუკუნეთასა.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

დღეი აღდგომისაი ქრისტეის ღმრთისაი ამისა გამო აჩუენა წინაიწარმეტყუელმან და ყოვლისა სოფლისა განახლებაი უხრწნელებად, რომელსა დასებით დაცულნი იტყვიან: დიდებაი დიდად შუენიერებასა შენსა, უფალო, მეუფეო ყოველთა საუკუნეთაო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამგზის წინაისწარმეტყუელებაი მაცხოვრის სიკუდილისაი მოესწავა ეკლესიათა დღეს ქრისტეის ღმრთისა შუენიერი აღდგომაი, არამედ სამისაცა საუკუნოისაი დიდებული მისი გამოცხადებაი სოფლად, სოფლისაგან და სოფლისათვის.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უაღრეს და უზესთაეს არს ყოველთა სასწაულთა ქალწულისა მუცლადღებაი დამბადებელისა, და შემდგომადცა შობისა მის უბიწოებით დადგრომა ქალწულადვე.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.  

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

 

კონდაკი, ხმაი 8

გამომეძიებელითა მარჯუენითა გვერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შერახვედ კართა დახშულთა და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ჰყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.

სხუაი კონდაკი

უფალო, ვითარცა გამოხუედ დაბეჭდულით საფლავით, ეგრეთვე შეხუედ ბჭეთა ხშულთა მოწაფეთა თანა, და უჩუენე მათ ხორცითა იგი ვნებაი, რომელი დაითმინე, მაცხოვარ, სულგრძელებით.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომა სახარებისა, ხმაი 4: აქებდ, იერუსალეიმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ.

მუხლი: განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან:  მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

მას ჟამსა შინა, ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ. იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. მოუხდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა      

მამაო, სიტყუაო და სულო, სამებაო წმიდაო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.               

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ცათა შინა ანგელოზთა წესნი და ქუეყანასა ზედა ნათესავნი კაცთანი და ყოველნი დაბადებულნი გაქებენ შენ, უფალო,  და შესწირვენ რაი შენდა ქებით ვედრებასა, აწ შეიწირე თაყუანის-ცემაი, და სამადლობელი გალობაი ჩუენი, და მოჰმადლე სოფელსა მშვიდობაი, ეკლესიასა შეუძრველად დაცვაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, და წმიდისა თომა მარჩვიბისაითა; საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა ძლევა-შემოსილისა მოწამისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა, და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, ქვაბთახევსა და აჭარასა შინა უსჯულოთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა – იოვანე და გიორგი-იოანე ბეთანიელთა, და ექვთიმე და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს);, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ-მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: სახუმილსა შინა, აბრაამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის შეითხივნეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ოდეს ჯუარითა ჯოჯოხეთი წარმოსტყუენე, უფალო, მაშინ მოწაფეთა მწუხარეთა აუწყე აღსასრული ცხორებისაი და დასაბამი დღისაი, შუენიერი აღდგომისა შენისაი ახალკვირიაკეი, და მორწმუნეთა მიანიჭე სიხარულად.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ეჰა, გამოუთქმელი სიმდაბლეი ღმრთეებისაი, რომელი გამოეცხადე დღეს ნათესავსა კაცთასა, და წინა-აუწყე შენი ახალკვირიაკეი მორწმუნეთა, რომელთა შენი აღდგომაი სოფელსა უქადაგეს, მეუფეო ქრისტე, მხსნელო და უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დღეს გამოეცხადე, უფალო დამალულთა მოციქულთა მგლოვარეთა და ურწმუნოებითა შეპყრობილსა თომას უჩუენენ სახენი სამსჭუალთანი და სარწმუნოებასავე დაამტკიცე, მეუფეო, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სჯულისა მისგან მონებისა გვიხსნა შობამან შენმან, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ ქალწულწებითა შევ განმათავისუფლებელი, კურთხეულ ხარ დედათა შორის, სძალო, ყოვლადწმიდაო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ყრმანი ბრწყინვალენი სახუმილისაგან პირველად იხსნნა შობამან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა ხსნაი ჩუენი საცთურისაგან, და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდეთ: უფალსა უგალობდით ყოველნი და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

განვაბრწყინნეთ, ერნო, ლამპარნი ჩუენნი გალობითა შესხმასა წმიდისა ახალკვირიაკისასა. დიდების-მეტყუელებით ანგელოზთა თანა ერთსა ღმრთეებასა, გარე-შეუწერელად არსსა, ვეტყოდეთ დაუცხრომელად: „უფალსა უგალობდით ყოველნი და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.“

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

შემოქმედმან ყოველთამან და ნათელმან გამოუთქმელმან, ღმერთმან, ღმრთისაგანმან სიტყუამან და ჩუენთვის განკაცებულმან, წარუდგინნა მამასა წარწყმედულნი დამსჭუალვითა ჯუარსა ზედა, ვითარცა კაცმან, და აცხოვნა კაცი, ვითარცა კაცთმოყუარე არს.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელსა თომა უხილვა გუერდისა წყლულებაი და სარწმუნოებით უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, უღაღადა, აწ ჩუენცა ვაღაღადებდეთ: „ყოველნი საქმენი და დაბადებულნი უგალობდით მხოლოსა მეუფესა, აკურთხევდით და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.“

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰშევ შენ წმიდაი ყოვლისაგან ბიწისა, იქმენ სამკვიდრებელ ყოვლისა სიწმიდისა და სიტყუაი ყოველთა წმიდა მყოფელი, მამისა თანა დაუსაბამოი უშევ კაცთა, ამისთვის გიგალობთ შენ, ქალწულო, და უფროისად აღგამაღლებთ უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო, გამოუკვეთელი, ქალწულო, ქრისტე შემაერთებელი ბუნებათა, ამისთვის სიხარულით ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

შენ, რომელმან ჯუარსა ზედა ივნე, მაცხოვარ, დაეფალ და აღსდეგ მესამესა დღესა და აღდგომაი ყოველთა მოგუანიჭე, უფალო, გალობითა გადიდებთ.

უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

შენი ღმერთეებით აღდგომაი საფლავისაგან, ქრისტე, ვერ ვიხილეთ თუალითა, არამედ სარწმუნოებითა და სიხარულითა გადიდებთ 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელი დაეფალ გულსა ქუეყანისასა და მესამესა დღესა აღსდეგ, მოციქულთა კრებულმან გალილეას გიხილეს, თაყუანის-გცეს და იტყოდეს: დიდებაი აღდგომასა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნაყოფი წმიდაი აღმოსცენდი ქალწულებისა ქუეყანასა, რომლითა ვიზრდებით მორწმუნენი, რომლისა მიერ ვჰგიეთ და ვსცხოვნდებით, ქრისტე, და მშობელსა შენსა, ვითარცა ღმრთისმშობელსა ვადიდებთ.

ღირს არსის მაგივრად  – ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ, და კუალად გიხაროდენ, ძეი შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაი უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

მღდელი აკმევს: მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

დაუსაბამოსა მამასა და გამოუთქუმელსა სიტყუასა ღმრთისასა, მხოლოდშობილსა, მიუწდომელად ცანი ძალთა თანა აქებენ, რამეთუ მის მხოლოისა შუენის ქებაი.

კრებული მორწმუნეთაი, განწყობილი მთავარანგელოზთაი თაყუანის-გცემენ შიშით გამოუთქმელად შობილსა ქალწულისაგან ღმერთსა, ხორცთშესხმულსა, დიდების-მეტყუელებით ღაღადებენ: მის მხოლოისა და შუენის ქებაი.

წესნი უზესთაეს ზესკნელს ცათანი ძლევისა გალობასა შენდა შესწირვენ, რომელმან ვნებითა და აღდგომითა შენითა გამოაჩინე ზეცისა იგი ნათელი მიუწდომელი და ესე აუწყე მოციქულთა. დღეი დაუღამებელი, სამარადისოი მიანიჭე მათ სამკვიდრებელად. წმიდა ხარ შენ, მაცხოვარ, შეგვიწყალენ ჩუენ.

შერაახო თომა ხელი გვერდსა შენსა შეუხებელსა, და არა შეიწუა შეხებითა, არამედ სარწმუნოებითა ღაღადყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, აწ ჩუენცა თაყუანისგცემთ, რომელმან ჩუენთვის ვნებანი თავს ისხენ, და გევედრებით: შეეწიე კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა, გარემოზღუდენ ყოვლისაგან ბოროტისა, და დაგვიცევ ყოვლისაგან საცთურისა და ვნებისა.

დღესა საუფლოსა, დიდსა დღესასწაულსა, შუენიერად ბრწყინვალესა, დაუსრულებელსა ახალსა კვირიაკესა ყოველი თესლები ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა იხარებს და ეკლესიაი გამობრწყინდა უზესთაეს ანგელოზთასა, გვირგვინოსან იქმნების აღდგომისა მადლითა და მას შინა ადიდებენ თაყუანისმცემელნი სამისა არსისა ერთსა ღმრთეებასა, ერთსა ძალსა, განუყოფელად მამასა, ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                     

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                             

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.         

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.   

გუნდი: ამინ.      

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, უფალო იესო ქრისტე, დიდად მიუწდომელ არს სიმრავლეი წყალობისა შენისაი, რამეთუ სულგრძელ იქმენ ჰურიათა მიერ ყურიმლის-ცემასა და მოციქულთა მიერ ხელისა შეხებასა, და შეურაცხის-მყოფელთა შენთაგან ფრიად გამოწულილვასა, რამეთუ: ვითარ ხორცნი შეისხენ, ვითარ ჯუარს-ეცუ, ეჰა, მიუწდომელო, არამედ გულისხმა-მიყავ მე, ვითარცა თომას, ღაღადებდა რაი შენდა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. დიდ არს აღდგომაი შენი, მიუწდომელო, შეგვიწყალენ და გუაცხოვნენ ჩუენ, კაცთმოყუარე.

ჰოი, მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, ოდეს საუკუნეთა აღსასრულსა კაცთა ცხოვნებად მოსრულმან ღმერთმან მოციქულნი  თვისნი გამოგირჩიე და მოეც ხელმწიფებაი სნეულთა კურნებისაი, კეთროვანთა განწმედისაი, მკუდართა აღდგინებისაი და ეშმაკთა განდევნისაი, არა ამა ნიჭთათვის, არამედ უფროისად სიყუარულისათვის შეგიდგენ ქრისტესა და წარგავლინე რაი ქადაგებად სასუფეველისა, მოვლეს ყოველი სოფელი, და  ვიდრე აღსასრულადმდე გმსახურებდენ სიმტკიცითა, აწ ჩუენცა გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, განაქარვოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა ერთობითა ვჰბრძოდეთ ყოველთა წინააღმდგომთა მისთა, და ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა.  მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, იესუ მეუფეო, მხოლოდშობილო სიტყუაო მამისაო, შემდგომად რვისა დღისა აღდგომისა შენისა, გამოეცხადე უკუე მოწაფეთა შენთა კართა ხშულთა და მიანიჭე რაი მშვიდობაი შენი და სიხარული, ღმრთისა დაშვებითა ვერა გიხილა მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ერთმან მოწაფემან შენმან თომა მარჩბივმან, და ეწადა რაი ადგილსა სამსჭუალთა შენთასა დადებაი თითთა მისთა და მარჯუენითა განხილვაი გუერდსა შენისაი, აღუსრულე, უფალო, გულისწადილი იგი სანატრელი, და განამტკიცე რაი სარწმუნოებაი მისი, ღაღადყო: `უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, დიდებაი შენდა~, ეგრეთვე აწ ჩუენცა განგვიხუენ თუალნი სარწმუნოებისანი, რაითა ვიხილოთ ხორციელთა თუალთათვის დაფარული, რაითა არა წარვსცეთ ფერხი ჩუენი ქუასა მას საცთურისასა, არამედ ღმრთისსათნოდ და სიწმიდითა ვიდოდეთ მაცხოვნებელსა გზასა ზედა, და ღირსქმნილნი ქრისტეანობითისა აღსასრულისა და კეთილისა სიტყვის-გებისა საშინელსა მას სამსჯავროსა ზედა ქრისტეისსა, მივიწივნეთ ნეტართა მათ სავანეთა ზეცისათა, რაითა წარუვალსა შუებასა მიმთხუეულნი დაუცხრომელად უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა – მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.  

მღდელი: ჩამოილოცავს…  

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).  

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

რომელმან თომას შემდგომად აღდგომისა წყლულებაი გუერდისაი აჩუენე და არწმუნე მას ხელმწიფებაი შესლვითა ბჭეთა ხშულთაითა, დღეს ესრეთვე ჩუენცა მოგვანიჭე ზეგარდამოი შეწევნაი ჟამსა ურწმუნოებითა განცდისასა, ქრისტე, და დაგვიცევ მანქანებათაგან ეშმაკთაისა და ბოროტებისაგან კაცთაისა.

გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შენდა მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა წინაშე ქრისტეის ღმრთისა მიმართ ჩუენისა, რაითა მოგვიტევოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი და ღირს-გვყოს ხილვად და დამკვიდრებად სასუფეველსა შინა.

 

უძველესი იადგარის და ზატიკის გამოყენებით შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა