✝ წმიდა მოწამე ეპიქარია (III)
27 სექტემბერი – ძველი სტილით / 10 ოქტომბერი – ახალი სტილით
✦ · ✦
წმიდა მოწამე ეპიქარია რომში აწამეს ქრისტესთვის, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაკიდეს და რკინის ჩანგლებითა და ჩაქუჩის ცემით ნაწამებს თავი მოკვეთეს.
✦ · ✦
