წმინდა ეკატერინე

07 დეკემბერი. სავედრებელი პარაკლისი წმიდისა დიდისა მოწამისა ქალწულისა ეკატერინესი

მღდელმანკურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურადიღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა

ტროპარი, ხმაი 4

ცეცხლი იგი ღმრთეებისაი აღეტყინა გონებასა შენსა, წმიდაო ქალწულმოწამეო ეკატერინე, და ვითარცა მაღნარნი დაწუნა კერპთა სამსახურებელნი და შროშნისა სახედ აღყუავილნა სამწყსოი ქრისტეის ღმრთისაი, მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ბოროტისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი, ხმაი 4

ზეგარდამოითა სიბრძნითა შენითა, ვითარცა მზისა შარავანდედითა განანათლე ურწმუნონი ბრძენნი, და ვითარცა ყოვლადბრწყინვალემან მთოვარემან, განაოტე რაი ბნელი უღმრთოებისაი, მტარვალიცა ამხილე, ღმრთივწოდებულო სძალო, და სურვილითა მიისწრაფე რაი პალატსა მას ზეციერსა, შუენიერისა მიმართ სიძისა ქრისტეისა, შეიმკევ მის მიერ სამეუფოითა გვირგვინითა, წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, და აწ ანგელოსთა თანა წარდგომილი წინაშე ღმრთისა, ევედრები მას შეწყალებად აღმასრულებელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.  

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.             

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხვუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: გალობაი შევსწიროთ, მორწმუნენო, ღმერთსა საკვირველთმოქმედსა და სახიერსა, რომელმანცა იხსნა ისრაელი ეგვიპტით, და უგალობდეთ მას ძლევისა გალობითა

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ვარდი ეკალთა შორის აღმოსცენდი რაი, ქალწულო, განმასურნელებელად კიდეთა სოფლისათა, ქრისტე აღირჩიე უფროის საფასეთა წარმავალთა და უგალობდი მას ძლევისა გალობითა

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ნერგი სიმართლისაი დაენერგე შორის უღმრთოთა მათ მეკერპეთა და ქრისტეს უარისმყოფელთა, ნეტარო, დედათა სიქადულო ეკატერინე, და არცხვინე ეშმაკთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფლისა მიერ წოდებული გამოჩნდი რაი ქალწულად მარტვილთა შორის და ქალწულთა შორის მოწამედ დიდად, შეიყუარა სიწმიდეი შენი ქრისტემან, და მკვიდრ გყო ბრძენთა მათ ქალწულთა თანა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენგან შობილისათვის იღუაწა ქალწულმან ეკატერინე, დედაო მხსნელისაო, და აღანთო ლამპრი სულისაი და შეწირა თავი თვისი მსხუერპლად ქრისტესა ღმერთსა

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაი შენებრ, კაცთმოყუარე.

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი ბრძენი და შუენიერი ასული მეფისაი, ქალწულო, განსწავლულ იქმენ ყოველსა მეცნიერებასა შინა, და ეწადათ რაი ქმრობაი შენი მრავალთა, ეძიებდი სიძესა შენზედა უპირატესსა.

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საღმრთოითა განგებულებითა წარგადგინა რაი დედამან შენმან წინაშე დაყუდებულისა ბერისა, აღგითქმიდა იგი შენზედა აღმატებულისა სიძისა ჩუენებასა, და მოგანიჭა წმიდაი ხატი ღმრთისმშობლისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ილოცვიდი რაი წინაშე ხატისა, მიგერულა და იხილე ნათელმოსილი დედოფალი ყრმითა, ევედრებოდა რაი ძესა თვისსა, ღირსეყავ შეხედვისა, გარნა იგი გიწოდდა უგუნურსა წარმართობისათვის შენისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქრისტეს დედაო, შენ გიცნა ეკატერინე და მისდევდა სიკეთესა წმიდასა ქალწულებისა შენისასა და სძალ ექმნა მხოლოდშობილსა მას სიტყუასა, უსძლოო

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაიაწდა

 

წარდგომაი, ხმაი 8

 სიბრძნეი სულისა წმიდისაი დაჰნერგე გულსა ჩემსა, იესუ ყოვლადძლიერო, რაითა ღირსად ვაქებდეთ ქალწულებისა ყუავილსა და მოთმინესა მრავალთა ტანჯვათასაეკატერინეს, ღუაწლისა მძლესა, და ვევედროთ მხურვალესა შუამდგომელობასა წინაშე შენსა, რაითა დაგვიფარო გარემოდგომილთა ურიცხუთა მტერთა და საცთურთაგან და გვიხსნნე მრავალსახეთაგან განსაცდელთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ქალწულებაი დაიმარხე, სანატრელო, და სახედ ზითევისა მიუპყარ რაი სიძესა, აღიგე ზეთი ჭურჭელსა შენსა, წმიდაო, აღანთე ლამპარი მსგავსად ბრძენთა მათ ქალწულთა, და მიეგებე სიძესა მას სულთასა, უკუდავსა ქრისტესა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხი მხურვალეი, და შესავრდომელი დიდი, და მფარველი მტკიცეი და თანამბრძოლი და ზედამხედველი ხარი შენ, ღმრთისმშობელო, რომელნი ეძიებენ შეწევნასა შენსა; ამისთვის შეგიყუარა ქალწულმან ეკატერინე და ხმობდა: დიდებაი ძალსა შენსა.         

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წარგგზავნიდა რაი იესუ წმიდისა მის ბერისა მიმართ, განგსწავლა მან სარწმუნოებასა შინა მისთა, ჰოი, ქალწულო ყოვლად სანატრელო, და ნათელ იღე ხელითა მისითა

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

კუალად გეჩუენა რაი ღმრთისმშობელი ღმრთეებრივითა ძითა, სიყუარულითა შეგიტკბო მან, ნეტარო, ვითარცა მეძიებელი ჭეშმარიტებისაი, და ბეჭდისა ბოძებითა სახელგყო სძლად თვისად

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განიღვიძე რაი და იხილე ბეჭედი თითსა შენსა, ჰოი, ქალწულთა თუალო ეკატერინე, მოწყალებითა ღმრთისაითა შეძრული იხარებდი, და აქებდი ძლიერებასა მისსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სულნელებასა შენგან შობილისა ღმრთისასა, ჰოი, ქალწულო დედოფალო, ტრფიალ იქმნა რაი ეკატერინე, სძალ ექმნა ქრისტესა, და აწ მეოხ არს ჩუენთვის წინაშე მისა, ხსნად ყოვლისაგან ბოროტისა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ღამისაგან წყუდიადისა უგუნურებისა შეცთომილი გზათაგან შენთა, ნათლითა შენმიერითა, უფალო, დამამტკიცე მე მშვიდობითა, რაითა ვიდოდე გზასა მას მცნებათა შენთასა

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გესმა რაი მოწოდებაი მაქსიმიანე კეისრისაი, რაითა  ყოველთა უზორონ კერპთა, აღივსე შურითა საღმრთოითა, ღმრთივწოდებულო სძალო, და მისრული საკერპოსა, ამხელდი ბოროტებასა მისსა.

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მზეებრ ბრწყინვიდა რაი პირი შენი, განცვიფრდა კეისარი და გკითხვიდა რაი სახელსა, ასულად მმართველისა და სძლად ქრისტეისად წარუდგინე თავი თვისი, და უქადაგებდი ღმერთსა ჭეშმარიტსა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ესმა რაი ბრძნადმეტყველებაი შენი კეისარსა, მომსრველსა ქრისტეანეთასა, აღივსო შიშითა, რაითა არა იძლიოს დედაკაცისაგან, და მოუწოდა ფილოსოფოსთა და მეცნიერთა საძლეველად შენდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო ქალწულო, დედოფალო დაბადებულთაო, ესმნეს რაი ვნებანი შენგან შობილისანი ეკატერინეს, განაგდო დიდებაი სოფლისაი და უშიშად განემზადა დათმენად სატანჯველთა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აღურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლისათვისცა გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან, და შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მაშინ გამოგიჩნდა მთავარი იგი ზეცისა ძალთაი ხილვასა შინა, რაითა არა შეიშინო სიტყუად წინაშე ფილოსოფოსთა, და გრქუა: „აჰა მოგცეს შენ ღმერთმან სიბრძნეი და სძლო წინააღმდგომთა“.

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შემოკრბა რაი სიმრავლეი ერისაი სმენად სიტყვისგებასა თქუენსა, გულსა ზედა ჯუარისა დამწერელი წარსდეგ სამსჯავროსა, და სძლე ორმეოცდაათთა მათ ფილოსოფოსთა სიბრძნითა საღმრთოითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ცნეს რაი ჭეშმარიტებაი მეცნიერთა და რიტორთა, ბრძანა კეისარმან დაწუვაი მათი, და გევედრებოდენ რაი ნათლისღებასა, ქალწულო, ქრისტეს ბეჭედსა დასწერდი აღმსაარებელთა მისთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მრავალთა განსაცდელთა მისცემდა ხორცთა თვისთა ეკატერინე სიყუარულითა ძისა შენისაისა, ღმრთისმშობელო, რომელმან აღუთქუა მას წარუალი დიდებაი და მკვიდრ ყო შენთანა ზეცისა სასუფევლსა.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                    

გუნდი: ამინ.

ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლადუფალო, შეგვიწყალენ 12გზის; დიდებაიაწდა…     

 

კონდაკი, ხმაი 3

განსძლიერდი ძალითა მით ქრისტეისითა, ნეტარო, და სიტყუათა მიერ სიბრძნისაითა და მჭევრმეტყველებითა ამხილებდი რაი გონებისწარმწყმედელსა მას ერესსა, ანგელოსი ზეცითგან გარდამოხდა და საღმრთოი ძალი მოგმადლა, რომლისა მომგებელმან სატანჯველი შეურაცხყვენ, და მამაკაცებრივითა სიმხნითა იტყოდი: „ქრისტე არს დიდებაი მოწამეთაი“

კონდაკი, ხმა 2

საღმრთოდ დასად შემოკრბით, ჰოი, მარტვილთმოყუარენო, რაითა ვადიდებდეთ წმიდასა და ყოვლადბრძენსა ეკატერინეს, რომელმან  სათნოებათა მიერ მდედრობაი სიმხნედ შესცვალა სურვილითა უკუე ქრისტეისითა, ადიდა რაი სტადიონსა შინა, და რიტორთა გონებათა მომდოვრებითა დასთრგუნა მზაკუვარებაი გუელისაი.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით

წარდგომაი, ხმაი 4. საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუხლი: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა 

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

თქუა უფალმან იგავი ესე: ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნისულელნი. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. ხოლო შუვაღამეს ოდენ ღაღადებაი იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმაგუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროისღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეხშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგვიღე ჩუენ! ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყვი თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაი მოვიდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.  

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა ყოვლად ქებულისა დიდმოწამისა ეკატერინეისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.   

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო

გერი: სამოთხისა ნერგთა შორის აღმოსცენდი შენ შროშანი მრავალფერი, ქალწულო ეკატერინე, და სურნელ ჰყვენ მორწმუნენი ქრისტეს მადლითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისა, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობაი და ერსა ჩუენსა მოანიჭოს ძლევაი მტერთა ზედა, სიმტკიცეი ეკლესიათა, და წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობლისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანეისითა; წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა მოციქულთა თავთა პეტრეისა და პავლეისითა, და ქართველთა განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომეეისი, თადეოზისა და მატათაისითა; მოციქულთა სწორთაღირსისა დედისა ჩუენისა ქალწულისა ნინოისა, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა, და წმიდისა ღუაწლისამძლისა მოწამისა გიორგისითა; წმიდათა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგისაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო ტფილელისა, მიქაელგობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა; კონსტანტინე მთავრისაითა; ბიძინა, შალვა და ელიზბარისაითა, შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და წმიდათა მამათა და დედათა, ქვაბთახევსა და აჭარასა შინა უსჯულოთაგან მოწყვედილთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასლისა, დავით აღმაშენებლისა, დემეტრედამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; ღირსთა და აღმსარებელთა მამათა ჩუენთა: იოვანე, გიორგიიოანე ბეთანიელთა, და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), წმიდისა დიდმოწამისა ეკატერინეისითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.    

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ქუეყანით იუდაისით ბაბილონსა წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჰგონებდა რაი მძლავრი იგი ცთუნებასა შენსა დედოფლობისა პატივითა, შეურაცხყოფდი ქორწილსა მას განხრწნადსა, და აღიარებდი სძალყოფასა ქრისტეს ღმრთისასა, უკუდავისა სიძისასა.

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ბრძანა რაი გუემაი შენი კეისარმან, უშიშად ღაღადებდი: „სასოი ჩემდა არს ქრისტე, მხსნელი სოფლისაი“. აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე მისა, გარემოგვზღუდოს ყოვლისაგან ვნებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უწყალოდ ტანჯული შეგაყენეს რაი დილეგსა, გეჩუენა მტერი იგი ბოროტად წარმწყმედელი, ნეტარო, და ეწადა რაი შთანთქუმაი შენი მსგავსად ვეშაპისა, განაქიქე იგი ქრისტეის ჯუარითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვერარამან განაშორა, ეკატერინე, ქრისტეს სიყუარულსა, არცა დაბძარვამან ხორცთამან, არამედ მოითმინა გუემაი ტკივილთაი შობილისათვის შენისა, დედაო უქორწინებელო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილსა რაი შეითხინეს სამნი ყრმანი, დაშრიტეს ვედრებითა, და მღვიმესა ლომთასა დანიელ დაცვული იტყოდა: ყოველნი საქმენი აკურთხევდით უფალსა.

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ბნელსა მას შინა გამოგიჩნდა ქრისტე ანგელოზთა თანა, და აღგითქუმიდა რაი შენ თანა ყოფასა, ყოვლად ნეტარო ქალწულო, წყლულებათაგან განგკურნა და ამაღლდა ზეცად.

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგიხილა რაი დედოფალმან, არწმუნე ქრისტე, ვითარცა მას, ეგრეთვე სტრატილატსა პორფირისა და მხედართა მისთა, და მიითუალეს რაი მარტვილებრივი აღსასრული, მოიღეს გვირგვინი ძლევისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ბრძანებდა რაი კეისარი მოკლვასა შენსა, წმიდაო, შეჰვედრე სული შენი ქრისტესა, და ევედრებოდი რაი მომხსენებელთა შენთა ხსნასა ყოველთა ურვათაგან, აღგითქუა აღსრულებაი თხოვისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 ჯუარსა ზედა გოლგოთას ქალწულისაგან შობილმან გვირგვინითა მით წამებისაითა შეამკვნა ეკატერინე, და აღამაღლა დიდებით ცხოველსა ქორწილსა და საშუებელსა საუკუნესა.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შეძრწუნდეს დაბადებულნი გარდამოსლვასა ღმრთისა გამოუთქუმელისასა, ვითარ მაღალი იგი ნეფსით თვისით განხორციელებად გარდამოხდა ქალწულისა წიაღსა და განკაცნა უქცეველად სიმდაბლით, ამისთვის გალობითა ვადიდებთ უბიწოსა ღმრთისმშობელსა.

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წარკუეთდა რაი მტარვალი წმიდასა მას თავსა შენსა, ჰოი, ეკატერინე სანატრელო, სული შენი შეერთო კრებულსა მას უკუდავთა სასძლოთასა, ხოლო ხორცნი შენნი აღიტაცნეს ოთხთა მათ ანგელოზთა უფლისათა, და დასხნეს სინაის მთასა ზედა საკვირველად.

წმიდაო დიდო მოწამეო ეკატერინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მსახური შენი ათანასი აღსწერდა რაი ღუაწლსა შენსა და სიბრძნესა საკვირველსა, არა ეწადა უფალსა დაფარვაი ნეშტისა შენისაი, და ზეგარდამოითა ჩუენებითა პოვეს რაი სინელთა მათ მამათა, ტაძარსა თვისსა დაასუენეს, და სახელი შენი უწოდეს სავანესა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იქადის მეგვიპტეი და განსცხრების მთაი სინაისა, რამეთუ სავანეი შენიმწიაღებელი წმიდათა ნაწილთა შენთა, ვითარცა წყაროი დაუწყვედელი, მდიდრად აღმოადინებს მადლთა სურნელებასა, და ყოველთა მიანიჭებს აღსრულებასა კეთილთა თხოვათასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განმანათლებელო ყოველთაო, დედაო უქორწინებელო და ქალწულო, შენ მიერ განძლიერებულ იქმნა ეკატერინე ქალწული, და შენთანა იშუებს რაი ცხორებასა დაუსრულებელსა, აწ მეოხ არს ჩუენთვის წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ

მღდელი აკმევს; ერისკაცი ან მკითხველი კითხულობს:

ყოვლად ქებულ არს სახსენებელი შენი, ნეტარო, რამეთუ ზეციერი სიძეი შენიქრისტე გაქუნდა რაი ზღუდედ უბრძოლველად, ხელმწიფებაი მტერისაი დასთრგუნე და ერი მრავალი მოაქციე მართლსარწმუნოებასა ზედა, აწ ჩუენცა შეწევნასა შენსა მოვევლტით, რაითა დაგვიცვა ყოველთა ძვირთაგან და ღირსგვყო კეთილდღეობითსა ცხორებასა.

განადიდა რაი ეკლესიამან მარტვილობაი შენი, და სიბრძნეი საკვირველი, შეგრაცხა წმიდათა შორის მისთა, ჰოი, ქალწულმოწამეო ეკატერინე, და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა ვედრებად შენდა, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ოხითა შენითა ქრისტემან, და დაგვიცვას ყოველთა მძვინვარეთა სალმობათა და სენთაგან.

არცაღა დავიწყებულ იქმნა მარტვილობაი შენი, ჰოი, ქალწულო დიდებულო, რომელმან თავად გვასწავე, რაითა მარადის გევედრებოდეთ ჟამსა მას ჭირისასა, და აწ ჩუენცა ვაქებთ ნიშსასწაულთა და კურნებათა, რომელნი აღასრულნა ღმერთმან წმიდათა ნაწილთა მიერ შენთა, ნეტარო, და მხურვალედ გევედრებით ხსნასა ურიცხუთა მათ განსაცდელთაგანუხილავთა და ხილულთა მტერთა მიერ მოწევნულთა.

ქრისტესაჩუენთვის ქალწულისაგან შობილსა შეუდეგ, ჰოი, ქალწულთა თუალო სანატრელო, და ყოვლითა გულითა შეიყვარე რაი დედაი მისი საყუარელი, შეწევნითა მისითა სძლე მძლავრთა მათ წინააღმდგომთააწ ჩუენცა შეგვავედრე სახიერებასა მისსა, რაითა მართლსარწმუნოებასა შინა განგვამტკიცოს წილხვედრნი თვისნი და აღგვძრას ქებად და გალობად ღმრთისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი… 

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                         

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                       

გუნდი: ამინ.

ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლადუფალო, შეგვიწყალენ 3-გზის; დიდებაიაწდა…     

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდაო ქალწულო და დიდო მოწამეო ეკატერინე, ჭეშმარიტო სძალო ქრისტეისო, ტაძარო სიწმიდისაო და უბრწყინვალესო მარგარიტო უბიწობისაო; ღუაწლთა მიერ ყვავილოვანქმნილო რქაო საუფლოისა ვენახისაო და შროშანო შუენიერო, განმასუნელებელო ეკლესიისაო; ყოველთა მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო და მომნიჭებელო მადლისა და წყალობისაო!

ჰოი, ქალწულთა თუალო და მოწამეთა წინამძღუარო ეკატერინე, წინაისწარ აღგჭურა რაი სასძლოი თვისი ქრისტემან მრჩობლითა მადლითა, სძლე ერგასთა მათ ბრძენთა და დაარწყულე რაი ზეციერითა მოძღურებითა, ღირს იქმნენ მოღებად მარტვილობისა გვირგვინისა, და შენცა განემზადე რაი დათმენად სატანჯველთა, დასთხიენ სისხლი შენი ქრისტეს სიყუარულითა, რომელმანცა აღგითქუა შენ წარუალი დიდებაი წმიდათა თანა სასუფეველსა, აწ ჩუენცა შეგვავედრე სახიერებასა მისსა, წმიდაი ეკლესიაი თვისი შეურყეველად დაიმარხოს ყოვლისაგან წვალებისა, და დაიცვას მამული ჩუენი გარემოდგომილებისაგან მტერისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს ძალი დატევებისათვის ცოდვათასა და მოგვანიჭოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რაითა დავარღიოთ ყოველნი მანქანებანი ჯოჯოხეთისა მთავრისაი და სიწმიდითა და ღირსებითა განვვლოთ ჟამი ცხორებისა ჩუენისაი. მრავალშემძლებელითა ლოცვითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი

ჰოი, ყოვლადბრძენო და სანატრელო ქალწულმოწამეო ეკატერინე! ქრისტეს მიერ განმხნდი რაი წინააღდგომად უსჯულოისა მის კეისრისა, დედობრივისა ბუნებისა უძლურებითა მამაკაცებრ ახოვნად იღუაწე და მიითუალე რაი მარტვილებრივი აღსასრული, შეხვედ სამეუფოსა მას ქორწილსა, და იქმენ წმიდაი და ბრწყინვალეი სძალ ქრისტეისა, მას ევედრე, განაბნიოს შეცოდებათა ჩუენთა წყუდიადი და წარგვიძღვეს გზასა მას მცნებათასა და ალაგთა მათ სინანულისათა, რაითა უბრკოლველად თანაწარვხდეთ საცთურთა საწუთოისასა, და მივეახლოთ სანატრელსა პალატსა სამოთხისასა, სადა ყოველთა ბრძენთა მათ ქალწულთა თანა წარდგომილხარ წინაშე მაცხოვრისა, რაითა მარადის შენთანა ვადიდებდეთ ღირსად თაყუანისსაცემელსა სახელსა მისსა, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!    

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდმოწამისა ქალწულისა ეკატერინეისითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვაი ხატისა მთხვევასა ზედა

გაქებთ შენ, ვითარცა დიდსა შემწესა ჩუენსა, რომელმანცა მრავალფერთა სატანჯველთა დათმენითა არცხვინე მცბიერთა მათ ეშმაკთა და გვირგვინი ბრწყინვალეი მოიგე ღმრთისაგან, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისა, ღმრთეებრივი წყალობაი მოგუმადლოს მოშიშებითა შევრდომილთა ხატსა შენსამოგვიტევოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი და გვიხსნნეს მანქანებათაგან ეშმაკისა, რაითა შენითა შუამდგომელობითა ღირსვიქმნეთ ხილვად და დამკვიდრებად სასუფეველისა.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, წმიდისა ქალწულმოწამისა ეკატერინეს ლოცვითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

07 დეკემბერი. წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ღუაწლი და წამება

 

7 დეკემბერი. წმინდა დიდმოწამე ეკატერინე (305-313)