სავედრებელი პარაკლისი წმიდისა დიდმოწამისა ეფემია ყოვლადქებულისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი. მუხლი

ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

სიძე იგი უკუდავი ქრისტე შეიყუარე და ბრწყინვალედ განმზადებულმან ლამპარი შენი განაბრწყინვე რაი სათნოებითა, შეხუედ მის თანა ქორწილსა მას, ყოვლადქებულო ეფემია, და თვით დაგადგა რაი გვირგვინი წამებისა, აწ ჩუენცა ყოველთა ჭირთაგან განგვარინნე, რომელნი სარწმუნოებითა პატივს-ვჰსცემთ ხსენებასა შენსა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

ტროპარი წმ. ეფემია ყოვლადქებულის სასწაულის ხსენებისა (451 წ)

სახარულევან ჰყავ და განამტკიცე მართლმადიდებელნი და არცხვინე რაი ბოროტმადიდებელთა, წმიდაო დიდო მოწამეო ქრისტეისო, ღუაწლისა მძლეო ეფემია, დაამტკიცნე დოგმატნი მეოთხისა კრებისანი, რომელთა კეთილად აღიარებდნენ მამანი სადიდებელად ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა მამათა მოცემული სარწმუნოებაი შეუხებელად და უბიწოდ დავიცვათ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხვუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარავო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალად მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარ მთიები აღმოჰბრწყინდი აღმოსავალით, მხნეო, ყოვლადქებულო ეფემია, და არაი ჰმსახურე უსულოთა კერპთა, არამედ ქრისტე ღმერთი ხმამაღლად ჰქადაგე და ძლევისა გვირგვინი ბრწყინვალე ზეგარდამო მოიღე პატივად წმიდათა ღუაწლთა შენთა.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განმხნდა რაი წინა-ადგომად მძლავრისა მის ღმრთისმოყუარეი ქალწული ეფემია შენ მიერ, ქრისტე, დედობრივისა მის ბუნებისა უძლურებასა წინა-აღუდგა და მამაკაცებრითა ღუაწლითა მოიღო შენგან გვირგვინი ზეცისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

ქალწულებისა ნათლითა და წამებისა სისხლითა სული შენი განაბრწყინვე, ყოვლადქებულო ეფემია, და დაეწინდე შემოქმედსა, რომელმანცა უბიწოდ დაგმარხა ჭეშმარიტად უკუნისამდე, და აწ, ღირსო, იშუებ მარტვილთა მწყობრსა თანა სასუფეველსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლამდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მხსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი დიდად ღმრთისმოსავი და შუენიერი ასული კეთილმსახურისა სენატორისაი, იზარდებოდი ქალაქსა ქალკედონსა ჟამსა მას უსჯულო დეოკლეტიანეს ზეობისასა, და ქრისტეანეთა თანა ილოცვიდი და ადიდებდი ღმრთისა.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ოდეს უსჯულომან მთავარმან ქალაქისა შენისამან ბრძანა თაყუანისცემაი წარმართთა ღმრთეებისაი, არცაღა ერჩდით კრებული ეგე მორწმუნეთა, გძაგდათ რაი კერპთმსახურებაი, და იწყეთ ფარულად შეკრებაი და ღმრთისმსახურებაი.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

აუწყეს რაი მთავარსა მას ურჩობაი ქრისტეანეთაი, შეგიპყრათ და იწყო რაი ტანჯუაი თქუენი, ყოველნი მტკიცედ დაითმენდით განგრძობილსა სიყმილსა, სიცივესა და გუემასა და ხმამაღლად აღიარებდით ქრისტესა მხსნელად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად, ვითარცა სათნო-იყავ, და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

წარდგომაი, ხმაი 4

მოწყლულმან ტრფიალებითა სიძისა უკუდავისაითა თავი შენი მიეც სატანჯველთა, ჰოი, მოწამეო ყოვლადქებულო ეფემია, და არცა ცეცხლმან, და მახვილმან, და არცაღა მრავალფერთა ტანჯუათა განგაშორეს შენ სიყუარულსა მას საღმრთოსა, არამედ ხმობდი: მსურის მამისა და ძისა თანა, და სულისა ყოვლად წმიდისა, სამებისა სამგუამოვნისა.

დიდებაი… აწდა…

მამათა მიერ აღწერილი სარწმუნოებისა სჯული გერწმუნა შემდგომად სიკუდილისა, ღმერთშემოსილო, და ვითარცა რაი ცხოველმან, ხელთა შენთა აღიღე და მყუვარ ჟამ გეპყრა წინაშე პატრიარქისა და მეფისა, წმიდაო ეფემია, და განამტკიცე რაი სარწმუნოებაი მართლმადიდებელთაი, სიცბილი მწვალებელთაი დახსენ, და მამანი კრებისანი აღავსენ რაი სიხარულითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე ღმრთისა და სულთა ჩუენთათვის გვითხოე დიდი წყალობაი.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა მზეი ჰბრწყინავს შორის ვარსკულავთასა, ესრეთ განბრწყინდი შენ შორის მორწმუნეთასა, ნეტარო, და ყოველნი დილეგსა შინა შთათხია რაი პროკონსულმან, შენ წარგადგინეს წინაშე მისა.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ეწადა რაი კერპთა მიმართ მიქცევაი შენი მძლავრსა, ილოცევდი, ნეტარო, და ითხოვდი უფლის მიერ წინა-აღმდგომთა მისთა მიმართ განძლიერებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

მაცთურთა უღმრთოებაი ამხილე რაი ღმრთეებრივითა სიბრძნითა, აწ ჩუენცა მეოხ გუეყავ მისა მიმართ, რაითა მოგვანიჭოს გული გონიერი და ბრძენი, გულისხმისყოფად კეთილისა და ბოროტისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთი, რომელი გვიშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად მისა ნუ დასცხრები ჩუენთვის, ქალწულო, რაითა დახსნას ჩუენგან ჭირთა და განსაცდელთა ღელვაი.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გულისწყრომითა აღივსო რაი მსახური იგი სიცრუისაი, იწყო ტანჯუაი შენი ურმის თუალითა, რომელ შეჰმუსრა ანგელოზმან, და განგათავისუფლა რაი საკრველთაგან, განგკურნა ყოველთა წყლულებათაგან, ნეტარო, და აღგძრა მადლობად ღმრთისა.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვერა გულისხმაყო სასწაული ეგე მთავარმან, ღმრთისმოყუარეო ქალწულო, და კუალად მოგიწოდა რაი თაყუანისცემად კერპთა, მტკიცედ მიუგებდი: „დაღათუ ტანჯვითა აღმასრულოთ, არა უვარ-ვყო ძალი სამებისაი“.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

ჰგონებდა რაი დახსნად მძლავრი იგი საკვირველსა სიმტკიცესა შენსა, საცინელ იქმნა ყოვლად ბოროტი იგი, წმიდაო, რამეთუ სიმშვიდეი და მყუდროებაი სიფიცხლითა შეჰზავენ და ბრძოლა ეც ახოვნად ბრძოლისმოყუარესა ეშმაკსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოიგე, უბიწოო, და შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, რამეთუ გაქუს შენ მისა მიმართ მეოხებაი და მოტევებაი ცოდვათაი ყოველთა ქრისტეანეთაი.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აღურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლისათვის გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ღმრთისმსახურებისა საჭურველი აღიღე რაი, ღირსო, ძალი ქრისტეისი უძლეველი, კადნიერებითა ამხილე ცთომილებაი უსჯულოისა მთავრისაი და ძალი მისი შეჰმუსრე ახოვნებითა.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გაქუნდა სიმხნეი სულისაი, წმიდაო, და შთაგაგდეს რაი ჯურღმულსა მას წყლითა აღსავსესა, იონაისა და დანიელისა მსგავსად დაგიცვა ღმერთმან და გიხსნა წყლისა მხეცთაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

დედობრივი ბუნებაი სიმხნით შეამკვე მსგავსად სპარაზენთა, ბრძენო ქალწულო, და ბოროტი იგი მტერი სირცხვილეულ-ჰყავ, ზუაობით ამაოდ იქადოდა რაი კერპთმსახურებასა ზედა მოქცევასა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან, უზეშთაეს ბუნებათა, ძე ღმრთისაი დაუსაბამოი.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

კონდაკი, ხმაი 4

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე, და შემდგომად სიკუდილისა საკვირველებათა მდინარესა მოგვანიჭებ, ყოვლადქებულო ეფემია, რომელნიცა დაძინებასა შენსა პატივს ვჰსცემთ და სარწმუნოებითა პატიოსანთა ნაწილთა შენთა შევეხებით, კურნებასა მოვიღებთ სულიერთა სენთასა, მადლთა შენთა საკვირველებითა, წმიდაო მოწამეო.

ხსენება წმინდა ეფემია ყოვლადქებულის სასწაულისა (451 წ)

კონდაკი, ხმაი 6

ღუაწლნი მარტვილობისანი და ღუაწლნი სარწმუნოებასა შინა მხურვალედ თავს-ისხენ ქრისტეისთვის, სიძისა შენისა, არამედ აწცა, ვითარცა წვალებანი, ეგრეთვე ზახებაი მტერთაი, ფერხთა ქუეშე მართლმადიდებელთასა დათრგუნვად ითხოვე ღმრთისმშობელისაგან, რომელმანცა ექუსას ოცდაათთა ღმერთშემოსილთა მამათაგან საზღვარი სჯულისაი მიიღე და დაიმარხე, წმიდაო ეფემია ყოვლადქებულო.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომაი, ხმაი 4. საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუხლი: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

მას ჟამსა შინა წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტვიროსისაითა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაი. და მოუხდეს მოწაფენი იესუს და რქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე-მე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისაითა. ხოლო იგი მოუხდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა, ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდმოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთაისა. მაშინ მიუგო იესო და რქუა მას: „ჰოი, დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს“ და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.

მეოხებითა წმიდისა დიდ-მოწამისა ეფემია ყოვლადქებულისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: გულისხმა-ვჰყოფთ ღუაწლთა შენთა სიმრავლესა, დიდმოწამეო ეფემია, და თაყუანი-ვჰსცემთ ღმერთსა, რომელმანცა განაძლიერა დედობრივი უძლურებაი შენი და წყობაი მძვინვარეი უჩინოისა მტერისაი დასცა ახოვნებითა შენითა, აწ ჩუენცა მეოხ გუეყავ მისა მიმართ, რაითა მოჰმადლოს მშვიდობაი სოფელსა და ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიისაი, და დიდი წყალობაი მორწმუნეთა.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათაისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ღირსისა დედისა ჩუენისა, ქალწულისა ნინოისა, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა და საკვირველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა ძლევაშემოსილისა გიორგისა; აბო ტფილელისა და შალვა ახალციხელისაითა; არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა და ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; ბიძინა, შალვა და ელიზბარისაითა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა ქალწულ-მოწამეთა: თეკლა, მარინე და ეკატერინეისითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკ-ყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და წმიდათა აღმსარებელთა მამათა: ექვთიმე, იოვანე, გიორგი-იოვანე და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა, და წმიდისა დიდ-მოწამისა ეფემია ყოვლადქებულისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მძლავრთა პირნი მგმობარნი დაუყვენ, ახოვანო ქალწულო, და სულითა წმიდითა განათლებული ხმატკბილად გალობდი და იტყოდი: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ეწადათ რაი დაჭრაი, და განხერხვაი შენი, ქალწულო, ვერა შეუძლეს ვნებად შენდა, და შთაგაგდეს რაი განხურვებულსა სახუმილსა, განაგრილეს იგი შენ თანა განუშორებელად მყოფთა ანგელოზთა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

სამებამან წმიდამან შეწუნა მსახურნი იგი, რომელთა აღატყინეს სახუმილი სამთა ყრმათაი, ხოლო შენ მტანჯველთა თვისთა ასწავებდა სამებისა გალობასა, ნეტარო ეფემია, და აკურთხევდენ ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არათუ ბუნებით სამებაი არს ერთი ღმრთეებაი, არამედ გუამოვნებით იცნობების მამაი, ძე და სული წმიდაი, რომელი-იგი არს კურთხეულ აწ და უკუნისამდე.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულის-წყრომითა, რისხვითა, ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღატ-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვერა განგაშორა რაი სიყუარულსა მას საღმრთოსა უსჯულომან, განგიჩინა სიკუდილი და მოუშვა რაი შენზედა მხეცნი, განსვენებასა სულისა შენისასა სამკვიდრებელთა შინა წმიდათასა ევედრებოდი ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვავედრე ძალსა მისსა, რაითა განგვათავისუფლოს ცოდვისმოყუარებისა ვნებათაგან.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხორცთა სალმობანი ახოვნებითა დაითმინე, წმიდაო ეფემია, და მოწყლული მხეცისა მიერ სცხოვნდი რაი საუკუნოდ, დაგამკვიდრა უფალმან ზეცისა სავანეთა, ხოლო ნეშტი შენი ფარულად დაკრძალეს მშობელთა შენთა, და საფლავი შენი აღმოაცენებდა მრავალთა ნიშ-სასწაულთა და კურნებათა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

ქრისტიანეთა შორის მეფემან პირველმან, კონსტანტინე, ღმრთისმსახურებით განაგო რაი მეფობაი მისი, დიდებული ტაძარი აღაგეს საფლავსა შენსა ქალკედონსა, და უხრწნელი ნეშტი შენი დააბრძანეს რაი მას შინა ლუსკუმითა, აღმოაცენებდი მირონსა სისხლისა მსგავსსა, და მრავალთა მიანიჭებდი კურნებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთეებისა სამებასა, ერთარსებასა დიდებულსა, არსებით მიუწდომელსა სამგუამოვნებასა, მამასა უშობელსა და მშობელსა, ძესა შობილსა დაუსაბამოსა და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და წიაღი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ გადიდებენ შენ.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტემან მოგცა რაი მადლი სასწაულთაცა საქმედ და პატივ გცა საწუთროსა ამას შინა, შემდგომად სიკუდილისა ამაღლდი წინაშე მისა, რაჟამს მკუდარმან, ვითარცა ცხოველმან, ხელთა შენთა აღიღე გრაგნილი მართლსარწმუნოებისაი და დახსენ საცთური მწვალებელთა.

წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განძარცვეს რაი ტაძარი სპარსთა, ვერა განხსსნეს ლუსკუმაი შენი, და უკუნ-აქციეს რაი ტაძარსა, აღგიშენეს ტაძარი კონსტანტინეპოლეს, და ლუსკუმაი შენი დააბრძანეს საკურთხეველსა შინა, რაითა მასზედა შესწირავდენ მღდელნი მსხვერპლსა უსისხლოსა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

წმიდანი ნაწილნი შენნი მეფემან ხატმებრძოლმან ხისა კუბოითა შთასთხია რაი ზღუასა, დაიცვა უფალმან საკვირველად და კუალად უკუნ-აქცია სამეუფოსა მას ქალაქსა, რაითა ყოველთა მისდა შევრდომილთა მიჰმადლებდე ლხინებასა და აღძრვიდე დიდებად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაითვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინაისწარმეტყუელნი გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად და ბჭედ დახშულად, მთად გამოუკუეთელად, კიბედ ზეცისად აღმართებულად, წყაროდ დაბეჭდულად და სულმცირედ ღრუბელად და მშობელად ევმანოელისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

განმანათლებელი

მოვედით კაცნო, ყოველთა ვადიდოთ სასწაული ესე საკვირველი და ყოვლადდიდებული, თუ ვითარ სიკუდილისა შემდგომ შეიწყნარა ყოვლადბრწყინვალემან ეფემია გრაგნილი პატრეარქისაგან და მძლედ გამოაჩინა მართლმადიდებელნი ქალაქსა ქალკედონსა.

დიდებაი… აწდა…

რომელმან სიწმიდითა შევ სიბრძნეი იგი ღმრთისაი, სიტყუაი წინასაუკუნოი და მკურნალი სულთა და ხორცთაი, ქალწულო უბიწოო, სულისა ჩემისა დაძველებულნი და უწყალონი წყლულებანი და ბრძვილნი განწმიდე, და დააყუდნე გულისა ჩემისა სნეულებანი.

მღდელი აკმევს;

მკითხველი აბ ერისკაცი კითხულობს:

ქებით შევამკობთ ღუაწლითშემოსილსა სიმხნესა შენსა, ჰოი, დიდმოწამეო ეფემია, რამეთუ მარადის ლოცვითა შეზღუდვილმან საჭურველითა ჯუარისაითა დათრგუნე მძლავრთა ბოროტთა მძვინვარებაი და უხილავი მტერი იგი უკეთური დაამხუე შეწევნითა ღმრთისაითა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა გზათაგან წარმწყმედელთა განგვარინოს და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა.

ეჰა, რაბამ დიდებულ არს სახსენებელი შენი, ჰოი, სძალო ქრისტეისო შუენიერო, და დაღათუ სამეუფოი ეგე ქალაქი ხელთ იგდეს უსჯულოთა, წმიდაი ნეშტი შენი ვიდრე აქამომდე დავანებულ არს დიდმოწამისა გიორგისა ტაძარსა, და კურნებასა მიჰმადლებ რაი მისდა მილტოლვილთა, აწ ჩუენცა მივისწრაფით მიმათხვევად მისა და ამბორისყოფად წმიდისა ხატისა შენისა, რაითა სიმრთელეი მოგუმადლო და აღხოცო ვნებანი სულისა ჩუენისა.

წმიდათა ნაწილთა შენთა მიერ აღმოაცენებ რაი წყალობათა კუნძულსა კერკირასა, ყოველნი მართლმადიდებელნი მიველტვით ტაძარსა მას და მონასტერსა, სახელსა ზედა შენსა აღგებულსა, რაითა ამბორისყოფითა პატივს-ვჰსცემდეთ წმიდათა ნაწილთა და შუენიერთა ხატთა შენთა, და გევედრებოდეთ ღმრთისა მიმართ შეწევნასა, რაითა ცოდვათაგან ხსნაი და შეწევნაი მოგუმადლოს ურვათა, სენთა და მწუხარებათა მიერ ღელვა-გუემულთა.

მრავალთა სასწაულთა აღასრულებ რაი ჟამთაცა ჩუენთა, ათონისა მთასა ზედა განეცხადე წმიდასა პაისისა, ერთსა საეკლესიოსა საქმესა ზედა იყო რაი იჭუვნეულობასა შინა, და რეკდი რაი კარსა მისსა, განცვიფრდა, ესმა რაი ხმაი დედაკაცისაი, გარნა თვით განაღე კარი სენაკისაი, ჰოი, ეფემია, და ეტყოდი რაი სახელსა შენსა, ერთობითა ლოცვა ჰყავთ, და მიუთხარ რაი მარტვილობაი შენი, განამტკიცე კეთილსა ზრახვასა შინა თვისსა, ეგრეთვე აწ ჩუენცა შეგვეწიე და დაგვამტკიცე მართლ-სარწმუნოებასა ზედა.

ჰოი, ქრისტეისგან შეყუარებულო ქალწულ-მოწამეო ეფემია, ვითარცა გაქუს მარტვილებრივი კადნიერებაი წინაშე მისა, შეგვავედრე ყოვლადწმიდასა დედასა მისსა, ღმრთისმშობელსა, რაითა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განგვაშორებს მეოხებასა თვისსა ერსა მისდა წილხდომილსა, რამეთუ ვსცოდეთ, გარნა დღეყოველ განვაკუთნებთ სასოებათა ჩუენთა მისა მიმართ და სამწმიდაარსობისა გალობითა ვადიდებთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ. დიდებაი…

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ. აწდა…

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ქალწულ-მოწამეო და სძალო ქრისტეის ღმრთისაო შუენიერო, ყოვლადქებულო ეფემია, ანგელოზთა მოდასეო და გვირგვინო ქალწულებისაო; წარმართულთა ცდომათა აღმომფხურელო და განმანათლებულო მორწმუნეთა გულისაო; ქალკიდონისა სიქადულო და დამცველი ქრისტეს წმიდისა ეკლესიისაო; სულთა და ხორცთა სნეულებათა მკურნალო და ურცხვენელო შესავედრებელო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!

ჰოი, წმიდაო დიდმოწამეო ეფემია ყოვლადქებულო, სრბაი შენი ბრწყინვალედ აღასრულე და სული შენი განაბრწყინვე რაი ქალწულებისა ნათლითა და წამებისა სისხლითა, აწ ცათა შინა იხარებ მოციქულთა, წინაისწამეტყუელთა და მარტვილთა მწყობრსა თანა, და გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა ოხითა შენითა ერი ესე ჩუენი მართლმადიდებელი შეიწყალოს და განაბნიოს სიმრავლეი უღმრთოთა მწვალებელთა, ხოლო ჩუენ მოგვიტევოს უსჯულოებანი ჩუენნი და დაგვიფაროს ურიცხუთა მტერთა საფრხეთაგან და ძმათა შორის ბრძოლათაგან. მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, მრავალტანჯვათა დამთმენელო ქალწულ-მოწამეო ეფემია, ურმის თუალითა იგუემე და განიცადე რაი ცეცხლითა და წყლითა, მხეცთა მიერ მოიწყალ და ვითარცა ზეცისა სიძისა დაწინდებული, სავანეთა მისთა დამკვიდრებულ ხარ ხუთთა მათ ბრძენთა ქალწულთა თანა, და ნიშ-სასწაულთა ცისკროვანებითა განანათლებ რაი მორწმუნეთა, აწ ჩუენცა ნუ დაგვივიწყებ სიმრავლისათვის ცოდვათასა, არამედ მრავალსახეთა სენთაგან განკაფულნი განგვკურნე და გვიხსენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, განმხრწნელისა ქარისა, ზედა დასხმისაგან მტერისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, უცნაურისა სენისა და მოულოდებელისა სიკუდილისგან, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი ღმრთის-სათნოდ განვვლოთ და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდ-მოწამისა ეფემია ყოვლაქებულისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მთხვევასა ზედა ვკითხულობთ:

საცთურთა ალი დაშრიტე ნაკადულთა მიერ სისხლთა შენთაითა, ღმრთივგანბრძნობილო ეფემია, და სულისა იგი ლამპარი განაბრწყინვე და სძალ იქმენ რაი ქრისტეს ღმრთისა, აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა წმიდასა ხატსა შენსა კრძალვითა შევრდომილნი ყოველთა ვნებათაგან განგვათავისუფლოს, და შენ თანა ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.

დედოფალო ყოვლად-ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდისა დიდმოწამისა ეფემია ყოვლადქებულისაითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, რაითა წრფელითა გულითა ღაღადვჰყოთ: „არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, და არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო“.

შეადგინა თინათინ მჭდლიშვილმა