სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „ეკონომისად“ ანუ „მაშენებელად“ სახელდებულისა
მღდელი: კურთხეულ არს-ი.
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 4
ყოვლადძლიერო და ურცხვენელო შუამდგომელო ჩუენო, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, სახიერო განმგებელო ქრისტეანეთაო, ნუ უგულებელს-ყოფ ვედრებათა ჩუენთა, არამედ განამტკიცე ეკლესიაი მართლმადიდებელთაი, და დაიცევ მამული ჩუენი მტერისა საფრხისაგან და კეთილდღეობაი მოანიჭე, რომელნი მართლმორწმუნებითა ცხოვნდებიან მას შინა, რამეთუ შენ ხარ, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცითა, მხოლოო კურთხეულო.
დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8
ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
უგალობთ გამოუთქუმელსა დედობრივსა მოწყალებასა შენსა ჩუენდა მომართ, დედოფალო, და გევედრებით: გარდამოგვივლინე მადლმოსილი შეწევნაი შენი, ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო მარიამ, და იქმენ განმგებელ ცხორებისა ჩუენისა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ჭეშმარიტად ხარი შენ მიურულებელი მცველი და იღუმენი წილხვედრისა შენისა – ათონისა, და კეთილად განმგებელი დიდსა მას ლავრასა შინა მოსაგრეთა, რომელთაცა მიჰმადლე ეკონომისად წოდებული ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა მხსნელ ექმნებოდი განსაცდელთა მიერ გარე-შეცვულთა, და ნუგეშინისცემდი შეიწრებულთა და გლახაკთა, ეგრეთვე აწ შეისმინე ვედრებაი ჩუენი, დედოფალო, და წმიდასა მას ხატსა შენსა შევრდომილნი გვიხსენ ყოველთა ძვირთა და ვნებათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ უხრწნელად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რომელნი შემდგომად ღმრთისა იპოვე მხსნელად ჩუენდა.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თაო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
დაემკვიდრდა რაი ბერი ათანასე ათონსა, აღაგო სენაკები და ეკლესიაი სახელსა ზედა შენსა, ქალწულო მარიამ, და იწყეს რაი მოსაგრეთა მისლვად და განმრავლებად, შეიმოსა დიდი სქემაი, და შეჰმატა რაი სატრაპეზოი, კეთილად განაგებდა სამწყსოსა თვისსა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
მიიწია რაი საშინელი სიყმილი მთასა მას, უბიწოო, გევედრებოდა ღირსი ათანასე გარე-წარქცევასა განსაცდელთასა, და განივლტოდენ რაი ყოველნი ძმანი ლავრისანი ათონითგან, იგიცა წარემართა განგებულებითა საღმრთოითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ეჰა, სახიერებასა შენსა, დედოფალო, რამეთუ წინა შეემთხვიე ათანასეს გზასა ზედა, და უბრძანე რაი უკუქცევაი, აღუთქვი მეურვეობაი სავანისა, აწცა გამოზარდე სული ჩუენი პურითა გულისხმის-ყოფისაითა და გვასწავე გზაი კეთილად მსახურებისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაემკვიდრე საშოსა ქალწულისასა და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად, ვითარცა სათნო იყავ, და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი
მსმენელნი შენმიერისა აღთქუმისანი, ჰოი, დედათა შორის კურთხეულო, სარწმუნოებითა თაყუანის-ვჰსცემთ ეკონომისად წოდებულსა ხატსა შენსა, და გევედრებით: მოიხილე განსაცდელთა ჩუენთა ზედა, და დახსნენ ყოველნი მწუხარებანი ჩუენნი, რომელთა დაგვიძს ყოველი სასოებაი შენ ზედა.
გალობა 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცარიელენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთ-მოყუარე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ჰგონებდა რაი ათანასე მზაკუვარებასა ბოროტისასა, არქუ მას, რაითა კუერთხი სცეს კლდესა, და აღმოადინა რაი წყაროი სიტყვითა შენითა, რწმენა, ვითარმედ ხარი შენ ყოვლადწმიდაი დედაი ღმრთისაი, და ეწადა რაი შევრდომაი შენდა, უბიწოო, უჩინო-იქმენ მეყსა შინა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
დიდებულებამან აღთქუმისა შენისამან სიხარულითა აღავსო რაი ღირსი ათანასე, უფროის განკვირდა, იხილა რაი ბეღელი სავსეი საზრდელითა, და უკუნ-იქცენ სხუანიცა ძმანი, მცნობნი გამოცხადებისა შენისა, აწ ჩუენცა აღგვიხილე დაბნელებულნი თუალნი სულისანი, რაითა ვაქებდეთ სახიერებასა გულმოწყალებისა შენისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარ აღუთქვი ღირსსა მას, დედოფალო, თვით მოენიჭე განმგებლად ლავრასა მისსა, და იწროებათა და ჭირთა შინა მრავალგზის უჩვენე ძალი შეწევნისა შენისაი, აწ აღხოცე მჭმუნვარებაი ჩუენი, ჰოი, მიმადლებულო ქალწულო კურთხეულო, რომელნი შენ მიერ ვსასოებთ ნუგეშინისცემასა და დიდსა წყალობასა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განაქარვე ყუედრებაი დედისა ევაისი, რაჟამს ღმერთი, დამბადებელი შენი მუცლად იღე უზეშთაეს კაცთა ბუნებისაი, და გვიშევ ჩუენ გამოუთქმელად, უბიწოო დედაო ქრისტეის მაცხოვრისაო, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: რაისათვის განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
სასწაულთა შენთა მქადაგებელ იქმნა ღირსი იგი, და გამოსახა რაი წმიდაი ხატი შენი, ვითარცა ნიში უხილავად მუნ მყოფობისა შენისაი, ყოველნი შეუვრდებოდენ და გევედრებოდენ შეწევნასა, ვითარცა ყოვლად ტკბილსა და მოწყალესა ქრისტეს დედასა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
სათნო იჩინე რაი მმართებლობაი დიდისა ლავრისაი, ჰოი, დედოფალო, თავს-იდევ ყოველი ზრუნვაი მისთვის, ვითარცა მეურვემან, და ზეთი, იფქლი და სანოვაგეი მრავალგზის განუმრავლენ მკვიდრთა მისთა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, უბიწოო, და უხუად განგვიმრავლე ნაყოფი ცხორებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იხარებენ მამანი დიდისა ლავრისანი და ადიდებენ რაი უზომოთა მათ მოწყალებათა შენთაა, აწ ჩუენცა კეთილქებისა გალობითა შეგასხმამთ, ვითარცა ეკონომისას დიდისა ლავრისასა და ბრძენსა იღუმენსა წმიდისა მის ათონისა მთისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოიგე, ქალწულო, ყოვლად უბიწოო, და შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ყოველთა ჭირთაგან და ვნებათაგან ზედა-დასხმულთა, და განსაცდელთაგან გარე მოდგომილთა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცეი ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
განითქუა რაი სამკურნალოი ეგე ძლიერებაი ცხოველისა მის წყაროისა, ჟამსა შეჭირვებისა მრავალი კაცი მიისწრაფდა ხუმევად მისა, და გევედრებოდენ რაი ლხინებასა, ყოვლადწმიდაო, შენცა არა ვის დაუტევებდი შეუწევნელად.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
აღმოსჩქეფდა რაი წყალი იგი მდინარედ მადლისა, აღაშენეს მცირეი ტაძარი სახელსა ზედა ცხოველსმყოფელისა წყაროისა, და ხატი შენი, აღმსახველი საკვირველისა მის გამოცხადებისა შენისაი, მუნვე დააბრძანეს, შესავედრებელად მწუხარეთა და სნეულთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სადა იგი ღირს-იქმნა ნეტარი ათანასე საკვირველისა მის ხილვისა შენისა, ყოველნი მომლოცველნი დიდისა ლავრისანი მიევლტიან სასოებითა, რაითა სიყუარულითა შეუვრდენ ხატსა მას შენსა, ცხორებისა და ხსნისა მომცემელსა, და ჰმადლობდენ ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთვის, ქალწულო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ სიმტკიცე ხარ ჩუენ მორწმუნეთაი და სასოებითა შენითა განვძლიერდებით და სარწმუნოებითა გადიდებთ და თაყუანის-გცემთ შენ და ძესა შენსა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი
ზესთამბრძოლისა ჩემისათვის, და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
იკოსი
სასოებითა შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა, ეკონომისად წოდებულსა, სიხარულითა ვჭურეტთ ღირსთა ათანასე ათონელსა და მიქაელ სინაიდელსა, წმიდასა იოანე ნათლისმცემელსა და სიმეონ ღმრთისმიმრქმელსა, რომელნი ორთა მთავარანგელოზთა თანა კრძალვითა თაყუანის-გცემენ საყდარსა ზედა ღმრთეებრივითა ყრმითა მჯდომარესა, და მუნვე ვხედავთ რაი პირველმოწამესა მას სტეფანესა, და დიდმოწამეთა გიორგისა და დემეტრესა, კეთილმსახურთა იმპერატორთა – ფოკასა და იოანე ციმისხისა თანა, ჩუენცა მათითა მობაძვითა გადიდებთ შენ, უზესთაესსა განმგებელსა ათონისასა და გევედრებით: გუექმენ ხელისამპყრობელად და ყოველთა იწროებათაგან გამომხსნელად: რომელნი გიგალობთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
მღდელი: მოხედენ. სიბრძნით.
წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.
მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
სახარებაი ლუკასი
მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახით თვისა.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: მარადის გვივი რაი მსწრაფლშემწედ, დედაი ეგე ღმრთისა მაღლისაი, გიგალობთ შენ, ყოვლად უხრწნელო, და გევედრებით, რაითა მოჰმადლო მშვიდობაი სოფელსა და ერსა ჩუენსა ძლევაი, და ხსნაი უღლისაგან მტერთასა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიისაი ქრისტეის ღმრთისაგან და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექუს-ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანეისა და გიორგი-იოანე ბეთანიელთა, და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ყოველთა წმიდათა შენთაითა; ძლიერებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა ხატისა ეკონომისად წოდებულისა, და ყოველთა სიწმიდეთა შენთაითა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს, ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
საღმრთოი მადლი ხატისა შენისაი მოუკლებელად იქმოდა რაი შეწევნათა და სასწაულთა, განამრავლეს პირნი მისნი, და აწცა მათ მიერ შეეწევი ჭირთა და განსაცდელთა მიერ გარე-შეცვულთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ვითარ მოწესენი დიდი ლავრისანი განშუენდებიან მადლითა ხატისა შენისაითა, ეგრეთცა მდინარესა საკვირველებათასა აღმოაცენებ წმიდათა პირთა მიერ მისთა და გარდამოავლინებ ცუართა მადლისა შენისათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სურვილითა თაყუანის-ვჰსცემთ ხატსა შენსა, ჰოი, სასოო ჩუენო ღმრთისმშობელო, და გევედრებით, რაითა გვექმნე მომზღუდველ სენთაგან და ნუგეშინისმცემელ ჟამსა მას იწროებისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნათელსა უფლისასა ვიდოდით, მოვედით უგალობდეთ ქალაქსა სულიერსა სამეუფოსა, უბიწოსა ქალწულსა, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელსა, ვითარცა არს სასოი და მეოხი სულთა ჩუენთა, უკუნითი უკუნისამდე.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანა-მზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ყოვლად პატიოსანი ხატი შენი ბრწყინავს რაი სასწაულთა მიერ, მშვიდობით განგვარინებს სოფლისა ღელვათაგან, და უშურველად აღმოგვიცენებს მადლთა შენთა და წყალობათა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ვითარცა ხარი შენ წყაროი კეთილთა დაუსრულებელთა, ეგრეთცა ხატსა შენსა აქუს ძალი და მადლი შეწევნისაი და მის მიერ ახარებ მწუხარეთა და ნუგეშინისცემ უპოვართა და გლახაკთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
საკვირველთმოქმედსა ხატსა შენსა შევრდომილნი, დედოფალო, შენდა შევსწირავთ ვედრებასა, რაითა განწმიდო გონებაი ჩუენი ზრახუათაგან ამაოთა და განგვამტკიცო მართლ-სარწმუნოებასა შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან ანგელოზისაგან სიტყუაი შეიწყნარა, და ღმერთი მხოლოი გვიშვა, და ნათელი გამოუბრწყინვა სოფელსა, ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკვირვებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და წიაღი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ღმრთივშუენიერი ხატი ეგე შენი, დედოფალო, ზღუდედ დაურღვეველად აქუთ მოქენეთა მათ შეწევნისა შენისათა, რამეთუ ყოველთა ვედრებისა მათისაებრ მიჰმადლებ კეთილთა სათხოვართა, აწცა მოიხილე განსაცდელსა ჩუენსა ზედა, ჰოი, სძალო ღმრთისაო მარიამ, და გვიხსენ ყოველთაგან ჭირთა და სავნებელთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ნათლისა მომფენელ ლამპრად გჭურეტთ შენ, ჰოი, დედაო უბიწოო და უქორწინებელო, რამეთუ დაუშრეტელთა სხივთა მიერ მადლისა შენისათა განსდევნი წყუდიადსა მას უსჯულოებისა და უმეცრებისასა, და სათნოებათა ნათლისა მიმართ განგვსწავლი ყოველთა შევრდომილთა წმიდისა ხატისა მიმართ შენისათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვუწყით რაი ღმრთივ-ბრწყინვალენი ნიშ-სასწაულნი, აღსრულებულნი ხატისა მიერ შენისა, ვიხარებთ და გევედრებით: ჰოი, ყოვლად წმიდაო სანატრელო დედოფალო, ისწრაფე აწ ხსნად ჩუენდა ცოდვათა და სულთა ვნებისაგან, და განგვათავისუფლე საუკუნეთაგან სატანჯველთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაითვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინაისწარმეტყუელნი გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად და ბჭედ დახშულად, და მთად გამოუკუეთელად, და კიბედ ზეცისად აღმართებულად, და წყაროდ დაბეჭდულად, სულმცირედ ღრუბელად და მშობელად ევმანუელისა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
ვითარცა ხარი შენ მეოხი უბრძოლველი და მწეი ჭირვეულთაი, ეგრეთცა წმიდასა ხატსა ამას, ეკონომისად წოდებულსა, აქუს ძალი და მადლი შეწევნისაი ძისა მიერ შენისა, ღმრთისმშობელო მარიამ, და შეუვრდებით რაი საფარველსა მისსა, შევსწირავთ შენდა ვედრებასა, რაითა შეეწიო სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა ჩუენთა, და ცხორებაი ჩუენი წარმართო კეთილად.
დაღათუ წმიდაი ხატი ეგე შენი მიჰმადლე ლავრასა მას წინდად მოწყალებისა და გამოხსნისა, აწ ჩუენცა სასოებაი გვაქუს შენდამი მსგავსად მკვიდრთა მისთა, და გევედრებით, რაითა ცხორებისა ღელვათაგან დამაშურალთა და ვნებათა და განსაცდელთა შინა დანთქმულთა უშურველად აღგვიპყრა ხელი წყალობისა შენისაი და დაგვიფარო დაგლახაკებისაგან და წარწყმედისა.
ვითარცა ხარ შენ მცველი და შუამდგომელი ყოველთა მოსავთა შენთა, აწ ჩუენცა ხელთა შენთა შევვედრებთ ყოველსა ცხორებასა ჩუენსა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რაითა განაგო იგი ნებისაებრ შენისა, და გვიხსნნე ჩუენ საცთურისაგან მტერისა ბოროტისა.
მტკიცესა მას ზედამხედველობასა შენსა და მფარველობასა შევრდომილნი გქადაგებთ შენ, ვითარცა ტკბილსა განსასუენებელსა დამაშვრალთა და ტვირთმძიმეთასა, და გევედრებით, მოწყალეო დედოფალო, წარგვიმართე გზასა კეთილსა და უცთომელსა, რაითა მარადის ვადიდებდეთ ღმერთსა, ყოვლისა შემოქმედსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმო-ყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, წმიდაო და ზესთა-დიდებულო ღმრთისმშობელო, დედოფალო, ეკონომისა, ყოვლად მოწყალეო დედაო იღუმენია მართლმადიდებელთა სავანეთაო, რომელნი დაფუძნებულ არიან მთასა ზედა წმიდისა ათონისასა და ყოველსა ქუეყანასა ზედა, მიითუალე აწ ლოცვაი ჩუენი და შესწირე ღმერთსა, რაითა გარემომზღუდოს ჩუენ ცოდვათაგან და დაგვიცვას ჟამსა ურვისა და შეჭირვებისასა, ხოლო მონაზონთა უკანაისკნელისა ამის ჟამისათა გარდამოუვლინოს სიმხნეი სულისაი და სიწმიდეი გულისაი, რაითა უგულისხმოებითა ცხორებისაითა არა ემსგავსონ კაცთა მათ ერისაგანთა, და არცა სრულიად დაინთქნეს გულნი მათნი ამაოებასა შინა ამა სოფლისასა, ვითარ წინასწარმეტყველეს მამათა, არამედ უვნებელად დაიცვას ყოველნი და წარმართოს ხსნისა მიმართ.
ჰოი, ღმრთივსახიერო დედაო ჩუენო, ღმრთისმშობელო, განდიდნა რაი წმიდაი და დიდებული ხატი შენი, ვითარცა მნეი და ეკონომისა ათანასეს ლავრისაი და იღუმენი ყოვლისა ათონისაი, ყოველნი მოსაგრენი მხურვალედ ლოცულობენ წინაშე მისსა, და გევედრებიან ხსნასა და შეწევნასა, აწ საფარველითა მადლისა შენისაითა ექმენ თანა შემწე წილხვდომილსა ერსა შენსა, და დაიცევ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ხოლო ჩუენ შეგვეწიე, და გვიხსენ მონებისაგან ყოველთა მაჭირვებელთა ვნებათასა, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და მომავალსაცა მას საუკუნესა ღირს ვიქმნეთ ხილვასა შენსა ნათელსა შინა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, რომელსა შუენის დიდებაი და ძლიერებაი თანა მამითა, და ყოვლადწმიდითა სულითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცავს…
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცვაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:
ყოვლისა ცხოვრებისა ჩუენისა შესავედრებელ ხარ, ჰოი, დედაო ღმრთისა მაღლისაო, და სურვილითა თაყუანის-ვჰსცემთ რაი ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა, ვედრებითა ვითხოვთ შენგან, ყოვლად უბიწოო, რაითა ხორცთა ჩუენთა ბოროტნი წყლულებანი განჰკურნო და მძაფრნი სნეულებანი სულისა ჩუენისაი.
დედოფალო, მოხედენ ვედრებასა ჩუენსა, და უვნებელად დაგვიფარე ყოვლისაგან იწროებისა, ურვისა და სიყმილისა.
საგალობელი კანონი ერისკაცთათვის ღმრთისმშობლის ხატისა „ეკონომისა“ ანუ „მაშენებელი“
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით,
თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ტროპარი, ხმაი 4
ყოვლადძლიერო და ურცხვენელო შუამდგომელო ჩუენო, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, სახიერო განმგებელო ქრისტეანეთაო, ნუ უგულებელს-ყოფ ვედრებათა ჩუენთა, არამედ განამტკიცე ეკლესიაი მართლმადიდებელთაი, და დაიცევ მამული ჩუენი მტერისა საფრხისაგან და კეთილდღეობაი მოანიჭე, რომელნი მართლმორწმუნებითა ცხოვნდებიან მას შინა, რამეთუ შენ ხარ, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცითა, მხოლოო კურთხეულო.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8
ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
უგალობთ გამოუთქუმელსა დედობრივსა მოწყალებასა შენსა ჩუენდა მომართ, უბიწოო მარიამ, და გევედრებით: გარდამოგვივლინე მადლმოსილი შეწევნაი შენი, და იქმენ განმგებელ ცხორებისა ჩუენისა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ჭეშმარიტად ხარი შენ მიურულებელი მცველი და იღუმენია წილხვედრისა შენისა – ათონისა, და კეთილად განმგებელი დიდსა მას ლავრასა შინა მოსაგრეთა, რომელთაცა მიჰმადლე ეკონომისად წოდებული ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა ხარი მხსნელ განსაცდელთაგან გარე-შეცვულთა, და ნუგეშინის-სცემ შეიწრებულთა და გლახაკთა, აწ შეისმინე ვედრებაი ჩუენი, დედოფალო, და წმიდასა ხატსა ამას შენსა შევრდომილნი გვიხსენ ყოველთა ძვირთა და ვნებათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ უხრწნელად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რომელნი შემდგომად ღმრთისა იპოვე მხსნელად ჩუენდა.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
დაემკვიდრდა რაი ბერი ათანასე ათონსა, აღაგო სენაკები და ეკლესიაი სახელსა ზედა შენსა, ყოვლადწმიდაო ქალწულო მარიამ, და იწყეს რაი მოსაგრეთა მისლვად და განმრავლებად, შეიმოსა დიდი სქემაი, და კეთილად განაგებდა სამწყსოსა თვისსა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
მიიწია რაი საშინელი სიყმილი მთასა მას, დედოფალო, გევედრებოდა ღირსი იგი გარე-წარქცევასა განსაცდელთასა, და განივლტენ რაი ყოველნი ძმანი ლავრისანი ათონით, იგიცა წარემართა განგებულებითა საღმრთოითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ეჰა, სახიერებასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ წინა შეემთხვიე ათანასეს გზასა ზედა, და უბრძანე რაი უკუქცევაი, აღუთქვი მეურვეობაი სავანისაი, აწ ჩუენცა შეგვეწიე, უბიწოო, და უხუად განგვიმრავლე ნაყოფი ცხორებისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაემკვიდრე საშოსა ქალწულისასა და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად, ვითარცა სათნო იყავ, და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.
უფალო შეგვიწყალენ – 3-გზის, დიდება… აწდა…
წარდგომაი
მსმენელნი შენმიერისა აღთქუმისანი, ჰოი, დედათა შორის კურთხეულო, ღმრთისმშობელო, სარწმუნოებითა თაყუანის-ვჰსცემთ ეკონომისად წოდებულსა ხატსა შენსა, და გევედრებით: მოიხილე განსაცდელთა ჩუენთა ზედა, და დახსნენ ყოველნი მწუხარებანი ჩუენნი, რომელთა დაგვიძს ყოველი სასოებაი შენ ზედა.
გალობა 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცარიელენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთ-მოყუარე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ჰგონებდა რაი ბერი იგი მზაკუვარებასა ბოროტისასა, უბრძანე, დედოფალო, რაითა კუერთხი სცეს კლდესა, და აღმოადინა რაი წყაროი სიტყვითა შენითა, უბიწოო, რწმენა, ვითარმედ ხარი შენ ყოვლადწმიდაი დედაი ღმრთისაი, და ეწადა რაი შევრდომაი შენდა, უჩინო-იქმენ მეყსა შინა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
დიდებულებამან აღთქუმისა შენისამან სიხარულითა აღავსო რაი ბერი ათანასე, უფროის განკვირდა, იხილა რაი ბეღელი სავსეი საზრდელითა, და უკუნ-იქცენ სხუანიცა ძმანი, მცნობნი გამოცხადებისა შენისანი, აწ ჩუენცა აღგვიხილე დაბნელებულნი თუალნი სულისანი, რაითა ვაქებდეთ სახიერებასა გულმოწყალებისა შენისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარ აღუთქვი ღირსსა მას, დედოფალო, თვით მოენიჭე განმგებლად ლავრასა მისსა, და იწროებათა და ჭირთა შინა მრავალგზის უჩვენე ძალი შეწევნისა შენისაი, ეგრეთვე აწ აღხოცე მჭმუნვარებაი ჩუენი, რომელნი შენ მიერ ვსასოებთ ნუგეშინისცემასა და დიდსა წყალობასა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განაქარვე ყუედრებაი დედისა ევაისი, რაჟამს ღმერთი, დამბადებელი შენი მუცლად იღე უზეშთაეს კაცთა ბუნებისაი, და გვიშევ ჩუენ გამოუთქმელად, უბიწოო დედაო ქრისტეის მაცხოვრისაო, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: რაისათვის განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
მქადაგებელ იქმნა რაი სასწაულთა შენთა ბერი ათანასი, გამოსახეს წმიდაი ხატი შენი, ღმრთეებრივითა ყრმითა მჯდომარეი საყდარსა ზედა, ხოლო გარემოი შენსა ათორმეტნი წმიდანი, თაყუანის-გცემდენ რაი სასოებითა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
სათნო იჩინე რაი მმართებლობაი დიდისა ლავრისაი, თავს-იდევ ყოველი ზრუნვაი მისთვის, ვითარცა მეურვემან, და ეკონომისა უწოდეს რაი ხატსა შენსა, ზეთი, იფქლი და სანოვაგეი მრავალგზის განუმრავლენ მკვიდრთა მისთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
აწ კუალად იხარებენ მამანი ლავრისანი, რამეთუ არა ხოლო თუ შენ, დედოაფლო, არამედ ხატზედ გამოსახულნი ანგელოზნიცა წმიდათა მამათა და მოწამეთა თანა ყოველთა ვედრებისა მათისაებრ მიჰმადლებენ კეთილთა სათხოვართა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოიგე, ქალწულო, ყოვლად უბიწოო, და შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ყოველთა ჭირთაგან და ვნებათაგან ზედა-დასხმულთა, და განსაცდელთაგან გარე მოდგომილთა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცეი ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
განითქუა რაი სამკურნალოი ეგე ძლიერებაი ცხოველისა მის წყაროისა, ჟამსა შეჭირვებისასა მრავალნი მიისწრაფდენ ხუმევად მისა, და გევედრებოდენ რაი ლხინებასა, ყოვლადუბიწოო, არცა ვის დაუტევებდი შეუწევნელად.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
აღმოსჩქეფდა რაი წყალი იგი მდინარედ დაუწყვედელისა მადლისა, მცირეი ტაძარი აღაშენეს სახელსა ზედა ცხოველსმყოფელისა წყაროისა, და ხატი შენი, აღმსახველი საკვირველისა მის გამოცხადებისა შენისა, მუნვე დააბრძანეს, შესავედრებელად ყოველთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სადა იგი ღირს-იქმნა ნეტარი ათანასე საკვირველისა მის ხილვისა შენისა, ყოველნი მომლოცველნი დიდისა ლავრისანი მიევლტიან სასოებითა, რაითა სიყუარულითა შეუვრდენ ხატსა მას შენსა, ცხორებისა და ხსნისა მომცემელსა, და მადლობდენ ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთვის, ქალწულო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ სიმტკიცე ხარ ჩუენ მორწმუნეთაი და სასოებითა შენითა განვძლიერდებით და სარწმუნოებითა გადიდებთ და თაყუანის-გცემთ შენ და ძესა შენსა.
უფალო შეგვიწყალენ – 3-გზის, დიდება… აწდა…
კონდაკი
ზესთამბრძოლისა ჩემისათვის, და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს, ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
საღმრთოი მადლი ხატისა შენისაი მოუკლებელად იქმოდა რაი შეწევნათა და სასწაულთა, განამრავლეს პირნი მისნი, და მათ მიერ შეეწევი ყოველთა ჭირთა და განსაცდელთა მიერ გარე-შეცვულთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ვითარ მოწესენი ლავრისანი განშუენდებიან მადლითა ხატისა შენისაითა, ეგრეთცა მდინარესა საკვირველებათასა აღმოაცენებ წმიდათა პირთა მიერ მისთა და გარდამოავლინებ ცუართა მადლისა შენისათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
წადიერად თაყუანის-ვჰსცემთ ხატსა შენსა, ჰოი, სასოო ჩუენო ღმრთისმშობელო, და გევედრებით, რაითა გვექმნე მომზღუდველ სენთაგან და ნუგეშინისმცემელ ჟამსა მას იწროებისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნათელსა უფლისასა ვიდოდით, მოვედით უგალობდეთ ქალაქსა სულიერსა სამეუფოსა, უბიწოსა ქალწულსა, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელსა, ვითარცა არს სასოი და მეოხი სულთა ჩუენთა, უკუნითი უკუნისამდე.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანა-მზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ყოვლად პატიოსანი ხატი შენი ბრწყინავს რაი სასწაულთა მიერ, მშვიდობით განგვარინებს სოფლისა ღელვათაგან, და უშურველად აღმოგვიცენებს მადლთა შენთა და წყალობათა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ვითარცა ხარი შენ წყაროი კეთილთა დაუსრულებელთა, ეგრეთცა ხატსა შენსა აქუს ძალი შეწევნისაი და მის მიერ ახარებ მწუხარეთა და ნუგეშინისცემ ყოველთა უპოვართა და გლახაკთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
საკვირველთმოქმედსა ხატსა შენსა შევრდომილნი, დედოფალო, შენდა შევსწირავთ ვედრებასა, რაითა განწმიდო გონებაი ჩუენი ზრახუათაგან ამაოთა და განგვამტკიცო მართლ-სარწმუნოებასა შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან ანგელოზისაგან სიტყუაი შეიწყნარა, და ღმერთი მხოლოი გვიშვა, და ნათელი გამოუბრწყინვა სოფელსა, ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკვირვებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და წიაღი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ღმრთივშუენიერი ხატი ეგე შენი ზღუდედ დაურღვეველად აქუთ რაი მოქენეთა შეწევნისა შენისათა, ყოველთა ვედრებისაებრ მათისა მიჰმადლებ კეთილთა სათხოვართა, სძალო ღმრთისაო მარიამ, და აჰა, მოხედე განსაცდელსაცა ჩუენსა და გვიხსენ საცთურისაგან მტერისა ბოროტისა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.
ნათლისა მომფენელ ლამპრად გჭურეტთ რაი, დედაო უბიწოო და უქორწინებელო, დაუშრეტელთა სხივთა მიერ მადლისა შენისათა განსდევნი წყუდიადსა უსჯულოებისა და უმეცრებისასა, და სათნოებათა ნათლისა მიმართ განგვსწავლი წმიდისა ხატისა შენისა მიმართ შევრდომილთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვუწყით რაი ღმრთივ-ბრწყინვალენი ნიშ-სასწაულნი, აღსრულებულნი ხატისა მიერ შენისა, ვიხარებთ და გევედრებით: ჰოი, ყოვლადწმიდაო სანატრელო დედოფალო მარიამ, ისწრაფე აწ ხსნად ჩუენდა წარმწყმედელთა ცოდვათა და ვნებათაგან, და განგვათავისუფლე საუკუნეთაგან სატანჯველთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაითვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინაისწარმეტყუელნი გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად და ბჭედ დახშულად, და მთად გამოუკუეთელად, და კიბედ ზეცისად აღმართებულად, და წყაროდ დაბეჭდულად, სულმცირედ ღრუბელად და მშობელად ევმანუელისა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, უმაღლესო წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთაო, და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინიმცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშველთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდვილთა ცხოვრებაო და ყოველთა ქრისტიანეთა შემწეო და შესავედრებელო!
ჰოი, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო ეკონომისა, დედაო იღუმენია ათონის სავანეთაო, მიითუალე აწ ლოცვაი ჩუენი და შესწირე ღმერთსა, რაითა გარემომზღუდოს ჩუენ ცოდვათაგან და დაგვიცვას ჟამსა ურვისა და შეჭირვებისასა, ხოლო მონაზონთა უკანაისკნელისა ამის ჟამისათა გარდამოუვლინოს სიმხნეი სულისაი და სიწმიდეი გულისაი, რაითა უგულისხმოებითა ცხორებისაითა არა ემსგავსონ კაცთა მათ ერისაგანთა, და არცა სრულიად დაინთქნეს გულნი მათნი ამაოებასა შინა ამა სოფლისასა, ვითარ წინასწარმეტყველეს მამათა, არამედ უვნებელად დაიცვას ყოველნი და წარმართოს ხსნისა მიმართ. ყოვლადძლიერითა მადლითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, დღეგრძელობითა დაიფარე მწყსად ერისა ჩუენისა ყოვლითა ჭეშმარიტებითა და სიწმიდითა. განანათლე ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, და ყოველნი მოწესენი ეკლესიათანი, რომელნი სიმდაბლისა ცხორებითა იქცევიან, და ქრისტეისმოყუარენი ერისკაცნი დაიცევ ოხითა შენითა.
ჰოი, ღმრთივსახიერო დედაო ჩუენო, ქალწულო ღმრთისმშობელო, აწ ექმენ თანა-შემწე წილხვდომილსა ერსა შენსა მადლითა მით ხატისა შენისაითა, და დაიცევ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ხოლო ჩუენ მომზღუდველ გვექმენ ვნებათაგან და ნუგეშინისმცემელ ჭირთა და იწროებათა შინა, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და მომავალსაცა მას საუკუნესა ღირს ვიქმნეთ ხილვასა შენსა ნათელსა შინა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, რომელსა შუენის დიდებაი და ძლიერებაი თანა მამითა, და ყოვლადწმიდითა სულითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა
გარდამოცემანი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა „ეკონომისად“ წოდებულისა
ხს. 5 (18) ივლისი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იკონომოსა ანუ მაშენებელი დაბრძანებულია ათონის მთაზე წმინდა ათანასეს ლავრაში, რომელიც უძველესი და ყველაზე დიდი სავანეა და ცნობილია დიდი ლავრის სახელით. იგი ათონის მთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და წმინდა მთის მონასტრების იერარქიის სათავეში დგას. მისი დამფუძნებელი, წმინდა ათანასე ათონელი, ერთ-ერთი ყველაზე პატივდებული და სათაყვანო ბერია ათონის მთაზე. მან შემოიტანა განმარტოებულ-დაყუდებულ მონაზვნობაში საერთო ცხოვრების სისტემა, კინოვიები, რაც შემდგომში სამონაზვნო ცხოვრების ძირითად წესად იქცა.
ეკლესია წმ. ათანასე ათონელს 18/VII იხსენებს, თუმცა მისი ხსენება ათონზე, დიდ ლავრაში, ხარება დღესაც იქნა დაწესებული და ამ დღესასწაულს უფრო მეტ პატივს მიაგებენ, ვიდრე ღვთისმშობლისას. დედაღვთისამ ლავრის ერთ ძველ იღუმენს გამოუცხადა თავისი სურვილი: ამიერიდან ამ დღეს (ხარებას) ჩემთვის ნუ იდღესასწაულებთ, რადგან ქრისტიანები ისედაც ყველგან განადიდებენ ჩემს სახელს; და იზეიმეთ ჩემი მოყვასის ათანასეს ხსენება, რომელიც დიდად მემსახურა და ამ მონასტრისთვის ბევრსაც გაისარჯაო.
ღირსი მამა დაახლოებით 920 წ. დაიბადა ქ. ტრაპეზუნში. მამამისი წარმოშობით დიდი ანტიოქიიდან ყოფილა, დედით კი ლაზი (კოლხი) გახლდათ. მამა მის დაბადებამდე გარდაცვლილა, ხოლო დედა, აბრაამის სახელით მოუნათლავს თუ არა პატარა, სამარადისო სამყოფელში გადასახლებულა. აბრაამის აღზრდა თავს უდვია ერთ კეთილშობილ მდიდარ ქალბატონს, დედამისის მეგობარს. პატარა აბრაამს დიდი სულიერება იმთავითვე ეტყობოდა და გამზრდელმა მწიგნობრობის მასწავლებელს მიაბარა. შვიდი წლის აბრაამს გამზრდელი მოუკვდა და მეორედ დაობლდა. მეფე რომანოზის ერთ მოხელეს ისე მოსწონებია ბავშვის გონიერება, უმალვე წაუყვანია ბიზანტიაში და იქ ერთი სახელგანთქმული მასწავლებლისთვის, ვინმე ათანასესთვის მიუბარებია. მოკლე ხანში აბრაამი განათლებით თავის მასწავლებელს გაუტოლდა. ბიზანტიაში ობოლი ყმაწვილი ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა იშვილა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი შეძლებული იყო და მათთან დიდებული ტრაპეზი იშლებოდა, აბრაამი ორ დღეში ერთხელ იღებდა საზრდელს, ისიც – ქერის პურსა და მწვანილს, და მღვიძარებასა და ლოცვაში ათენებდა ღამეებს.
ერთხელ აბრაამის მამობილი, რომელიც მხედართმთავარი გახლდათ, მეფემ რაღაც საქმეზე ეგეოსის ზღვის კუნძულებზე გაგზავნა. სარდალმა თან აბრაამიც წაიყვანა. სწორედ ამ მოგზაურობისას მოჰკრა თვალი ყმაწვილმა ათონის მთას და მთელი გულით შეიყვარა. ბიზანტიაში დაბრუნებულმა აბრაამმა შეიტყო, რომ დედაქალაქს ოლიმპოს მთიდან ღირსი მამა – კიმინის მონასტრის წინამძღვარი მიქაელ მალეინი სწვეოდა. ეახლა და უფლისთვის ცხოვრების შეწირვის გულწრფელი სურვილი გაუმჟღავნა. ღვთაებრივმა მოხუცებულმა ჭაბუკში სულიწმიდის რჩეული ჭურჭელი შეიცნო, სიყვარულით აღივსო მის მიმართ და დიდხანს გულმოდგინედ მოძღვრავდა მას ცხონების საკითხებზე. ხოლო როდესა დარწმუნდა მის სიბრძნესა და სიწმინდეში, ბერად აღკვეცა და ათანასე უწოდა.
ათანასე ღირსი მიქაელ მალეინის ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას: მკაცრად მარხულობდა, ლოცულობდა და საოცარი გულმოდგინებით აღასრულებდა ნებისმიერი მორჩილების საქმეს. ღირს ათანასეს სურდა, კვირაში მხოლოდ ერთხელ ეჭამა პური, მაგრამ წმიდა მიქაელმა, მოწაფის ნება რომ აღეკვეთა, უბრძანა, საზრდელი ყოველ მესამე დღეს მიეღო, თან ჭილოფზე დაეძინა და არა სკამზე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ნეტარი ათანასე მშვიდად დაჰყვა კურთხევას. მორჩილების საქმეებისაგან თავისუფალ დროს იგი წიგნების გადაწერით იყო დაკავებული.
ერთხელ, სულიერ საკითხებზე საუბრის დროს, მათ შემოესწრო მიქაელის ნათესავი ნიკიფორე ფოკა – ცნობილი მხედართმთავარი და შემდგომში – იმპერატორი, და მისი ძმა, პატრიკიოსი ლევი. აბრაამის სულის სიმაღლემ და გონების გამჭრიახობამ მისადმი ღრმა პატივისცემით განმსჭვალა ისინი. მამა მიქაელმა, ლევისა და ნიკიფორეს აღფრთოვანება რომ დაინახა, აკურთხა – სულიერი რჩევისთვის ათანასეს მიაკითხეთ, ამიერიდან ის იქნება თქვენი მოძღვარიო. ნიკიფორეს სურვილიც კი გაუჩნდა, იქვე შემდგარიყო ბერად, მაგრამ ათანასემ ურჩია, უფალს მინდობოდა. იმ დღიდან ათანასესთვის აუტანელი გახდა მონასტერში ცხოვრება. ყველა პატივით ეპყრობოდა, წმინდა მიქაელი კი მას თავის შემცვლელად ამზადებდა. წლები გადიოდა, მოძღვარი ბერდებოდა, და ხშირად ავადმყოფობდა. მონასტრის ძმობა ათანასეში მომავალ იღუმენს ხედავდა. ფარული ღვაწლის სიყვარულმა და შიშმა, რომ მიქაელს წინამძღვრობა მისთვის არ გადაებარებინა, ათანასემ კიმინის მთა დატოვა და მხოლოდ საკუთარი ხელით გადაწერილი წიგნები (ოთხთავი, და სამოციქულო), და თავისი მოძღვრის კუნკული, როგორც სიწმინდე, წაიღო თან, და ათონის მთას მიაშურა.
იმხანად მთაწმინდაზე მრავალი ღირსი მამა მოღვაწეობდა. ათანასემ მთელი ათონი მოიარა და ბოლოს ერთ განდეგილს დაემოწაფა. იცოდა, რომ ნიკიფორე და ლევი ძებნას დაუწყებდნენ, ამიტომ ახალ მოძღვარს ბარნაბად გაეცნო. ერთი უსწავლელი ბერი ვარო, უთხრა, ვმოგზაურობდი, ჩვენი ხომალდი ჩაიძირა და მეღა გადავრჩიო. მოძღვარი მოხუცებული და უძლური იყო, ათანასეც მორჩილებითა და გულმოდგინებით ასრულებდა ყოველგვარ საქმეს. ამასობაში ნიკიფორემ შეიტყო, რომ ათანასე კიმინის მონასტრიდან გაპარულიყო. ათონზე წავიდოდაო, იფიქრა და თესალონიკის მმართველს წერილი გაუგზავნა. სთხოვდა, პირადად სწვეოდა მთაწმინდას და ბერი ათანასე მოეძებნა, თან მისი გარეგნობა, განსწავლულობა, სიბრძნე აღუწერა. ძებნა ამაო გამოდგა – ათონზე ასეთს არავის იცნობდნენ. პროტმა (ათონის მმართველმა) დაამშვიდა: შობას ყველა ათონელი ბერი კარიესის ეკლესიაში შეიკრიბება, იქნებ მაშინ მაინც ვიპოვოთო. მართლაც 25/VII ეკლესია ბერებით აივსო, მათ შორის ათანასეც იყო, და პროტმა ერთ მათგანში თითქოს ათანასე შეიცნო, თუმცა მან სთხოვა, მისი ვინაობა არ გაემჟღავნებინა. არც პროტს სურდა მისი ათონიდან წასვლა და დაემორჩილა.
ათანასე კარიესიდან სამი მილის მოშორებით დასახლდა. მისი ხელსაქმე წიგნების გადაწერა იყო, აღებულ ფულს კი მოწყალებად გასცემდა. ამასობაში ნიკიფორეს ძმა ლევიმ, დასავლეთ ჯარების სარდალმა, სძლია სკვითებს და უკან დაბრუნებისას ღვთისმშობლისთვის მადლობის შესაწირად ათონის მთაზე შეიარა. იქვე გაიკითხა და შეიტყო ათანასეს ადგილსამყოფელიც. დიდი სიხარულით შეხვდა სულიერი მამა-შვილი ერთმანეთს. სარდლის სტუმრობის შემდეგ უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან სულიერი რჩევისთვის, ბერ ათანასეს კი მყუდროება სწადდა. კაცთა დიდებას გაქცეული ათონის კიდეზე დასახლდა. ამ ადგილს მელანოსს უწოდებდნენ, რაც ქართულად შავს ნიშნავს, თუმცა ბნელეთის ძალები დიდხანს და ამაოდ ცდილობდნენ იქიდან მის გაძევებას.
იმ ხანებში ნიკიფორე სამეფოს მთავარსარდლად დანიშნეს და კრეტაზე გაგზავნეს აგარიანთა გასანადგურებლად. გამარჯვებით შემოქცეულმა სარდალმა ათონზე ხომალდი გაგზავნა ათანასეს მოსაყვანად. ღირს მამას არ სურდა კელიის დატოვება, მაგრამ ათონელმა ბერებმა აიძულეს ნიკიფორესთან გამგზავრება. ღირსო მამაო, – უთხრა შეხვედრისთანავე მთავარსარდალმა, – შენი ლოცვით დავამარცხეთ აგარიანნი. ათონის მთას აღარაფერი ემუქრება. ერთს გთხოვ მხოლოდ: ააგე სადმე დიდი ტაძარი და ძმათა სენაკები; მინდა აღთქმა შევასრულო, ბერად შევდგე და აქ დავსახლდეო”. მცირე ხნის შემდეგ ნიკიფორემ 6 ლიტრი ოქრო გაუგზავნა თავის მოძღვარს და ისიც იძულებული გახდა, მონასტრის მშენებლობა დაეწყო. მალე მელანოსის სანახებში დიდებული სავანე წამოიმართა. ტაძრისთვის საძირკველს რომ ჭრიდნენ, ეშმაკმა მუშებს ხელები ისე მოუდუნა, რომ პირთან ლუკმის მიტანაც არ შეეძლოთ. წმინდა ათანასემ მათთვის ილოცა და მუშები განიკურნენ. ეს იყო მის მიერ მოხდენილი პირველი სასწაული. რამდენიმე განკურნებული მუშა ბერადაც აღიკვეცა და სავანეში დარჩა.
როდესაც წმინდა ათანასე დიდმა სახელი გაითქვა, მის მონასტერს უამრავი ბერობის მსურველი მიაწყდა. მალე წმინდა მამამ ორი პატარა ტაძარიც ააგო, ხოლო დიდი სქემის შემოსვის შემდეგ, სავანეში სატრაპეზო და სასნეულოც ააშენა. ყამირი და უნაყოფო მიწები მოხნა და დაამუშავა. მოშორებით რამდენიმე წყარო მოჩუხჩუხებდა. მან წყალი თიხის მილებით მონასტრამდე მიიყვანა. ღირსი მამა ლოცვითაც შეეწეოდა მშენებლებს და არც მძიმე ჯაფას ერიდებოდა – სამი კაცის საქმეს აკეთებდა.
ლავრის მშენებლობით წმიდა ათანასე ათონის სამონასტრო ცხოვრების საყრდენი ბურჯი გახდა. მან რამდენიმე ერთმანეთისგან გათიშული მონასტერი, სკიტი და კელია ერთმანეთთან შეაკავშირა და მონასტერში მცხოვრები მოწაფეებიც ერთმანეთთან დააკავშირა, მონაზვნები კვლავ თავიანთ ძველ სამყოფელში ცხოვრობდნენ, მაგრამ სულიერად მასზე იყვნენ დაქვემდებარებულნი. მას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს შეუცვლელი აღმშენებელი და ათონური ბერ-მონაზვნობის გამგებელი. წმიდა იღუმენმა ძველი პალესტინის სავანეების მიბაძვით შეადგინა თავისი მონასტრის წეს-განგება და ძლიერ ზრუნავდა თავის სამწყსოზე.
სავანეში მიდიოდნენ ძმები არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. აქ უმოღვაწიათ დიდ ქართველ მამებსაც: იოანეს (ხს. 12/VII) და ექვთიმეს (ხს. 13/V), იოანე-თორნიკყოფილს (ხს. 12/ VI)… იოანე ქართველი თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად მისულა ათანასესთან. ათანასე და იოანე თანატოლები იყვნენ და ერთმანეთს ოლიმპოდან იცნობდნენ. იოანე ქართველს ლავრისთვის დიდი ღვაწლი დაუდვია. ათანასე წერს: იოანე ქართველი ჩვენს ძმობას ისე ემსახურა, როგორც არც ერთი იმათგანი, ჩვენს დროში თუ ძველად რომ ბრწყინავდნენ. რამდენი იშრომა და იღვაწა ამ კაცმა! ხშირად სატახტო ქალაქშიც ჩადიოდა, ხვდებოდა მეფეებს, ისე რომ, რუდუნებით და კეთილი შუამდგომლობით იოანე მეფისგან მიიღო ქრისობული (სიგელი), რომელიც ლემნოსის შემოსავლიდან ჩვენი ლავრისთვის 244 ნომიზმის ბოძებას ადასტურებდა… ბასილი მეფემაც (იოანეს შემდგომ რომ მეფობდა) უბოძა ქრისობული კუნძულ ნეონის შესახებ, ხოლო მან ის ლავრას აჩუქა.
წმინდა ათანასეს კურთხევით, იოანე ქართველმა და უკვე ბერად აღკვეცილმა იოანე _ თორნიკემ ლავრიდან მოშორებით იოანე მახარებლის სახელობის ეკლესია და სენაკები ააშენეს, სადაც ცხოვრობდნენ კიდეც, სანამ ბარდა სკლიაროსთან საომრად გაგზავნილმა და გამარჯვებულმა იოანე-თორნიკემ უამრავი ოქრო არ ჩამოიტანა. ამასთან ერთად ბასილმა გამარჯვებულ ბერ-სარდალს სამი მონასტერი უბოძა. ერთი მათგანი, ტუს კლემენტოდ წოდებული, ათონზე იყო. ეს სწორედ ის მონასტერი გახლდათ, რომელიც შემდგომში ივერონად იქცა. ქართველებს წმინდა ათანასეს ლავრისთვის უამრავი თანხა შეუწირავთ. წმინდა იოანე ქართველმა საკუთარი ლავრა კი ააშენა, მაგრამ ამით არ შეუწყვეტია თავისი მოღვაწეობა, _ ბრძანებს წმინდა ათანასე, _ კვლავაც ჩვენთან ერთად შრომობდა. იღვწოდა, გვერდით გვედგა ყველა საქმეში და თუ შეიტყობდა, რომ რამე გვჭირდებოდა, უმალ გვაძლევდაო. ამიტომაც უბოძებია წმინდა ათანასეს ქართველთა მონასტრისთვის სიგელი, რომლითაც მათ ხომალდის ყოლის ნება ეძლეოდათ.
მთაწმიდაზე ღირსი ათანასეს მისვლამ და იქ უდიდესი ლავრის მშენებლობამ დაარღვია თავმდაბალი განდეგილების მყუდროება. ეს იყო პირველი დიდი კინოვია (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძნება) ცენტრალიზებული შიგა წყობილებით. როგორც ათანასეს ცხოვრებაშია აღნიშნული, იგი ცილისწამების მსხვერპლი გახდა და მთაწმინდის ადმინისტრაციული ორგანოც კი მის წინააღმდეგ განეწყო. მას ახალი დემონების შემომყვანად თვლიდნენ და გასამართლებასაც კი უპირებდნენ, ვინაიდან მან თითქოსდა ბერ-მონაზვნური წესები და მამათა სიმშვიდე დაარღვია. წინააღმდეგობა გამოწვეული იყო იმის შიშით, რომ არ მომხდარიყო მცირე ზომის მონასტრების შერწყმა და გაქრობა. თუმცა თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ზეციური დედოფალი მფარველობდა წმიდანს და იცავდა განსაცდელთაგან.
ერთხელ, ღვთის ნებით, ათონის მთაზე საშინელი შიმშილობა დაიწყო. სათავსოში და საკუჭნაოში აღარაფერი მოეპოვებოდათ და სულითა და ხორცით დაუძლურებული ბერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ ლავრას. მარტოდმარტო დარჩენილი ნეტარი ათანასეც სულმოკლეობამ შეიპყრო და გაემგზავრა, მაგრამ მონასტრიდან ორი საათის სავალზე, ზღვასთან ახლოს, მიუვალ და გაუდაბურებულ ტყეში მის შესახვედრად მომავალი ჰაეროვანი თავსაბურიანი ქალბატონი დაინახა, რომელმაც ტკბილხმოვანი ხმით ჰკითხა: ვინ ხარ და საით მიდიხარ? უნებლიე მოწიწების გრძნობით აღვსილი წმიდა ათანასე შედგა. – მე აქაური ბერი ვარ, – უპასუხა და თავის გასაჭირზე მიუთხრო. – და პურის ნატეხისთვის ტოვებ ამ სავანეს, რომელსაც განდიდება უწერია მოდგმიდან მოდგმამდე? სად არის შენი სარწმუნოება? გაბრუნდი და მე მიგულვე შემწედ! – შენ ვინა ხარ? – ჰკითხა ათანასემ. მე დედა ვარ შენი უფლისა, – მიუგო უცნობმა ქალმა, სულმოკლეობაში ამხილა და შეწევნა აღუთქვა. უთხრა, რომ თავად გახდებოდა მონასტრის ეკონომოსი (მეურნეობის გამგებელი), რათა მათ აღარ ჰქონოდათ ეს საზრუნავი. წმინდა ათანასემ არ დაიჯერა, რომ მის წინაშე ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი იდგა _ ეშმაკსაც შეუძლია ნათლის ანგელოზის სახე მიიღოსო. მაშინ დედაღვთისას უთქვამს:’ხომ ხედავ ამ ქვას? დაჰკარი კვერთხი, და მიხვდები, ვინც ვარ. იცოდე, ამის შემდეგ მე ვიქნები შენი იკონომოსიო. წმინდა ათანასე მისი სიტყვისაებრ მოიქცა. მოხვდა და თუ არა ქვას კვერთხი, თითქოს მეხი დაეცაო, გასკდა და ბზარიდან გადმოხეთქა მადლმოსილმა წყარომ, რომელიც დღემდე მოედინება, სამკურნალო თვისებები აქვს და კეთილგემოვნებით ატკბობს და აგრილებს ბერებსა და მონასტერში მისულ მლოცველებს.
წმინდა ათანასემ დააპირა, რომ ღვთისმშობელს ფეხებში ჩავარდნოდა, თუმცა ის ისე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. სავანეში მიბრუნებულ ათანასეს სათავსოები სავსე დახვდა სარჩო-სანოვაგით. მას შემდეგ დიდ ლავრას აღარასოდეს ჰყოლია სხვა ეკონომოსი, იმ სისტემის თანახმად, რაც სხვა მონასტრებშია გავრცელებული, მონასტერს მხოლოდ ეკონომოსის თანაშემწე ჰყავს. ღმრთისმშობლის კურთხევით სხვა დროსაც ავსებულა სანოვაგით საკუჭნაო და ასეთი სასწაულები სწორედ გაჭირვების დროს ხდებოდა, როცა აურაცხელ მუშახელს, ხალხს და მონაზვნებს სარჩო აღარ ჰქონდათ.
შემდგომში ამ ამბის პატივსაცემად დიდ ლავრაში შეიქმნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იკონომოსად” წოდებული ხატი, რომელზეც ტახტზე მჯდომ ღვთისმშობელს მუხლზე მაცხოვარი უზის, მის უკან მდგარი ორი მთავარანგელოზის გარდა ხატზე გამოსახულია 10 წმინდანი – მისგან მარჯვნივ იოანე ნათლისმცემელი, ათანასე ათონელი, მიქაელ სინაიდელი; ქვემოთ – იმპერატორი ნიკიფორე ფოკა და წმ. დიდმოწამე გიორგი, ღვთისმშობლის მარცხნივ სიმეონ ღვთისმიმრქმელი, სტეფანე პირველმოწამე, და ქვემოთ წმ. დიდმოწამე დემეტრე და იმპერატორი იოანე ციმისხი (ამ ორმა იმპერატორმა დიდი მონაწილეობა მიიღო წმ. ათანასეს ლავრის დაარსებაში), თუმცა ეკონომისას ასლებზე გამოსახულია მხოლოდ ორი წმინდანი ლოცვით პოზიციაში – წმ. ათანასე, რომელიც მარჯვნივ უდგას თავისი ლავრის გამოსახულებით, და მარცხნივ წმინდა მიქაელ აღმსარებელი, სინაიდელი ეპისკოპოსი, იგი გამოსახულია ხელში ქარტიით, რომელზეც მისი ის სიტყვები წერია, რომელიც მან ხატმბრძოლ იმპერატორს ლეონ სომეხს უთხრა თაყვანს ვსცემ წმიდა ხატებს მაცხოვრისა ჩემისა იესო ქრისტესი და დედისა მისისა, ყოვლადწმიდა ქალწულისა და ყოველთა წმიდათა, ამიტომ ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, ვერ გავასვენებ ტაძრიდან წმიდა ხატებსო (იგი აღესრულა გადასახლებაში, 821 წ. მისი თავი ინახება ათანასეს ლავრაში, ხოლო წმიდა ნაწილები – ივერთა მონასტერში; ხს 23 (05.06) მაისი).
ეს დიდებული ხატი კვლავინდებურად ძალიან მოკრძალებულ კივოტში, მონასტრის ორად გაყოფილი ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც წმ. ათანასეს მეორეჯერაც გამოეცხადა დედა ღვთისა, ანუგეშა, და გაჭირვებაში შეწევნა აღუთქვა მასაც და მის ლავრასაც. მისი შემწეობით მრავალი სასწაული აღსრულებულა. მონაზვნები მის წინაშე განსაკუთრებული ღმრთისმოშიშებით აღავლენენ სამადლობელ ლოცვებს. ძალიან ხშირად დედა ღმრთისმშობლის კურთხევით მონასტრის სარჩო-სანოვაგე და სხვა საჭირო საგნები გამრავლებულა.
ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილზე, სადაც წყარომ ამოჩქეფა, ამ ამბის უკვდავსაყოფად და მადლის გასამრავლებლად შემდგომში ააშენეს მცირე ზომის ეკლესია, და მასში დააბრძანეს ახლადდაწერილი ხატი, რომელზეც ასახულია წმინდა ათანასესა და დედა ღვთისმშობლის სასწაულებრივი შეხვედრის სცენა. ამ ხატს, ისევე როგორც ეკონომოსას, ჩაუქრობლად უნთია წინ კანდელი. ამ ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე არის ღია გალერეა მომლოცველთა და ხატის თაყვანისმცემელთა დასვენებისათვის, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.
წმინდა ეკონომისას, და მისი ასლების წინაშე ლოცულობენ და ევედრებიან, რომ მისცეს მათ – ღირსეული და წარმატებული სამსახური, კარგი მეუღლე და ოჯახური ცხოვრების ღირსეული უზრუნველყოფა; მას ევედრებიან გვალვისა და შიმშილობისაგან დაცვას, კარგ მოსავალს, მატერიალური სიძნელეების დაძლევას და ყოფით საქმეებში (მშენებლობა, რემონტი, ბიზნესი, ურთიერთობები, ვალებისაგან განთავისუფლება) შემწეობას. ასევე ეს სიწმიდე პატიოსან ბიზნესმენთა მფარველადაც ითვლება. მას ხშირად მიმართავენ კომპანიებისა და ბიზნესის გაკოტრებისაგან ხსნის თხოვნით. მით უმეტეს, რომ ბიზნესის გაკოტრება მხოლოდ მათ კი არ დააზარალებს, არამედ იქ მომუშავე მრავალ ადამიანს.
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა