ცხოვრება და ღუაწლი წმინდა მოციქულთასწორ ელენე დედოფლისა
კონსტანტინე დღეს დედისა თვისისა თანა ელენესა პატიოსნი ძელი გამოაჩინეს ყოველთა იუდიანთა მარცხვენელად,
ხოლო საჭურველად მტერთა ზედა მორწმუნეთა და ჩუენდა გამოსჩნდა სასწაული დიდი, და ბრძოლათა შინა სიქადული.
ხს. 21 მაისი (3 ივნისი) – წმ. კონსტანტინე დიდი (+337) და ელენე დედოფალი (+327);
ხს. 6 (19) მარტი – წმიდა ელენე დედოფლის მიერ ჭეშმარიტი ძელისა და სამსჭვალთა პოვნა იერუსალიმში (326)
წმინდა ელენე დედოფალი იყო წმინდა კონსტანტინე დიდის დედა და მისი ღვაწლი ქრისტიანობის გავრცელებაში განუზომელია. მას ეკლესიისაგან მიენიჭა დიდი პატივი, რომ წმინდანად შერაცხულიყო მოციქულთაწორის სახელით და ეს პატივი მიენიჭა მხოლოდ ხუთ სხვა ქალს ქრისტიანულ ისტორიაში – მარიამ მაგდალინელს, პირველმოწამე თეკლას, მოწამე აპფიას, დედოფალ ოლგას და ქართველთა განმანათლებელ ნინოს.
წმინდა ელენეს ცხოვრება განსაცდელებით იყო სავსე. მან გრძელი გზა გაიარა უბრალო წარმოშობის გოგონადან მოციქულთასწორ დედოფლამდე. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის პოვნა, წმინდა ადგილების მოძიება პალესტინაში, მათზე მდგარი კერპთა ტაძრებისა და ბომონების დარღვევა და წმინდა ტაძრების აღმართვა.
VI ს–ის ისტორიკოსის პროკოპიუსის ცნობით, იგი დაიბადა დაახლოებით 248 წელს მცრე აზიაში, ბითვინიაში მდებარე პატარა ბერძნულ, სოფელ დრეპანში (ეს დასახლება იდენტიფიცირებულია თურქულ ქალაქ ჰერსეკთან, ალტინოვას მიდამოებში, იალოვას პროვინციაში, შემდგომში კონსტანტინე დიდმა ამ ქალაქს დედის პატივსაცემად hელენოპოლისი” დაარქვა..), კონსტანტინოპოლის მომავალი დედოფალი არ იყო დიდგვაროვანი წარმოშობისა, როგორც ცნობილია იგი სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილი იყო.
სენტ ანსელმის თქმით, ელენეს თავმდაბლობამ, მოკრძალებამ და სათნოებამ მიიპყრო ახალგაზრდა რომაელი ჩინოვნიკის, კონსტანციუს ქლორუსის ყურადღება, და მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, იგი ცოლად მოიყვანა. ელენე ახლდა ქმარს ბალკანეთში, სადაც 272 წლის 27 თებერვალს, ქალაქ ნაისში (სერბია, ნისი) შეეძინა ვაჟი, ფლავიუს ვალერიუს ავრელიუს კონსტანტინე, მომავალი იმპერატორი კონსტანტინე I დიდი, რომელმაც ქრისტიანობა რომის სახელმწიფო რელიგიად აქცია.
285 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ იმპერიის მართვის გასაადვილებლად ახალი სისტემა, ე.წ. ტეტრარქია, დააწესა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს სათავეში იდგა არა ერთი, არამედ ერთდროულად ოთხი მმართველი. ორ მათგანს ეწოდებოდა ავგუსტუსი (უფროსი იმპერატორები), დანარჩენ ორს კი – კეისარი (უმცროსი იმპერატორები). გათვლა იყო, რომ 20 წლის შემდეგ უფროსი იმპერატორები უარს იტყოდნენ ტახტზე, უმცროსი იმპერატორების სასარგებლოდ, და ეს უკანასკნელნიც მალევე მოძებნიდნენ თავიანთ შემცვლელებს. იმავე 285 წელს დიოკლეტიანემ თანამმართველად აირჩია მაქსიმიანე ჰერკულიუსი (რომის იმპერატორი 285-305 წლებში, 306-308 და 310 წლებში იყო უზურპატორი), სამართავად იმპერიის დასავლეთი ნაწილი გადასცა, თავისთვის კი აღმოსავლეთი დაიტოვა.
კონსტანციუსმა დროთა განმავლობაში მიაღწია რა მნიშვნელოვან პოლიტიკურ წარმატებებს იერარქიულ კიბეზე, ოცდაორი წლის ქორწინების შემდეგ იმპერატორ მაქსიმიანეს მოთხოვნით გაეყარა ელენეს და დაქორწინდა თეოდორაზე, მაქსიმიანეს გერზე, რათა ამ ალიანსის საშუალებით დაწინაურებულიყო. განქორწინების შემდეგ, კონსტანტინე და დედამისი გაგზავნეს იმპერატორ დიოკლეტიანეს რეზიდენციაში ნიკომიდიაში^* (*დიოკლეტიანეს მიერ რომის იმპერიის აღმოსავლეთ დედაქალაქად გამოცხადებული ბითვინიის დედაქალაქი – ახლანდელი იზმითი, თურქეთი.)
ტეტრარქიის მიხედვით, 293 წელს ავგუსტუსებმა თავიანთი მემკვიდრეები აირჩიეს. ერთ–ერთი იყო გალიის პრეფექტი და კონსტანტინეს მამა – კონსტანციუს I ქლორუსი (ქლორუსი შეარქვეს ფერმკრთალი სახის გამო), მეორე ადგილი გალერიუს მაქსიმიანუსს (დ. 250- გ. 5 მაისი, 311) ერგო. ამ ორი კეისრის საზეიმო ინიციაცია იმპერიულ ძალაუფლებაში მოხდა 293 წლის 1 მარტს. ადმინისტრაციისთვის რეგიონების დაყოფა იყო არა იმდენად თვით იმპერიის დაყოფა, არამედ ადმინისტრაციის შრომის შემსუბუქება, რომლის სათავეში მაინც დიოკლეტიანე იდგა. 303 წელს მან დაიწყო ქრისტიანთა დევნა, და ბრძანა ეკლესიების დაკეტვა და წიგნების განადგურება. კონსტანციუსმა კი ბრძანა ეკლესიების გაუქმება, თუმცა ქრისტიანებს არ დევნიდა. იმავე წელს ჭაბუკმა კონსტანტინემ ცოლად შეირთო წარმოშობით სირიელი მინერვინა, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, კრისპუსი.
305 წელს, ტეტრარქიის დამყარებიდან 20 წლის შემდეგ, ორივე ავგუსტუსი ანუ იმპერატორი (დეოკლეტიანე და მაქსიმიანე) გადადგა და ყოფილი კეისრები კონსტანციუს I ქლორუსი და გალერიუსი იმპერიის თანამმართველი ავგუსტუსები (იმპერატორები) გახდნენ აღმოსავლეთში გალერიუსი (305-311 წწ.), ხოლო დასავლეთში კონსტანციუს ქლორუსი. ახალმა ავგუსტუსებმა, ტრადიციისამებრ, აირჩიეს ახალი კეისრები. გალერიუსმა თავის დისწული მაქსიმინე დაზა (309-313 წწ.), ხოლო კონსტანციუსმა საიმპერატორო ძალაუფლება კეისარ სევერუსთან ერთად გაიყო, მაგრამ ერთი წელიც არ გასულა, რომ დასნეულდა იორკში (ბრიტანეთში) და მოიხმო თავისი ძე კონსტანტინე, რომელიც ცენტურიონის თანამდებობით იმპერატორ გალერიუსის ლეგიონში მსახურობდა ნიკომიდიაში. გალერიუსი თავს იკავებდა კონსტანტინეს მამასთან გაშვებისგან, რადგან იმ ადგილზე ფლავიუს სევერუსის დაყენება სურდა.
კონსტანტინემ მაინც მოახერხა მამასთან ჩასვლა და 306 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ, ბრიტანეთში მოქმედმა ლეგიონებმა 32 წლის კონსტანტინე იმპერატორად გამოაცხადეს. გალერიუსმა მხოლოდ კეისრად აღიარა კონსტანტინე, და იმპერატორად იტალიისა და აფრიკის მმართველი ფლავიუს სევერუსი გამოაცხადა. კონსტანტინე ფორმალურად მას ექვემდებარებოდა, მაგრამ რეალურად გალიაში (ისტორიული სახელმწიფო ძვ. რომის აღმოსავლეთით. ეკავა საფრანგეთის, ლუქსემბურგის და ბელგიის მიწები), სადაც კონსტანტინე იმყოფებოდა, მისი ერთგული ლეგიონები იდგნენ და მმართველობის ლიბერალური ფორმის გამო მოსახლეობაც მას ემხრობოდა, სევერუსს კი ასეთი მყარი მდგომარეობა არ ჰქონდა.
თავმდაბლობით, განსწავლულობითა და გონიერებით გამორჩეული კეთილადაღნაგი, პირმშვენიერი და ძლიერი კონსტანტინე მთელ ლაშქარს დამსახურებულად უყვარდა. ის იყო უნარიანი გენერალი და კეთილშობილი მმართველი, და დაადასტურა მამის ყველა ბრძანება ქრისტიანთა ხელშეუხებლობის შესახებ.
კონსტანტინე კეისრად დადგენისთანავე გადავიდა საიმპერატორო რეზიდენციაში ტრევირში (იმპერიის ოთხი დედაქალაქიდან ერთ–ერთი იყო გერმანიის ქალაქი ტრირი) მან დედაც წაიყვანა და yველაზე კეთილშობილი ქალბატონის საპატიო წოდება მიანიჭა.
306 წელს იტალიაში იმპერატორად გამოაცხადეს მაქსიმიანეს ძე მაქსენციუსი ანუ მაქსენტი (306-312 წ.წ.). 307 წელს იმპერატორ მაქსიმიანესთან ალიანსის გასაძლიერებლად კონსტანტინე გაშორდა პირველ ცოლს და დაქორწინდა მაქსიმიანეს ქალიშვილ ფაუსტაზე, და ცოლის ძმა მაქსენციუსი კი ავგუსტუსად აღიარა. ამ ქორწინებაში კონსტანტინეს ეყოლა სამი ვაჟი კონსტანტინე II, კონსტანციუს II, კონსტანსი, და სამი ქალიშვილი კონსტანტინა, ელენა და ფაუსტა, თუმცა უფროსი ვაჟი კრისპუსიც თან იახლა.
იმავე წელს საყვარელი შვილიშვილის სიკვდილით თავზადაცემულ და მგლოვიარე ელენე დედოფალს ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა, რომ ის ჯვარი ეპოვნა, რომელზეც გაკრული იყო იესო ქრისტე. სოკრატე სქოლასტიკოსი წერს, რომ დედოფალმა ეს გააკეთა სიზმარში მითითების შემდეგ, იგივეს იუწყება თეოფანეს მატიანე: hქონდა ხილვა, რომლითაც უბრძანეს იერუსალიმში წასვლა და ბოროტთა მიერ დაკეტილი ღვთაებრივი ადგილების აღმოჩენა, რადგან წარმართი რომაელი იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთებს უტოლებდნენ, სამას წელზე მეტხანს დევნიდნენ ქრისტიანებს. ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან საბოლოოდ ამოეძირკვათ იმ წმიდა ადგილთა ხსოვნა, სადაც ჯვარს ეცვა და აღსდგა მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. 70 წელს რომის იმპერატორმა ტიტუსმა (42-72) დაიპყრო იერუსალიმი, დაარბია იგი და მორიას მთაზე აღმართული სოლომონის ტაძარი ისე დაანგრია, რომ, მაცხოვრის წინასწარმეტყველებისამებრ (მკ. 13,1-2), ქვა ქვაზე არ დატოვა. მოგვიანებით იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ტიტუსის მიერ მოოხრებული იერუსალიმის ადგილას გააშენა ახალი ქალაქი, რომელსაც საკუთარი სახელი – ელი–ადრიანე უწოდა და მისი ძველი სახელით ხსენება აკრძალა. უფლის საფლავი მიწითა და ლოდებით დაფარეს და ზედ იუპიტერის კერპი დადგეს; გოლგოთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, 119 წელს ვენერას წარმართული ტაძარი ააშენეს. ქალღმერთის ქანდაკების წინ ამაზრზენი მსხვერპლშეწირვები აღესრულებოდა ბილწი ორგიების თანხლებით. ბეთლემში, იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი იშვა ყოვლადწმინდა ქალწულისაგან, უსჯულო მეფემ ადონისის კერპი აღმართა. ყველაფერი ეს წინასწარგანზრახვით კეთდებოდა: სურდათ, რომ ადამიანების ცნობიერებიდან სრულიად განედევნათ ქრისტე მაცხოვარი და ის ადგილებიც გადაევიწყებინათ მათთვის, სადაც იგი ცხოვრობდა, ქადაგებდა, ევნო, და აღდგა დიდებით.
წმინდა ელენემ დაარწმუნა კონსტანტინე, რომ ხელი შეეწყო ამ დიდი მიზნის განხორციელებაში, და მანაც სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად საკმაოდ ხანშიშესული, მაგრამ ფიზიკურად ჯანმრთელი დედა საგანძურით პალესტინაში გაგზავნა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის საპოვნელად. თან იერუსალიმის ეპისკოპოსს მაკარი I-თან (313-323) გაატანა წერილი, რომელშიც ითხოვდა, რომ ხელი შეეწყოთ დედოფლისთვის ქრისტიანული სიწმინდეების მოძიებისა და განახლების საქმეში. ამ წერილის შინაარსი წარმოდგენილია ევსევის kონსტანტინეს ცხოვრებაში: iსეთი დიდია ჩვენი მაცხოვრის მოწყალება, რომ ენას არ ძალუძს ჯეროვნად აღწეროს ის საოცარი ვითარება, რასაც მე ვაპირებ რომ მოგითხროთ. რადგან მისი – ქრისტეს უწმინდესი ვნების ძეგლი (ჯვარი), რომელიც ამდენი ხანი დამარხულია მიწაში, და დაფარულია კაცთა მოდგმისაგან წლების განმავლობაში, სანამ მისი მსახურები არ გამოჩნდნენ, რომლებიც ახლა განთავისუფლდნენ მისი მტრებისაგან. ეს ფაქტი ნამდვილად აღტაცების ღირსია. მე არ მაინტერესებს არაფერი, გარდა ამ წმინდა ადგილების დამშვენებისა ბრწყინვალე ტაძრებით ღვთის სადიდებლად, რომლის განგებულებითაც მე განვთავისუფლდი ბილწი კერპთაყვანისმცემლობის [რომის ტაძრის] მძიმე ტვირთისაგან; ადგილი, რომელიც თავიდანვე წმინდად იქნა მიჩნეული ღვთის განსჯისას, მაგრამ იგი ახლა უფრო წმინდად გვეჩვენება, რადგან ჩვენი მაცხოვრის ვნებით ნათელი მოჰფინა ქვეყანას. იმპერატორი შვილისგან მხარდაჭერა რომ მიიღო, eს არაჩვეულებრივი გონების მოხუცი ქალი სიყმაწვილის სისწრაფით აღმოსავლეთისკენ გაემართა – წერს ისტორიკოსი ევსევი კესარიელი.
მაკარი იერუსალიმელი ღირსეულად შეხვდა წმინდა ქალაქის წარმართული სიბილწეებისაგან გასაწმენდად მოსულ დედოფალს, და მასთან ერთად გულმოდგინე ლოცვითა და მარხვით ეძებდა სასურველ ცხოველსმყოფელ ძელს – (თეოფანეს qრონოგრაფი, 817 წელი).
იერუსალიმში დედოფალმა განიძარცვა სამეფო სამოსელი და უბრალო სამოსით, რათა არ ეცნოთ, შეერია ხალხს და უხვად არიგებდა მოწყალებას. მან იქაური ქალები ტრაპეზზე დაპატიჟა და თავადაც უბრალო მონასავით ემსახურებოდა მათ სუფრასთან. წმინდა ელენეს მაგალითმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მორწმუნეებზე.
ღვთის სიყვარულით აღძრული დედოფალი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილ–სამყოფელი. მრავალგზის აოხრებულ იერუსალიმში მან ძლივს შეკრიბა 3000 იუდეველი მთელი პალესტინიდან და შეახსენა მათ წინაპრების დანაშაული, რომელთაც არ ისმინეს წინასწარმეტყველთა სიტყვები ქრისტეს მოვლინებაზე და ის ვინც მკვდრებს აღადგენდა, ტანჯეს, ნერწყვეს და სიკვდილით დასაჯეს, თუმცა ისინი ვერაფერს მიხვდნენ გარდა სჯულის საუკეთესო მცოდნე იუდეველისა, რომელსაც იუდა ერქვა და პავლე მოციქულის და პირველმოწამე სტეფანეს ოჯახის შთამომავალი იყო. მან მამაპაპისგან კარგად იცოდა ქრისტეს, და მისი მოქციქულების ისტორია, ჯვრის სამყოფელიც იცოდა მიახლოებით, მაგრამ თავისი სარწმუნოებისადმი ერთგულების გამო არ აპირებდა გამხელას, ამიტომ როდესაც დედოფალი დასჯით დაემუქრა იუდეველებს, იუდას შეეცოდა ისინი, წარდგა დედოფლის წინაშე და უთხრა: მე კი ვიცი რაც მოხდა, მაგრამ ჯვარი სად არის დაფლული საიდან მეცოდინებაო. ელენეს სულიწმინდისგან ჰქონდა მინიშნება, რომ იუდაც დაეშინებინა – ორმოში ჩააგდებინა და საჭმელსაც არ აწვდიდა. მეშვიდე დღეს იუდამ ითხოვა ამოყვანა და დედოფალს უთხრა, რომ რასაც ეძებდა, ის მიახლოებით ვენერას საკერპოს ნანგრევების ქვეშ უნდა ყოფილიყო.
იმავე დღეს ეპისკოპოს მაკარისაც ანგელოზი გამოეცხადა და მიუთითა, თუ სად იყო Zელი, ცხოვრების მომცველი. როდესაც თხემის ადგილზე მივიდნენ, იმ ადგილზე აშენებული წარმართული შენობების გასუფთავების შემდეგ, მუშებმა დაიწყეს ვენერას ტაძრის საძირკველის თხრა, და აღმოაჩინეს უძველესი ცისტერნა, დაფარული მიწით, ქვებითა და ნამსხვრევებით, სადაც ძნელი იყო რამის პოვნა. სამუშაოებს წმინდა ელენე მეთვალყურეობდა და თან მQურვალედ ლოცულობდა. როდესაც შეატყო რომ მუშებს იმედი გადაეწურათ და უხალისოდ მუშაობდნენ, ჩუმად ოქროს მონეტები ჩაყარა ნანგრევებში, რომ განძი ჰგონებოდათ და უფრო მეტი გულსმოდგინებით მოეძებნათ ქრისტეს ვნების რელიქვიები. სულიწმინდის მადლით იუდამაც ილოცა და ევედრებოდა უფალს, რომ სასწაულით ეჩვენებინა ჯვრის ზუსტი ადგილსამყოფელი, და მართლაც მიწა შეიძრა, ნელ–სურნელება ამოიფრქვა და როდესაც ის ადგილი მოთხარეს, მაცხოვრის ამოვსებულ აკლდამასა და თხემის ადგილს მიაკვლიეს, ხოლო მის მახლობლად კი – სამ ჯვარს (მაცხოვრის ჯვარცმისას ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს), იქვე ნახეს ოთხი ლურსმანი, რომლითაც მაცხოვარი ჯვარზე მიალურსმეს, და პილატეს დავალებით გაკეთებული დაფა სამენოვანი წარწერით, ასევე ეკლის გვირგვინი.
იმის გასარკვევად, თუ რომელ ჯვრზე იყო ჯვარცმული მაცხოვარი, პატრიარქმა მაკარიმ რიგრიგობით შეახო ისინი ერთ მიცვალებულს, რომელსაც იმ დროს დასაკრძალავად მიასვენებდნენ. ცხოველმყოფელი ჯვრის შეხების შემდეგ მიცვალებული გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს და, რადგან ირგვლივ შეკრებილმა უამრავმა ხალხმა ჯვარი ვერ დაინახა, პატრიარქს სთხოვეს, აემაღლებინა, რათა ყველას შეძლებოდა, თუნდაც შორიდან დაენახა და თაყვანი ეცა მისთვის. მაშინ მღვდელთმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად დაიწყო ჯვრის აღმართვა, ხალხი კი ვედრებით uფალო, შეგვიწყალენ, კრძალვით თაყვანს სცემდა მას. გოლგოთაზე ჯვარი აღიმართა არა მხოლოდ მისი თაყვანისცემის მიზნით, არამედ იმის ნიშნად, რომ ქრისტიანმა უნდა ატაროს თავისი ჯვარი, და შეძლებისდაგვარად გაჰყვეს ქრისტეს გზას.
სოკრატე სქოლასტიკოსი არ ასახელებს ჯვრის პოვნის წელს, მაგრამ თავის sაეკლესიო ისტორიაში წერს, რომ ეს მოვლენა მოხდა კონსტანტინეს მეფობის 20 წლისთავის აღნიშვნისთანავე (326 წლის 25 ივლისი). წმინდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით ავადმყოფი ქალი განიკურნა.
იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი ეპისკოპოსი გახდა (ვითომ იერუსალიმისო, თუმცა მაკარის შემდგომ იერუსალიმის ეპისკოპოსი მაქსიმეა 333-348 წ.წ.) მან იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს). იგი მოხსენიებულია აპოკრიფებშიც და არამარტო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანია, არამედ კათოლიკურისაც.
ამ უდიდეს მოვლენაზე წერენ ამბროსი მედიოლანელი (340-397), რუფინუსი (345-410), თეოდორეტ კიროსელი (386-457), სულპიციუს სევერუსი (დაახლოებით 363-410), სოზომენი (დაახლოებით 400-450) და სხვები. სოკრატე სქოლასტიკოსის (380-440), თანახმად, ელენემ მაცოცხლებელი ჯვარი ორ ნაწილად დაყო: ერთი ვერცხლის სანაწილეში ჩაასვენა და მაკარი იერუსალიმელს დაუტოვა (დიდ პარასკევს, როგორც წესი, მას გოლგოთაზე მიასვენებდნენ და თაყვანს სცემდნენ), მეორე კი შვილს გაუგზავნა 2 ლურსმანთან ერთად. მან კი ცხოველს–მყოფელი ჯვრის ნაწილი ოქროს ლუსკუმაში ჩააბრძანა და რომის ეპისკოპოსს გადასცა ტაძარში დასაბრძანებლად, mოსაQსენებელად ყოველთა ნათესავთა, ერთი სამსჭვალი ჩაამაგრა თავის რკინის გვირგვინში, როგორც შეხსენება, რომ არ არსებობს წესი, რომელიც არ უნდა დაექვემდებაროს ღმერთს (გვირგვინი ამჟამად დაბრძანებულია იტალიაში, მონცას საკათედრო ტაძარში), ხოლო მეორისგან Sექმნა აღUრად ჰუნისა თUსისა, რაYთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისაY წინაწარმეტყუელისა მიერ: მას ჟამსა, რომელი იყო აღUრთა ცხენისათა, წმიდა იყოს უფლისა ყოვლისა მპყრობელისა.
წმინდა ელენე დედოფლის პალესტინასა და აღმოსავლეთის სხვა პროვინციებში მომლოცველობა სამეფო ბრწყინვალებით და ქველმოქმედება დეტალურადაა აღწერილი ევსები კესარიელის მიერ nეტარი ბასილეუს კონსტანტინეს ცხოვრებაში ამ ნაწარმოების მიხედვით დედოფალმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, ვინც მასთან მივიდა: გულუხვად აჯილდოებდა ჯარისკაცებს, ეხმარებოდა ღარიბებსა და უმწეოებს. ბორკილებისაგან, მაღაროში მძიმე შრომისგან და კრედიტორებისგან ათავისუფლებდა (ეს თხზულება შემონახულია V ს–ს რაბინულ ანტიევანგელურ ნაშრომში tოლდოტ იეშუ, რომელშიც ელენე იწოდებოდა იერუსალიმის მმართველად).
ყველაზე ადრეული ისტორიკოსები სოკრატე სქოლასტიკოსი, და ევსები იუწყებიან, რომ წმინდა მიწაზე ყოფნის დროს ელენემ დააარსა სამი ეკლესია სახარების მოვლენის ადგილებში – გოლგოთაზე – უფლის აღდგომის (და წმინდა სამარხის) ეკლესია, სადაც ყოველწლიურად აღდგომის ღამეს კურთხეული ცეცხლი ეშვება; ბეთლემში – ქრისტეს შობის ბაზილიკა; ზეთისხილის მთაზე – ეკლესია ქრისტეს ამაღლების ადგილზე, თუმცა ელენეს ცხოვრება, რომელიც დაიწერა მოგვიანებით, VII ს–ში, ზემოთჩამოთვლილის გარდა ელენეს ბრძანებით აგებულ სხვა ტაძრებსაც ასახელებს: გეთსამანიაში – წმ. ოჯახის ეკლესია; ბეთანიაში – ეკლესია ლაზარეს საფლავზე; ხებრონში – ეკლესია მამრეს მუხასთან, სადაც ღმერთი გამოეცხადა აბრაამს; ტიბერიადის ტბასთან – თორმეტ მოციქულთა ტაძარი; ელიას ამაღლების ადგილზე – ტაძარი; თაბორის მთაზე – ტაძარი იესო ქრისტეს და მოციქულთა პეტრეს, იაკობისა და იოანეს სახელზე; სინას მთის ძირში, შეუწველი მაყვლის ბუჩქის მახლობლად ღვთისმშობლის ეკლესია და ბერების კოშკი – სავარაუდოდ ეს ეკლესიები მისმა ვაჟმა – წმინდა კონსტანტინე დიდმა ააშენა.
დიდებულად დაასრულა რა თავისი მისია პალესტინაში, 327 წელს დედოფალი შვილთან შესახვედრად გაემართა ტრირში და თან წაიღო ჭეშმარიტი ჯვრის დარჩენილი დიდი ნაწილი და სხვა სიწმინდეები, რომლებიც შემდეგ ინახებოდა მისი სასახლის კერძო სამლოცველოში, სადაც დღესაც შეგიძლიათ ნახოთ, მოგვიანებით მისი სასახლე იერუსალიმში წმინდა ჯვრის ბაზილიკად გადაკეთდა.
წმინდა ელენეს ხომალდი გზად ქარიშხალში მოჰყვა. განსაცდელის დროს მან ილოცა და უფალს აღუთქვა, რომ გადარჩენის შემთხვევაში ეკლესიას ააგებდა. მართლაც, უახლოეს სანაპირომდე მშვიდობით მიაღწიეს, და აკროტირის ყურით კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე, (ქალაქ ლიმასოლთან) აკროტირის ნახევარკუნძულზე გადავიდნენ. დედოფალმა ბრძანა ამ ადგილზე მონასტრის აგება. მაგრამ 13 წლიანი გვალვის გამო მცენარეული საფარი განადგურებული იყო, და კუნძულის მკვიდრთ შიმშილი, წყურვილი და შხამიანი გველები აწუხებდათ, ეკლესიის მშენებლობა დაბრკოლდა. თუმცა კონსტანტინემ დედის თხოვნით კუნძულზე სარდალი კალოკერასი გაგზავნა, რათა მისი მკვიდრნი ეხსნა ამ უბედურებათაგან, და დაესრულებინა დედოფლის წამოწყებული საქმეები. ამისთვის ეგვიპტიდან 1000 კატა ჩამოაყვანინეს ისინი სწრაფად გამრავლდენ და გაანადგურეს კუნძულზე საშიში ქვეწარმავლები. წმ. ნიკოლოზის დასრულებული ტაძრის მახლობლად დედოფალმა ხალხი დაასახლა. შემდგომ წლებში ეკლესია გადაკეთდა მონასტრად, სადაც მრავალი ბერი მოღუაწეობდა, არა მხოლოდ კვიპროსიდან, არამედ უცხოეთიდანაც. ეს მონასტერი ახლაც მოქმედი დედათა მონასტერია, მას kატების მონასტერსაც უწოდებენ, და და მასში მოღვაწე მონაზვნები და კუნძულის მკვიდრნიც გულსმოდგინედ ასრულებენ დედოფალ ელენეს დანაბარებს – უვლიან კატებს.
კვიპროსზე ყოფნისას დედოფალმა ერთ დილასაც აღმოაჩინა, რომ ჯვრის ერთ–ერთი ნაწილი გაუჩინარდა და ამავე დროს მთის წვერზე შენიშნა კაშკაშა შუქი. ამ ნიშნის წყალობით მან გადაწყვიტა ამ მთის წვერზე მონასტერი დაეარსებინა, ტაძრის საძირკველში საკუთარი ხელით ჩადო ქვა და მისთვის დატოვა გონიერი ავაზაკის ჯვარი ცხოველსმყოფელი ჯვრის ჩადგმული ნაწილით და ერთ–ერთი ლურსმანი, რომლითაც ქრისტეს სხეული გახვრიტეს. ეს მთა ცნობილი გახდა როგორც სტავროვუნი. იგივე სახელი ჰქვია მონასტერსაც და მდებარეობს ქ. ლარნაკას მახლობლად, ზღვის დონიდან 750 მეტრზე.
წმიდა ჯვრის მონასტერი, რომელიც მდებარეობს სოფელ ომოდოსში, კვიპროსის ტროოდოსის მთებში, ასევე დაკავშირებულია კუნძულზე წმინდა ელენეს ჩასვლასთან. ეს არის ერთ–ერთი უძველესი მონასტერი კუნძულზე – ის არსებობდა ჯერ კიდევ დედოფლის კვიპროსში ჩასვლამდე. გადმოცემით, ამ ადგილზე მეზობელი სოფლების მცხოვრებლები ზედიზედ რამდენიმე ღამე ხედავდნენ ამ ადგილზე ხანძარს. ხოლო როცა იქ გათხრილ ადგილას ადგილობრივებმა აღმოაჩინეს გამოქვაბული და იპოვეს ჯვარი (რომელიც ახლაც მონასტერში ინახება სხვა სიწმინდეებთან ერთად) მღვიმის თავზე პატარა სამლოცველო ააგეს. წმ. ელენემ ამ ნაეკლესიარზე ააშენა ახალი ტაძარი და საჩუქრად სიწმინდეები – ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი (ჩაბრძანებულია ძვირფასი ჯვარში თაყვანისცემისთვის). და იმ წმინდა თოკის ნაწილი გადასცა (wმ. კანაფის თოკი) ან (wმ. თოკი), რომლითაც რომაელებმა მაცხოვარი ჯვარზე მიაკრეს ლურსმნებით დამსჭვალვის შემდეგ, რათა საკუთარი სხეულის სიმძიმეს არ ჩამოეგდო ჯვრიდან. ამ სიწმინდეების მიერ მრავალი განკურნებისა და სასწაულის შემდეგ, მთელი მსოფლიოდან მოისწრაფიან მომლოცველები მათ სამთხვევად. მონასტერი ახლა სამრევლო ეკლესიაა.
ერთ დღესაც დედოფალი მხურვალედ ლოცულობდა მხლებლებთან ერთად, როცა მიწიდან სამკურნალო წყარომ ამოხეთქა. მან ამ ადგილზე პირველმოწამე თეკლას ეკლესია ააშენა, რომელიც ამჟამად დედათა მონასტერია და ელენეს ლოცვით აღმოცენებული წყაროს წყალი და ტალახი ახლაც კურნავს სნეულებს, განსაკუთრებით კი კანის სნეულებით დაავადებულებს. წმ. ელენეს სახელთანაა დაკავშირებული ასევე კვიპროსის სოფლები ლეფკარა, კუკა და ანოგირა.
კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია განსაკუთრებულ პატივს სცემს წმინდა ელენე დედოფალს. რამდენიმე ეკლესია და სამლოცველო წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელს ატარებს. მათი სახელობის ეკლესია აშენდა სოფელ მარიში 1995 წელს.
იმპერატორი კონსტანტინე დიდი სიხარულით მიეგება საყვარელ დედას და sამადლობელად ღმრთისა ყოვლისათUს კეთილისა მოაწყო დიდი ზეიმი და დღესასწაული დააწესა pოვნისათვის პატიოსნისა ჯუარისა. შემდეგ კი მისწერა იერუსალიმის ეპისკოპოსს მაკარის, და ქრისტეს წმიდა სამარხის გამოქვაბულის ზემოთ, ისეთი ბრწყინვალე ტაძრის აშენება უბრძანა ქრისტეს აღდგომის სადიდებლად, რომელიც იქნებოდა ყველა ტაძარზე დიდებული, rომელიც სადმე არსებობს, კონსტანტინე დიდი წერდა მაკარი იერუსალიმელს: iსეთი დიდია ჩვენი მაცხოვრის მოწყალება, რომ ენას არ ძალუძს ჯეროვნად აღწეროს ის საოცარი ვითარება, რასაც მე ვაპირებ რომ მოგითხროთ. რადგან მისი – ქრისტეს უწმინდესი ვნების ძეგლი (ჯვარი), რომელიც ამდენი ხანი დამარხულია მიწაში, და დაფარულია კაცთა მოდგმისაგან წლების განმავლობაში, სანამ მისი მსახურები არ გამოჩნდნენ, რომლებიც ახლა განთავისუფლდნენ მისი მტრებისაგან. ეს ფაქტი ნამდვილად აღტაცების ღირსია. მე არ მაინტერესებს არაფერი, გარდა ამ წმინდა ადგილების დამშვენებისა ბრწყინვალე ტაძრებით ღვთის სადიდებლად, რომლის განგებულებითაც მე განვთავისუფლდი, ბილწი კერპთაყვანისმცემლობის [რომის ტაძრის] მძიმე ტვირთისაგან; ადგილი, რომელიც თავიდანვე წმინდად იქნა მიჩნეული ღვთის განსჯისას, მაგრამ იგი ახლა უფრო წმინდად გვეჩვენება, რადგან ჩვენი მაცხოვრის ვნებით ნათელი მოჰფინა ქვეყანას.
მეფემ თავის ქვეშევრდომებს, სხვადასხვა ქვეყნების მმართველებს შეუთვალა ტაძრების ასაშენებელი მასალისა და ყოველივე სახმარის წარგზავნა იერუსალიმში. ქრისტეს აღდგომის ტაძარი, რომელმაც მოიცვა გოლგოთა, და უფლის საფლავი, 335 წ. დასრულდა, და იმავე წლის 13 სექტემბერს იკურთხა, ხოლო მეორე დღეს, 14 (27) სექტემბერს, ამ ტაძარში საზეიმოდ შეიყვანეს და გოლგოთაზე აღმართეს უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი, და მას შემდეგ, ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად აღნიშნავს ჯვართამაღლებას.
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე წმ ელენემ მოინახულა კონსტანტინოპოლი და მისი დიდებულებით დიდად გაიხარა, თუმცა ხანგრძლივმა მოგზაურობამ უარყოფითად იმოქმედა 83 წლის დედოფალზე და დაახლოებით 239 ან 330 წელს მშვიდად dაასრულა სიცოცხლე ტრირში თავის სასახლეში, iმ დიდი შვილის თანდასწრებით, მის მკლავებში, რომელიც ემსახურებოდა მას.
კონსტანტინემ საყვარელი დედის ცხედარი რომში გადააბრძანა, მეწამული ფერის პორფირის ქვის სამეფო სარკოფაგში (ახლა ვატიკანის მუზეუმშია), ჩაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა თავისივე აშენებულ იმ ეკლესიაში, რომელსაც ახლა წმინდა პეტრესა და მარცელინუსის ეკლესია ეწოდება და მდებარეობს რომიდან ნეაპოლისკენ მიმავალ გზაზე, სადაც არის სასაფლაო, ხოლო ორი წლის შემდეგ ახალ დედაქალაქში – კონსტანტინოპოლში გადააბრძანა და 12 მოციქულთა ტაძარში დაასვენა. 1204 წელს დედოფლის ნეშტი ჯერ კიდევ იქ იყო, რასაც მოწმობს რობერტ დე კლერი.
ამის შემდეგ კონსტანტინემ იცოცხლა 10 წელზე მეტი, და ნიკეის სარწმუნოების აღსარებით და უცვლელი ერთგულებითთ გულმოდგინედ ცდილობდა დაემკვიდრებინა ქრისტიანული ღვთისმოსაობის სული თავის სამეფოში, ამავე დროს დიდი პატივი მიაგო დედის ხსოვნას, როდესაც კონსტანტინოპოლის დიდ მოედანზე ააგო ორი სვეტი, ერთი საკუთარი და ერთი წმინდა ელენესთვის, რომლებზეც იყო წარწერა: wმიდა ხარ შენ, უფალო იესო ქრისტე, დიდება ღმერთო მამაო. ამინ., ასევე რამდენიმე ქალაქს მიანიჭა მისი სახელი. მაგ. ჰელენოპოლისი პალესტინაში და ლიდიაში. ჰელენოპონტო პროვინციას პონტოში, ასევე ორ სხვა ქალაქს საფრანგეთში და პირენეებში.
337 წელს აღდგომის დღესასწაულს უდიდესი ზეიმით აღნიშნავდნენ კონსტანტინოპოლში. ქალაქის ყველა ქუჩაში ენთო სვეტებად აღმართული ცვილის კელაპტრები, ეკლესიებში მთელ ღამეს ლოცულობდნენ, გამთენიისას იმპერატორი ხალხს ძღვენს ურიგებდა ქრისტეს აღდგომის – ამ უდიდესი და სასიხარულო მოვლენის – აღსანიშნავად. კონსტანტინემ ეს დღესასწაული უკანასკნელად იზეიმა. ცოტა ხანში ის დასნეულდა და ექიმების რჩევით სამკურნალოდ გაემგზავრა თბილ წყლებზე, მაგრამ შვება ვერ პოვა. როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, გადასახლდა ნიკომიდიის შემოგარენში, მოიწვია ეპისკოპოსები და სთხოვა, მოენათლათ. როგორც უკვე მოგახსენეთ, გადმოცემის თანახმად ნათლისღების რიტუალი სხვა მღვდელთ–მთავრებთან ერთად რომის პაპმა წმ. სილიბისტრომ აღასრულა. წმ კონსტანტინე დიდი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა 337 წლის 21 მაისს, თავისი მეფობის ოცდამეთორმეტე წელს, სულთმოფენობას, მანამდე კი სახელმწიფო თავის სამ ვაჟს ჩააბარა.
იმპერატორი ერმა და მხედრობამ გულწრფელად იგლოვა, უდიდესი პატივით გადაასვენეს მისი ცხედარი კონსტანტინოპოლში და დაკრძალეს წმინდა მოციქულთა სახელობის ეკლესიაში დედამისის გვერდზე, სადაც მან წინასწარ განიმზადა საძვალე და განზრახული ჰქონდა ქრისტეს მოციქულთა წმინდა ნაწილების იქ დაბრძანება. ამ ტაძარში მრავალი სიწმინდე ინახებოდა, მათ შორის. სვეტის ფრაგმენტი, რომელზედაც იესო იყო მიბმული გვემის დროს (ამჟამად სტამბოლის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარშია).
აღმოსავლეთში, ელენე დედოფლის, როგორც წმინდანის თაყვანისცემა წარმოიშვა მისი გარდაცვალებიდან მალევე და განსაკუთრებით გავრცელდა ბიზანტიის იმპერიაში იმპერატორ კონსტანტინე VI-ისა და დედოფალ ირინას დროს; დასავლეთში, ელენეს სახელი ჩნდება მარტიოლოგ იერონიმე სტრიდონელის ნაწერებში, ხოლო IX საუკუნეში მისი სიწმინდეების ოვილერში (საფრანგეთი) გადატანის შემდეგ, ელენას თაყვანისცემა გავრცელდა ფრანკებს შორისაც.
წმინდა ელენეს ხსოვნას აღნიშნავენ: მართლმადიდებლურ ეკლესიაში – 6 მარტს (ახ.სტ 19 მარტს) – პოვნა პატიოსნისა ჯვარისა და სამსჭვალთა წმიდა ელენე დედოფლის მიერ იერუსალიმში (326); შვილთან – კონსტანტინესთან ერთად 21 მაისს (ახ სტ 3 ივნისს). იგი ცნობილია ასევე, როგორც ელენე კონსტანტინოპოლელი და იკონოგრაფიულად ასოცირდება ჯვართან.
რომის კათოლიკური ეკლესიაც მას კონსტანტინესთან ერთად იხსენიებს 18 აგვისტოს (ეკლესიებში დასავლური რიტუალის გამოყენებით); 21 მაისს ან 3 ივნისს (ეკლესიებში აღმოსავლური რიტუალის გამოყენებით; წმინდა პეტრეს ბაზილიკა არის ყველაზე დიდი შენობა ვატიკანში და, ალბათ, ყველაზე გრანდიოზული და მთავარი ეკლესია ყველა კათოლიკესთვის, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მისი შთამბეჭდავი გუმბათი ეყრდნობა 4 ანუ მასიურ, სწორკუთხოვანი სვეტს – პილონს, რომელთაგან თითოეულში არის წმინდანების ქანდაკებები: ანდრიასი ელენესი, ლონგინოს ასისთავის და ვერონიკასი. წმინდა ელენე და წმ. კონსტანტინე წმინდანებად ჰყავთ შერაცხული ანგლიკანურ და ლუთერანულ ეკლესიებსაც. – ხს, 21 მაისი; კოპტურ ეკლესიაში – 9 პახონი.
კონსტანტინეპოლის მოციქულთა ტაძარში არაერთხელ იკრიბებოდა საეკლესიო კრებები. ლათინმა ჯვაროსნებმა 1204 წელს გაანადგურეს საიმპერატორო სამარხები და წაიღეს იქიდან ყველაფერი ღირებული – ოქრო, ძვირფასი ქვები. ითვლება, რომ კონსტანტინოპოლიდან წმ. ელენეს წმინდა ნაწილები დოჟ პიეტრო ზიანის (1211-1212) მეფობის მერვე წელს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ფარულად წაიღეს ვენეციაში (1211) და მთავარი საკურთხევლის ქვეშ დააბრძანეს მისივე სახელობის ტაძარში. 1517 წელს, ინგლისელმა მღვდელმა, რიჩარდ ტორკინგტონმა, ვენეციაში ვიზიტის დროს, ნანახი შემდეგნაირად აღწერა: Tქვენ შეგიძლიათ ნახოთ მისი დიდებული სახე, ხოლო მისი სხეული დაფარულია ძვირფასი ქსოვილით… ასევე მის მკერდზე დევს ქრისტეს ცხოველსმყოფელი ჯვრისგან დამზადებული ჯვარი.. ეს წმინდა ნაწილები 2017 წლებში დიდი პატივით ათენში ჩააბრძანეს და 14 მაისიდან 15 ივნისამდე წმი. ბარბარეს ტაძარში იყო დაბრძანებული.
პერიოდულად დედოფლის წმინდა ნაწილებს ანაწილებდნენ ქრისტიანთა ჩვეულებისამებრ სხვადასხვა ტაძრებში, ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ისინი დასვენებულია ევროპის რამოდენიმე ტაძარში, ათონზე, საბერძნეთის კუნძულებზე, ასევე რომში წმ. პავლეს ტაძარში და კაპიტოლეუმის ბორცვზე აგებულ სანტა მარია არაჩელის ტაძარში. კაპიტოლინის გორაზე, ასევე წმინდა პავლეს ტაძარში, ბონის წმ. მარტინ ტურელის სახელობისა საკათედრო ტაძარში (გერმანია); ტრირის წმ, პეტრეს კათოლიკური ტაძრის აღმოსავლეთ საძვალეში გამოფენილია წმ ელენეს პატიოსანი თავი წელამდე სკულპტურასთან ერთად, ხოლო დედოფლის სასმელი ჭურჭელი დაცულია საკათედრო ტაძრის საგანძურში; პარიზში – სენ ლიოსა და სენ ჟილის სახელობის კათოლიკურ ტაძარში – სპეციალურად ამ ნაწილებისთვის აგებულ მიწისქვეშა კრიპტაში, ჭერიდან ჩამოკიდებულ სარკოფაგში დაცულია დედოფლის წმ. ნაწილები, რომელთაც მრავალი კურნება და სასწაული მოუხდენიათ, რაც მორწმუნე ადამიანისთვის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა წმინდანობისა.
კონსტანტინე დიდის წმინდა ნაწილები დაკარგულად ითვლება, რაც დიდი დანაკლისია მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ მისი წმ. ნაწილები დაცულია მარსელში წმ. ვიქტორის სააბატოში.
რაც შეეხება უფლის ჯვრისა და სამსჭვალების შემდგომ ისტორიას: ძელიცხოვლის ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროში მიმოიფანტა,
იერუსალიმის აღდგომის ეკლესიაში, გოლგოთის ქვეშ მდებარე, ადამის სამლოცველოს გვერდით, არის წმინდა სამარხის ბერძნული საცავი, სადაც ინახება მრავალი წმინდანის ნეშტი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი, რომელიც წმინდა კონსტანტინე და ელენეს ხატში ჩამაგრებულ ჯვარშია მოთავსებული.
ათონის ქსეროპოტამოს წმინდა მონასტრის კათოლიკონში (მთავარ ტაძარში) დაბრძანებულია იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ჯვრის ცამეტი ნაწილი, ოთხი დიდი, ძველ რელიქვიებში და ცხრა პატარა, რომლებიც ასევე ინახება რელიკვიებში სხვა წმინდანთა ნაწილებთან.
ძელიცხოვლის ნაწილები საქართველოშიც მოხვდა. IV საუკუნეში, მას შემდეგ, რაც წმინდა მირიანთან ერთად მთელი ქართლი მოინათლა, ახალგაქრისტიანებულმა მეფემ ბიზანტიაში წარავლინა ეპისკოპოსი იოანე და იმპერატორს სთხოვა, ებოძებინა ქართველთათვის ნაწილი ძელიცხოვლისა. კონსტანტინეს გაუხარდა ქართველთა გაქრისტიანება და მირიანს წმინდა ჯვრის ნაწილები გამოუგზავნა: ფიცარი, რომელზეც უფლის ფერხნი იყო დამსჭვალული და ორი ლურსმანი. ქართლისკენ მომავალ იოანეს გზადაგზა დაუტოვებია ეს სიწმინდენი: ერუშეთს – განძის ნაწილი და უფლის სამსჭვალი, მანგლისში – ფერხთა ფიცარი.
…XIII ს–ში დავით ნარინს უფლის სამსჭვალისთვის გაუმზადებია ჩასაბრძანებელი – ძვირფასი ქვებით შემკული ოქროს მიტრა, რომელიც მანგლელი ეპისკოპოსისთვის შეუწირავს. მოგვიანებით სამსჭვალი და მიტრა თბილისის სიონის ტაძარში იქნა გადატანილი.
ქრისტეს სამსჭვალთა დიდი სასოება ჰქონია მეფე არჩილ II (დ. 1647 – გ. 1713, მოსკოვი). თურმე მის წინ აფიცებდა ორგულებს. როცა ყაენმა არჩილის საქართველოდან გაძევება მოითხოვა, მან, მეფე გიორგის ნებართვით, რუსეთში წაიღო სიწმინდეები. ეს იყო 1681 წელს. არჩილმა სიწმინდენი კრემლის მიძინების ეკლესიას მიაბარა შესანახად… XX საუკუნის 50-იან წლებში, მანგლისის ტაძრის შესახებ მონოგრაფიაზე მუშაობისას, ბატონი მალაქია დვალი დაინტერესებულა სამსჭვალისა და მანგლელი მიტროპოლიტის მიტრის ბედით და მათი მოძებნა უცდია. lურსმანი და მიტრა რომ ნამდვილად კრემლის მიძინების ეკლესიაში იყო დაცული, ჩანს, ნიკოლოზ I-ის მიერ 1849 წელს გამოცემული ალბომიდან, სადაც სამსჭვალისა და მიტრის ფერადი ჩანახატია მოთავსებული. იქვე მითითებულია, ეს ნივთები მოსკოვში, მიძინების ეკლესიაში ინახებაო, – ბრძანებს ბატონი მალაქია. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეკლესიის საგანძური კრემლში იარაღის პალატას გადაეცა. ბატონ მალაქიას უნახავს კიდეც მუზეუმის საცავებში უფლის სამსჭვალი, მიტრისთვის კი ვერ მიუკვლევია. ძელიცხოვლის ნაწილი ჩატანებული იყო წმინდა თამარ მეფის გულსაკიდ ჯვარშიც.
წმ. ექვთიმე თაყაიშვილს 1910 წელს, ლეჩხუმ–სვანეთში მოგზაურობისას, უნახავს კალას ეკლესიაში დაცული ხატი–სანაწილე, რომელიც ძელი ჭეშმარიტის შესანახად ყოფილა განკუთვნილი. მისივე თქმით, ბრიტანეთის მუზეუმს შეუძენია წმინდა გიორგის გულსაკიდი ხატი, რომელიც წმინდა ქეთევანს ეკუთვნოდა. დედოფლის წამების შემდეგ ხატში მოთავსებული ძელიცხოვლის ნაწილისთვის ქეთევანის წმინდა ნაწილიც მიუმატებიათ. ექვთიმესავე თქმით, მარტვილის ეკლესიაში ინახებოდა ქაიხოსრო გელოვანის თანამეცხედრის, როდამ დგებუაძისეული შეწირული ძელი ჭეშმარიტის ნაწილიანი ოქროს ჯვარი. პლ. იოსელიანის ცნობით, ნიქოზის ტაძარში 1798 წლამდე ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილების ჯვარი. 1798 წ. ივლისში ნიქოზის ეპისკოპოს ათანასეს ბრძანებით ჯვარი ეკლესიის გარეთ საწიგნეზე დაუსვენებიათ და მის წინ დაუფიცებიათ თავადთ. ფიცის შემდეგ ძელი ჭეშმარიტის შენახვა დავიწყებიათ, მწუხრის შემდეგ მოუკითხავთ, მაგრამ ვერ უპოვიათ. ამის გამო გიორგი XII-მ ათანასე ნიქოზელს კათედრა ჩამოართვა და გარეჯის მონასტერში გაგზავნა.
ძელიცხოვლის ნაწილები ჩატანებული ყოფილა IX-X ს.ს. მარტვილის ენკოლპიონისა (რომელიც ხოსროვანუშ დედოფალს ეკუთვნოდა) და ე.წ. კვირიკეს ჯვარში, რომელიც X საუკუნეში მეფე კვირიკესთვის შეიქმნა, ასევე ერმიტაჟში დაცულ ჭედურ სტავროთეკაში, ე.წ. შალიანის ხატში, რომელიც მთელ სვანეთში იყო განთქმული თავისი ძლიერებით, სილიხანის ოთხსცენიან ხატსა და წალენჯიხის მაცხოვრის ხატში, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცულ ე.წ. საჰაკდუხტის სანაწილეშიც.
ქრისტიანობისთვის მათი თავდადებისა და ეკლესიისადმი გაწეული დიდი ღვაწლისა გამო, ელენე დედოფალი და იმპერატორი კონსტანტინე ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა და მოციქულთა სწორთა დასს მიაკუთვნა. წმინდა კონსტანტინეს ეკლესია კიდევ 2 ტიტულით მოიხსენიებს: ღვთივგვირგვინოსანი, და დიდი მეფე.
წმინდა ელენე არის ახალი აღმოჩენებისა და რთული ქორწინებების, განქორწინებული ადამიანების, და ახალ მოქცეულთა და არქეოლოგთა მფარველი!
წმინდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, მეოხ–გუეყავ ჩუენ ცოდვილთა ღმრთისა მიმართ, რაYთა მართალთა თანა ვიხარებდეთ სასუფეველსა მისსა!
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა