მღდელი: კურთხეულ არს–ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად–იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე–მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო – 2 გზის;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 1
ბრწყინევდი შენ, ვითარცა მზეი, ამამონისა წმიდასა მთასა ზედა, და თავს იდევ რაი ხდომაი ბარბაროზთაი, მარტვილობითა განხუედ ღმრთისა მიმართ, ღირსმოწამეო ეფრემ, და მარადის მადლსა გარდამოუდინებ ღმრთისმოსავობითა შენდა მხმობელთა: დიდებაი მომცემელსა შენდა სიმტკიცისასა, დიდებაი განმადიდებელსა შენსა, და დიდებაი, რომელ შენ მიერ ყოველთა მოჰმადლებს ლხინებათა.
დიდებაი.. ტროპარი (იგივე) აწდა…
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ–ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2
ძლისპირი: მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობით ქრისტესა, რომელმან სასწაულითა იხსნა ერი თვისი ეგვიპტით მონებისაგან ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ბნელი გონებისა ჩემისაი განაძე ლოცვათა მიერ შენთა, ქრისტეს დიდო მოწამეო ეფრემ, რაითა ღირსად ვუგალობო წმიდასა და ნათელცისკროვანსა ხსენებასა შენსა.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ცრემლთა და სისხლთა ნაკადულთა შენთა მიერ დაშრიტე ნაკუერცხალნი ეშმაკთა ბოროტებისანი, ყოვლად ნეტარო, და ზეცით მოიღე ღმრთისა მიერ გვირგვინი იგი ძლევისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
მეუფებრივისა ძალისა მიერ განმტკიცებულმან სძლე რაი მთავარი ბნელისაი, ქრისტეს კუალსა უქცეველად შედგომილი აღხუედ თავსა სრულებათასა, და აწ მეოხ ხარ ჩუენთვის წინაშე მისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ხსნაი უშევ შენ კაცთა და ცოდვითა დაძველებულთა ამათ განახლებაი მოგუმადლე, ქალწულო ღმრთისა დედაო.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი მტერთა ზედა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რაითა ხმა–ვჰყო შენდა მომართ მხოლოო კაცთმოყუარე, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენსა გარეშე ღმრთისა ჩემისა.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მძიმეთა წყლულთა მიერ დაფარული და ფიცხელთა ტანჯვათა მიერ გარე–შეცული არა განუდეგ სახელსა ქრისტესსა, აწ ჩუენცა შუამდგომელად აღგძრავთ მისა მიმართ, რაითა აღანთოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ყოვლადდიდებული ცხორებაი შენი აწ ღირსად იდიდების, ჰოი, ღმრთივნეტარო აღმსარებელო, და სასწაულნი შენნი ყოველთა აუწყებენ მადლმოსილებასა შენსა, რამეთუ უძლურთა განამტკიცებ, ბრმათა თუალთა აღუხელ და აღადგინებ მკელობელთა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
მსგავსად ნაკუერცხალისა განხურდა სული შენი მხურვალებითა საღმრთოისა სულისაისა, ნეტარო, და დაადნო რაი ყინელი ვნებათაი, უცხოისა მის ბოროტმადიდებლობისა ალი დაშრიტეს სისხლისა ნაკადულთა შენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქალწულად და დედად ბუნებათა უზესთაეს გამოსჩნდი, წმიდაო დედოფალო, და შევ მხოლოისა მამისაგან შობილი მხოლოი ღმერთი, რომელ აცხოვნებს სულთა ჩუენთა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 4
ტანჯუათა ახოვანებით დათმენითა უშფოთველი ცხორებაი განიმზადე, და გვასწავე რაი სულისა თვისისა მოთმინებისა მიერ მოხუეჭაი, ბრწყინვალედ იხარებს ქრისტეს ეკლესიაი, ჰოი, საკვირველთმოქმედო ეფრემ ახალო, და დღესასწაულობს წმიდასა ხსენებასა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განაპყარ ყოვლადწმიდანი ხელნი შენნი, დედაო და ქალწულო, და დაფარულ–ჰყავ ყოველნი მოსავნი შენნი, რომელნი ხმობენ ძისა მომართ შენისა: ყოველთა მოეც, ქრისტე, წყალობაი შენი.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მოხუედ ჩუენდა ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ღუაწლთა შენთათვის მოიღე შენ ღმრთისაგან ნიჭი ხორციელთა უძლურებათა და სულის ვნებათა კურნებისაი, და მით შეეწევი მღაღადებელთა ქრისტეს მიმართ: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მარხვათა და ცრემლთა მიერ განწმედილი მარტვილებრივითა სისხლითა განშუენდი და წარემართე სასურველისა შენისა ქრისტეს მიმართ, მხმობელი: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განწმედილითა გონებითა წარდეგ რაი წინაშე სამებისა, ღირსო, განგვანათლებ ბნელსა შინა მსხდომარეთა და ვნებებით შეჭირვებულთა, რაითა შენ თანა ვხმობდეთ: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სძალსა უბიწოსა და უსძლოსა, წმიდაო, სამკვიდრებელსა იესოისა, ქერობიმთა უწმიდესად გიცნობთ შენ, ღმრთისმშობელო.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცენ, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაი ღმერთი არაი ვიცით.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სათნოებათა მირონითა განსურნელებული მადლისა კეთილსურნელებასა მიჰფენ შეუორგულებულითა გულითა შენდა მოლტოლვილთა, და უხუად უწყაროებ სიმხნევესა და ნუგეშსა.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ნეტარ არს ქუეყნიერი ცხორებაი შენი და უკუდავ არს აღსასრული შენი, ამისთვის უხრწნელი სიმდიდრეი დაიუნჯე, ყოვლადქებულო მამაო, და სასწაულთა სიმრავლითა განანათლებ შენდამო მოლტოლვილთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა მძლეველი ამა საუკუნისა ბნელისა მთავრისაი, შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისასა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, რაითა მოგუმადლოს ძლევაი მტერთა ზედა და ხელმწიფებათა ბნელისათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უსასოებისა ჰრულითა შემიპყრა ძილმან ცოდვისამან, ყრმააო, აღმადგინე მე სინანულად ყოვლაძლიერითა ლოცვითა შენითა.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ცოდვისა უფსკრულსა შთავრდომილი მოვუწოდ გამოუკულეველსა უფსკრულსა მოწყალებისა შენისასა: ხრწნილებისაგან აღმომიყუანე, ღმერთო.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ნათელმან ყოვლადწმიდამან, შენ ზედა დავანებულმან, სახედ ნათლისა გამოგაჩინა, ყოვლადსაკვირველო მამაო, და სათნოებათა შენთა ბრწყინვალებისა ნათლითა განანათლებ მორწმუნეთა.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ჰხედავ რაი განსაცდელთა და საცთურთა, ჩუენ ზედა მოწევნულთა, აწ განიპყარ ქრისტეს მიმართ წმიდანი ხელნი შენნი, ნეტარო, და ევედრე, რაითა განგვარინოს ყოველთა სენთა და საბრხეთაგან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გვაქუს რაი პატიოსანი ლუსკუმაი შენი, მისგან მოვიღებთ ყოველნი კურნებათა საბოძვართა, და პატივის–ვჰსცემთ რაი ხსენებასა შენსა, წმიდაო, ვუგალობთ მაცხოვარსა, ვითარცა ყოვლისა შემძლებელსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განჰკურნე ვნებათაგან მოწყლული სული ჩემი, ყოვლადწმიდაო, რომელ ღმრთეებრივსა კურნებასა მოგუმადლებ დედობრივითა ლოცვითა შენითა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12–გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი; ხმაი 3
კეთილად იღუწიდი ამამონისა მთასა ზედა, ღმრთივგანბრძნობილო ეფრემ, და მუნ აღასრულე რაი მოწამეობრივი სრბაი, ღირსად შეგამკო გვირგვინითა ცხორებისამომცემელმან ღმერთმან, მამაო, რომელი მხურვალედ ითხოვ ჩუენთვის წყალობასა.
იკოსი
მონაზვნებრივისა ცხორებისა სამკაულად და მოწამეთა შუენიერებად გამოსჩნდი შენ ცხორებითა შენითა, ყოვლად სანატრელო მამაო ეფრემ, და ვითარცა მზეი ყოვლადბრწყინვალეი გამოუბრწყინდი მართლმადიდებელთა ერთა, რამეთუ განგამდიდრა შენ ქრისტემან ნიჭთა მიერ ყოვლად დიდებულთა სასწაულთაისა, და მიგმადლა შენ კაცთა თვისთა, ღირსო, მხურვალედ მლოცველად და ხელისაღმპყრობელად.
მღდელი: მოხედენ. სიბრძნით.
წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 7: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი.
მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?
მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.
მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელი: მოხედენ.
სახარებაი ლუკასი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყვი თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქუს უმეტესი, რაი გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ–ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყვი თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ–მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ–იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ანუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი–იგი სთქუათ.
დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა .
მეოხებითა ღირსმოწამისა ეფრემ საკვირველთმოქმედისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: განძლიერებულ იქმენ რაი სულისაგან წმიდისა, მამაო ეფრემ, მოწამედ გამოჩნდი ქრისტეისთვის ტანჯვათა დათმენითა, და მოიღე რაი მის მიერ გვირგვინი დიდებისაი, გაქუს აწ კადნიერებაი წინაშე მისა, რაითა მშვიდობაი მოსცეს სოფელსა, ეკლესიაი თვისი დაამტკიცოს შეუძრველად, და წყალობაი მოჰმადლოს სულთა ჩუენთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, და წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისაითაა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისა და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა, და ღირსისა დედისა ჩუენისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისაითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელ აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა ღირსმოწამისა ეფრემ ახლისა, ნეა მაკრელი საკვირველთმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყოვლადდიდებულ არს შობაი შენი, ქრისტე, რომელი ქალწულისაგან განკაცებული მოხუედ და ყრმანი სახუმილსა შინა შეუწუველად დაიმარხნე, მგალობელნი შენდა მომართ: მამათა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ცუარითა ცრემლთაისა ვნებათა ალი და სისხლითა შენითა ნივთიერი ცეცხლი დაშრიტე, ყოვლადპატიოსანო მამაო, და მადლსა სასწაულთასა გარდამოადინებ, რომლისა მიერ ჰკურნებ უძლურებათა სულთა და ხორცთათა ჩუენთასა.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ნივთიერითა ცეცხლითა მომწუარი ახოვნად დაითმენდი სატანჯუელთა და უნივთოითა ნათლითა მორწყვიდი სულსა შენსა, მრავალვნებათა დამთმენელო ეფრემ, და ვითარცა სამნი იგი ყრმანი სახუმილსა შინა, ღაღადებდი: მამათა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
მრავალთა წყლულებათა მიერ მოაუძლურებდენ ხორცსა შენსა მტარვალნი, ხოლო შენ, სამ–გზის ნეტარო ეფრემ, სიღრმით გულისაით ხმობდი განმამტკიცებელისა მიმართ შენისა: მამათა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ, ქალწულო დედოფალო, სიქადულო ყოველთა კაცთაო, დაუცხრომელად ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა დაიცვას ყოველი სოფელი და ქუეყანაი ესე ჩუენი ლოცვითა ყოვლადნეტარისა ეფრემისაითა.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდეთ ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ახოვანისა დათმენისა შენისა მსმენელნი გნატრიან შენ კაცნი, და მღდელთმთავარნი გაკურთხევენ, ხოლო ჩუენ მოგვიგიე შენ წინაშე ქრისტეისა შუამდგომელად, ეფრემ ყოვლადსაკვირველო, და ერთობითა მოვივლტით თაყუანისცემად წმიდათა ნაწილთა შენთა.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ქრისტეს წყლულებათა მიერ მოქადულმან საუკუნეთა სავანეთა მიმართ მიისწრაფე, და შეიმოსე რაი ძოწეული, სისხლითა შენითა განშუენებული, ეფრემ დიდებულო, განბრწყინვებული წარდგომილ ხარ წინაშე მეუფისა ძალთაისა, და მეოხ ხარ მოსავთა შენთა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
ვითარცა სიმდიდრეი მრავალსასყიდლისაი ესრეთ ჰგიებ წინაშე მორწმუნეთა და სასწაულთა მიერ ყოვლადსაკვირველთა განამდიდრებ რაი ყოველთა, აწ ჩუენცა აღგვადგინე დაცემულნი ესე ვნებითა, და მოგუმადლენ ცრემლნი სინანულისანი მორწმუნეთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შევ შენ უხრწნელი სიტყუაი, რომელმან ჩუენ ყოველნი თვინიერ ხრწნილებისა სიტყვისა გამოგვიხსნა, ამისთვის ყოველნი გადიდებთ შენ, ქალწულო, და გევედრებით: დახსენ ურიცხუნი მახენი, ეშმაკისა მიერ დაგებულნი ჩუენ ზედა.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: დაუსაბამოისაგან მამისა ძეი ღმრთისაი გამოჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა. განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაითა სარწმუნოებითა ვადიდებდეთ მშობელსა მისსა.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
პატიოსანი ლუსკუმაი შენი მარადის აღმოგვიდინებს წყაროსა კურნებათასა, წმიდაო სათნო–მყოფელო ღმრთისაო, მამაო ეფრემ, და დააცხრობს ყოველთა ნაკადთა ვნებათასა და ღმრთეებრივითა კეთილნაყოფიერებითა დაარწყულებს სულთა.
წმიდაო ღირსმოწამეო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
კეთილსახელოვანსა მას წმიდასა და დიდებულსა დღესა ხსენებისა შენისასა აღვასრულებთ სულითა და გევედრებით შენ, ღირსო მამაო ეფრემ, ითხოე აწ ჩუენთვისცა ყოველივეი, რაიცა სარგებელ არს სულთათვის ჩუენთა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
სხივცისკროვანი ხსენებაი შენი, ვითარცა მზეი ცისკროის ყოველთათვის, და ბრწყინვალედ განანათლებს მორწმუნეთა, რომელნი გაქებენ შენ, ვითარცა მსახურსა ქრისტეისსა, და მემკვიდრესა სამეფოისა მისისასა, და თანა–ზიარსა ღირსთასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ხმითა მთავარანგელოზთაისა გიღაღადებთ შენ, ყოვლადწმიდაო: გიხაროდენ, ცხოვნებაო კაცთაო და ღმრთეებრივო გვირგვინო დიდებულთა მოწამეთაო, ოხითა მათითა დაგვიცევ ყოვლისაგან ბოროტისა და მოგუმადლე სინანული და მოტევებაი ცოდვათაი.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
განმანათლებელი
სამბრწყინვალისა დიდისა მის ნათლისა წინაშე წარდგომილ ხარ და ყოველთა წმიდათა თანა ჰგიებ გამოუთქუმელსა მას ნათელსა შინა, ყოვლადპატიოსანო მოწამეო ეფრემ, მოგვიხსენე ყოველნი, რომელნი აღვასრულებთ ნათელშემოსილსა ხსენებასა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნათელი იგი წინა–საუკუნოი გვიშევ ჩუენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ქრისტე, ღმერთი ჩუენი, რომელმან იხსნა სოფელი სიცბილისაგან ეშმაკთაისა. ამისთვის გევედრებით: არა დააცადო ვედრებაი, რაითა მოგვცეს ჩუენ წყალობაი თვისი დღესა მას სამსჯავროისასა.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
წყლულებანი და სიკუდილი მიიღე რაი ქრისტეისთვის, ქუეყანითგან აღწევნულმან ზეციერთა მიმართ აღისწრაფე, ეფრემ ღმრთივსანატრელო, და ღირს იქმენ რაი ზეცისა სავანეთა შინა მკვიდრობისა, შენდა მონიჭებულითა მადლითა განკურნე წყლულებანი და ბრძვილნი სულისა და ხორცისა ჩემისა.
იხარებდ და იშუებდინ აწ, ქრისტეს დიდო მოწამეო ეფრემ, რამეთუ განწმიდე რაი ქუეყანაი სისხლითა შენითა, უხრწნელი გვირგვინი მოიღე ხელთაგან უფლისათა, და აწ ოხითა შენითა წინაშე მისა, ნეტარო, დაგვიცევ ჩუენ ყოველთა ვნებათაგან და შუამდგომელ გვექმენ ღმრთეებრივისა გამოხსნისა.
ყოვლადწმიდაი, საღმრთოი და ღმრთისსათნოი არს აღმსარებლობაი შენი, რამეთუ განიწმიდე, ვითარცა ოქროი, და მსხუერპლად კეთილადმითვალულად აღუვლინე რაი თავი თვისი ქრისტესა, მობაძავი ვნებათა მისთა, აწ კადნიერებითა დიდითა, რომელ გაქუს წინაშე მისა, საკვირველთმოქმედო მამაო, განგვათავისუფლე ჩუენ ყოველთა ურვათა და საცთურთაგან.
არა დააცადო ლოცვაი ჩუენთვის, ყოვლად ნეტარო ეფრემ, რომელნი აღვასრულებთ ხსენებასა შენსა, და პატივის–ვჰსცემთ პატიოსანსა წამებასა შენსა, ქადაგო ღმრთისაო, მას ევედრე აწ, რაითა დაგვიცვას უხილავთა და ხილულთა მტერთა ხდომათაგან და წმიდაი ეკლესიაი ჩუენი დაამტკიცოს შეუძრველად.
ვითარცა ქრისტეანეთა მსწრაფლ–შემწესა, მონიჭებულ გაქუს რაი ღმრთისაგან მადლი სნეულთა კურნებისაი და მოუძლურებულთა განმტკიცებისაი, დაღაცათუ არა ღირს ვარ ვედრებად შენდა, მომმადლე სიმრთელეი, ცხოვნებაი და ყოველთა კეთილთა საქმეთა შინა წარმატებაი, რაითა უშფოთველითა ცხორებითა ვსცხოვნდებოდე ღმრთისმოსავობასა და სიწმიდესა შინა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
მოვედინ ყოველნი მოყუარულნი მოწამეთანი, შეთზვად ქებისა გვირგვინისა ქრისტეს დიდმოწამისა ეფრემისთვის, რამეთუ ივნო ქუეყანასა ზედა, და დიდებითა ჰსუფევს რაი ცათა შინა, დასთა თანა ანგელოზთა და მოწამეთათა ევედრება ჩუენთვის მაცხოვარსა, რაითა მშვიდობაი მოსცეს სოფელსა და აცხოვნოს სულნი ჩუენნი, ვითარცა კაცთმოყუარემან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეიწირე ლოცვანი ჩუენნი, ყოვლადწმიდაო დედოფალო, და განგვათავისუფლე ყოვლისა იწროებისა და ვნებისაგან, რაითა ზეცათა სასუფეველსა შინა მარადის ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე–წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3 –გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ღირსმოწამეო ეფრემ, ახალო სასწაულთმოქმედო და დიდო ლამპარო სოფლისაო! სიყრმითგან ქრისტე შეიყუარე და მას მხოლოსა მისდევდი რაი ყოვლითა სულითა, მონაზვნურისა ცხორებისა მეძიებელი დაემკვიდრე ომომონისა წმიდასა მთასა ზედა, მონასტერსა შინა ხარებისასა, სადაცა ხორცი ჯუარს აცვი, დაუცხრომელისა ლოცვისა ღუაწლსა აღასრულებდი რაი გულსა შინა შენსა, და ცრემლთა მიერ ვნებათაგან განიწმედდი სულსა, განიმზადა შენთვის გზაი უაღმატებულესი – არა ხოლო თუ ღმრთისა ძისა რწმენისაი, არამედ თავისაცა თვისისა მისთვის დადებისაი, და მწარენი სატანჯუელნი ქრისტეისთვის თავს ისხენ რაი სიხარულითა, არა შეუშინდი უსჯულოთა აგარიანთა, და მრავალთა ჟამთა დაითმენდი რაი ხორციელთა სატანჯუელთა, სისხლითა შენითა, ვითარცა მირონითა მრავალსასყიდლისაითა სუნნელოვან–ჰყავ მთაი იგი შენისა მოსაგრეობისაი, და იხილეს რაი უსჯულოთა მათ, ვითარმედ ვერა განგაშორეს ქრისტესა, ძელსა შეგმსჭუალეს და განგგმირეს რაი განხურვებულითა შანთითა, წმიდაი სული შენი სიმდაბლითა შეჰვედრე ხელთა მისთა, და ელვისა უსწრაფესად აღხუედ ცათა შინა, ხოლო მიიწიე რაი შენ მიერ შეყუარებულისა უფლისა მიმართ, შეგიწყნარა, ვითარცა მხედარი თვისი ახოვანი, და პატიოსანი თავი შენი შეამკო რაი გვირგვინითა უხრწნელისა დიდებისაისა, უკუნისამდე თვის თანა დაგამკვიდრა. და მოგანიჭა მადლი ჭირვეულთა შეწევნისა და სნეულთა კურნებისაი.
ჰოი, წმიდაო მამაო ეფრემ, თანამკვიდრო ღირსთაო და თანა–ზიარო მოწამეთაო, უფლისა ღმრთისა ყოვლითა გულითა შემყუარებელო და ვიდრე აღსასრულადმდე შენისა კუალსა მისსა შედგომილო! პირველ იღუწიდი რაი მარხვითა და ლოცვითა განწმედად გულისა, მტკიცითა ნებითა, ვითარცა მახვილითა განკუეთდი ვნებიანთა ზრახვათა, და ოდეს მოიწია ჟამი ტანჯვისა შენისაი, არა შეუშინდი მტარვალთა, და ყოველნი სატანჯველნი დაითმინნე, ვითარცა ძუელთა მათ დიდთა მოწამეთა, რომელნიცა მოგაწიეს უგუნურთა მათ მტერთა, და მარტვილობაი მიიღე რაი ქრისტეისთვის, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა გვასმინოს ტკბილი იგი ხმაი მისი: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაითა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განამტკიცე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო დასნი, ქრისტეისმოყუარენი მხედრობანი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ყოვლადდიდებულო წმიდაო დიდო მოწამეო ეფრემ, ნეა–მაკრელო საკვირველთმოქმედო, დაღაცათუ ფარულად ივნე და ხსენებაი ღუაწლისა შენისაი დაინთქა სიმრავლესა მას საუკუნეთასა, ყოველთა შემოქმედმან, რომელმან უწყის დაფარულნი, აღსასრულსა დღეთასა გამოაჩინა ქუეყანასა შინა დაფარულნი ნაწილნი შენნი და მივიწყებული ღუაწლი შენი განთქუა რაი ყოველსა ქუეყანასა, მოგანიჭა მადლი ქრისტეანეთა შეწევნისა და კურნებისაი, და აჰა, მრავალთა უკურნებელთა სენთაგან შეპყრობილთაცა ჰკურნებ, და მრავალფერთა საკვირველთა სასწაულთა მიერ განანათლებ ყოველთა კიდეთა სოფლისათა, აწ ჩუენცა ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა განგვამტკიცე და განჰკურნე უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთა, ხოლო გონებანი ჩუენნი ნათლითა საღმრთოთა მცნებათასა განანათლენ და გულთა შინა ჩუენთა აღაგზე დაუშრეტელი სიყუარული მაცხოვრისა და მოყუასისა მიმართ ჩუენისა, რაითა ყოველთა ღმრთის–სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს–ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი.. აწდა… უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
გვაკურთხენ.
მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა ღირსმოწამისა ეფრემ ახლისა, საკვირველთმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცვაი ხატის მთხვევასა ზედა
ცხორებისა სიწმიდეი და სიმტკიცეი სარწმუნოებისაი აჩუენე, ღმერთშემოსილო, და წამებისა სისხლითა განშუენებულმან მოიღე რაი უფლისა მიერ მადლი მოსავთა შენთა ხსნისა და შეწევნისაი, აწ ჩუენცა ამბორს–უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა, წმიდაო ეფრემ, და გევედრებით, ღირს გვყავ შენისა შუამდგომელობისა ღმრთისა მიმართ, რაითა სულთა და ხორცთა ვნებათაგან განგვკურნოს ჩუენ და დაგვიფაროს გარე–მოდგომილთა ურიცხუთა მტერთა, ჭირთა და საცთურთაგან.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ქალწულო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის–მცემელთა და სურვილით ამბორის–მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა მადლმოსილისა მამისა ჩუენისა, წმიდისა ეფრემ საკვირველთმოქმედისაისა, რაითა მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
ღირსმოწამე ეფრემ ახალი ნეა-მაკრელი საკვირველთმოქმედი (+1642)
