წმინდა პაისი ათონელი

სავედრებელი პარაკლისი ღირსისა მამისა პაისი მთაწმინდელისა

პაისი ათონელის წიგნების გამოწერა ამერიკასა და კანადაში

 

მღდელი: კურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანისვჰსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვჰსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურადიღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.  

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.  

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.  

ტროპარი, ხმაი 1.

ფარასისა ქუეყანისა კეთილო მორჩო და დიდებულო სამკაულო ათონისაო, ნეტარო მამაო პაისი, შუენიერო მობაძვო ღირსთაო, მსგავსად ყოვლადბრწყინვალისა მზისა განბრწყინდი და სიმრავლეი მორწმუნეთაი განანათლე მადლითა; დიდებაი სიმტკიცისა შენდა მომცემელსა; დიდებაი გვირგვინოსანმყოფელსა შენსა; დიდებაი შენ მიერ ყოველთათვის სასწაულთა აღმომაცენებელსა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა 

სხუაი ტროპარი

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი სწავლებათა და სასწაულთა შენთაი, ღირსო პაისი, რამეთუ ხორცსა შინა ანგელოზებრ სცხოვნდებოდი, და ცხორებაშემოსილთა სიტყუათა სახარებისათა აუწყებდი რაი მორწმუნეთა, დათმენისა ხატსა აჩუენებდი, და ასწავებდი სრულქმნილსა სასოებასა ღმრთისა მიმართ, მას ევედრე ცხორებისათვის სულთა ჩუენთაისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გონებისა განბრძნობაი მოგუმადლე, ჰოი, სახიერო ქრისტე, რაითა ჯერისაებრ პატივსვჰსცემდეთ ღირსსა პაისის, დიდებასა ათონისა მთისასა, და სუროტისა სავანისა მფარველსა, და ჯერისაებრ ვაქებდეთ ღმრთივშუენიერსა ცხორებასა მისსა.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ნათლისღებაი მიიღე რაი ხელთაგან წმიდისა არსენისათა კაბადუკიისა ფარასასა შინა, ლოცვამან მისმან გყო შენ მრავალნაყოფიერ რტოდ მცირე აზიისა და ელადისაისა, და ღმრთისმეცნიერებისა ნათელი მიიღე ღმრთისა მადლისაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა 

დაუცხრომელად ილოცვიდი, ღირსო მამაო პაისი, და ჰყავ სული შენი ტაძრად სულისა წმიდისა, და გამოსჩნდი რაი ნათლისა სუეტად, განმანათლებელად მორწმუნეთა, ყოველთა ავედრებდი ქრისტესა, ყოველთა შემოქმედსა და ყოვლისამპყრობელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვნებათა უფსკრულსა შთაფლულ ვარ და დანთქმად განმზადებულ, დედაო ღმრთისაო, ამისთვის, ვითარცა გლახაკი და საწყალობელი გიღაღადებ: დააყუდნე ღელვაი ცთუნებათა ჩემთაი ლოცვათა მიერ შენთა, მფარველო წმიდისა მთისაო.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიყრმითგან მოიხუეჭე რაი სიყუარული ზეციერისა სამებისაი, მოიღე მისგან მადლი ლოცვისა და მარხვისაი, და ყრმეებრივი სილაღეი ყოვლადვე უვარყავ და ესრეთ აჩვენებდი წინასახესა მომავალისა ცხორებისა შენისასა.  

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საწუთოისა საცთურნი და ყოველივე წარმავალი სიჭაბუკითგან მოიძულე, და სიმტკიცითა შეუდეგ რაი სწავლებათა წმიდათა მამათასა, აღირჩიე იგინი მოძღურად თვისად, და იქმენ მოწაფეი სარწმუნოი, და მტკიცეი მიმდევარი დათმენისა და ღუაწლისა მათისა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ქუეყნიერისა ლაშქრისა მხედარ იყავ, სანატრელო, და სათნოებისა ხატი აჩუენე რაი შენ თანა მყოფთა, მხურვალედ ევედრებოდი ღმრთისმშობელსა, რაითა დაგიფაროს კაცთა კლვისაგან და აღუთქმიდი რომლისამე ტაძრისა აღდგენასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წყაროდ კურნებათასა გვივი შენ, დედაო, ხორცისა სენთაგან შეჭირვებულთა, ამისთვის სარწმუნოებითა ვითხოვთ შენგან, სძალო ღმრთისაო, ზეგარდამო შეწევნასა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.  

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაიაწდა

წარდგომაი, ხმაი 4

ლოცვითა და ღუაწლითა მოიგე რაი კადნიერებაი დიდი უფლისა მიმართ, მისგან მრავალთა საბოძვართა მოხუეჭისა ღირსიქმენ: მყოობადისა, ვითარცა აწმყოისა განჭურეტისა, სულთა და ხორცთა კურნებათა მომადლებისა, და ზეცისა სასუფეველისა მიმართ წინამძღოლობისა, აწ ჩუენცა გევედრებით შეწევნასა ქრისტეს მიმართ, რაითა დაიცვას ეკლესიაი თვისი და შვილნი მისნი განგვამტკიცოს მართლმადიდებლობასა შინა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვის წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთმოყუარე.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიჭაბუკითგან ისწრაფდი რაი ანგელოზებრივისა მიმართ ღუაწლისა, ათონსა მიხვედ დაყუდებისა სურვილითა, და მოვლე რაი მრავალი სავანეი, უკუნიქეც სახლსა თვისსა, გარნა სიწმიდითა სცხოვნდებოდი და ყოველთა აჩუენებდი ხატსა ღმრთისმოსავობისასა.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიფიცხლეი ბერობისაი აღირჩიე რაი უფროის საწუთოისა შუებისა და სიტკბოებისა, კუალად ათონსა მიიწიე და იწყე რაი მოღვაწებაი ესთეგმანისა სავანესა, ნებაი შენი სრულიად მოაკუდინე, და გულსმოდგინებითა აღასრულებდი მორჩილებასა მოძღურისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იყავ რაი ხუროი მსგავსად მაცხოვრისა, მარადღე გულსმოდგინედ მუშაკობდი, ნეტარო, და ღამეი ილოცვიდი რაი დაუცხრომელად, ბერად აღგკვეცეს ამბერკის სახელითა, და სახარებისა კითხვითა და მხურვალითა ლოცვითა განხდიდი ეშმაკისა საცთურთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წიაღსა შენსა ყოვლისამპყრობელი დაემკვიდრა, ღმრთისმშობელო, და კაცნი ხრწნილებისა თანა აღრევისაგან განათავისუფლა, დახსნა წყევაი, სიკუდილი განაქარვა და სრულად დაამდაბლა ამპარტავანებაი უსჯულოისა მის მტერისაი

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ღმრთივგონიერსა გზასა ზედა ხვიდოდი, ვითარცა ანგელოზი, ღირსო, და იყოფოდი რაი მოღუაწებასა შინა დიდსა და ფიცხელსა, გამოსჩნდი თანაზიარად სულიწმიდისა სიტკბოებისა, და აჰა, აწ ჩუენცა გვასწავებ მოხუეჭასა მადლისა მისისასა.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ძლიერებისა ზეგარდამო მომღებელი მძიმეთა სნეულებათა მორჩილებითა დაითმენდი, ნეტარო ბერო, და დამკვიდრდი რაი ფილოთეოსის სავანესა, მარხვისა ღუაწლსა უხორცოთა მსგავსად აღასრულებდი, და ხორცსა განკაფავდი ხმელსა ზედა წოლითა და მუშაკობითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მშვიდ, მდაბალ და ანგარებისაგან უცხოი იყავ შენ, ღმერთშემოსილო, და ლოცვითა განსწმედდი რაი გონებასა შენსა, მცირეი სქემაი შეგმოსეს, და სახელგდვეს რაი პაისი, ღირსო მამაო, განუხრელად ხვიდოდი გზასა მას ძუელთა მამათასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელოდესმე წყევაი აღმოუცენა ნათესავსა ჩუენსა პირველმან დედამან ჩუენმან, ევა, ხოლო შენ შობითა შენითა, ღმრთისმშობელო, სიხარული და მშვიდობაი მოუძღვანე რაი ყოველთა, მწედ და შუამდგომელად გვივი შენ, დედოფალო, ღმრთისა მიმართ ჩუენისა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცეი ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

თანამბრძოლად და მფარველად მოიგე რაი ღმრთისა დედაი, მრავალგზის ნუგეშინისგცემდა მოუძლურებულსა ღუაწლითა, და გეწადა რაი უდაბნოსა განსლვაი, წარგიმართა კონიცას, აღსაშენებლად სტომიონისა დარღვეულისა სავანისა.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღადგენდი რაი ტაძარსა, მით აღსრულდა აღთქუმაი შენი, ღმრთისმშობლისათვის მიცემული ჟამსა მას სიჭაბუკისასა, და მართლმადიდებლობასა შინა განამტკიცებდი რაი მხარესა მას, დაუცხრომელად იღუწიდი უპოვართათვის და ნუგეშინისსცემდი მწუხარეთა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განასრულე რაი სავანეი, წმიდაო ბერო, ევედრე ღმრთისმშობელსა წარმართებაი გზისაი, და სინაისა მთასა აღსრული დაემკვიდრე რაი ეკატერინეს მონასტერსა, ღუაწლითა დიდითა ჰბაძევდი მოსე ღმრთისმხილველსა და იოანეს, საღმრთოისა კიბის აღმწერელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა მაქუს ნიჭი ცრემლმდინარებისაი, რაითა ვიგლოვო სიმრავლეი ცოდვათა ჩემთაი, არცა გულისა ლმობიერებაი, არცა სულთქუმანი მაცხოვნებელნი, ყოვლადწმიდაო დედაო, გარნა შეჰმუსრე ფიცხელი ესე დაუთმენელობაი ჩემი ლოცვათა შენთა მიერ ქრისტეისა მიმართ.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.  

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                          

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაიაწდა

კონდაკი, ხმაი 8

წმიდისა მთისა ყოვლადდიდებულსა მოღუაწესა და ეკლესიისათვის მხურვალესა მლოცველსა ვაქებდეთ, ვითარცა მორწმუნეთა ცხონებისა მიმართ წარმმართებელსა და კეთილთა თხოვათა მათთა აღმასრულებელსა, და ვღაღადებდეთ: გიხაროდენ, ღირსო მამაო პაისი!  

სხუაი კონდაკი

ღმრთისმოსაობითა სცხოვნდებოდი, ნეტარო ბერო, და ძუელთა მოღუაწეთა სწორად და თანამდგომელად მათდა გამოსჩნდი რაი ათონსა, ლოცვათა და ღუაწლთა შენთა მიერ ღმრთივსიბრძნითა დაამტკიცებდი მართლმადიდებლობისა დოგმატთა, და მრავალნი აღძარ გალობად შენდა: გიხაროდენ, ღირსო მამაო პაისი!

იკოსი

იშუებს მთაი ათონისაი უფლისა მიმართ, რამეთუ უკანაისკნელთა ამათ დღეთა შინა აღმოგაცენა, ვითარცა სათნოებისა ხეი, და გამოიღე რაი ნაყოფნი უვნებელობისა და წინაისწარჭურეტისაი, ლოცვათა და ღუაწლთა შენთა მიერ იყავ ყრმათა მზრდელ, მზრუნველ ჭაბუკთათვის და მოძღუარ წარმწყმედელთა ვნებათაგან შეპყრობილთა კაცთასა, ხოლო ძნელადსაკურნველთა ჩვეულებათაგან შეპყრობილთა გამოუჩნდი მკურნალად ღმრთივშუენიერად და მრჩეველად ცხოვნებისა მეძიებელთა

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი ხმაი 4

პატიოსანარს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,                         

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი ლუკასი

რქუა უფალმა მოწაფეთა მისთა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ. ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ ხართ, რაჟამს მოგიძულენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხენ თქუენ და გაყუედრებდნენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთა ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი, მრავალ არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა პაისი ათონელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ფიცხელთა მარხვათა და ღამისთევათა მიერ ღმრთივშუენიერი ხატი მოღუაწებისაი აჩუენე რაი ათონისა მთასა და სინასა ზედა, აწ კუალად განაპყარ ხელნი შენნი ღმრთისა მიმართ, ღირსო მამაო პაისი მთაწმინდელო, რაითა მოანიჭოს ქუეყანასა მშვიდობაი, ეკლესიათა დიდებაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათაისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ღირსისა დედისა ჩუენისა, ქალწულისა ნინოისა, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა და საკვირველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა: ძლევაშემოსილისა გიორგისა და ქალწულმოწამეთა მარინე და ბარბარესი; აბო ტფილელისა და შალვა ახალციხელისა; არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა და ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; ბიძინა, შალვა და ელიზბარისაითა; წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და ექუსი ათასთა გარეჯელთა ბერთაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანეისა, გაბრიელისა, იოვანეთორნიკყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და წმიდათა აღმსარებელთა მამათა: ექვთიმე, იოვანე, გიორგიიოვანე და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა, და ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა პაისი ათონელისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                              

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ღმრთისა გარდამოსლვასა ოდესმე ბაბილონს ცეცხლი მეოტიქმნა, რომელსა სამნი ყრმანი სახუმილსა მას შინა ვარდსაებრ ფერხითა სტკებნიდეს და განწყობილნი გალობდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სინაის უდაბნოსა შინა დამკვიდრდი რაი ბერთა სენაკსა შინა, ხორცთა შეჰმუსრვიდი მარხვითა და მღვიძარებითა, და სიმდაბლითა ბრძოდი რაი ეშმაკთა ზედადასხმათა, მძლეექმენ მათ ძალითა ღმრთისათა, და თვითცა განიცადე გამოცხადებაი მისი მთასა მას მოსეისსა.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დაღათუ სულითა განძლიერდი, ღირსო, ხორცითა მოუძლურდი და უკუნ იქეც რაი ათონსა, ივერონისა სკიტსა შინა იღუწიდი და შეგმოსეს რაი დიდითა სქემითა, ღუაწლითა ფიცხელითა უფროის დასნეულდი და მინდობილ იყავ საღმრთოსა განგებულებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოძღურად და წინამძღოლად ექმენ ღმრთისმოსავთა მათ ქალწულთა, შენთვის ზრუნვიდენ რაი სასნეულოსა შინა სოლუნსა, და მათთვის დააფუძნე რაი სუროტისა სავანეი, ვიდრე სიკუდიდმდე განსწავლიდი მათ და განაკრძალებდი ლოცვასა და სათნოებათა შინა

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სასწაულთა შენთა მიერ, ყოვლადუბიწოო დედოფალო, ქუეყნიერთა კრებულნი ეშმაკთა საცთურთაგან, ურვათა, მრავალფერთა ჭირთა და ხორცისა სნეულებათაგან თავისუფალიქმნებიან, ყოვლადწმიდაო, და მადლობისა შენდა შემწირველნი ადიდებენ უფალსა.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღადყო: `აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე~.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

კეთილმოსაგრეობითა შენითა განამრავლე ძმანი ივირონისა სკიტსა, და დამოძღვრე და განხვედ რაი კატუნაკისა უდაბნოსა, მცირესა სენაკსა შინა დამკვიდრდი, ქრისტეს მხედარო, ახოვანო, და ღირს იქმენ რაი საღმრთოისა გამოცხადებისა, უფლისა მიერ მოგეცა მადლი ეშმაკთა განდევნისაი და კაცთა კურნებისაი.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მოწაფეთა შენთა თანა აღაორძინებდი რაი სტავრონიკიტას სავანესა, მრავალნი მოისწრაფდენ შენდა და მყუდროებისათვის დამკვიდრდი რაი ჯუარპატიოსანისა სენაკსა, სიმრავლეი კაცთაი დღეყოველ მოადგებოდა კარსა შენსა, ვითარცა კიდობანსა ხსნისასა, და მიჰმადლებდი ყოველივეს, რაიცა კეთილადსახმარ იყო სულისათვის მათისა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა სულიწმიდისა ჭური, ღირსიქმენ მადლმოსილისა მოხილვისა, რამეთუ სენაკსა შენსა გეწვია დიდმოწამეი ეფემიაი და ჰყავთ რაი ლოცვაი ერთობითა, მარტვილობაი თვისი მოგითხრა, ნეტარო, და განგამტკიცა რაი კეთილსა ზრახვასა შინა, სულიერითა სიხარულითა აღივსე და შეუქმენ ხატი და საგალობელი ქებისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მრავალთა შეცოდებათა მიერ მოუძლურებულნი, საწუთოთა ზრუნვათა და სულისა ვნებათაგან შეპყრობილნი შენდა მოვივლტით, უბიწოო და უხრწნელო დედოფალო, და სიმდაბლითა გიღაღადებთ: ცოდვათა მთხრებლითგან აღმოგვიყუანე ლოცვათა მიერ შენთა.  

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელსა ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და წიაღი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დამკვიდრდი რაი `პანაღუდიისა~ კელიასა, კრებული მორწმუნეთაი სიხარულითა მოივლტოდა ათონსა, მოსაღებელად მადლისა შენისა, ღირსო, და მრავალთა ექმენ რაი მოძღუარ ღმრთისმოსავობისა, წარუმართებდი მათ ხსნისა მიმართ სიტყუათა შენთა მიერ და სასწაულთა.

ღირსო მამაო პაისი ათონელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფრიად მოუძლურდი რაი სნეულებითა, მიხვედ სუროტის სავანესა და სიმხნითა დაითმენდი რაი სალმობათა, ლოცვითა მოუწოდდი ყოვლადტკბილსა დედასა მარიამსა, მრავალგზის განგეცხადა რაი ტანჯუასა შინა, და ეზიარე რაი ქრისტეს უხრწნელთა საიდუმლოთა, სული შენი სასოებითა შეჰვედრე ხელთა მისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მსგავსად ძუელთა მათ მონაზონთა, ნეშტი შენი კრძალულად დაფლეს რაი სუროტის სავანესა, წმიდაი სამარხოი შენი, ნეტარო, სიმდიდრედ სულიერად და საუნჯედ საღმრთოდ აქუთ დედათა, და ყოველნი მისდა შევრდომილნი გევედრებიან რაი შეწევნასა, ვითარცა წყაროი დაუწყვედელი, უხუად აღმოადინებ მადლსა და კურნებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მძვინვარენი მანქანებანი ბოროტისანი უკუნაქციე ხელმწიფებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, რომელმან საკვირველად შევ ქრისტე, დიდებული მძლეი, ძუელისა მის გუელისა ამპარტავანებისა დამხსნელი და შემმუსრველი თავისა მისისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი:

ვითარცა სულიწმიდისა რჩეული ჭური და ანგელოსთა თანამზრახვალი, მეტყუელ იყავ რაი საიდუმლოთა მათ დაფარულთა, შენდა მოლტოლვილთა მოწყალესა მზრუნველობასა აჩუენებდი და სულიერითა თუალითა წინაიგანსჭურეტდი რაი მომავალსა, ყოველთა აუწყებდი, რაიცა კეთილადსარგებელ იყო მათდა, და აჰა, აწ ჩუენცა ვაქებთ უფსკრულსა სასწაულთა შენთათა და გევედრებით ხსნასა ყოველთა განსაცდელთა და ვნებათაგან.

მხედარ ქრისტეს ღმრთისა იყავ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, და მხურვალეი პატივისმცემელი ათონისა მთასა ზედა მოღუაწეთა მამათაი, რამეთუ გულსმოდგინებითა აღწერე ღუაწლი მათი და სხუათა მათ სწავლებათა თანა დაუუნჯე ქრისტეს ეკლესიასა, შეგრაცხა რაი წმიდათა შორის თვისთა, და გვიწესს მორწმუნეთა, რაითა ქებითა შევამკობდეთ საღმრთოსა ცხორებასა შენსა და საქმეთა.

რომელმან კაცთა ასწავე სიმდაბლეი და მოწყალებაი, და გამოსჩნდი მოძღურად სინანულისა, ხელთა შენთა აღაპყრობდი ღმრთისა მიმართ, წმიდაო, და მაღლად აღიწეოდი რაი ქუეყანითგან, სახეი შენი ბრწყინვიდა უნივთოითა ნათლითა, და ყოველნი მჭურეტელნი შენნი, განცვიფრდებოდნენ და გევედრებოდენ შეწევნასა, აწ ჩუენცა გვასწავე განშორებაი ცოდვათაგან, და მოძღუანებაი ღმრთისათვის სინანულისა ნაყოფისა

იყავ რაი დიდად მოყუარეი ერისა შენისაი, წმიდაო ბერო, უღმრთოთა მთავრობათა ამხილებდი თუალუხვავად და ყოველთა მოუწოდდი რაი გულისხმისყოფად და დაცვად საღმრთოთა მცნებათასა, აწ ჩუენცა შეგვედრებთ ერისმძღუანთა და მთავართა ჩუენთა, რაითა სიწრფოებითა გულისაითა ზრუნვიდენ ერისათვის და სიყუარულითა და ღირსებითა მსახურებდენ ეკლესიასა და ღმერთსა.

იხარებს მთაი ათონისაი შენ მიერ აღსრულებულთა შრომათათვის, და იქადის სუროტისა დედათა სავანეი, მომგებელი წმიდათა ნაწილთა შენთა, ვითარცა სულისა წმიდისა საბოძვართა საუნჯისა, და აჰა, აწ ჩუენცა მოვისწრაფით სავანესა მაგას შუენიერსა, რაითა კრძალვითა მოვეახლოთ წმიდასა სამარხოსა შენსა, ღირსო მამაო პაისი, და გევედრებოდეთ სულთა და ხორცთა კურნებასა.

მსგავსად დიდთა მათ მამათა, მარხვითა და ღუაწლითა გაბრწყინებულთასა ხვიდოდი რაი გზასა მას ჭეშმარიტსა, ღირსიქმენ ხილვად განკაცებულისა უფლისა, და გაქუს აწ კადნიერებაი წინაშე მისა, ოხითა შენითა დაგვიცვას სჯულისაგან უცხოისა და ყოვლისაგან წვალებისა, რაითა ვითარცა ჭეშმარიტნი მორწმუნენი, მარადის საღმრთოსა მადლსა ვეძიებდეთ, და მართლმადიდებლობითა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელირამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                                

დიდებაი

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                    აწდა

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.       

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაიაწდა

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, საღმრთოო რტოო კაბადუკისაო და მრავალნაყოფიერო ხეო ფარასისაო; კონიცას მრავალსაფასურისა საუნჯეო და დიდებაო და სიხარულო სუროტისა სავანისაო; სინას მთის მოღუაწეო და ლამპარო ღმრთისმშობლის წილხვედრისა ათონისაო; სნეულთა მკურნალო და საკვირველო მოძღუარო მონაზონთა კრებულისაო; ეშმაკთა და ბოროტებათა განმდევნელო, ღირსო მამაო ჩუენო პაისი, ყოვლადბრწყინვალეო მზეო ელადისაო და ახალო და ღირსადსაკვირველო ვარსკულავო ქრისტეს ეკლესიისაო!

ჰოი, ღმერთშემოსილო მამაო პაისი ათონელო, ვითარცა ძუელთა მოსაგრეთა მიმსგავსებულსა მოღუაწესა და სიმდაბლითა აღმასრულებელსა სათნოებისა ღუაწლთასა, უფალმან ყოველთამან ხატებაი თვისი განგიმჟღავნა და გულმოწყალებითა შემკობილი აღგავსო რაი მადლითა თვისითა, აწ მოსდრიკე გულმოწყალებაი მისი ჩუენდა მომართ, რაითა მოგვცეს ჟამი სინანულისაი და მოგუმადლოს მოტევებაი ცოდვათა ჩუენთაი, რომელთაცა სიყრმითგან ვიდრე აქამომდე ვიქმოდით სიტყვითა და საქმითა, და აღგვავსოს ურთიერთსიყუარულითა და კაცთმოყუარებითა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განამტკიცე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო დასნი, ქრისტეისმოყუარენი მხედრობანი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, ღირსო მამაო პაისი მთაწმინდელო, ჟამსა მას ქუეყნიერისა ცხორებისასა მრავალთა ფიცხელთა სენთა და უძლურებათა მორჩილებითა დაითმენდი და ყოველივესათვის მადლობასა აღუვლენდი რაი უფალსა, მოიღე მისგან მადლი მრავალფერთა ვნებათა კურნებისაი, და გაქუს აწ კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა მზაკუვარისა მტერისა სავნებელთაგან და ბოროტთა კაცთა მანქანებათაგან დაგვიცვას ოხითა შენითა და დაგვიფაროს ყოველთა მძვინვარეთა სნეულებათა და სულთა წარმწყმედელისა უსასოებისაგან, რაითა მარადის სიყუარულითა და სიმდაბლითა ვმსახურებდეთ ღმერთსა და მოყუასთა ჩუენთა, და მომავალსაცა მას საუკუნესა შინა მარადის ვადიდებდეთ ყოვლადმოწყალესა სამპიროვანსა ღმერთსა ჩუენსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე ამინ

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.                    

გუნდი: დიდებაი.. აწდა… 

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ

მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…           

                             

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა მამისა ჩუენისა პაისი ათონელისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვაი ხატის მთხვევასა ზედა:

შემდგომად სიკუდილისაცა ღმრთისა მიერ მოიგე რაი მადლი ხორციელთა სნეულებათა და ცოდვითა და მწუხარებითა დაბნელებულთა სულთა კურნებისაი, აწ სიყუარულითა შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა ოხითა შენითა განგვკურნოსდა განგვწმიდოს ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთაისა.

დედოფალო მარიამ, მოგვხედენ სარწმუნოებითა თაყუანისმცემელთა და სურვილით ამბორისმყოფელთა პატიოსანსა ხატისა ღირსისა მამისა პაისი ათონელისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა