სავედრებელი პარაკლისი წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისა

მღდელმან:  კურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი. მუხლი

  1. ლოდი, რომელიშეურაცხყვესმაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი

საუნჯენი ერისა შენისანი ხელთაგან მტერთაისა განარინენ, და ექსორიობასა შინა ჭირნი მრავალნი დაითმინენ, მამულისა სალმობათა მკურნალო, კაცო ღმრთისაო ექვთიმე, ევედრე  ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაიტროპარი (იგივე) აწდა

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა

ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უმეტესად ჯერ-არს ჩუენდა, რაითა ვაქებდეთ დიდებულთა საქმეთა შენთა და ვადიდებდეთ ღმერთსა, მოგუმადლა რაი ესევითარი მზრუნველი და მოღუაწეი, ხსნად წინაპართაგან დატევებულისა საუნჯისა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შური გაქუნდა რაი, ექვთიმე, სწავლისაი, რომელი შეიყვარე სიყრმითგან, აღირჩიე სრბაი იწროსა მას გზასა, და შეუძრველად იღუწიდი, და იქმენ ბრწყინვალეი მნათობ საქართველოისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შუენიერსა მას აღხედ კიბესა  მაღალსა, ყოვლად ნეტარო ექვთიმე, ცად აღმყვანებელსა სიმდაბლესა და აღიწიე ზესთა მოქალაქობასა, კეთილო მუშაკო ერისა შენისაო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გამოჩნდი რაი ვითარცა კეთილი მუშაკი, სანატრელო, მასწავლელად დაგადგინეს სასწავლებელსა შინა, და მსგავსად ბრძენისა მის მიწისმოქმედისა, განჰმზადებდი გონებასა მოწაფეთა შენთასა შეწყნარებად ჭეშმარიტებისა წმიდისა თესლისა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ღმრთისა მიერ შენდა მოცემული მადლი განამრავლე რაი სიბრძნითა, სხუათაცა გადასცემდი და აღსძარცვიდი  ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა. აწ ჩუენცა მოგვანიჭე გულისხმისყოფაი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაუცხრომელად იღუწიდი რაი აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა, მრავალთა შეუძლეს შენ მიერ ცნობად ჭეშმარიტებისა, აწ გვიმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაითა განმარინნეს ჩუენ უმეცრებისა და ურწმუნოებისგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მხსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი

აღმოცენდი რაი ძირთაგან პატიოსანთა აზნაურთა, მორჩ იქმენ კეთილ და ობლობასა შინა აღზრდილი აღორძნდი, ღირსო ექვთიმე ღმრთისკაცო, ვითარცა ხეი კეთილი, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, და მრავალნი ნაყოფნი საწადელნი გამოიხუნე რაი ჟამსა თვისსა, ეკლესიამან ჩუენმან, ვითარცა მოღუაწეი, გპოვა შენ, ნეტარო, და სიხარულითა შეგიწყნარა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღეტყინე რაი მოღუაწებისა სურვილითა, სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილი იყავ ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, დაცვისათვის ეკლესიისა და განსამტკიცებლად ერისა შენისა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საქმენი შენი უზეშთაეს მზის-თუალისა განჰბრწყინდა, სანატრელო, მიმოსვლასა შინა საქართველოისა, ეძიებდი რაი წმიდათა წერილთა, საეკლესიოთა ჭურჭელთა და სიგელ-გუჯართა და სიწმიდეთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფრიად აღეგზე რაი დაცვისათვის წინაპართა მემკვიდრეობისაი,  მოღუაწეთა ქებულთა შორის, ღირსო ექვთიმე ღმრთისკაცო, და რჩეულად გამოსჩნდი და აწ ჰბრწყინავ საკვირველად.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განარინეს რაი საუნჯეი ერისა და ეკლესიისაი ღმრთისმბრძოლთა მთავრობათა, ვითარცა უპატიოსნესი მოღუაწეი, გყვეს შენ მცველ მისა, და მეუღლითურთ დაუტევე რაი სამშობლოი, ღირსო ექვთიმე, წარყევ განძსა მას უცხოსა ქუეყანასა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წამის-ყოფამან საღმრთოისა ნებისამან რწმუნებულ გყო რაი განძი საქართველოისა, მრავალსა წელსა იცავდი საკვირველითა მით მოშურნეობითა, რამეთუ ხელთაგან მცბიერთაისა მრავალგზის განარინე, და ვერცავინ გაცთუნა შენ საფასითა დიდითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაღათუ ხელთ გაქუნდა ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტი მრავალსასყიდლისაი, აღესრულა ერთგული თანამეცხედრეი შენი უპოვარებასა შინა და შეერთო წიაღსა მას სამარადისოსა, ხოლო შენ მწუხარებისა მის სიმხნითა დამრთგუნველი ეძიებდი ძუელთა მათ სიწმიდეთა მამულისათა და შეისყიდდი მეცადინეობითა დიდითა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკვიდრად გვიჩინნა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა იხსენ განხრწნისაგან და სიკუდილისა, ეგრეთცა მიხსენ მე, ქრისტე.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მარადის ევლტოდი რაი ვერცხლისმოყვარეობასა მას ბოროტსა და დიდებასა კაცთა მიერსა, დიდსა შეჭირვებასაცა შინა ვერა შეარყია ანგარებამან სიმტკიცეი გონებისა შენისაი, არამედ მარტოობასა და სნეულებასა შინა დაითმენდი მწარეთა სალმობათა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვერცაღა მოაუძლურა იწროებამან საღმრთოი მოქალაქეობაი შენი, ყოვლადქებულო, რამეთუ მადლი ღმრთისაი გცვიდა კრძალულად, და დიდებული განძი იგი ერისა ჩუენისაი უკუნ აქციე რაი სამშობლოსა, ყოველნი ანგარნი აღავსე სირცხვილითა და რიდითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფრიად მხცოვანი მოიწიე რაი საყუარელსა მამულსა შენსა, მსწრაფლ ქუე დაეხუე, სანატრელო, და ამბორს უყავ რაი სასოებითა ქუეყანასა შენსა, ფრიად შეგიყვარეს ქართველთა და იქეც მათთვის ხატად პატიოსნებისა და სიწმიდისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისამან და კუერთხმან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                    

გუნდი: ამინ.

კონდაკი

სიწმიდისა მუშაკად დაუძინებელად გამოსჩნდი, და შრომანი შენნი და ღვაწლნი დაუცადებელნი შეწირულ იქმნეს წინაშე წმიდისა სამებისა, ამისთვისცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, ბრძენო მეჭურჭლეო საქართველოისაო!

იკოსი

ყოვლადვე არასადა შეაპყარ თავი თვისი შუებასა და განცხრომასა, არამედ შეჭურვილი  მღვიძარებითა საღმრთოითა მოშურნედ იქეც მოსახელისა შენისა ექვთიმისა, და ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისასა მისებრ განჰლევდი მოძიებასა განბნეულთა სიწმიდეთა და წიგნთა ღმრთივსულიერთასა, და უძუელესთა მათ ხელნაწერთა და ძეგლთა და ეკლესიათა აღწერითა და საუნჯეთა ჩუენთა უვნებელად დაცვითა გამოაჩინე რაი სიდიადეი ღუაწლისა შენისაი, გამოჩნდი კანონად პატიოსანთა მეცნიერთა და მამულიშვილთა, და საღმრთოი სიხარული მოგუფინე ყოველთა და აღგვძარ გალობად შენდა: გიხაროდენ, ბრძენო მეჭურჭლეთუხუცესი საქართველოისაო!

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4

პატიოსანარს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარება ლუკასი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ-არს ცათა შინა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: სანთელად ცეცხლმთებარედ გამოუჩნდი ბნელსა შინა უმეცრებისა შთავრდომილთა სულთა და დაუღამებელისა ნათლისა მიმართ წინამძღუარ ექმენ, ყოველთა მოუწოდე რაი მსახურებად მამულისა და ღმრთისა, რომელსაცა ევედრე აწ, რაითა მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი და კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და მადლი და წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისაითა; წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანეთორნიკისა, ეფთვიმისა და გიორგისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა, წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა, და წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                    

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღავსე რაი განძსაცავი ჩუენი, არა ხოლო თუ ხატთა მიერ და სამკაულთა, არამედ ხელნაწერთა მიერ საეკლესიოთა და საეროთა, აწ ახარებენ გულთა ჩუენთა და აღგვძრავენ ქებად შენდა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

პირველ პატივსგცემდენ, ღირსო, და მასწავლელად დაგადგინეს რაი სასწავლებელსა შინა უმაღლესსა, აღგიყვანეს მაღალსა ხარისხსა ზედა მეცნიერისასა და სიყუარულითა მოძღურიდი მოწაფეთა შენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მრავალჭირნახული ეგე მოღუაწეი უსამართლოდ შეგრისხეს ხელისუფალთა, და ნაცვლად მადლიერებისა პყრობილ-გყვეს სახლსა შინა, გარნა დაუცხრომელად იღუწიდი და აღწერდი ხელნაწერთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მსგავსად მზისა გამოუჩნდი რაი ერსა ჩუენსა და განსწავლიდა სიყუარულსა შინა ღმრთისა, და ერისასა, ყოვლისა პატივისაგან განვრდომილი მიიცვალე წინაშე ღმრთისა, გარნა მხიარულებითა სულებმან მართალთამან შეიწყნარეს სული შენი, რომელთა შორის იშვებ, ღმერთშემოსილო, და მეოხ ხარ მოსავთა შენთა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვერა დაჰფარა რაი ჟამთა დინებამან მოღუაწებაი შენი, ღირსად სანატრელო ექვთიმე, ეკლესიამან ჩუენმან წმიდანად დაგადგინა და ღმრთისკაცი გიწოდა რაი დიდსა მას მეჭურჭლეთუხუცესსა ერისა ჩუენისასა, სახსენებელად საუკუნოდ ნეტარებაი და ქებაი შენი განგვიწესა ყოველთა შვილთა თვისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოღუაწეთა ქებულთა შორის, ჰოი, ღირსო ექვთიმე, რჩეულად გამოსჩნდი და ბრწყინავ რაი საკვირველად, აწ ჩუენთვისცა ევედრე კაცთმოყუარესა ღმერთსა, მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი და დაგვიცვას განსაცდელთაგან უხილავთა და ხილულთა მტერისათა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბუნებაი კაცთაი პირველ ცოდვისაგან განხრწნილი განახლდა შენ მიერ, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ მხოლომან უშევ კაცთა მაცხოვარი ყოველთაი და ღაღადებენ: საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

კეთილად მოღუაწესა გპოვებთ შენ, ჰოი, კაცო ღმრთისაო ექვთიმე, რამეთუ სილტოლვითა ანგარებათა და ფუფუნებათაგან უარჰყავ თავი თვისი, ნეტარო, და გვიჩვენე რაი სიმაღლეი სიმდაბლისაი, სახეი გვექმენ პატიოსნებისა და ერთგულებისაი.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მაშურალად დიდად ერისათვის შენისა მოგიგეთ რაი მორწმუნეთა, ხმამაღლად გადიდებთ და მოვისწრაფით მიმთხვევად სამარხოსა შენსა, რამეთუ იქმნა იგი უძლურთათვის, ვითარცა საუნჯეი მადლისაი და წყაროი კურნებათაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან ღმერთმან გამოაცხადნა რაი სიმხნენი ღუაწლთა შენთანი და მოგანიჭა მადლი შეწევნისაი, ღირსად სანატრელო ექვთიმე, აწ წარჰმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ მისთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

განმანათლებელი

მოღუაწებამან შენმან მამულსა შინა, გინა უცხოებასა, დაგადგინა შენ სასანთლესა მაღალსა, და ჰნათობდი რაი საქმეთა შენთა ელვარებითა ქუეყანასა შენსა, იხარებს ეკლესიაი ქართველთაი, და ხსენებასა შენსა გვიწესს შვილთა თვისთა, რომელი მართალთა თანა უგალობ ზეცათა მეუფესა და ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მსგავსად მნათობთა დიდთა განმტევებელი ბრწყინვალეთა შარავანდედთა ელვარე ჰყოფ ყოველთა ხსენებისა შენისა მედღესასწაულეთა და საღმრთოსა მადლსა მიჰფენ სულსა ზედა მორწმუნეთასა, რომელნი სარწმუნოებითა და სურვილით ვაქებთ დღესასწაულსა შენსა განათლებულსა და ღირსსა ქებისასა.

მღდელი აკმევს: მკითხველი (ერისკაცი) კითხულობს:

არა ჯერ-იყო დუმილით თანა-წარსვლაი ღუაწლისა შენისა ხსენებისა, რამეთუ ჟამსა მას დევნულებათასა ყოვლისავე საქმისა ქართულისა, გამოსჩნდი ნუგეშად ერისა შენისა, და ვითარ წინამძღვარი ერისკაცთაი, არაცაღა დასცხრებოდი დაცვისათვის ენისა, მამულისა და სარწმუნოებისა, აწ გვიოხე წინაშე ღმრთისა, გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისათვის ცოდვათა ჩუენთასა, და გვიხსნეს ჩუენ ძმათა შორის ბრძოლისაგან და ზედადასხმისაგან მტერთასა.

სიყუარული შენი სიმდაბლისა მიმართ და ცხორებისა სიმარტივეი და სიწმიდეი იხილა რაი ღმერთმან, მოგმადლა შენ ნიჭნი მრავალნი და სიყუარულითა განსწავლიდი ყოველთა, რაითა აღორძინდენ სულიერითა და ხორციელითა კეთილითა, და მარადის მოუწოდდი დაცვად წინაპართა მემკვიდრეობისა და მსახურებად მამულისა და ღმრთისა, მას ევედრე აწ ხსნად ქუეყანისა ამის ჩუენისა და მკვიდრთა მისთა სულიერისა და ხორციელისა განსაცდელისა და ვნებულებისაგან.

უცხოებასაცა შინა ჯვარს-აცუ თავი შენი მოღვაწებითა, ღმრთივსანატრელო ექვთიმე, ნაკლულებასა და იწროებასა შინა ცხოვნდებოდი მეუღლითა შენითა და არცაღა დააკლებდი რაი საუნჯესა მას ჩუენსა, მოიღე სასყიდელი მოღუაწებისაი ღმრთისაგან, და ნუცა დასცხრები აწ ჩუენთვის მეოხებად წინაშე მისა, რაითა გვიხსნნეს ჩუენ მოწევნადთა ძვირთაგან, და ღირს-გვყოს დამკვიდრებად შენ თანა.

აწ ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა, სანატრელო, რამეთუ შენ მიერ საკვირველად დაცული ხატნი და სიწმიდენი და საუნჯენი მრავალსასყიდლისანი დავანებულ არს განძთსაცავსა შინა ჩუენსა და საქმეთა შენთა ქადაგებს ყოველთა სასმენელად, რაისთვისცა იხარებს ერი ქართველთაი შენთვის, ექვთიმე ღმრთისკაცო, და ევედრება ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რაითა განგვიმრავლოს მოღუაწენი, მსგავსნი შენნი, აღსაორძინებლად საქართველოისა.

ზეცით მოიღე რაი მადლი დიდისა ღუაწლისაი, ვითარცა ანგელოსი კაცთა შორის ჰბრწყინავდი საღმრთოითა მოქალაქეობითა, და აწ გაქუს კადნიერებაი ყოვლადწმიდისა მიმართ ღმრთისმშობლისა, რაითა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვედრთა თვისთა, არამედ აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და მარადის ვაქებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან:  რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                        

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, კაცო ღმრთისაო ექვთიმე, მეჭურჭლეთუხუცესო ერისა შენისაო, და ბრწყინვალეო მნათობო საქართველოისაო; სახეო პატიოსნებისა და სიმდაბლისაო, და ხატო მამულის ერთგულებისა და სიყუარულისაო; სათნოებათა საუნჯეო და შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!

ჰოი, სიწმიდისა მუშაკო მიურულებელო, ღირსო ექვთიმე ღმრთისკაცო, ხედვიდი რაი მუშაკთა სიმცირესა და სამკალთა სიმრავლესა, აღირჩიე გზაი იგი იწროი და საჭირველი, რომლისათვისცა სიყრმითგანვე განიმზადებდი თავსა თვისსა, და მრავალთა საქმეთა იტვირთვიდი სადიდებელად ღმრთისა, არცაღა დასცხრებოდი რაი მოკრებად და დაცვად აღსახოცვად განწირულისა წინაპართა მემკვიდრეობისა, ვითარცა სიწმიდეთა და ხატთა, ეგრეთვე სიგელ-გუჯართა და ხელნაწერთა. ამისთვისცა ვიქადით და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაითა წმიდაი ეკლესიაი თვისი დაიცვას შეურყეველად და შეგვჭურნეს ჩუენ ძალითა თვისითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, მოგუანიჭოს შენებრი სიყუარული ღმრთისა, მამულისა და მოყუასისა, და დაგვიფაროს მონებისაგან მამონაისა. ოხითა შენითა და შეწევნითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოვლად საქებელო წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო! მოქალაქობასა მას ზეცისა უხორცოთასა აღხვედ კიბითა მით მოღუაწებისაითა, და აწ გაქუს რაი კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, შეგვეწიე, რაითა მოგვანიჭოს მშვიდობაი და სიმრთელეი ყოველთა მართლმადიდებელთა, აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათასა და დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, განმხრწნელისაგან ქარისა, მახვილისა, ზედა მოსლვისაგან უცხო თესლთაისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან; უცნაურისა სიკუდილისა და ყოვლისაგან ბოროტისა, და მოგუანიჭოს მხურვალებაი სარწმუნოებისაი და ახოვანებაი სულისაი, რაითა უბრკოლველად თანა-წარვხდეთ საცთურთა მათ საწუთოისასა, და მივეახლოთ სანატრელსა მას პალატსა სამოთხისასა, სადაცა წარდგომილ-ხარ წინაშე მაცხოვრისა, რაითა მარადის შენთანა უგალობდეთ მას, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი  შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.                    

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისაისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ამას:

ქუეყანასა ჩუენსა განითქვა მადლთა შენთა სიმრავლეი და ცხად-ჰყოფს ბრწყინვალებაი დიდისა საუნჯისაი, რომელი იგი ახარებს გულსა ჩუენსა და აღგვძრავს ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა. აწ ჩუენცა მოგვიხსენენ წინაშე მისსა, ყოვლად ნეტარო ექვთიმე, რაითა მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი და დაგვიფაროს ყოველთაგან მაჭირვებელთა ვნებათა და ეშმაკთა მახეთაგან.

ყოვლადწმიდაო დედოფალო, ღმრთისმშობელო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის-მცემელთა და სურვილითა ამბორისმყოფელთა პატიოსანისა ხატისა წმიდისა ექვთიმე ღმრთისაკაცისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისაითა.

 

 

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა