შიგთავსზე გადასვლა
ეპისტოლენი წმიდისა მოციქულისა პავლესნი ფილიმონის მიმართ
თავი 1
- პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, და ტიმოთე ძმაჲ ფილიმონს, საყუარელსა და თანა-შემწესა ჩუენსა,
- და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა, და სახლისა შენისა კრებულთა.
- მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
- ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის ჴსენებასა შენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა.
- მესმის შენი ეგე სიყუარული და სარწმუნოებაჲ, რომელი გაქუს უფლისა მიმართ იესუ ქრისტესა და ყოველთა მიმართ წმიდათა,
- რაჲთა ზიარებაჲ სარწმუნოაბისა შენისაჲ შეწევნულ იყოს მეცნიერებითა ყოვლისა კეთილისაჲთა, რომელ არს ჩუენ შორის ქრისტე იესუჲს მიმართ.
- რამეთუ სიხარულში დიდი მაქუს და ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისა შენისათჳს, რამეთუ ნაწლევნი წმიდათანი განსუენებულ არიან შენთჳს, ძმაო.
- ვინაჲცა მრავალი კადნიერებაჲ მაქუს ქრისტეს მიერ ბრძნებად შენდა ჯეროვნისა;
- სიყუარულისათჳს უფროჲსღა გლოცავ ესევითარი ესე, ვითარცა პავლე მოხუცებული, ხოლო აწ კრულიცა ქრისტე იესუჲსი.
- გლოცავ შენ შვილისა ჩემისათჳს, რომელი ვშევ კრულებათა შინა ჩემთა ონისიმე,
- რომელი-იგი ოდესმე უჴმარ შენდა, ხოლო აწ შენდა და ჩემდა საჴმარ, რომელი-იგი მივავლინე შენდა,
- ხოლო შენ შეიწყნარე, ესე იგი არს ნაწლევი ჩემი,
- რომლისაჲ მეგულებოდა დაყენებად ჩემ თანა, რაჲთა შენ წილ მმსახურებდეს მე კრულებათა ამათ შინა სახარებისათა.
- ხოლო თჳნიერ ცნობისა შენისა არა ვინებე ყოფად, რაჲთა არა უნებლებით კეთილი იგი შენი იყოს, არამედ ნეფსით.
- ვინ უწყის, გან-ვე ამისთჳს-გეშორა ჟამერთ, რაჲთა საუკუნოდ მიიყვანო იგი,
- არღარა ვითარცა მონაჲ, არამედ უფროჲსღა მონისა, საყუარელი ძმაჲ. ვინაჲთგან ჩემდა ესრეთ, რაოდენ უფროჲს შენდა ჴორციელადცა და უფლისა მიერცა!
- უკუეთუ შეგირაცხიე მე თანა-ზიარად, შეიწყნარე ეგე, ვითარცა მე.
- ხოლო უკუეთუ რაჲმე შეგცოდა გინა თანა-აც, იგი მე შემირაცხე.
- მე, პავლე, დავწერე ჴელითა ჩემითა: მე გარდავიჴადო; რაჲთა არა გრქუა შენ, ვითარმედ თავიცა შენი თანა-გაც ჩემდა.
- ჰე, ძმაო, მე მოგიპოვე შენ უფლისა მიერ; განუსუენე ნაწლევთა ჩემთა ქრისტეს მიერ.
- სასოებითა მორჩილებისა შენისაჲთა მივწერე შენდა, უწყი, რამეთუ რომლისათჳს-ესე გეტყჳ, ჰყოცა.
- და მის თანა განმიმზადე მე ვანიცა; რამეთუ ვესავ, ვითარმედ ლოცვითა თქუენითა მიგემადლო თქუენ.
- გიკითხვენ შენ ეპაფრა, ჩემი თანა-ტყუე ქრისტე იესუჲს მიერ,
- მარკოზ, არისტარხოს, დიმა, ლუკა, თანა-შემწენი ჩემნი.
- მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ.