გაბრიელ ქიქოძე

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა

მღდელი: კურთხეულარს-ი

დაუკეთუერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუშენიარსსუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

✠

ტროპარი, ხმაი 4

სოფელსა შინა მწუხარებაი დაითმინე, ხოლო ქრისტეის თანა მშვიდობაი შეიძინე, სიტყვითა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღუაწლით შემოსილო წმიდაო მღდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი.. ტროპარი (იგივე) აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

✠

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

მოღუაწებამან შენმან, წმიდაო, აღაორძინა ივერთა ეკლესიაი და განამტკიცა ერი ჩუენი სარწმუნოებასა შინა, იმეოხე აწ ღმრთისა მიმართ, რაითა განწმიდოს გულნი და გონებაი ჩუენი და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

აღმოსცენდი რაი ძირთაგან სამღდელოთა, სანატრელო, აღიზრდებოდი სიყუარულსა შინა ღმრთისასა, და განისწავლე რაი წიგნთაგან ღმრთივ-სულიერთა, წარემატებოდი საეროთა და საფილოსოფოსოთა მეცნიერებათაცა შინა.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა.

ჭურად რჩეულად გამოგირჩია რაი ქრისტემან ღმერთმან, მამაო, აღგავსო სიბრძნითა საღმრთოითა, და მადლი გულისხმისყოფისაი უხუად მოგანიჭა. აწ განაშორენ სილაღეი და ამპარტავნებაი გონებისაგან ჩემისა და მაუწყე გზაი კეთილად მსახურებისაი.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაი და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაი და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაი, რაითა ჯეროვნად გიგალობდე შენ.

✠

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რაითა ხმა-ვჰყო შენდა მიმართ, მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენსა გარეშე, ღმრთისა ჩემისა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

დიდითა სიმდაბლითა და სიმართლითა მარადის იქცეოდი რაი წინაშე ღმრთისა, მწყემსად და მასწავლელად დაგადგინეს სასწავლებელსა შინა, სადა იგი დაუცხრომელად იღუწიდი აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა და გამოსჩნდი სუეტად კეთილმსახურებისად.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

მოწოდებულ იყავ რაი მსახურებად ღმრთისა, ხელდასხმულ იქმენ მღდელად, ნეტარო, და არცაღ დაუტევე რაი მოწაფენი შენნი, მსგავსად ბრძენისა მის მიწისმოქმედისა, განჰმზადებდი გონებასა მათსა შეწყნარებად ღმრთისმეცნიერებისა წმიდისა თესლისა.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა

ღმრთისა მიერ შენდა მოცემული მადლი განამრავლე რაი სიბრძნითა, სხუათაცა გადასცემდი სწავლასა სჯულისასა, და აღსძარცვიდი რაი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა. მრავალთა შეუძლეს შენ მიერ ცნობად ჭეშმარიტებისა. აწ ჩუენცა გვიმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაითა განმარინნეს უმეცრებისაგან.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაი ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაითა გიგალობდე: არავინ არს წმიდაი შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ შენსა გარეშე, დედოფალო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენჩუენ, ღმერთო, დიდითაწყალობითაშენითა, გევედრებით, ისმინედაშეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცაგევედრებითღმრთივდაცულისაერისაჩუენისადამეუფებისამისისათვის (ქრისტეისმოყუარისამთავრობისადამხედრობისამისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცაგევედრებითუწმიდესისადაუნეტარესისა, სრულიადსაქართველოსკათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისისმთავარეპისკოპოსისადაბიჭვინთისადაცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტისა, დიდისამეუფისა, მამისაჩუენისაილიასათვის, დაყოვლადუსამღდელოესისა (აქამოიხსენეთადგილობრივიმღდელთმთავარი), დაყოველთაქრისტეისმიერძმათაჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცავევედრნეთუფალსაღმერთსაჩუენსა, რაითაშეიწყალნეს… (აქამოიხსენეთსახელდებითისინი, ვისთვისაცევედრებითღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნიდაწელნიცხორებისამათისანიდაიხსნენიგინი, უფალო, ყოვლისაგანჭირისა, რისხვისადაიწროებისა, დაყოვლისაგანწყლულებისასულისადახორცთაისადამიუტევენმათყოველიშეცოდებანიმათნი, ნებსითნიდაუნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცაგევედრებითყოველთაძმათადაყოველთაქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუმოწყალედაკაცთმოყუარეღმერთიხარ, დაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისა, დაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

წარდგომაი, ხმაი 4

მამად და მოძღურად გყო რაი ქრისტემან მტერთაგან მიმძლავრებულისა ერისა, ღმრთისმშობლის წილხვედრისა, უძღოდი, ვითარცა მოსეი ისრაელთა, და სიმხნითა და სიბრძნის-მოყუარებითა, და მტერთა მათ უხილავთა ახოვნად წყობითა და ხორცთა თვისთა უწყალოდ განკაფითა მრავალთა ექმენ კარ და გზა ზეცისა იერუსალეიმსა.

დიდებაი… აწდა…

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გვიხსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა მის გარე-მოდგომილებისაგან, რომელთა გვაქუს ყოველი სასოებაი შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოითა ვედრებითა შენითა.

✠

გალობაი 4, უფალომესმასა

ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

გიხილა რაი მხურვალედ შესრული მოღუაწებასა, ურიცხვი განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაითა განაქარვოს მგზებარებაი შენი, ნეტარო, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარ იობსა ზედა მართალსა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

მოისრნეს რაი შვილნი შენნი და მეუღლეი ერთბამად, ვერცაღა ცრემლეოდი სიმძაფრითა მით მწუხარებისაითა, და უფლისაგან ითხოვდი მადლსა მას დათმენისასა.

დიდებამამასადაძესადაწმიდასასულსა

ფრიად უყუარდი რაი ისიდორე ეგზარხოსსა სიბრძნისათვის და სათნოებისა, ეწადა ხელდასხმაი შენი მღდელთმთავრად, გარნა წინა-აღუდეგ, იყავ რაი მდაბალ კაცობრივისაგან დიდებისა.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განხორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

✠

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაი ღმერთი არაი ვიცით.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

ზეგარდამოისა ძალისაგან გულსავსე-ქმნულმან ბრალად შეჰრაცხე ურჩებაი მღდელთ-მოძღურისაი, წმიდაო, და წესსა მას ანგელოზებრივსა აღიკვეცე გარეჯისა მონასტერსა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

სცან რა ნებაი უფლისაი, რაითამცა იყო შენ მწყემსად ერისა შენისა, ებისკოპოზად გაკურთხეს წესისაებრ განგებულებისა, და აღიღე რაი ჯუარი შენი, შეუდეგ გზასა მას იწროსა და საჭირველსა.

დიდებამამასადაძესადაწმიდასასულსა.

ნაცულად საკუთართა, მოგმადლა რაი ღმერთმან საღუაწად ერი ქართველთაი, განსწავლიდი, ვითარ მაცხოვარი ჩუენი მოძღურიდა თვისთა მოციქულთა, და ამხილებდი მღდელთა სიცრუვისათა.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გვიშევ, ქალწულო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაი მხოლოი დაუსაბამოი, მას ევედრე, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი აღგიარებთ განწმედილითა გულითა ღმრთისმშობელად, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო.

✠

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი: აღმომიყუანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

ჟამსა მას უპატრეარქობისასა და დევნულებათა შინა ყოვლისავე საქმისა ქართულისა, გამოსჩნდი ნუგეშად ერისა შენისა, და იღწვოდი, რაითა აღორძინდეს სულიერითა და ხორციელითა კეთილითა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

ღმრთისა მიერ განეწესე რაი მწყემსად იმერეთ-გურიისა და რაჭა-სვანეთისა, დაბა-სოფლებთა დაუცხრომელითა მიმოსლვითა და ქადაგებითა აღაგზენ ცეცხლი სარწმუნოებისაი.

დიდებამამასადაძესადაწმიდასასულსა.

ვითარ სარწმუნოსა მწყემსმთავარსა მოგანიჭეს რაი სამწყსოიცა აფხაზეთისა და სამეგრელოისა, სიყურულითა ჰმწყსიდი და ასწავებდი დამარხვად მართლისა სარწმუნოებისა.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა საშოი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმედამერმემშვიდობითუფლისამიმართვილოცოთ. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენდადაგვიცვენჩუენ, ღმერთო, შენითამადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისადედოფლისაჩუენისაღმრთისმშობელისა, დამარადისქალწულისამარიამისა, დაყოველთაწმიდათამომხსენებელთა, თავნითვისნიდაურთიერთარს, დაყოველიცხორებაიჩუენიქრისტესაღმერთსაჩუენსაშევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუშენხარმეუფეიმშვიდობისაი, დამაცხოვარისულთაჩუენთაი, დაშენდადიდებასააღუავლენთმამისა, დაძისა, დაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

კონდაკი, ხმაი 3

მოციქულთა თანამოსაყდრეი და მღდელთმთავართა შუენიერებაი იქმენ, გაბრიელ, გაბჰრწყინდი რაი, ვითარცა მზეი, და განანათლებ ყოველთა და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა. ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღდელსა, მესაიდუმლესა ქრისტეისსა.

✠

იკოსი

ხორცთა დააჭკნობდი რაი იწროებითა და შრომითა, ღმერთშემოსილო, აღაორძინებდი სულსა მოღუაწებითა და ლოცვითა, და მძლე ექმნებოდი რაი ყოველსავე მანქანებასა ეშმაკთასა, ვითარცა მწყემსი მღვიძარეი, იღუწიდი სამწყსოთა შენთა კეთილად, გამოჰზარდენ რაი მრავალნი სწავლითა შენითა და განარინენ უსჯულოებასა და ცოდვასა, ჩუენთვისცა ევედრე აწ კაცთმოყუარესა ღმერთსა, მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი და დაგვიცვას განსაცდელთაგან უხილავთა და ხილულთა მტერისათა.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

მღდელთაშენთაშეიმოსონსიმართლედაწმიდანიშენნიიხარებდენ.

მუხლი: პირმანმართლისამანიწუართოსსიბრძნეიდაენაიმისიიტყოდისმსჯავრსა.

მღდელი: უფლისამიმართვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუწმიდახარშენ, ღმერთოჩუენო, დარომელიწმიდათაშორისგანისუენებ, დაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისადაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველისულიაქებდითუფალსა.

მუხლი: აქებდითღმერთსაწმიდათაშორისმისთა, აქებდითმასსამყაროთაძალისამისისათა.

მღდელი: ღირსყოფადჩუენდასმენადწმიდისასახარებისაუფალსაღმერთსაჩუენსავევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნითაღემართენითდაისმინეთწმიდასახარება, მშვიდობაიყოველთა.

გუნდი: დასულისაცაშენისათანა

მღდელი: მათესაგანწმიდისასახარებისასაკითხავი.

გუნდი: დიდებაიშენდა, უფალო, დიდებაიშენდა.

მღდელი: მოხედენ.

✠

სახარებაიმათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელი სოფლისაი. ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა დიდისა მღდელთმთავარისა გაბრიელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელმან განახუენ რაი ზეცისა საიდუმლონი, სამწყსოი შენი მოზღუდე მოციქულთა და მამათა მიერ განსაზღვრებულითა კანონითა და განამდიდრენ შენ მიერ გამოთქმულითა სწავლებითა, რაისთვისცა ღირს-იქმენ დამკვიდრებად საუკუნესა სუფევასა ცათა შინა, აწ გვითხოვე ქრისტეის მიერ სოფლისათვის მშვიდობით დაცვაი, ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა უსჯულოთა, დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერიშენი, დააკურთხესამკვიდრებელიშენი, მოხედენსოფელსაშენსაწყალობითადამოწყალებითა, აღამაღლერქაიქრისტეანეთამართლმადიდებელთაი, დაგარდამოავლინენჩუენზედამდიდარნიწყალობანიშენნი, მეოხებითაყოვლადწმიდისადედოფლისაჩუენისაღმრთისმშობელისა, დამარადისქალწულისამარიამისაითა, ძლიერებითაპატიოსნისადაცხოველსმყოფელისაჯუარისაითა, ძლიერებითაჯუარისავაზისაითა; მეოხებითაპატიოსანთაუსხეულოთაზეცისაძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისადანათლისმცემელისაიოანესითა, წმიდისაწინასწარმეტყუელისაილიათეზბიტელისადამართლისაენუქისითა, წმიდათადიდებულთა, დაყოვლად-ქებულთამოციქულთათავთა, პეტრესადაპავლესითა, წმიდისამოციქულისათომასიდასაქართველოსგანმანათლებელთამოციქულთა: ანდრიაპირველწოდებულისა, სვიმონკანანელისადამატათასითა; წმიდისადედისაჩუენისა, მოციქულთასწორისაქალწულისანინოისითა, წმიდამოციქულთასწორთა: მეფისამირიანისადადედოფლისანანაისითა; წმიდათაშორისმამათაჩუენთა, დამსოფლიოთადიდთამოძღუართადამღდელთმთავართა, ბასილიდიდისა, გრიგოლიღმრთისმეტყუელისა, დაიოვანეოქროპირისაითა, წმიდათადიდებულთადაღუაწლისა-მძლეთამოწამეთა: წმიდისამთავარმოწამისაძლევაშემოსილისაგიორგისადაწმიდათადიდთაქალწულ-მოწამეთაბარბარეეისადამარინეეისითა; წმიდათადიდებულთამოწამეთა, არგვეთისამთავართადავითდაკონსტანტინეისადაწმიდისადიდისამოწამისაშალვაახალციხელისაითა; წმიდისამთავარ-მოწამისაბიძინასადაწმიდათადიდებულთამოწამეთა: შალვადაელიზბარქსნისერისთავთაითა; წმიდათაათთა-ბევრთამოწამეთა, ტფილისსხუარაზმელთაგანმოწყუედილთადაწმიდათამოწამეთაექვსიათასთაგარეჯელთაბერთა; წმიდათასანატრელთამამათაჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრედასვიმეონგარეჯელთა; წმიდისაღირსისამამისაჩუენისაიოანეზედაზნელისადაათორმეტთამისთამოწაფეთა, მეორედგანმანათლებელთასაქართველოსეკლესიისადამარადმფარველთამისთა; წმიდისამღდელ-მოწამისანეოფიტეურბნელისადაწმიდისადიდისამოწამისააბოტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთანეტართამამათაჩუენთა: ილარიონქართველისა, სერაპიონზარზმელისადაგრიგოლხანძთელისაითა; ღირსთამამათაჩუენთა: იოვანედაგაბრიელქართველთა, იოვანეთორნიკ-ყოფილისადაეფთვიმედაგიორგიმთაწმინდელთა; წმიდათაკეთილ-მორწმუნეთადადიდთამეფეთაჩუენთა: ვახტანგგორგასალისა, აშოტკურაპალატისა, დავითაღმაშენებელისადასოლომონისაითა; წმიდისადაკეთილმსახურისამეფისათამარისითა, წმიდათაკეთილადმძლეთამეფეთადადედოფალთა: არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე, შუშანიკდაქეთევანისაითა; წმიდისაილიამართლისაითა; წმიდათადამართალთამშობელთაღმრთისმშობელისაიოაკიმდაანნაისითა; დაწმიდათაშორისმამისაჩუენისაგაბრიელიმერეთისეპიკოპოსისაითა, დაყოველთაწმიდათაშენთაითაგევედრებითშენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინეჩუენცოდვილთავედრებაი, დაშეგვიწყალენჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითადამოწყალებითადაკაცთმოყუარებითამხოლოდშობილისაძისაშენისაითა, რომლისათანაკურთხეულხარ, თანაყოვლადწმიდით, სახიერით, დაცხოველსმყოფელითსულითშენითურთ, აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ბრძანებამან უშჯულოისა მძლავრისამან უფროისად მოტყინარე აღაგზნა სახუმილი ყრმათათვის და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილი იყავ რაი ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, არა დადუმნებოდი ყოველსა ჟამსა ლოცვისა-ყოფად, და ღმრთისა მიმართ ღაღადებდი რაი მოუწყინებელად, ქადაგებანი საღმრთონი შეთხზნე სულისა მიერ წმიდისა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

არა მაჩუენებლობითა, არამედ კაცთ-მოყუარებითა იქმოდი მოწყალებასა, ღირსო, და ნუგეშინისცემდი რაი მგლოვარეთა და საპყრობილესა შინა მყოფთა იდუმალ, მარადის გამოზრდიდი ქურივ-ობოლთა და ღატაკთა, და მრავალთა ყმაწვილთა განსწავლიდი ხარჯითა თვისითა.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა.

თვით მღდელთმთავარი ეგე, დიდი და ფრიად განსწავლული, ფიცხელთა შრომათა თავსდებითა, და უპოვარებისა შეყუარებითა შეესწორე რაი ძუელთა მამათა, ქრისტეის მსგავსად ასწავებდი ყოველთა, რაითა განუყონ სიმდიდრეი გლახაკთა და შეეწიონ ნაკლულევანთა.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ტევანი ცხორებისაი გამოიღე, ვითარცა რაი ვენახმან დაუსხმელმან, ღმრთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღვინოი წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაი, სიმთრვალისა ბოროტისა დამხსნელი.

✠

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

არცაღა ჰრიდებდი მძლავრთა მხილებასა, და მართლ-ქადაგებითა შენითა განიმრავლებდი რაი მოძულეთა, გბრძოდენ, მამაო, და ეშმაკთაებრ ურცხვად გწამებდენ ცილსა, ხოლო ეწადათ რაი მოკუდინებაი შენი, წმიდაო, დაცულ იყავ ძალისა მიერ საღმრთოისა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

იქმენ უსისხლოდ, ვითარცა მოწამეი ქრისტეისი, და თვითცა მიმტევებელი ყოველთათვის ბრალთა, უკანაისკნელ ყოველთაგან ითხოვდი შენდობასა, და ღაღადებდი აღმოსლვასა მას სულისასა: mომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა.

დაუტევე რაი წარმავალი ესე ცხორებაი, მიეც წმიდაი სული თვისი საწადელსა შენსა ქრისტესა, ხოლო ყოველივე შრომითა მონაგები დაუტევე სასწავლებელთა – აღსაზრდელად უქონელთა ყრმათა და ასულთასა, და სამზრუნველოთა მათ ქურივ-ობოლთასა.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშვიდე ცხოვრებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, დედოფალო, რაითა მარადის გაკურთხევდე შენ.

✠

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: დაუსაბამოისაგან მამისა ძე ღმრთისაი გამოსჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაითა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

მოგანიჭა რაი ღმერთმან სასყიდელი შრომათა შენთაი, ღირსო, მის მიერ აღიტაცე ნათელსა მას დაუსრულებელსა, ხოლო წმიდაი ნეშტი შენი უხრწნელებითა განადიდა, რამეთუ პირი შენი მრავალთა დღეთა იყო ბრწყინვალეი, ვითარცა მზეი, სავსეი დიდებითა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროგაბრიელ, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

შეამკო რაი გელათი შეწყნარებამან უხრწნელისა ნეშტისა შენისამან, მოჰკრბა სამწყსოი შენი ყოვლითგან, და გეთხოვებოდენ ცრემლითა, ხოლო მოჭირნახულენი ერისანი ქებასა შეგასხმიდენ შენ, წმიდაო, და გიწოდდენ განმანათლებელად და მამად ერისა.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა

ვითარცა დააცხრვენ ჭირთა მძვინვარებანი, მოწევნულნი ერსა და ეკლესიასა ზედა ჩუენსა, ეგრეთვე აწ დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა საცთური და დაამხე ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ქრისტეანობისაი.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

საიდუმლოი დიდი, დიდებულისა შობისა შენისაი განაკვირვებს ანგელოზთა, ღმრთივმიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ გალობად შენდა _ ყოვლისა სოფლისა სასოისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელიაკმევს; მკითხველი (ანერისკაცი) კითხულობს:

ბაგეთა შენთა მიერ წყაროი მადლისაი აღმოსცენდა თაფლისა უტკბილესი, ყოვლად სამღდელოო გაბრიელ, და ეკლესიაი ქრისტეისი განაშუენე რაი საღმრთისმეტყველოთა წერილთა მიერ სახედ სამკაულისა სამეუფოისა, შვილთა თვისთა თანა შეიმკუების ბრწყინვალედ სწავლებათა შენთა სიმრავლითა, და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა ქებად და შესხმად საკვირველისა ღუაწლისა შენისა.

მარადის ხვიდოდი რაი გზასა მას ფრიად საჭირველსა, რომელსა ზედა დაგადგინა ღმერთმან, ნეტარო, სილტოლვითა ანგარებათა და ფუფუნებათაგან უარჰყავ თავი თვისი, და გვიჩვენე რაი სიმაღლეი სიმდაბლისაი, სახეი ექმენ ერსა შენსა, ვითარცა მობაძავი მწყემსთმთავრისა ქრისტეისა, და აწ მადლითა მით რომელ გაქუს წინაშე მისა, გვითხოვე ხსნაი საფრხისაგან ეშმაკისაითა და ბოროტებისაგან კაცთაისა, ხოლო ერი ჩუენი დაიფარე ზედამოსვლათაგან მტერისა და ეკლესიაი დაიცევ შეურყეველად.

დღითი დღედ იტყოდი რაი სიტყუათა ღმრთისათა უშიშად, ღირსო გაბრიელ, უმეცრებისა ბნელითა დანთქმულთა უძღოდი სლვად გზასა მას საღმრთოსა, და გამოზარდე რაი სამწყსოი შენი სიტყვითა და სწავლითა საღმრთოითა, ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკვირველად, და საჭეთმპყრობელ და მმართებელ ექმენ სამღდელოთა და ერთა, აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა, მოგუაქციოს ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, და მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი, რაითა წყალობისა წილ არა მოვიღოთ სასჯელი კადნიერებისაი, და შეჰკრიბოს განბნეული ერი ქართველთაი.

მოშურნე იყავ რაი მსახურებად ღმრთისა და მამულისა, წმიდაო, და განსანათლებლად ერისა, აღაგებდი მრავალთა ეკლესიათა, და აფუძნებდი რაი სამკითხველოთა და სასწავლებელთა, ნეტარო, არცაღა დასცხრებოდი დაცვისათვის ენისა ჩუენისა და აღორძინებისათვის ქართულისა გალობისა, აწ იმეოხე წინაშე ღმრთისა, განგვიმრავლდენ ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი და მამანი სულიერნი, რაითამცა ჯერისაებრ უწინამძღვრონ ერსა შენსა და ყოვლითურთ განწმენდილი და განათლებული მიუძღუნან უფალსა.

სარწმუნოებითა ვაქებთ, ვადიდებთ და მარადის თაყუანის-ვჰსცემთ ყოველთა მწყემსმთავარსა ქრისტესა, რომელმანცა განგამტკიცა შენ, ჰოი, გაბრიელ, მამათა და მოღუაწეთა ძლიერებაო და დიდებაო, და აღგძრავთ მეოხებად ყოვლადწმიდისა დედისა მიმართ მისისა, მარიამ ღმრთისმშობლისა, რაითა მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი განხადოს და გვიხსნნეს საცთურისაგან ბოროტისა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ხმითა მაღლითა მარადის ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუშენიარსსუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენჩუენ, ღმერთო, დიდითაწყალობითაშენითა, გევედრებით, ისმინედაშეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცაგევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილადწარმართებისადამყუდროებისამონათა (ანუმხევალთა) ღმრთისაითადაყოველთაშვილთაჩუენისაეკლესიისაითა, რაითადაიცვასუფალმანღმერთმანჩუენმანსამეუფოიქალაქიესეჩუენიდაწმიდაიესეეკლესიაიდაყოველნიქალაქნიდასოფელნიივერიისასიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისადამახვილისა, უცხო-თესლთაზედამოსლვისაგან, ბრძოლისადასიკუდიდშემოსილისაწყლულებისა, რაითამოწყალეგუექმნესჩუენღმერთიკეთილადდგომისათვისსახიერებითადაკაცთმოყუარებითათვისითა, დაგარე-წარაქციოსრისხვაი, მარადდღეჩუენზედამომავალი, დაგვიხსნესჩუენსამართლადჩუენზედამოწევნულისარისხვისაგან, დაშეგვიწყალნესჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინეჩუენი, ღმერთო, მაცხოვაროჩუენო, სასოოყოველთაკიდეთაქუეყანისათაო, დარომელნიარიანზღუათაშინაშორს, დამლხინებელ, დამოწყალეექმენშეცოდებათაჩუენთა, დაშეგვიწყალენჩუენ, რამეთუმოწყალედაკაცთმოყუარეღმერთიხარდაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისა, დასულისაწმიდისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

სავედრებელილოცვა

ჰოი, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და ყოვლად შუენიერო სამკაულო ივერთა წმიდისა ეკლესიისაო, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო გაბრიელ მღდელთმოძღუარო! იმერეთისა სიქადულო და დიდებაო ქართველთა ერისაო; უსწავლელთა მასწავლელო და მომცემელო სიბრძნისაო; გლახაკთა მწყალობელო, ობოლთა გამომზრდელო და მსაჯულო ქურივთაო, სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისაო და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!

ჰოი, ყოვლად დიდებულო, წმიდაო მღდელთმთავარო გაბრიელ ოქროპირო! ღმერთმან ინება რაი წყალობაი და ცხორებაი ერისა ჩუენისაი, ჟამსა მას უწინამძღურობისასა გამოგარჩია მამად და წინამძღურად მისა, და სრულ ყავ რაი ქადაგებაი ჭეშმარიტებისაი, ვითარცა რიტორმან საღმრთომან მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისა ჩუენისანი და მიეც მორწმუნეთა საზრდელი უკუდავებისაი, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტეის მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა მოგვიტევნეს მან ბრალნი და უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი შიო, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, წმიდათა შორის საკვირველებითა დიდებულო და მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, მხურვალედ ნუ დასცხრები ვედრებად ღმრთისა მიმართ და გვითხოვე, რაითა ქუეყანასა ჩუენსა მოჰმადლოს მშვიდობაი, ეკლესიათა – ჭეშმარიტებაი, სამღდელოთა – პატიოსნებაი, მთავართა და განმგეთა ჩუენთა – კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა – მამაცობაი, ერისაგანთა – უცოდველობაი და დედათა – კრძალულებაი, მშობელთა – კურთხევაი, აღსაზრდელად ყრმათა შიშსა მისსა და სიყუარულსა შინა, უპოვართა და ობოლთა – შეწევნაი და მფარველობაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღდელი: სიბრძნითყოვლადწმიდაოღმრთისმშობელო, გუაცხოვნენჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსაქერუბიმთასადააღმატებითუზესთაესსასერაფიმთასა, განუხრწნელადმშობელსასიტყვიისაღმრთისასა, მხოლოსაღმრთისმშობელსაგალობითგადიდებდეთ.

მღდელი: დიდებაიშენდა, ქრისტეღმერთო, სასოებაოჩუენო, დიდებაიშენდა.

გუნდი: დიდებაი.. აწდა…

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელი: ქრისტემანჭეშმარიტმანღმერთმანჩუენმან, მეოხებითა…

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელ ეპიკოპოსისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვახატისმთხვევასაზედა

განათლდა რაი ეკლესიაი ჩუენი განშუენებული ღუაწლითა მით შენითა, წმიდაო მღდელ-მთავარო გაბრიელ, სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა და გევედრებით, ვითარცა მოყუარულსა მამასა ერისა ჩუენისასა, რაითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნო ჩუენ და დაგვიფარო გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა გაბრიელ ებისკოპოსისაითა ღირს-მყუენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

7 თებერვალი. წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)