✝ ღირსი გერმანე სოლოვკელის ნაწილთა აღმოყვანება (1484)
30 ივლისი – ძველი სტილით / 12 აგვისტო – ახალი სტილით
ღირსმა გერმანემ წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ ღვთისგან იყო განბრძნობილი. მას სურდა, საბატისა და ზოსიმეს მაგალითი შთამომავლობისთვის შემოენახა და ღვთისმსახურებს უბრძანა, ჩაეწერათ მისი მოგონებები ნეტარი მამების შესახებ. ღირს გერმანეს უყვარდა სულის სარგებელი საკითხავების სმენა და მოწაფეებს დაუბარა, სავანეში წიგნებისთვის მოეყარათ თავი. სამეურნეო და სხვა საჭიროებებისთვის წმიდანი ღრმა მოხუცებულობამდე მოგზაურობდა და არანაირ ხიფათს არ ერიდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, 1479 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს ანტონის მონასტერში. მისი ცხედარი სოლოვკის მონასტრისკენ წაასვენეს, მაგრამ უგზოობის გამო მდინარე სვირის სანაპიროზე, სოფელ ხავრონინასთან დაკრძალეს. 1484 წელს წმიდანის ნეშტის ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული.
ღირსო მამაო გერმანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის!