იესო ქრისტე - Jesus Christ Pantocrator, Orthodox icon

ღირსი იონა ხუცესი — 22 სექტემბერი – ძველი სტილით / 5 ოქტომბერი – ახალი სტილით

✝ ღირსი იონა ხუცესი

22 სექტემბერი – ძველი სტილით / 5 ოქტომბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

წმიდა იონა ხუცესი, მამა თეოფანე კანონმთქმელისა (ხს. 11 ოქტომბერს) და თეოდორესი, გამომეტყველთა (ხს. 27 დეკემბერს), პალესტინელი იყო. იგი კეთილმსახურებით და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იონა დამკვიდრდა ღირსი საბა განწმედილის (ხს. 5 დეკემბერს) ლავრაში, სადაც ადრე მისი ძეები მოღვაწეობდნენ და იქ შევედრა ლოცვითა და მარხვით განწმედილი სული უფალს.

✦ · ✦