იესო ქრისტე - Jesus Christ Pantocrator, Orthodox icon

ღირსი კოპრე (+დაახლ. 530) — 24 სექტემბერი – ძველი სტილით / 7 ოქტომბერი – ახალი სტილით

✝ ღირსი კოპრე (+დაახლ. 530)

24 სექტემბერი – ძველი სტილით / 7 ოქტომბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

ღირსი კოპრე თეოდოსი დიდის სავანის ბერებმა ნეშომპალის (ბერძნულად – „კოპრია“) გროვაზე იპოვეს პალესტინაში. აქ იგი ახალშობილი დატოვა დედამ, რომელიც მომხდურ სპარსელებს გაურბოდა. მამებმა მონასტერში მიიყვანეს ჩვილი, კოპრე დაარქვეს და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. შემდგომ ნეტარი მონაზვნად აღიკვეცა და მთელი ცხოვრება მშობლიურ სავანეში გაატარა. უფლის რჩეულმა სათნოებათა მწვერვალს მიაღწია და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო, მიიცვალა ოთხმოცდაათი წლის ასაკში (+დაახლ. 530).

✦ · ✦

წმიდა ღირსი კოპრეს ლოცვა-მეოხებით, ღმერთმა გვიშველოს ჩვენ ყოველთა. ამინ.