ღმრთისმშობლის კვართი

სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კუართისა

მღდელმან: კურთხეულ არს.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურადიღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.  

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.  

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.  

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 8

მარადის ქალწულო ღმრთისმშობელო, საფარველო კაცთაო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისაი მტკიცედ მცველად მოეც ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედა ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ტროპარი

დედობრივსა მფარველობასა შენსა შევვედრებთ რაი ცხორებასა ჩუენსა, ძრწოლით ამბორსუყოფთ წმიდასა კუართსა შენსა, დედოფალო, და გევედრებით: ექმენ ზღუდედ და ფარად მამულსა ჩუენსა, და დაგვიცევ ყოველთა უხილავთა და ხილულთა მტერთაგან.                            

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.    

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო, დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი, და განაპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

ჰშევ რაი მეუფეი ხორცითა, სამოსელი ეგე შენი გემოსა უხრწნელსა გუამსა შენსა, ღმრთისმშობელო, და ამაღლდი რაი ცასა ცათასა დაუტევე იგი ძალად და ზღუდედ და მფარველად მადიდებელთა შენთა.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

წყაროდ ცხოველსმყოფელად, ძლიერებად და ღმრთეებრივ კვერთხად სიმტკიცისად მოანიჭე რაი წმიდაი კუართი შენი ერსა ჩუენსა, დაუწყვედელად გარდამოუდინებ საკვირველებათა მდინარეთა, და დაარწყულებ მისდამი სარწმუნოებითა შევრდომილთა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ექმენ რაი საღმრთოდ გვირგვინად ეკლესიასა ჩუენსა, ჰოი, ყოვლადპატიოსანო კუართო ქრისტეს დედისაო, იხარებს და განბრწყინდების, და შესხმითა გიღაღადებს: `გიხაროდენ შენ, სავსებისა ჩემისა სიმტკიცეო და მცველო~.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლამდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი წიაღსა შენსა, და დაადგერ ქალწულად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მხსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე დამბადებელო ცისა და ქუეყანისაო, წყალთა ზედა დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ კაცთმოყუარე

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

მიიცვალე რაი ხორცათაგან, უბიწოო, ნათელსა საღმრთოსა მკვიდრ იქმენ ცათა შინა, ხოლო შენ წილ დაგვიტევე ყოვლად უბიწოი კუართი შენი წყაროდ საკვირველებათა და საუნჯედ სიწმიდისად.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

სამოსელი ეგე შენი, დედოფალო, მიუძღუანე მახლობელსა შენსა, რაითა მანცა დაუტევნეს ნათესავსა თვისსა ქალწულსა, და ესრეთ დაცულ იქმნა იგი მრავალთა ჟამთა და საუკუნეთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ოდეს ორთა ძმათა მათ სამღდელოთა, წმიდათა ადგილთა მომლოცველთა, შეისვენეს ნაზარეთსა, იხილეს სახლსა შინა ერთსა თუ ვითარ პატივს სცემდა დედაკაცი წმიდასა სამოსელსა შენსა, და წარიხუნეს კონსტანტინეპოლეს ლუსკუმითა და დაასუენეს ტაძარსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა დამბადებელი მუცლითა იტვირთე, ქალწულო, და შეუწველად დაიცევ მის მიერ, ვითარცა მთასა სინასა მაყვალი ცეცხლისაგან, რომელი სახე ექმნა შობასა შენსა.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაიაწდა

წარდგომაი

მცნობნი შენისა პატიოსნისა საკვირველებისანი, ყოვლითა სულითა შევუვრდებით სასწაულთმოქმედსა კუართსა შენსაგუამისა შენისა შეხებითა დიდებულსა, და გევედრებით, ვითარცა კაცთა ბუნებისა განმაღმრთობელსა: ოხათა მიერ შენთა მოჰმადლე მშვიდობაი სოფელსა და ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიისაი ქრისტეის ღმრთისაგან, და მორწმუნეთა დიდი წყალობაი.                                                      

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მადლსა და წყალობასა შენსა შევედრებულნი მივევლტვით თაყუანისსაცემელსა მას სამოსელსა, უხრწნელისა ხორცისა შენისა დამფარველსა, და ვედრებითა ვითხოვთ შენგან, დედოფალო, უვნებელად დაგვიცევ ჩუენ საფარველსა ქუეშე მისსა, რაითა მადლითა მისითა დავხსნიდეთ ყოველსა ძალსა მტერთა და წინააღმდგომთასა, და მარადის ვადიდებდეთ შენგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა, ვითარცა მხსნელსა ჩუენსა და მაცხოვარსა.      

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი, და სიქადული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არაი დააცარიელენ წიაღნი მამისანი, და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოვით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთმოყუარე.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

წმიდისა კუართისაგან აღსრულებულნი კურნებანი ეუწყათ რაი მეფესა და პატრიარქსა, დიდითა პატივითა დააბრძანეს საეპიკოპოსოსა მას ტაძარსა, და დააწესეს რაი ხსენებაი სამოსლისა შენისა ვლაქერნას დადებისაი, მუნვე დაასუენეს წმიდაი ომოფორი შენი და სარტყელი მოსახსენებლად შენდა.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

გარემოადგეს რაი კონსტანტინეპოლეს სიმრავლეი ბარბაროზთაი, უხრწნელი სამოსელი შენი და ხატი ვლაქერნისაი აღიღო პატრეარქმან, და ერთა თანა ლოცვითა მოჰვლიდა რაი ქალაქსა, ხომალდნი მტერისანი შეიმუსრნეს ღელვითა სასტიკითა, და უვნებელად დაცულნი გმადლობდენ შენ, ვითარცა მიზეზსა ხსნისა მათისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კუალად მოუხდეს რაი უსჯულონი სამეუფოსა მას ქალაქსა, წმიდაი კუართი შენი ექმნა ზღუდედ უბრძოლველად შენდა შევედრებულსა ერსა, და შეახო რაი პატრეარქმან ზღუასა, მყის აჩუენე ძალი თვისი, დედოფალო, და დაანთქ მხდომნი ნავებითურთ მათითა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განაქარვე ყუედრებაი დედისა ევაისი რაჟამს ღმერთი დამბადებელი შენი მუცლად იღე, უზეშთაეს კაცთა ბუნებისა, და გვიშევ ჩუენ გამოუთქმელად, უბიწოო დედაო მაცხოვრისაო, მეოხგუეყავ ჩუენ მვედრებელთა შენთა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის განმიშორებ პირისა შენისაგან, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ, და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი გევედრები.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

მოხედვაი ყავ ზეცით წყალობით, უბიწოო, და სიყუარულისათვის შენდა წილხვდომილთა, წმიდაი და პატიოსანი კუართი შენი არა მიჰმადლე სხუასა ნათესავსა, არამედ მფლობელსა და მცველსა შენ მიერ ქსოილისა ქრისტეს კუართისასა.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

საღმრთოითა განგებულებითა საბერძნეთით მობრძანდა რაი კუართი შენი ოდიშის სამთავროსა, ღირს იჩინე დავანებაი მისი ხოფისა სავანესა, და კრებული მამათაი ერთა თანა მიემთხვივნეს შიშითა და სასოებითა, და ტაძარსა მას მიძინებისასა დაასუენეს პატივითა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აღასრულეს რაი ჟამისწირვაი მამათა, ვერღა შეუძლეს შეკეცვაი კუართისა შენისაი, ვიდრემდის არა ილოცეს ათხუთმეტსა დღესა და ღამესა, და კრძალვითა დადვეს რაი ლუსკუმასა ვეცხლისასადღესასწაულობაი ცად დამკვიდრებისა შენისაი სავანესა მას განუწესეს დღესა მას ათხუთმეტსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი  დედობრივი  ძისა  შენისა თანა  მოიგეყოვლად უბიწოოდა შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, გევედრებით, რამეთუ გაქუს შენ მეოხებაი ღმრთისა მიმართ და მოტევებაი ცოდვათაი ყოველთა ქრისტეანეთაი.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ, და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აივსო სული ჩემი, და სიმტკიცეი ჩემი ჯოჯოხეთად მიეახლა, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

განხდა ხმაი ქუეყანასა ჩუენსა, ვითარმედ ეკლესიასა შინა ხოფისასა მსუენარებს სასწაულმოქმედი პერანგი ყოვლადწმიდისა დედისაი, და ქრისტეისმიერითა სიყუარულითა მიისწრაფდენ რაი ყოველნი მიმთხვევად მისდა, გევედრებოდენ ხსნასა და ლხინებასა.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

ხედვიდენ რაი საუნჯესა მას უპატიოსნესსა, აღვსებულსა მადლითა და ზესთა სოფლისა სულნელებითა, მისდამი მილტოლვილნი ღაღადებდენ: `ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, მფარველ ექმენ სავანესა შენსა და ერსა~. აწ ჩუენცა ნუ დაგვიტევებ შეუწევნელად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აკურთხევდი რაი მხარესა მას, ყოვლად პატიოსანთა კუართითა შენითა, ღმრთისა დედისაო, სნეულთა ჰკურნებდი, ეშმაკთა განხდიდი და იცევდი ჭირვეულთა, აწ წყალობითა მოგუხედენ მისდამი შევრდომილთა და გვიხსენ ყოველთაგან ჭირთა და სალმობათა

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენთვის, ქალწულო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ სიმტკიცეი ხარ ჩუენ მორწმუნეთაი, და სასოებითა შენითა განვძლიერდით, და სარწმუნოებით შენ და ძესა შენსა გადიდებთ და თაყუანისგცემთ.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                          

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაიაწდა

კონდაკი, ხმაი 4

ყოველთა მორწმუნეთა სამოსელო უხრწნელებისაო, ღმრთივმიმადლებულო დედაო უბიწოო, მოგვანიჭე რაი წმიდაი სამოსელი შენი, რომელ ჰფარვიდა წმიდასა ხორცსა შენსა, ჰყავ იგი ყოველთა კაცთა საფარველად, რომლისა დადებასა ვდღესასწაულობთ სიყუარულითა და ძრწოლვითა გიღაღადებთ: გიხაროდენ ქალწულო, სიქადულო ქრისტეანეთაო!

იკოსი

ყოვლად პატიოსანი სამოსელი შენი, რომელსა ანგელოსნი კრძალვით ჰმსახურებენ, ჰოი, უწმიდესო მარიამ, შემდგომად მრავალთა ჟამთა და საუკუნეთა უვნებელი განგებითად, არაი მიანიჭე სხუასა რომელსამე ერსა, არამედ წყაროდ მადლისა და სიმტკიცედ სარწმუნოებისა მოანიჭე ივერთა ქუეყანასა, რაითა განვსძლიერდეთ და განვცხოველდეთ სულითა და ხორცითა და ღაღადვჰყოთ ძრწოლვითა: გიხაროდენ ქალწულო, სიქადულო ქრისტეანეთაო!

მღდელმანმოხედენ. სიბრძნით

წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                               

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.  

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

 

სახარებაი ლუკასი

მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმაყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთაი მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახიდ თვისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა       

მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.                             

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: სასოებაი და სიმტკიცეი ხარი შენ, დედოფალო ზეცისა და ქუეყანისაო, მტერთა დამცემელი და ნუგეშინისმცემელი ჭირვეულთა, აწ შეუხებელად დაიცევ ყოველნი სოფელნი და ქალაქნი საქართველოისანი ზედა დასხმისაგან მტერისა და დაეც მხდომნი და წინააღმდგომნი ქრისტეანობისაი, რაითა ყოველთა მართლმადიდებელთა კეთილად განგუემარჯვოს და ლოცვაი ჩუენი შეიწიროს წინაშე ღმრთისა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისამძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა ქალწულმოწამისა ბარბარეისა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისაქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩუენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდათა და სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრედამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა მღდელმთავრისა ალექსანდრეისა და წმიდისა გაბრიელ იმერეთის ეპიკოპოსისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოანეისი და გიორგიიოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); ძლიერებითა  ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლის პატიოსანისა კუართისაითა და ყოველთა წმიდათა და სიწმიდეთა შენთაითა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                       

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: რომელთა ქალდეველთაი აგზებული სახუმილი ძალითურთ შემწუველი დაშრიტეს ხილვითა ანგელოზებრითა, რომელი გარდამოხდა მისა მიმართ ყრმანი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, და დიდებულ. უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

ვითარ გვირგვინი შუენიერი და ნიში სიხარულისაი ეპყრა წმიდაი კუართი შენი ოდიშის სამთავროსა, და რომელნი შიშით და სარწმუნოებითა მტკიცითა შეეხებოდენ სიწმიდესა მას, გარეშეირტყამდენ ძალსა ვნებათა შემმუსრველსა და განახლებულნი დასთრგუნვიდენ ბრძოლასა ეშმაკთასა.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

ზღუდედ ექმნა მადლი კვართისა შენისაი ხოფისა სავანესა, ოდეს მხდომთა მათ თურქთა განიზრახეს ყოფაი მისი საცავად საჭურველისა, გარნა მწუხრსა მას იხილეს ღრუბელი ნათლისაი გარემოის მისსა, და განერნეს წმიდასა მას სავანესა ძრწოლვითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

საკვირველად დაიცევ რაი კუართი შენი, ღმრთისმშობელო მარიამ, წარპარული ავაზაკთაგან, ლუსკუმითა პოეს შემდგომად სამისა დღისა მახლობლად სავანისა, და გარემოის მისსა კრთოდენ რაი ცუარნი ნათლისანი, სანთელი აღგზებულ იყო წინაშე მისსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნათელსა უფლისასა ვიდოდით: მოვედით უგალობდეთ ქალწულსა სულიერსა სამეუფოსა უბიწოსა, ქალწულსა ჭეშმარიტად ღმრთისმშობელსა, ვითარცა არს სასოი და მეოხი სულთა ჩუენთაი უკუნითი უკუნისამდე.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულის წყრომითა და რისხვითა, და ძალითა მაღლისაითა, იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად და დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღადყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდეთ, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

საღმრთოი ძლიერებაი კუართისა შენისაი გულისხმაყვეს რაი დესპანთა რუსთა მეფისათა, განიზრახეს წარტაცებაი მისი ქუეყანასა თვისსა, გარნა ბოროტგანზრახუაი მათი უქმყავ ძისა მიერ შენისა, აწ გვითხოვე მისგან, ყოვლად უბიწოო დედოფალო, რაითა დაიფაროს ქუეყანაი ჩუენი წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

ზეობასა მას ღმრთისმბრძოლთასა ყვეს რაი ზუგდიდის სასახლეი საცავად რელიქვიათა და სიწმიდეთა, მუნ დაავანეს მრავალპატიოსანი კუართი შენი, უბიწოო, და დაფარულ იქმნა ყოვლისაგან ერისა, გარნა ინებე გამოჩინებაი მისი, წინდად მოწყალებისა და ცხორებისა, და ყოველნი ეძიებდენ მის მიერ დაცვასა და შეწევნასა.  

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ნიჭად პატიოსნად და უფსკრულად მადლთა სულისა წმიდისათა გამოაჩინე რაი ღმრთივბრწყინვალეი კუართი შენი, დედოფალო, საკვირველებათა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობს ყოველსა ზედა ქუეყანასა, და ვითარცა მაცხოვნებელსა ცუარსა, უხუად გარდამოგვიდინებს კურნებასა, სულთა არაწმიდათა განიოტებს და განაქარვებს ცოდვათა ჩუენთა სიმყრალესა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთეებასა სამებისა, ერთარსებასა დიდებულსა, არსებით მიუწდომელსა, სამგვამოვნებასა, მამასა უშობელსა, და მშობელსა, ძესა შობილსა დაუსაბამოსა, და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა, აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შეძრწუნდეს დაბადებულნი გარდამოსლვასა ღმრთისა გამოუთქმელსა, ვითარ მაღალი იგი ნეფსით თვისით განხორციელებად გარდამოხდა წიაღსა ქალწულისასა და განკაცნა უქცეველად სიმდაბლით, ამისთვის მორწმუნენი, ღმრთისმშობელსა უბიწოსა, გალობით ვადიდებდით.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

დადებასა წმიდისა სამოსლისა შენისასა წლითიწლად დღესასწაულობს რაი ეკლესიაი, ყოვლად უბიწოო დედაო და ქალწულო, ლიტანიითა და დიდითა პატივითა წარაბრძანებენ საყდარსა, სადაცა ყოველნი შეუვრდებით, ვითარ უსაკუთრესსა მფარველსა თვისსა, და მოვიღებთ შენ მიერ მადლსა და კურთხევასა.

ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ.

ჰოი, შენსა, მაცხოვარო, ჩუენთვის განგებულებასა, რამეთუ უწყი რაი ურიცხუნი ესე განსაცდელნი, მოწევნულნი ერსა ჩუენსა ზედა, უნივთოდ გამოსახე წმიდაი ხატებაი შენი წმიდასა მას კუართსა ზედა დედისა თვისისასასასოდ მორწმუნეთა, და ჰნათობს იგი საკვირველებათა მიერ, და განაბრწყინებს ქუეყანასა ჩუენსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარ უსასყიდლოი მკურნალი სულთა და ხორცთაი მოანიჭე რაი სამოსელი შენი ქართველთა ერსა, სურვიელნი თაყუანისცემად საკვირველისა მის სიწმიდისა, დედოფალო, ვესავთ ძუელითა დიდებითა დავანებასა მისსა წიაღსა შინა ქართველთა ეკლესიისასა, რაითა მარადის დაუბრკოლებელად მივეახლნეთ და ვმსახუროთ სანთლისა ანთებითა და დაუცხრომელითა გალობითა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გარდააცუ მშვილდსა შენსა, ძლიერო, წარემართე და სუფევდი რომელი იშევ ქალწულისაგან, და მტერნი ჩუენნი ურწმუნონი დაამორჩილენ მეფესა ჩუენსა მორწმუნესა, რომელსა უპყრიეს ჯუარი შენი, და აცხოვნე ერი შენი, რომელნი სარწმუნოებით გალობით გადიდებთ

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს

მოხედვაი ყავ ზეცით წყალობით, ჰოი, ყოვლადსახიერო დედოფალო, და მადლისა მოცემისა მნებებელმან, სასწაულთმოქმედი კუართი, სარტყელი, და წმიდაი ხატი შენი ვლაქერნისაი განცხადებულად მოუბოძე რაი ივერიას, გვიჩვენე მათ მიერ ძალნი თვისნი და საკვირველებანი, და მწუხარებაიცა ჩუენი შესცვალე სიხარულად

მოვედით სიხარულით მორწმუნენო, მკვიდრნო ივერთა ქუეყანისანო, და თაყუანისვსცეთ სასწაულთმოქმედსა და ყოვლადპატიოსანსა კუართსა ღმრთისა დედისასა, რომელი მიუბოძა მართლმადიდებელსა ერსა ჩუენსა, ვითარცა სიმტკიცეი, და ვევედრნეთ სახიერებასა მისსა, რაითა განწმიდოს გულნი და გონებაი ჩუენი და აღგვავსოს საღმრთოითა მღვიძარებითა.

ჰოი, მიმადლებულო დედაო ღმრთისაო, ყოვლად პატიოსანი სამოსელი ეგე შენი გვიპყრიეს ჩუენ, ვითარ შესავრდომელი დიდი, მტერთაგან დამფარველი და განმარინებელი ჭირთაგან, და გევედრებით: საკვირველთმოქმედებითა შენითა აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და მოგუმადლე ძლევაი მათ ზედა, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა, ხოლო წმიდაი ეკლესიაი ჩუენი დაიცევ შეუძრველად და დაარღვიე ყოველივე წვალებანი და ცთომანი დედობრივითა მოწყალებითა შენითა და გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა.

მოიწევის რაი ბრწყინვალეი დღესასწაული ყოვლად პატიოსნისა სამოსლისა შენისა ვლაქერნას დადებისაი, განიხარებენ ყოველნი მართლმორწმუნენი ქუეყანასა ზედა და განსცხრებიან კრებულნი სამღდელოთანი, ხოლო ჩუენ სასოებითა შეუვრდებით და თაყუანისვჰსცემთ რაი კიდობანსა შემცველსა მისსა, სასოებითა გევედრებით: ძალი ღმრთისმბრძოლთაი დაამხუ, დედოფალო, და გვიხსენ ჩუენ ხილულთა და უხილავთა მხდომთაგან.

წმიდასა და ნიშებშემოსილსა კუართსა შენსა გარეშეუცავს ქუეყანაი ჩუენი, ჰოი, დედათა შორის კურთხეულო, და ძალსა უძლეველსა შეჰმოსს რაი ქებით მადიდებელთა შენთა, ყოვლითა სულითა შევუვრდებით მფარველობასა შენსა, და გევედრებით: კუალად ღირს იჩინე, უბიწოო, რაითა ტაძარსა შინა დაიდგას ლუსკუმაი დიდისა მის სიწმიდისაი, და იქმნას სალხინებელად ჭირვეულთა და მდინარედ მადლთა საღმრთოთა და წყაროდ დაუწყვედელად კურნებათა.

ვხედევთ  რაი სასწაულთა ბევრისბევრთა, რომელნი იქმნებიან მადლითა შენითა, ჰოი, ყოვლადპატიოსანო კვართო ღმრთისა დედისაო, მუხლმოდრეკითა შევსწირავთ შენდა ვედრებასა: აწცა აღაგზე გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა კეთილად ვმსახურებდეთ წმიდასა ეკლესიასა და ერსა, და სამწიდაარსობისა გალობითა ვადიდებდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).  

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                                  

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.  

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.          

გუნდი: ამინ

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაიაწდა

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლად უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, უმაღლესო წმიდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთაო, და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშველთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდვილთა ცხორებაო და ყოველთა ქრისტეანეთა შემწეო და შესავედრებელო!

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო კაცთმოყუარისა ღმრთისაო! ვითარცა ძემან შენმან იხსნა სოფელი შუამდგომელობითა შენითა, და თვისი სამეუფოი ხატი, რქად ცხოვრებისად მოანიჭა საზეპუროსა ერსა ჩუენსა, ეგრეთვე შენცა კუართი თვისი მოჰმადლე სიმდიდრედ დაულევნელად ერსა და ეკლესიასა ჩუენსა, და ყოველი სასოებითა მისდა მილტოლვილი არა დავსცხრებით ვედრებად შენდა: ვითარცა ორგზის იხსენ სამეუფოი ქალაქი ბერძენთაი უსჯულოთა რისხვისაგან, მადლითა და ძლიერებითა კუართისა შენისაითა, რომლისა შეხებითა აღელდა ზღუაი და შთანთქა ხომალდნი და ნავნი მძვინვარისა მის მტერისა, ეგრეთცა დაეც მხდომნი და წინააღმდგომნი ქრისტეანობისაი, და უვნებელად დაიცევ ერი ჩუენი ზედა დასხმისაგან მტერისა, ხოლო ჩუენ გვექმენ საღმრთოდ ზღუდედ და მფარველად და გარემოგვზღუდენ საფრხეთაგან ეშმაკისათა, საცთურისაგან სოფლისა და მძლავრებისაგან ხორცთაისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, განანათლენ ქრისტეისმოყუარე მთავრობაი და მხედრობაი მისი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედოფალო ჩუენო, მარიამ ღმრთისმშობელო! ყოვლად პატიოსნისა მის კუართისა შენისაგან მომდინარე მადლი და კურნებაი აღგუძრავს შესხმად სახიერებისა შენისა და სიწმიდისა, და ვაქებთ რაი ღმრთივბრწყინვალეთა ნიშთა და სასწაულთა, მის მიერ აღსრულებულთა, სასოებითა შევსწირავთ შენდა ვედრებასა: შეგვეწიენ და გვიხსენ ჩუენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, განმხრწნელისა ქარისა, მახვილისა და ზედა დასხმისაგან მტერთაისა, უცნაურისა სიკუდილისა და ყოვლისაგან სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა. მოგუეც, დედოფალო, მშვიდობაი და სიმრთელეი მონათა ამათ შენთამართლმადიდებელთა, და განანათლენ გონებანი ჩუენნი, და თუალნი გულისა ჩუენისანი, რაითა განვეშორნეთ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ძისა შენისა და ქრისტეის ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ მეუფებაი მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოთ მამით მისით და ყოვლადწმიდით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს…             

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, ძლიერებითა ღმრთისმშობლის ყოვლად პატიოსნისა კუართისაითა და ყოველთა სიწმიდეთა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

განტევების შემდგომი საგალობელი

გარდამოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად წმიდაო დედოფალო, რომელნი თაყუანისვჰსცემთ წმიდასა კუართსა შენსა და გევედრებით: დაღათუ განვამრავლეთ ცოდვაი წინაშე ღმრთისა, არამედ ყოვლადძლიერითა შუამდგომლობითა შენითა განაშორენ ყოველი სილაღეი და ამპარტავნებაი დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა, და გვიხსენ მონებისაგან ბოროტთა ეშმაკთასა და მზაკუვარებათაგან კაცთაისა.

სახიერო დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, აწ შეიწყნარე ვედრებაი ჩუენი, ვითარ მფარველმან და მცველმან ქრისტეანეთამან, და გვიხსენ ყოვლისაგან ძვირისა და საცთურისა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კუართისა