საგალობელი კანონი წმიდისა ილარიონ დიდისა

ღირსი ილარიონ დიდი (+371-372) ხს. 21 ოქტომბერი (3 ნოემბერი)

ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი ანტონი დიდის ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმიდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშობლები გარდაცვლილი დახვდა. მან მთელი ქონება ნათესავებსა და გლახაკებს დაურიგა და ქალაქ მაიუმის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ. ღირსი მამა დაუცხრომლად ებრძოდა არაწმიდა ფიქრებსა და გულისთქმებს, რომლებიც გონებას უმღვრევდა და სხეულს განუხურვებდა, ცდილობდა მძიმე შრომით, მარხვითა და ლოცვით დაეთრგუნა ისინი. დემონებს სურდათ, აჩრდილებითა და მოჩვენებებით დაეფრთხოთ უფლის რჩეული – ლოცვის დროს მას ჩაესმოდა ბავშვების ტირილი, ქალების ქვითინი, ლომებისა და სხვა მხეცების ღრიალი. ნეტარი ხვდებოდა, რომ ეშმაკები ამგვარი საშინელებით უდაბნოდან მის განდევნას ესწრაფოდნენ და გულმოდგინე ლოცვით თრგუნავდა შიშს.

ერთხელ ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს, მან კი მადლმოსილი სიტყვით დაარწმუნა ისინი, დაეგდოთ ცოდვილი ცხოვრება.

წმიდა მოსაგრის შესახებ მთელმა პალესტინამ შეიტყო. უფალმა მას არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიმადლა. წმიდანი კურნავდა სულიერი და ხორციელ სნეულებებით გვემულებს. ნეტარი მამა ხვდებოდა, თუ რომელი ვნებით იყო შეპყრობილი ესა თუ ის ადამიანი. ღირს ილარიონთან მრავალად მიდიოდნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები. პალესტინაში მრავლდებოდა წმიდანის კურთხევით აშენებული მონასტრები, თავად კი ერთი სავანედან მეორეში გადადიოდა და ძმათა შორის მკაცრ მოსაგრე ცხოვრების წესს განამტკიცებდა. წმიდანი თავის ქვეყანაში ისეთივე მოძღვარი იყო, როგორიც ანტონი დიდი – ეგვიპტეში. მიცვალებამდე შვიდი წლით ადრე ღირსი ილარიონი კუნძულ კვიპროსზე დასახლდა და იქ, უდაბურ ადგილას მოღვაწეობდა მანამ, სანამ უფალმა თავისთან არ მოუხმო (+371-372).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

✠

გალობაი 1; უგალობდითსა, ხმაი 7

ძლისპირი: ეტლთა სიმრავლე მხედრებითურთ ზღვასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხივნეს სიმტკიცითა მკლავისათა, ქრისტეს მიერ იჴსნნეს ისრაელნი და ახლად იტყოდეს ძლევისა გალობასა.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

სიყრმით შენითგან სულისა თუალნი ხილვითა საღმრთოჲთა განაბრწყინვენ, ღირსო, და ფრთოან ჰქმენ რაჲ გონებაჲ მოღუაწებითა მით ღმრთისა ნებასაჲთა, აწ მეოხ გუეყავ ღმრთისა მიმართ ცხორებად სულთა ჩუენთთვის.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ბრწყინვალედ ნათლითა მით წმიდისა სამებისაჲთა განათლებულ იქმენ შენ, ილარიონ ყოვლად ღმრთივგანბრძნობილო, და განაბრწყინვენ ყოველნი კიდენი სოფლისანი სათნოებითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იყავ შენ ცნობილ ღმრთისა მიერ პირველ დაბადებისა შენისა, და შესწირე თავი თვისი სიყრმითგან დამბადებელსა, და სახიერსა, ხოლო საქმენი კეთილნი ისწავენ, ნეტარო, და ყოვლად არა მიხედენ ბოროტთა სოფლისათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაჲსწარმეტყველთამან წინათ მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთვისცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგვიხვენ ჩუენ, ქალწულო.

✠

გალობაი 3, განძლიერდისა

ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქვეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოვლადვე კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთმოყვარე.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

სიყრმისა შენისა ჟამნი შრომითა შეამკვენ, წმიდაო, და გულისთქუმაჲ ხორცთაჲ სიბრძნით დაუმორჩილე სულსა. მოღუაწებითა მოჰკალ ამალეკი, მოშურნეი, მამაო, ლოცვითა და მარხვითა.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

საფუძველ ჰყავ ღუაწლისა შენისა სიმდაბლეჲ აღმყვანებელი ზეცად, წმიდაო ილარიონ, და მიემსგავსე ქცევასა წმიდისა ანტონისსა. და იყავ აღგზებულ ცეცხლითა სარწმუნოებისაჲთა, წმიდაო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შეძრწუნდი ბჭობისგან საღმრთოჲსა და განუყავ რაჲ მონაგები შენი მამული გლახაკთა, განძლიერდი უდაბნოსა შინა სარწმუნოებითა და ძალითა ჯუარისაჲთა მარტოებითა ჰმონებდ ქრისტესა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯვენით ქრისტესა მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაჲ ზეციერი გვითხოვე ჩვენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლად წმიდაო.

✠

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ესმა მოსვლაი შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხვედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მძლავრი, რომელი იქადოდა პირველად, რაითა დაიდგნეს საყდარნი ზედა ვარსკულავთა ცისათა, ემხილა უძლურებაჲ თჳსი და დაითრგუნა შენ მიერ, ილარიონ.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ცუდად გბრძოდა შენ ოცნებითა მრავლითა მტერი, რომლისაჲ ქრისტემან მოაუძლურა ძალი მისი და დაანთქა სიღრმესა ჯოჯოხეთისასა, მამაო ილარიონ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვერაი საქმემან ამის სოფლისამან განგაშორა შენ ქრისტესა, არცა ნათესავთა სიყვარულმან, არცა შიშმან სიკუდილისამან, რომელმან შეიმოსე ნათელი, რაჟამს იგი მკჳდრ იყავ უდაბნოსა, წმიდაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებათა მიერ ხორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკვნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

✠

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი, და გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარი შენ ხოლოი მრავალმოწყალეი.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

რაჟამს იგი მკჳდრ იყავ უდაბნოისა წმიდაო, დედაკაცსა მას რომელსა სძულდა უშვილოებისათჳს ქმარი, ლოცვითა შენითა იქმნა იგი დედაი შვილისაი.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ჩუენ უწყნით კეთილნი საქმენი შენნი, ღმერთშემოსილო, რამეთუ სწყალობდ მწუხარეთა მათ და წარუმართებ ღმრთისა მიმართ, ნეტარო მამო ილარიონ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მძლავრი, რომელი იქადოდა სილაღით, რაითა დაიდგნეს საყდარნი ზედა ვარსკულავთა ცისათა, ემხილა უძლურებაჲ შენ მიერ, ილარიონ, რამეთუ ქრისტეს მიერ განძლიერდი, მამაო, და მძლავრი იგი შენ მიერ მოუძლურდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაჲ, ხორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკვიდრებელად თვისად შეგიწყნარა და იხსნნა კაცნი გარემოდგომილთა ჭირთაგან.

✠

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ზღუაი აღძრული ღელვითა წარმწყმედელი დააცხრვე, ქრისტე, შერისხვითა შენითა და მაცხოვნე მე, ვითარცა ღაღად-ჰყოფდა იონა: დიდებაი შენდა.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

უზეშთაეს იქმენ, ილარიონ, ღელვათა ამის სოფლისა საცთურთაგან, და შეევედრე ნავთსადგურსა მყუდროსა ქრისტესა, წმიდაო მამაო.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ვითარცა ბრძენმან მოძღუარმან, განსწავლენ ურიცხუნი სულნი და წარუდგინენ მხსნელსა, წმიდაო, ვითარცა მსხუერპლნი შესაწირავნი უბიწონი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ცხორებაჲ შენი, მამაო, დაუკჳრდა ყოველთა კაცთა, და სარწმუნოებაჲ შენი შემძლებელ იქმნა მოქცევად ბარბაროზთა მათ ღმრთისა მიმართ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაჲ, ხორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკვიდრებელად თვისად შეგიწყნარა და იხსნნა კაცნი გარემოდგომილთა ჭირთაგან.

✠

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: უფროსად ამაღლებულმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან, სახუმილი მოტყინარეი ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო შენ კურთხეულ ხარ.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ყოველი ანგარებაჲ, ვითარცა გმობაჲ ღმრთისაჲ, სიბრძნითა განიშორე მოწაფეთა შენთაგან, და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო შენ კურთხეულ ხარ.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

განსწავლენ სარწმუნოებითა და უყვარულ ჰყვენ სოფლისა მოწაფენი შენი, მამაო ილარიონ, და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო შენ კურთხეულ ხარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაჰჴსენ ამპარტავნებაჲ მჴდომთა მათ მცბიერთაჲ და უჩუენე მტერთა შეწევნაჲ ქრისტეს ღმრთისაჲ, და ძლიერად ღაღადებდი: ღმერთო შენ კურთხეულ ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგვიბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზეჲ იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.

✠

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაჲ სულიერი გიღაღადეს ყრმათა ბაბილოვნისა ქურასა შინა, და უგალობდეს: აკურთხევდით ყოველი დაბადებული უფალსა და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დაყუდნეს აღძრვისა განძჳნებულნი ღელვანი, ილარიონ, შენ მიერ, და ღაღადებდი: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

გარდამოჴდეს წვიმანი წყურიელთა ზედა ღმრთისა მიერ ლოცვითა შენითა, და იტყოდეს: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვეშაპი დასწვი საშინელითა ლოცვითა შენითა, ილარიონ, და გალობითა იტყოდი: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთვის ხორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაჲ და ყოვლად უბიწოჲ, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთვის მორწმუნენი ხმამაღლად გიგალობთ შენ.

✠

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შვა ძე დაუსაბამოი, ემმანუილ ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ვითარცა იყავ, სანატრელო, განხსნილ კრულებათაგან ხორცთა თავისუფალ, ილარიონ, რომელ კადნიერად წინაშე დგახარ პირსა ქრისტესსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, ნეტარო, რაითა განგვწმიდოს ცოდვათაგან.

ღირსო მამაო ილარიონ დიდო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ჩუენ, რომელნი ვდღესასწაულობთ ხსენებასა შენსა, წმიდაო ნეტარო ილარიონ, შემწე გუეყავ და ქრისტესგან გჳთხოე განრინებად განსაცდელთაგან, ღმერთშემოსილო, რაჲთა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ გიცნობს ზღუაჲ და ხმელი და მორწმუნენი მას შინა, ნათესავნი წარმართთანი, ილარიონ, ვითარ იქმოდე სასწაულთა საკჳრველთა და ადიდებდი ქრისტესა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაისწარმეტყველმან წინათ გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტეს გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩვენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთვის გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

✠

დასდებლები

ოდეს განჰჴურდი, ნეტარო, სურვილითა მით და ძიებითა უმჯობესისა, განეშორე შენ სოფლისა ამის ზრუნვათაგან. და შეიჭურე საჭურველითა მით ჯუარისაჲთა წყობად ეშმაკთა, რომლითა დაიდგ გჳრგჳნი იგი სიხარულისა მოღუაწეთა თანა და აწ გევედრებით, ითხოე ჩუენთჳს ქრისტესგან წყალობაჲ, მშჳდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათაჲ.

ხორცნი მოაკუდინენ შრომითა მარხვისაჲთა, სანატრელო ილარიონ, და განასთხიენ რაი ბრწყინვალებანი სასწაულთანი, გხადოდეს სასწაულთა მოქმედად, ღმერთშემოსილო, რომელნი ღირს იქმნეს მიღებად კურნებასა შენ მიერ და მიემთხჳნეს ცხორებასა მოძღურებითა შენითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაჲთა ღუაწლი შენი აღძრავდეს გულთა შინა ჩუენთა სრულიად მიძღვნად იესუ ქრისტესა და ერთგულებად მისა, ვიდრე აღსასრულამდე ჩუენდა.

საყოფელი საშუებელი საწუთროჲსა ცხორებისაჲ ხილული დაუტევე და შეიმკვე მადლითა საცნაურითა და შეუძრველითა, ღირსო მამო ილარიონ, ყოვლად ქებულო, და ჰზრახევდი რაჲ სულითა ფრთხილითა და გონებითა განწმედილითა, ვითარცა უხორცოჲ, იქმენ სამკჳდრებელ სულიწმიდისა მადლისა და გაქუს აწ კადნიერებაჲ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ცხორებასა ამას შინა დაგვიფაროს და საუკუნოდ ზიარ-გვყოს მართალთა თანა სუფევასა.

ხილული იგი საწუთოჲ შეურაცხყავ, ღმერთშემოსილო ილარიონ, და მიიცულე რაჲ სიწმიდით მხოლოჲსა ღმრთისა, წარუვალი მოიგე, რომელ გსუროდა შენ, ღირსო, და ზეცას ღირს იქმენ რაჲ უხორცოთა თანა, აწ განგვსწავლენ ჩუენ, რაჲთა ზეშთა ყოველთა ქუეყნიერთა საუნჯეთა, ღმერთი ხოლოჲ გვიყვარდეს და ვპოვოთ მშვიდობაჲ წმიდასა შინა მყოფობასა მისსა.

აღმყვანებელი სიმდაბლეი ისწავე შენ, რომლითაცა აღიწიე რაჲ ზეცად, მამაო ილარიონ, ანგელოზთა თანა იხარებ, და ვითარცა მეოხმან ჭირვეულთამან ითხოვე ჩუენთჳს ღმრთისა მიერ, ღირსო და ყოვლად სანატრელო, რაჲთა შეგვჭურვოს ჩუენცა სიმდაბლითა, მარხვითა და მოყუასისადმი სიყუარულითა და დაგვიფაროს ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა-დასხმისაგან.

რაჟამს ბრწყინვალედ ელვარითა მით სათნოებათა შენთაჲთა და კურნებითა სათნოდ ღმრთისა გამოჩნდი, ღმერთშემოსილო მამაო, ბრძენო ილარიონ, აწ ქუეყანაჲ იხარებს თანა-მკჳდრურთურთ ხსენებასა შენსა, წმიდაო, რომელ ნაწილნი შენი წმიდანი განჰკურნებენ სნეულთა უძლურებასა და განსდევნიან ყოველსა საცთურსა, წინამძღუარო მონაზონთაო, აწ ჩუენცა განგვარინე ეშმაკისა მიერ აღძრულთა მახეთაგან და წარგვიმართე გზასა მას მცნებათასა.

შემკობილმან სათნოებითა, სიმდაბლითა, სიმშჳდითა, და მოწყალებითა, ვნებანი იგი სულისანი დაიმორჩილენ, და ჴელმწიფებრივითა ბრძანებითა განსდევნიდი რაი სულთა უკეთურთა კაცთაგან, ღირსო ილარიონ. აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა, რაჲთა საწუთოისა ცხორებისა გზაჲ კეთილად განვვლოთ და მარადის ვადიდებდეთ დამბადებელსა და შემოქმედსა.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

✠

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოი, ყოვლადქებულო და დიდებულო მამაო ილარიონ, ერთგულო მონაო უფლისაო! შენ დაუტევე ყოველივე შუებაჲ და სიმდიდრეი სოფლისაი და უდაბნოსა შინა დაყუდებითა და დაუცხრომელითა ლოცვითა ადიდებდი შემოქმედსა, აწ მეოხ გვეყავ წინაშე ყოვლისამპყრობელისა ღმრთისა, რაითა განვმტკიცდეთ მართალსა სარწმუნოებასა ზედა, განვერნეთ ყოველთა საცდურთა ეშმაკისათა და მტკიცედ ვსდგეთ ქრისტიანობითსა ამას მოწოდებასა ჩუენსა, ხოლო რაჟამს მოიწიოს ჩუენ ზედა განსაცდელი, გამოგვითხოვე მადლი მოთმინებისაჲ, რაითა დაუცხრომლად ვილოცვიდეთ და სასოებასა ჩუენსა დავსდებდეთ საღმრთოსა განგებულებასა ზედა. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი შიო, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ღირსო მამაო ილარიონ, წმიდათა შორის საკრველო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო და ყოველთა შენდა მვედრებელთა ღმრთისა მიმართ შუამდგომელო, რომელმან ხორცნი მოაკუდინენ შრომითა მარხვისაჲთა, და განასთხიენ რაი ბრწყინვალებანი სასწაულთანი, გხადოდეს სასწაულთა მოქმედად, ღმერთშემოსილო, რომელნი ღირს იქმნეს მიღებად კურნებასა შენ მიერ და მიემთხჳნეს რაი ცხოვრობასა მოძღურებითა შენითა, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ, შენგან შეყვარებულისა ქრისტეს ღმრთისა მიმართ, რომლისა წინაშე ბრწყინვალითა გვირგვინითა იხარებ საუკუნოდ, რაითა მოგვმადლოს სიწმიდითა ცხორებაი, სულიერთა და ხორციელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი, სენთა კურნებაი და ხსნაი განსაცდელთაგან, ხოლო ჟამსა აღსასრულისასა გვექმენ ჩუენ განმარინებელ ბოროტთა მათ ჰაერის მცველთაგან, რაითა შენ მიერ ძღუანებულნი მივიწიოთ მაღალსა მას იერუსალემსა და ზეცისა სასუფეველსა შინა ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა – მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ღირსისა მამისა ჩუენისა ილარიონ დიდისაითა და ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა, და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მიქაელ მოდრეკილის იადგარის ოკდომბერსა კა (21) საკითხავი განგებიდან
გამოკრიბა, დაამუშავა და შეავსო თინათინ მჭედლიშვილმა