Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

პარაკლისი სავედრებელი წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა

იოანე ნათლისმცემელი

 

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესეიესოს, და მოგვფინე წყალობა შენი გევედრებით.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღუდელმან აკმიოს.

უმაღლესო ცათაო და უპატიოსნესო ნაშობთა შორის დედათაო, ნათლისმცემლო დიდებულო იოანე, უფალსა საბაოთსა ევედრე შეწყალებად ჩუენ უღირსთა მონათა თვისთა.

გიხმობთ შენ ხმაო ღაღადებისაო, აღიპყრენ ხელნი შენნი, რომელნი შეახე თავსა საუფლოსა, და ხმა-ჰყავ მისა მიმართ შეწყნარებად ჩუენდა სასუფეველსა ღუთივ-დიდებულსა.

რომელმან იხილე თუალითა შენითა სული ყოვლად-წმიდა ნათლის-მცემელო, მას სახიერსა ევედრე, რათა გვიძღოდეს ქუეყანასა წრფელსა, და ღირს-ვიქმნეთ სასუფეველსა ყოვლად დიდებულსა.

დიდებულო ანგელოსთაგან, და ქებულო იესოს მიერ იოანე ყოვლად-სანატრელო, ყოვლად-უბიწოსა ქალწულისა თანა მეოხ-გვეყავ, რათა ვიხილოთ დიდება თქუენი და ბრწყინვალება.

ყოვლად-წმიდაო ღუთის-მშობელო დედოფალო მარიამ, ყოვლად-პატიოსნისა ნათლის-მცემელისა და ყოველთა წმიდათა ლოცვითა ღირს-მყუენ ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა დიდებად და გალობად.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

მღუდელმან: შეგვიწყალენი და შეისმინე ჩუენი ღმერთო.

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოი, ყოვლად-დიდებულო იოანე, ნათლის-მცემელო ქრისტესო, ანგელოსო ღუთისაო, ბეჭედო წინასწარ-მეტყუელთაო, თავო მოციქულთაო, გვირგვინო მოწამეთაო, წინამძღუარო მონაზონთაო და უმეტესო ყოველთა წმიდათაო, შემწეო მორწმუნეთაო, და შესავედრებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო.

ჰოი, ყოვლად-ქებულო წინამორბედო იოანე, ცისკარო დაუღამებელისა მის ღამისაო, ცისკროვნებ ჰაერ-კეთილობით განაშვენე ღვთივ-დაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, მთიებო მზისა მის სიმართლისაო, მზებრ განაბრწყინვე უწმიდესნი მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღუდელონი, მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი; სანთელო ნათლისა მის უსხეულოსაო, ლამპრებრ განანათლენ ღუთის-მსახურნი მთავარნი და ქრისტეს-მოყუარე მხედრობა, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი; ხმაო სიტყვისა ღუთისაო, ისმინე ხმა ვედრებისა ჩუენისა, და ევედრე შენ მიერ ნათელ-ღებულსა იესო ქრისტესა, ღირს-ყოფად ჩუენდა დიდებასა თვისსა დაუსრულებელსა.

ჰოი, ყოვლად-პატიოსანო წინასწარ-მეტყუელო იოანე ღვთივ-საყვარელო, ტკბილო მეგობარო სიძისა მის უკუდავისაო, მეგობარ სარწმუნო და მონა გულითად მყუენ ჩუენ ქრისტეს ღუთისა ჩუენისა, შუამდგომელო ძველისა ჰსჯულისა და ახლისა მადლისაო, შუამდგომელ-გვექმენ წინაშე მეუფისა, რათა მოგვანიჭოს მრავალ-ჟამ კეთილ-სუფუვით ცხოვრება, მართლ-მადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განშვენება, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვება, ანგელოსთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, და შენთანა დიდება და მადლობა, რამეთუ მისა ჰშეენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

ხოლო პატიოსნისა ნათლის-მცემელისა ხატისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

ყოველთა მორწმუნეთა ლოცუათა შეიწირავ და ვედრებასა მიითუალავ, რამეთუ ხარ ყოველთათვის ტკბილი მეოხი, და სახიერი შუამდგომელი, ამისთვისცა გევედრებით დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე, აღგვისრულე ვედრება ჩუენი, და გვითხოვე ყოვლად-ტკბილისა იესოს მიერ, რათა ღირს-ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველსა და გვირგვინითა ვიშვებდეთ დაუსრულებელად.

დედოფალო კაცთაო, დედაო ღუთისაო მარიამ, მოხედენ ღაღადებასა ლოცვისა ჩუენისასა, და შეგვიწყალენ სიყუარულისათვის ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა. რამეთუ მისი არს დიდება, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

Exit mobile version