იოანე შანხაელი

პარაკლისი შანხაისა მთავარეპისკოპოსისა იოანესი

სავედრებელი პარაკლისი

შანხაისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა

წმიდისა იოანესი

განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისა

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

გუნდი: ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 5.

ზრუნვაი შენი სამწყსოისა შენისათვის ჟამსა მწირობისა მისისასა, და ლოცვანი შენნი, ყოვლისა სოფლისათვის დღითა და ღამითა აღვლენილნი, აღიწეოდა ღმრთისა მიმართ, და ჩუენცა ვსცანთ რაი სიყუარული შენი, წმიდაო განმანათლებელო იოანე, ღმრთისა მიერ მარადის განწმედილი წმიდათა საიდუმლოთა აღსრულებითა, მსწრაფლ მიივლტოდი რაი ტანჯულთა მიმართ, მკურნალო სახარულევანო, მხურვალედ გევედრებით: მოსწრაფე იქმენ შეწევნად ჩუენდა, რომელნი პატივის-გცემთ ყოვლითა გულითა.

დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მწყემსობითა მოციქულებრითა მტკიცედ ჰგიებდი რაი მართალსა ზედა სარწმუნოებასა, ნათელნი ქადაგებათა შენთანი სახედ შარავანდედთა განჰფინენ უცხოთა ქუეყანათა, და გულნი მრავალთანი აღავსენ მდინარეთაგან მადლისა შენისაისა.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ნეტარ ხარ შენ, მთავარეპისკოპოსო იოანე, რომელი იქმენ მეგობარ ქრისტე ღმრთისა, წმიდაი და უბიწოი ყოველთა შეგინებათა და საქმეთაგან ბოროტთა, და გამოუჩნდი ნათლად და სვეტად ჭეშმარიტებისა მრავალთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მარადის ხვიდოდი რაი გზასა მას ფრიად საჭირველსა, რომელსა ზედა დაგადგინა ღმერთმან, იქმენ მოძღუარ და წარმმართებელ მღდელთა და მონაზონთა, ნეტარო იოანე, და ტკბილი მამაი გლახაკთა, ობოლთა და ტანჯულთაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაი და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაი და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაი, რაითა ჯეროვნად გიგალობდე შენ.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რაითა ხმა-ვჰყო შენდა მიმართ, მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენსა გარეშე, ღმრთისა ჩემისა.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იშევ რაი მშობელთაგან კეთილმსახურთა, დასაბამსავე სიყრმისა შენისასა აღვსებულ იყავ სიყუარულითა ღმრთისაითა, ეგრეთვე აწ განამტკიცე გულნი ჩუენნი ქრისტეს სარწმუნოებასა შინა, და მოგვანიჭე მადლი მოწყალებისაი.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მრავალსა წელსა განისწავლებოდი რაი ღმრთისმეტყველებასა შინა ბელგრადსა, რუსთა ეკლესიასა შინა ერთგულად მსახურებდი უფალსა, და ბერად აღგკვეცეს რაი, ღირსო, ვითარცა დაუცხრომელი მოღუაწე, გაკურთხეს ხუცეს-მონაზონად.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უწყოდენ რაი სიბრძნე შენი და განსწავლულობაი, დაგადგინეს მასწავლელად საღმრთოისა სჯულისა, და დაუცხრომელად იღუწიდი რაი აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა, აღსძარცვიდი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაი ჩემი,  დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაითა გიგალობდე: არავინ არს წმიდაი შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ შენსა გარეშე, დედოფალო.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 8.

ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ, ჰოი, კურთხეულო ძალითა მაღლისაითა, და ქრისტეს ეკლესიაი შეამკევ რაი ქადაგებითა და მოძღურებითა, ერნი ზეცისა და ქუეყანისანი ერთობითა ადიდებენ ხსენებასა შენსა, და აჰა, აწ ჩუენცა ვაქებთ საღმრთოსა მას მოქალაქობასა, რომელ აღასრულე ქუეყანასა ზედა და საკვირველსა სიმდაბლესა და დიდთა მათ ნიშთა და სასწაულთა შენთა, და გევედრებით: ნუ განგვაშორებ სიწმიდისა შენისა ძალსა და შეწევნასა, რაითა ვპოოთ განსუენებაი და შუებაი წარუვალი მოსავთა შენთა და მვედრებელთა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ევლტოდი რაი კაცობრივსა მას დიდებასა, შორად განაყენე თავი თვისი მღდელმთავრად კურთხევასა, ამცნებდი რაი ხორციელთა უძლურებათა შენთა, გარნა ხელდასხმულ იქმენ ებისკოპოსად და მარადის სიბრძნითა ჰმტვირთველობდი ჯუარსა შენსა.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაგადგინეს რაი მწყემსმთავრად შანხაისა, იტყოდი: „კაცთათვის მსახურებაი, მსახურებაა ღმრთისაი“, და მოჰკრებდი  რაი ობოლთა და მშიერთა, გამოზრდიდი და განსწავლიდი სათნოებათა შინა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ღამეთა და დღეთა განლევდი რაი ლოცვასა და მღვიძარებასა შინა, დღეყოველ აღასრულებდი ღმრთისმსახურებასა, და მრავალგზის გიხილეს განბრწყინებული უნათლეს მზისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განხორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაი ღმერთი არაი ვიცით.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ღმრთისმეტყუელებასა შინა განსწავლული აღმოადენდი რაი მაცხოვნებელთა მათ სწავლათა, განითქუა სიწმიდე შენი ყოველსა ქუეყანასა, და მრავალნი გევედრებოდენ მეოხებასა წინაშე ღმრთისა და წმიდისა დედისა მისისა.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სჯულიერებითა და სიმდაბლითა შეესწორე რაი ძუელთა მათ ღმრთისმსახურთა მამათა, სიმხნითა გონებისაითა და უმანკოებითა გულისაითა შეჭურვილი ილოცვიდი სამწყსოისათვის შენისა, აწ ჩუენცა მეოხ-გყოფთ ღმრთისა მიმართ, გვიხსნნეს ყოვლისაგან ძვირისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სამწყსოისა თანა განევლტოდი რაი ღმრთისმბრძოლსა მას მთავრობასა ჩინეთისასა, დაემკვიდრეთ მახლობელსა მას კუნძულსა ფილიპინებისასა, და მხურვალითა ლოცვითა განაქარვებდი საფრხეთა ღელვათა და ქარიშხალთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გვიშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაი მხოლოი დაუსაბამოი, მას ევედრე, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი აღგიარებთ განწმედილითა გულითა ღმრთისმშობელად, ყოვლად წმიდაო.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი: აღმომიყუანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გენება რაი ხსნაი სამწყსოისა შენისა განსაცდელთაგან, გარდიყვანე ამერიკას დიდითა ღვაწლითა, და ჰმწყსიდი კეთილად, გარნა წაგგზავნეს შენ მთავარეპისკოპოსად დასავლეთ ევროპისა.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დამკვიდრდი რაი პარიზსა, მწყსიდი, ვითარცა სლავთა, ეგრეთცა სხუათა სამრევლოთა, და ენათა მათსა ზედა ქადაგებდი და აღასრულებდი რაი ლოცვათა, ყოველთა აღძრვიდი დიდებად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გამოსჩნდი რაი შემწედ სამწყსოისა შენისა ჭირთა და განსაცდელთა შინა, წმინდანად გრაცხვიდენ შენ მრავალნი და მადლობდენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა საშოი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე,  უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.              

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                        

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 4

მწყემსმთავარსა ქრისტესა შედგომილი, ურჩეულესად გამოსჩნდი შორის განმანათლებელთასა, და გაქუნდა რაი დაუცხრომელი ზრუნვაი სამწყსოისათვის შენისა, იხსენ ცხოვარნი შენნი უღმრთოთა მიერ წარწყმედისაგან, და განუჩინე რაი მშვიდობითი მისავლტოლველი, ნეტარო იოანე, განკურნებდი ყოველთა უძლურებათა მათთა, სულიერთა და ხორციელთაცა, აწ ჩუენთვისცა ევედრე ქრისტესა, რაითა აცხოვნოს სულნი ჩუენნი, რომელნი ესე შეუვრდებით პატიოსანთა ნაწილთა შენთა.

იკოსი, ხმაი 4

გამოგირჩია რაი უფალმან მწყემსმთავრად სამწყსოთა თვისთა, უცხოობასა შინა და ჟამსა მას მწირობისასა, დაუცხრომელითა ღვაწლითა აღაგზებდი მათ შორის ცეცხლსა სარწმუნოებისასა, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე ღმრთისა, განგვიმრავლოს მწყემსნი და მოძღუარნი, შემკობილნი საქმითა და სიტყვითა, რაითა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა მსახურებდენ  ეკლესიასა და ერსა, და ყოველთა აღძრვიდენ დიდებად ღმრთისა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

მუხლი:  პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,     

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ხელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მღდელმთავრისა იოანესითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: აღხვედ რაი მაღალსა მას კიბესა მღდელმთავრობისასა, ყოველნი განაკვირვე სულისა სიწრფელითა, და  მრავალნი მოაქციე სარწმუნოებად ქრისტეს ღმრთისა მიმართ, აწ გვითხოვე მისგან მშვიდობით დაცვაი ყოვლისა სოფლისაი, და ერისა ჩუენისათვის ძლევაი ჯუარითა ყოველთა მტერთა ზედა, დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი, და მადლი და წყალობაი სულთათვის ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ-გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ-მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ბრძანებამან უშჯულოისა მძლავრისამან უფროისად მოტყინარე აღაგზნა სახუმილი ყრმათათვის და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოიძიე რაი საქმენი წმიდათაი, ვიდრე განყოფამდე რომის ეკლესიასა შინა მოღუაწეთაი, აღადგინე თაყვანისცემაი მათი ეკლესიასა შინა, და აწ მათთანა მდგომარემან წინაშე ღმრთისა, გვითხოვე აწ, მოგვანიჭოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხატ იქმენ რაი ყოველთათვის ღმრთისმოსავობისა და სიწმიდისა,  დაგადგინეს შენ, წმიდაო, მმართველად სან-ფრანცისკოს ეპარქიისა, და არა იზარებდი სლვად და მოხილვად სამწყსოისა შენისა, რაითა არავინ დაშთეს შეუწევნელად და უსმენელად საღმრთოისა მოძღურებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მწყემსისა კეთილისა იქმენ რაი სარწმუნოი მწყემსმთავარ, და მზრდელად და მწედ უქონელთა და ღატაკთა, ქრისტეს მსგავსად ასწავებდი ყოველთა, რაითა შეეწიონ ნაკლულევანთა და თუალუხვავად ამხილებდი მძლავრთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარცა რაი ვენახმან დაუსხმელმან, გამოიღე ტევანი ცხორებისაი, ღმრთისა დედაო, და გვიწდიე ღვინოი წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაი, დამხსნელი სიმთრვალისა ბოროტისაი.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღაშენე რაი ტაძარი ღმრთისმშობლის ხატისაი – `ყოველთა მწუხარეთა სიხარული~, უძლურთათვის იქმნა იგი მიზეზ კურნებისაი, გარნა ცილი დაგწამეს მართალსა შურითა საეშმაკოითა, და წარგადგინეს შენ წინაშე სამსჯავროისა.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განგამართლა რაი მსაჯულმან მადლითა ღმრთისაითა, არცხვინა ბოროტთა მათ ცილისმწამებელთა, და საღმრთოი სიხარული მოჰფინა პატივისმცემელთა შენთა, ეგრეთვე აწ იხსენ ერი ჩუენი წინააღმდგომთაგან და სძლე ურიცხუთა მათ მბრძოლთა ჩუენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სჯული ღმრთისაი გაქუნდა რაი გულსა შენსა ყოველსა ჟამსა, ბნელსა შინა ურწმუნოებისასა მსხდომარენი განანათლე ნათლითა სახარებისაითა, და ურიცხვი სული გამოიხსენ წარწყმედისაგან, აწ ჩუენცა დაგვიფარე სავნებელთაგან სულიერთა და ხორციელთაისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, დედოფალო, დაამშვიდე ცხოვრებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, რაითა მარადის გაკურთხევდე შენ, ყოვლად საგალობელო.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: დაუსაბამოისაგან მამისა ძე ღმრთისაი გამოსჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაითა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიწმიდითა განვლე რაი საწუთოი, გეუწყა ჟამი მიცვალებისა შენისაი, და წინაითვე ამცნე რაი მოწაფესა შენსა, აღესრულე მუხლთდადგმითა მლოცველი, წინაშე `კურსკ-კორენისა ღმრთისმშობლისა~, და სულსა შენსა წარუძღვა იგი წინაშე ღმრთისა.

წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ყოველსა ქუეყანასა განითქუა რაი მიცვალებაი შენი, წმიდაო, სამწყსოი შენი გეთხოვებოდა ცრემლთა დინებითა, და ლოცვითა და გალობითა დაგკრძალეს რაი საძვალესა, შენ მიერ აღშენებულისა ტაძრისასა, მყის შეეწეოდი ყოველთა შენდა მოლტოლვილთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იქმნა რაი საფლავი შენი უძლურთათვის საუნჯედ მადლისა და წყაროდ კურნებათა, განითქუა სახელი შენი, ვითარცა საკვირველმოქმედისა მამისაი, და წმიდათა თანა შეგრაცხა რაი ეკლესიამან, ნეტარო, უხრწნელი ნეშტი შენი ლუსკუმითა დააბრძანეს ტაძარსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საიდუმლოი დიდი, დიდებულისა შობისა შენისაი განაკვირვებს ანგელოზთა, ღმრთივ-მიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ გალობად შენდა _ ყოვლისა სოფლისა სასოისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

განბრწყინდა რაი საღმრთოი მოქალაქობაი შენი, ყოვლად სანატრელო, იხარებს სან-ფრანცისკო, რამეთუ საუნჯედ საღმრთოდ უპყრიეს სამარტვილოი შენი, რომელსა შინა მდებარენი წმიდანი ნაწილნი შენნი უშურველად აღმოაცენებენ მადლსა ჭეშმარიტსა, და ყოველთა აღადგინებენ დიდებად ღმრთისა, რომელმან-იგი სამართლად გადიდა შენ ცხორებასაცა და შემდგომად სიკუდილისა, და საკვირველთმოქმედებითა და ნიშთა სიმრავლითა პატივ-გცა.

მოგემადლა რაი უღელი ქრისტეს ცხოვართა მწყემსობისაი,  აჩუენე ყოველთა შუენიერებაი თავისა თვისისა ღმრთისად მიძღუანებისაი, ღირსო, და აღმაღლდი რაი ხორცთაგან მისა მიმართ, ძილსა შინა განუცხადე მოწაფესა შენსა: `დაღაცათუ მოვკუდი, გარნა ცხოელ ვარ~, და აწ წმიდათა დასთა თანა შერთული განსაცდელთაგან იხსნი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და ლხინებასა მიანიჭებ მვედრებელთა შენთა.

ვარსკულავად ელვარედ და უფლისა დიდებისა ქადაგად მოემადლე რაი ღმრთისა დავიწყებითა დაბნელებულსა ქუეყანასა, ასკეტურითა ცხორებითა შენითა ყოველთა უჩვენე სიმაღლე სიმდაბლისაი, ღმრთივგანბრძნობილო, და სახე ექმენ სამწყსოსა შენსა, ვითარცა მობაძავი მწყემსთმთავრისა – ქრისტესა, მას ევედრე, რაითა შეგვიწყალოს და გვიხსნას ყოვლისაგან საფრხისა ეშმაკისა და ბოროტებისაგან კაცთაისა.

ვიდოდი რაი უხამლოდ*, ღირსად სანატრელო, აბრაჰამისა მსგავსად მოღუაწე იყავ უცხოთა და გლახაკთა, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტეს მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა შეგვჭუროს ბრძოლად და დათრგუნვად ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა და სიწმიდისათა, და კვალად აღგვიდგინოს ერთობაი ქუეყანისა ჩუენისაი და ღმრთივდაცულობაი საზღვართა მისთა.

ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, და სამწყსოსა მას შენსა ავედრებდი ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისსა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას წილხვედრი თვისი ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა განვერნეთ ყოველთა ცნობის მიმხდელთა და წარწყმედელთა მათ ვნებათა და უკეთურებათა და სამწმიდაარსობისა გალობითა მარადის ვადიდებდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის დაუკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან:  რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმო-ყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. 

გუნდი: ამინ.  

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდაო იოანე განმანათლებელო და საკვირველმოქმედო, უძლურთა მკურნალო და ჭირვეულთა მსწრაფლ-შემწეო, გლახაკთა და უპოვართა ნუგეშინისმცემელო და ქურივთა და ობოლთა გამომზრდელო; უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო; მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო!

ჰოი, ქრისტეს სამწყსოთა დიდო მწყემსმთავარო, წმიდაო იოანე შანხაელო, ნაკუერცხალთა მიერ სულისა წმიდისათა აღეგზე, და სასოებითა მსახურე რაი ღმერთსა, მისა მიმართ მიგავლენთ აწ მეოხად, რაითა მოგვიტევოს ურიცხუნი ცოდვანი ჩუენნი და გვიხსნნეს ეშმაკის სიცბილისაგან და მძლავრებისა; საჯოს მაჭირვებელთა და ბრძოდეს მბრძოლთა მათ ჩუენთა და ერი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ხოლო მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი თვისი და ყოველნი შვილნი მისნი დაგვიცვას შეუძრველად, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ხმითა მაღლითა აღვიარებდეთ ქრისტეს ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა.

ჰოი, მღდელმთავართა სამკაულო, და მამათა სიქადულო, თავო მონაზონთაო და წინამძღუარო მართლმადიდებელთაო, ყოვლად ნეტარო იოანე, აწ აღავლინე ღმრთისა მიმართ მრავლისაშემძლებელი ლოცვაი შენი და ევედრე ყოვლადმოწყალესა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგვანიჭოს აღსარებითა შემუსრვაი სულისაი და სინანულითა განწმედაი გულისაი, რაითა შუენიერებათა მათ ზეცისათა მივემთხვივნეთ და შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მღდელმან: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გვაკურთხენ.

მღდელმან: ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან…

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა იოანე განმანათლებელისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვანი ჟამსა მას ხატის მთხვევისასა:

ზეგარდამოითა ნათლითა ჰბრწყინავ, ჰოი, მწყემსო კეთილო, სათნო-მყოფელო ღმრთისაო იოანე, და მიჰმადლებ სათხოვართა კეთილად აღსრულებასა, ვინაიცა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა, სადაით-იგი აღმოდის კურნებათა საღმრთოი მდინარე და გევედრებით: ვითარცა გაქუს კადნიერებაი მამობრივი, ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნე და დაგვიფარე ყოველთა გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საფრხეთაგან.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა შანხაისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა წმიდისა იოანე განმანათლებლისა ღირს-მყუენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა. ამინ!