✠
ღირსი იოანე სინელი
✠
კიბე ანუ კლემაქსი
✠
სიტყვა 1, სოფლის დატოვებისათვის
54. ნუ მისდრკები მარჯულ, გინა მარცხულ (იგავ. 4,27). – ამბობს სოლომონი ეკლესიასტეში, არამედ სამეფო გზით იარე, რადგან საშუალო ამათ შორის ბევრისთვისაა შესაფერისი. რადგან იმავე ეკლესიასტეს მიხედვით, ძნელია ერთის მოღვაწეობა, თუ მოწყინებაში ჩავარდები, ან ძილი მოერევა, ან უძლურება, ან სასოწარკვეთილება დასცემს და არ ეყოლება იგი, ვინც წამოაყენებს. ხოლო სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებილ სახელთა ჩემისთვის, მუნ ვარ მე შორის მათსა (მათე 18,20). – ამბობს უფალი.
✠
პირველი საფეხური სათნოებათა კიბისა – ვინც მასზედ ავა, ნუღარ დაბრუნდება.
