ახალი აღთქმა
თავები 1–3
წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია
იოვანეს
თავი 1
1რომელი იყო პირველითგან, რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა, რომელი ვიხილეთ და ჴელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა.
2და ცხორებაჲ იგი გამოცხადნა და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ და გითხრობთ თქუენ ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და გამოგჳჩნდა ჩუენ;
3რომელი გუესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესუ ქრისტესსა.
4და ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს.
5და ესე არს აღთქუმაჲ იგი, რომელი გუესმა მისგან და გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ.
6უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაჲ გუაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა.
7ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას. სისხლი იგი იესუ ქრისტეს, ძისა მისისაჲ განმწმედს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა.
8უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა.
9უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა.
10უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ არა ვცოდეთ, მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაჲ მისი არა არს ჩუენ შორის.
იოვანეს
თავი 2
1შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გჳვის მამისა მიმართ ქრისტე იესუ მართალი.
2და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისათაჲ.
3და ამით უწყით, რამეთუ ვიცით იგი, უკუეთუ მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ.
4რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი, და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუვარ არს და ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა.
5ხოლო რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისაჲ აღსრულებულ არს მის თანა, ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვართ.
6რომელმან თქუეს მის თანა ყოფაჲ, თანა-აც, რაჲთა, ვითარცა იგი თავადი ვიდოდა, ეგრეცა მისი სლვაჲ.
7ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან.
8კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს.
9რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე.
10ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა.
11ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი.
12მივსწერ თქუენდა, შვილნო, რამეთუ მიგეტევებიან თქუენ ცოდვანი თქუენნი სახელითა მისითა.
13მივსწერ თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ გიძლევიეს ბოროტისადა. მივსწერ თქუენდა, ყრმანო, რამეთუ იცანთ მამაჲ.
14მივწერე თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივწერე თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ ძლიერ ხართ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ თქუენ თანა დადგრომილ არს და გიძლევიეს ბოროტისადა.
15ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა.
16რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაჲ ჴორცთაჲ და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღე ამის ცხორებისაჲ. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს.
17და სოფელი ესე წარჴდეს და გულის თქუმაჲ მისი, ხოლო რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი ეგოს უკუნისამდე.
18ყმანო, უკუანაჲსკნელი ჟამი არს და, ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაჲცა უწყით, ვითარმედ უკუანაჲსკნელი ჟამი არს.
19ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, დამცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაჲთა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგან.
20და თქუენცა ცხორებაჲ გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე.
21და მივწერე თქუენდა, ვითარმედ არა იცით ჭეშმარიტებაჲ იგი, არამედ ვითარმედ იცით იგი და რამეთუ ყოველი ტყუვილი ჭეშმარიტებისაგან არა არს.
22ვინ-მე არს მტყუარი იგი? ანუ არა, რომელმან უარ-ყოსა, ვითარმედ იესუ არა არს ქრისტე? ესე არს ანტიქრისტე, რომელმან უარ-ყოს მამაჲ და ძე.
23ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა.
24თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ.
25და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
26ესე მივწერე თქუენდა მაცთუნებელთა მათ თქუენთათჳს.
27და თქუენცა ცხებულებაჲ იგი რომელი მიიღეთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს და არა გიჴმს, ვითარმცა ვინ გასწავა თქუენ, არამედ თჳთ იგივე ცხებულებაჲ გასწავებს თქუენ ყოვლისათჳს. და ჭეშმარიტ არს და არა არს ტყუილ; და ვითარცა-იგი გასწავა თქუენ, ეგენით მას ზედა.
28და აწ, შვილნო, ეგენით მას ზედა, რაჲთა, რაჟამს გამოცხადნეს, გუაქუნდეს კადნიერებაჲ და არა მრცხუენეს მისგან მოსლვასა მას მისსა.
29უკუეთუ იცით, ვითარმედ მართალ არს, უწყოდეთ, რამეთუ ყოველმან რომელმან ყოს სიმართლე, მისგან შობილ არს.
იოვანეს
თავი 3
1იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. ამისთჳს სოფელმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი იცნეს.
2საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღარა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავსად მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს.
3და ყოველსა რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ესე მისა მიმართ, განიწმიდოს თავი თჳსი, ვითარცა იგი წმიდა არს.
4ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მან უსჯულოებაჲცა ქმნეს და ცოდვა იგი არს უსჯულოებაჲ.
5და იცით, რამეთუ იგი გამოჩნდა, რაჲთა ცოდვანი ჩუენნი აღიხუნეს და ცოდვაჲ მის თანა არა არს.
6ყოველი რომელი მის თანა ეგოს, არცა ცოდოს და ყოველი რომელი ცოდვიდეს, მას არა უხილავს იგი, არცა იცის იგი.
7შვილნო, ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ. რომელმან ქმნეს სიმართლე, იგი მართალ არს, ვითარცა იგი თავადიცა მართალ არს.
8რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს. ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი.
9ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს. და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს.
10ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და შვილნი ეშმაკისანი. ყოველმან რომელმან არა ქმნეს სიმართლე, იგი არა არს ღმრთისაგან და რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი.
11რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას.
12არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი უკეთურისაგან იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსათჳს-მე მოკლა იგი? რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი – მართალ.
13ნუ გიკჳრნ თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ გძულობს თქუენ სოფელი.
14ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს.
15ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად.
16ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ.
17უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაჲ ამის და იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელსა ეჴმარებოდეს რაჲმე და დაჰჴშნეს ნაწლევნი თჳსნი მისგან, ვითარ-მე ჰგიეს მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ?
18შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა.
19და ამით საცნაურ ვიყვნეთ, რამეთუ ჭეშმარიტებისაგანნი ვართ და წინაშე მისსა გულნი ჩუენნი გუერწმუნებიან.
20რამეთუ უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი.
21საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ.
22და რაჲცა-იგი ვითხოოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ.
23და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესუ ქრისტესი და ვიყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მომცა მცნებაჲ.
24და რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა და ამით უწყით, რამეთუ ჰგიეს ჩუენ თანა სულისა მისგან, რომელი მომცა ჩუენ.