მღდელმან: კურთხეულ არსი.
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი, და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი, და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმა 8
ვითარცა ვენახმან კეთილნაყოფიერმან, ივლიტა პატიოსანო, მწიფენი ნაყოფნი შესწირე მეუფესა – ღმერთსა ყოველთასა, ძეი შენი კვირიკე ყოვლადქებული, მდიდრად შეამკევ რაი წამებითა, ამისთვის მოგმადლათ თქუენ მისაგებელი ღმერთმან ცათა შინა, სადაცა იშუებთ უკუნისამდე და მეოხ ხართ მოსავთა თქუენთა და მვედრებელთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სხუაი ტროპარი
სეხნად მქადაგებელთა გამოსჩნდი, ჭეშმარიტად, ევნე რაი დედისა თანა, კვირიკე, დიდებულო ქრისტეისო, და აღასრულე რაი ღუაწლი მარტვილებრივი, გვექმენ სახედ სარწმუნოებრივისა ახოვანებისა, და მტერისა ძალისა დამთრგუნველმან ზეცითგან მოიღე გვირგვინი დედისა თანა შენისა, ყოვლადქებულო მოწამეო, ევედრე აწ ქრისტესა ხსნისათვის ყოველთა, რომელნი აღვასრულებთ ხსენებასა თქუენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8
ძლისპირი: ზღუაი ვითარცა ხმელი განვლო ისრაელმან, და ეგვიპტისა ძვირთაგან განრინებული ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
შემკულ იყავ სათნოებათა მიერ, ივლიტა დიდებულო, და უქცეველად ხვიდოდი გზასა მას ქრისტეს მცნებათასა, მას ევედრე, რაითა გვიხსნეს სიღრმეთაგან უმეცრებისა და ცოდვისათა.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ჟამსა მას სიყრმისასა გამობრწყინდი, კვირიკე დიდებულო, იწყე რაი მორბედებად ღუაწლსა მოწამებისასა, და მიემსგავსე წმიდისა ტრედისა მართუესა შუენიერსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მსგავსად ნაყოფიერისა ვენახისა გამოზარდე ტევანი საკვირველი, ჭეშმარიტად ახოვანი კვირიკე, წამებათა სიტკბოებითა, ივლიტა დიდებულო, და აწ ერთობითა სუფევთ წინაშე ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მიერ სიკუდილი დაიხსნა და საწერტელი ჯოჯოხეთისაი შეიმუსრა, ყოვლად უბიწოო დედაო, რამეთუ შევ შენ უკუდავი მეუფეი, სიკუდილსა მიცემული ხორცითა.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყვარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
იწყო რაი დევნულებაი ქრისტეანეთაი, შენცა წარგადგინეს წინაშე უსჯულოისა მის მთავრისა, და ხელთა ზედა გეტვირთა რაი ყრმაი ძეი შენი, ივლიტა, სიმდიდრეთა და საშუებელთა უხუად აღგითქუმიდა, უკუეთუ უარყოფდი ქრისტესა.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
განსძლიერდი რაი ძალისაგან მაღლისა, ვითარცა ახოვანი, მოაუძლურე ყოველი ძალი უღმრთოთა მათ კერპთმსახურთაი, ყოვლად ნეტარო, და ღაღადებდი: „მე ქრისტეანე ვარ, და არა თაყუანის-ვსცემ კერპთა მათ უსულოთა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიტყუამან შენმან აღაბორგა მთავარი იგი და განიზრახა რაი გუემაი შენი შოლტითა, უბრძანა წარტაცებაი კვირიკესი ხელთაგან შენთა და დაისვა რაი მუხლთა ზედა ყრმაი იგი, ტირილითა შენდა მოივლტოდა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა დაააცალიერა წიაღნი მამისანი სიტყუამან ხორცშესხმულმან, და წიაღსა შენსა დაემკვიდრა, ყოვლადუბიწოო, და ხორცითა ჰგიებდა და განაღმრთო რაი კაცებაი, თანა იზიარა დიდებასა და მაცხოვნნა ჩუენ მორწმუნენი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი, ხმაი 2
მობაძავ იქმენ რაი ქრისტეს ვნებათაი, ძისა შენისა თანა წადიერად შესვი სასუმელი მისი, ივლიტა, და ზიარ და თანამემკვიდრე იქმენით რაი დიდებისა მისისა, ზეგარდამო მოიღეთ მადლი ეშმაკთა განსხმისაი და სენთა და ვნებათა კურნებისაი.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
შუენიერებითა შენითა ლმობიერ-ქმნილი მთავარი ამბორს-გიყოფდა რაი, კვირიკე, ესწრაფდი განრინებასა ხელთაგან მისთა და ხმობდი: „მე ქრისტეანე ვარ, განმიტევე დედისა თანა ჩემისა!“.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
კუერთხითა და შოლტითა დამუსრვიდენ რაი ხორცთა შენთა მტარვალნი, ვერა შეარყიეს სიმტკიცეი ზრახვათა შენთაი, ყოვლად ნეტარო ივლიტა, და დაუცხრომელად აქებდი ღმერთსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იხილე რაი სისხლითა შეღებილი დედაი შენი, ჰოი, ყრმაო კვირიკე, ფრცხილებითა განაპობდი პირსა მთავრისასა, და განძვინებული გწიხნიდა რაი ფერხითა, აღმოუტევე სული მეყსეულად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წესნი ბუნებათანი ზესთა ბუნებათა ცვალებულ იქმნენ შობითა შენითა, ყოვლადწმიდაო, რამეთუ შევ შემოქმედი უზესთაეს სიტყვისა და გონებისა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: რაისათვის განმიშორე პირისაგან შენისა, ნათელო მიუაჩრდილებელო, და დამფარა მე წყუდიადმან განუნათლებელმან, არამედ მომაქციე მე და მიძღოდე ნათლისა მიმართ მცნებათა შენთათა, გევედრები.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ლმობიერებითა სჭურეტდი ძესა შენსა, მოწამეობისა მიმღებელსა, ივლიტა, ვითარცა ტარიგი ნებსით დაკლული კრავსა ვნებულსა, და ჰმადლობდი ღმერთსა, რამეთუ უწინარეს შენსა დაივანა ნათელსა მას შინა დიდებისა მისისასა.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
მოგძარცვეს სამოსელი, ღმერთშემოსილო ივლიტა, და გგვემეს რაი უწყალოდ არგნებითა, ხორციელისა კდემისა მძლეველმან საუკუნოითა სირცხვილითა შეჰმოსე მტერი იგი ახოვანებითა დათმენისა შენისაითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განაკვირვენ გონებანი უშჯულოთა მძლავრთანი, მოაუძლურე რაი სიმძაფრეი სატანჯველთაი, სანატრელო, და არად შერაცხე ცეცხლი იგი და მახვილი, რამეთუ ქრისტე გაქუნდა სიქადულად, და სიხარულითა მოუდრიკე ქედი მახვილსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიტყუამან ღმრთისამან, ღმერთმან, ხორცნი შეისხა შენ მიერ, ყოვლადწმიდაო, და განკაცნა მოწყალებისათვის თვისისა, და განმაღმრთო მე, განგდებული უსჯულოებისა გამო ჩემისა, მას ევედრე შეწყალებისათვის ყოველთაისა.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცეი ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
წარგკვეთეს რაი წმიდაი თავი, ნეტარო, შემუსრე თავი გველისაი, და მოკლებული საწუთოსა მას სიმდიდრესა, მემკვიდრე იქმენ ზეციერისა საუნჯისა, მიიღე რაი წარუვალი სუფევაი ძისა თანა შენისა, აწ ჩუენცა გვიხსენით ყოვლისაგან ძვირისა.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
არცა პატივისათვის, და არცა გინებითა და ჭირითა განეშორე სიყუარულსა ქრისტეისსა, არამედ ღუაწლისა მიმართ მამაკაცებრივითა ახოვანებითა იხარებდი, ყოვლადქებულო, და დაამოწმე ქადაგებაი შენი ვნებათა მიერ და სიკუდიდ მიცემითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ტრედად შუენიერად გამოსჩნდი, ღმრთივსანატრელო ივლიტა, და მართვისა შენისა თანა ზე-აღფრინდი რაი ყოველთა ზედა განფენილთა მახეთა გუელისათა, სავანეთა შინა ზეცისაითა განისუენეთ, ნეტარნო, სიბრძნითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვათა მიერ შენთა, უბიწოო, აღფხუერ ბოროტნი ზრახვანი სულისა ჩემისანი და გამომღებელ-მყავ ნაყოფისა კეთილისა, გევედრები, რამეთუ გვიშევ ჩუენ ყოველთა შემოქმედი ღმერთი და მაცხოვარი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი, ხმაი 4
მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: „ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა“.
სხუაი კონდაკი; ხმაი 2
მსხვერპლი სათნოი, ღმრთისად შეწირული და მოწამეი სარწმუნოი ქრისტეისი იქმენ რაი, ყოვლად ქებულო კვირიკე, დედისა შენისა თანა თავს ისხენ ვნებანი, და მარტვილებრივითა კადნიერებითა დაუცხრომელად ევედრებით ქრისტესა ღმერთსა ჩუენ ყოველთათვის.
იკოსი
დედობრივისა ბუნებისა უძლურებასა მძლე-ექმენ რაი ღუაწლითა მით მამაკაცებრითა, სისხლთა დათხევაი ემბაზ გექმნა მომატყუებელ საღმრთოისა ნათლისა, ჰოი, ივლიტა სანატრელო, და ძისა შენისა თანა სოფელსა შინა ბრწყინავ ნათლითა სასწაულთაითა, მიჰფენთ რაი კაცთა ზედა მადლთა დაუწყვედელთა, და თანამზრუნველ და მფარველ ექმნებით ყოველთა მორწმუნეთა.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4.
საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მეოხებითა წმიდათა დიდებულთა მოწამეთა კვირიკეისა და ივლიტაისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: თავს-იდევ რაი ვნებანი და სიკუდილი სარწმუნოებისათვის შენისა, ივლიტა სანატრელო, ძეი შენი, ვითარცა ძღუენი შესწირე ქრისტესა, მას ევედრეთ: მოსცეს მშვიდობაი სოფელსა და ერსა ჩუენსა, დაამტკიცოს წმიდაი ეკლესიაი შეუძრველად, და აცხოვნოს სულნი ჩუენნი, ვითარცა სახიერ არს.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანეისითა; წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეეისა და პავლეისითა; წმიდათა მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თომასი თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა – ღირსისა დედისა ჩუენისა, ქალწულისა ნინოისითა, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა, და ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდათა და სანატრელთა მამათა ჩუენთა: დოდო, ლუკიანე, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: ივლიტაისა და კვირიკეისითა და და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ–ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ჩვილმან ხორცითა და სრულქმნილმან გონებითა, ნეტარო კვირიკე, დააკუეთე მთავარი იგი უსჯულოი, და ღაღადებდი: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
განიძარცვე რაი სიზრქეი ხრწნილებისაი, ღმრთივსულიერო ივლიტა, აღირაცხე ახოვანთა მათ ბანაკთა ქრისტეის მოწამეთასა, და ძისა შენისა თანა ღირს იქმენ საუკუნოისა დიდებისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ღუარითა მით სისხლისაითა დაშრიტეთ ცეცხლი უღმრთოებისაი, ქრისტეს მოწამენო, და ყოვლითა გულითა ღაღადებდით: `კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე~.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწოდებასა შენსა შედგომილნი გნატრით ნათესავნი ყოველნი, ყრმააო, რომელ გამოგვიჩნდი დედად კურთხეულისა ღმრთისა, და სანატრელ-ყავ ყოველნი მოსავნი მისნი.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის, გულისწყრომითა და რისხვითა, და ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: „აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
განკვირვებულ ვართ, წმიდაო მოწამეო კვირიკე, რამეთუ სამისა წლისა ყრმაი, არა შეუშინდი უსჯულოთა, და განაქიქე რაი ღმრთივსაძაგელი მსახურებაი მათი კერპთა მიმართ, ტანჯვანი დაითმინე დედისა თანა შენისა ქრისტეს სახელითა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ სახიერებასა მისსა, რაითა უვნებელად დაგვიცვას ყოველთაგან სენთა, სულიერთა და ხორციელთა.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
განძლიერებულ იქმენ რაი სულისა მიერ წმიდისა, ორმაგად კეთილი განასრულე ღუაწლი, ჰოი, ივლიტა, და ძისა შენისა თანა მოიკალ აღსარებისათვის ქრისტეისა, აწ გვითხოვეთ მისგან, რაითა არა განგვსჯოს უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ დაგვიფაროს ყოვლისაგან ბოროტისა და მოგვანიჭოს მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მოყუასისა და მამულისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შუებითა განსცხრებოდა იკონიაი, მისგან აღმობრწყინდით რაი ორნი ლამპარნი – ივლიტა და კვირიკე სანატრელნი, და იქადოდა ტარსუ ხსენებითა თქუენითა, რამეთუ მას შინა განასრულეთ მარტვილობაი, და აკურთხეთ რაი სისხლითა თქუენითა, ღირს იქმენით ძლევისა გვირგვინისა, და უკუნისამდე ადიდებთ ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განკაცნა ღმერთი ყოვლადუბიწოთა სისხლთაგან შენთა, ქალწულო, და უსიტყველთა ვნებათა სიღრმესა შთასრულნი განგვაღმრთე მეცნიერებითა ღმრთისაითა, რომელსაცა აღვამაღლებთ უკუნისამდე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და წიაღი შენი უმაღლეის ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ვაშა ძლევისმოყუარებასა შენსა, ტარიგო ღმრთისაო ივლიტა, რამეთუ მსგავსად კრავისა ხელთა ზედა ტვირთულითა შვილითა, უვნებელად განვლე შორის მგელთასა, და ერთობითა იშუებთ რაი ზეციერსა სავანესა, აწ გაქუთ კადნიერებაი მოსავთა თქუენთა შეწევნისაი და სნეულთა ყრმათა კურნებისაი.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო: კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ეჰა, კეთილსა ღუაწლსა შენსა, ყრმაო უმანკოო კვირიკე, რამეთუ საჭურველითა ჯუარისაითა შემუსრე თავი ძუელისა მის გუელისაი, რომელსა აღღებულ აქუნდა პირი ვიდრე ცადმდე, და მოქადეობდა რაი ყოვლისა ქუეყანისა შემუსრვასა, დაამხუე იგი, ნეტარო, და ყოვლითურთ აღსპე სიმხნითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ქუეყნიერი სრბაი თქუენი სიმხნითა აღასრულეთ, ყოვლად ქებულო კვირიკე და ივლიტა სანატრელო, და განახუნეთ რაი კარი მოწამეობისაი, ბრწყინვალედ განშუენებული წარმოუდეგით უფალსა, რომელმან სასიკუდინედ განწირულთა მწედ და ერთგულთა მეუღლეთა მწყალობელად გამოგაჩინათ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განანათლენ, ჰოი, კარო ნათლისაო, ვნებათა მიერ დაბრმობილი სული ესე ჩემი, უკეთურთა ზრახვათა მიერ დაბნელებული და ბოროტად შეჭირვებული, და აღმომიყვანე მე ძვირთა და ურვათაგან, რაითა გადიდებდე შენ, სასოებასა მორწმუნეთასა და სიმტკიცესა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, ქუეყნიერი სიკეთეი განსცვალეთ შერთუად სიმრავლესა მარტვილთასა, და ვიდრე აქამომდე აღასრულებთ რაი კურნებათა, ხატთა თქუენთა მიერ ურიცხუთა საკვირველებათა იქმთ, ნეტარნო მოწამენო, და ყოველთა აღგვძრავთ ვედრებად თქუენდა, რაითა დაამხოთ მბრძოლნი ჩუენნი და დაარღვიოთ ბოროტ-მანქანებაი ღმრთისმბრძოლთა და მწვალებელთა.
დიდ არს ღუაწლი იგი, რომელი ბუნებითა დედათაითა ქმენ ახოვნად და განსაკვირვებელად ყოვლისავე გონებისა, სანატრელო დედათა შორის ივლიტა, და ძისა შენისა თანა განაქიქე რაი უსჯულონი და სიცბილი ეშმაკისაი, აწ ჩუენცა დაგვიფარეთ მახეთაგან მისთა და მძლავრებისაგან კაცთაისა, და ღირს მყვენით მკვიდრ ყოფად თქუენ თანა, ნეტარნო, სასუფეველსა.
მოიგე რაი პატივი გამოუთქუმელი ცათა შინა, რომელი აღუთქუა ქრისტემან ღმერთმან ნებისმყოფელთა თვისთა, აწ დედისა შენისა ივლიტას თანა გვიმეოხე მისა მიმართ, ღმრთივსულიერო კვირიკე, რაითა გვიხსნას ჩუენ სიღრმეთაგან უმეცრებისათა და დანთქმისაგან ცოდვათაისა, და მოგვანიჭოს მადლი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.
აჰა, იშუებს აწ მხარეი იგი ოდიშისაი, ჰოი, კვირიკე სანატრელო, და იქადის ზუგდიდი მწიაღებელი უხრწნელისა ხელისა შენისა, რომელი უშურველად აღმოუდინებს მადლთა და კურნებათა სარწმუნოებითა მიმთხვეულთა, და სიხარულსა აზიარებს ყოველსა სოფელსა.
აწ ნუ დასცხრებით მეოხებად ყოვლადწმიდისა მიმართ ღმრთისმშობლისა, ჰოი, ღმრთივგანბრძნობილნო ნეტარნო მოწამენო, რაითა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განაშორებს მეოხებასა წილხვედრთა თვისთა, რამეთუ ვსცოდეთ, გარნა დღეყოველ განვაკუთნებთ სასოებათა ჩუენთა მისა მიმართ და სამწმიდაარსობისა გალობითა ვადიდებთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი…
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწდა…
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ორებაო წმიდაო, მრავალვნებათა დამთმენელნო ქრისტეს მოწამენო, ვარსკულავნო ელვარენო, ეკლესიისა საფუძველსა სიწრფოებითა დამყარებულნო და სოფლისა სასწაულებითა განმანათლებელნო, ღმრთისმოსავთა მეუღლეთა მფარველნო და მცველნო ყრმათა ჩუენთაო; ობოლთა და ქურივთა ხელის-აღმპყრობელნო და მეოხნო ყოველთა უძლურთა, განწირულთა და მხურვალედ მომწოდებელთა თქუენთაო!
ჰოი, კვირიკე ყოვლადნეტარო, სამისა წლისა ყრმაო მოწამეო, დედისა ივლიტას თანა მოგიწოდთ შეწევნად ჩუენდა, რაითა მხურვალითა შუამდგომელობითა თქუენითა ღმრთისა მიმართ განგვარინოთ ყოვლისაგან ურვისა და სალმობისა, და გვითხოოთ მოტევებაი ცოდვათაი, რაითა არა შეპყრობილ ვიქმნეთ მახეთა მიერ ეშმაკისათა და არა შთავვარდეთ საცთურთა შინა, რამეთუ ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა და შთააგდო ჯოჯოხეთსა, ხოლო ჩუენ მოვიხსენებთ რაი წმიდათა მათ ვნებათა თქუენთა, მძლე ექმენით რაი მტერისა ძლიერებასა, გევედრებით: მრავალშემძლებელითა ლოცვითა თქუენითა განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი, ხოლო მოსახელენი და მვედრებელნი თქუენნი გარე-მოზღუდეთ ეშმაკის საცთურთაგან და უვნებელად დაიფარეთ ყოველთაგან სენთა და განსაცდელთა, რაითა ადიდებდენ იესუ ქრისტესა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა და მაცხოვარსა, და ყოვლადწმიდასა დედასა მისსა, და თქუენსა მხურვალესა შუამდგომელობასა.
ჰოი, ბრწყინვალენო და დიდნო სამკაულნო მოწამეთანო, ივლიტა – უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალეო, და ყრმაო კვირიკე – მტკიცეო სარწმუნოებასა შინა! აწ მოგუხედეთ მოსავთა თქუენთა და იმეოხეთ წინაშე ქრისტეის ღმრთისა ჩუენისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი, და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობითა ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და თქუენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან…
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდათა დიდებულთა მოწამეთა კვირიკეისა და ივლიტაისითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
წადიერებითა ამბორს ვუყოფთ წმიდასა ხატსა თქუენსა, კვირიკე და ივლიტა სანატრელნო, და გევედრებით: რომელთა მოღებულ გაქუთ ქრისტეის მიერ წარმოუცალიერებელი მადლი კურნებათაი მოწამეობითა აღბეჭდულისა სარწმუნოებისათვის თქუენისა, აწ გვითხოვეთ მისგან, რაითა დაგვიფაროს გარდახდომისაგან სჯულისა და ყოველთა სენთა და ვნებათაგან უვნებელად დაგვიცვას.
დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდათა დიდებულთა მოწამეთა კვირიკეისა და ივლიტაისითა, წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა