ღირსი მამა იოანე შავთელ-გაენათელი

ღირსი მამა იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) — 9 ივნისი – ძველი სტილით / 22 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) – „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი

მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“ მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. ის მისი

ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, ფილოსოფოსი და ცნობილი მქადაგებელი იყო. მისი

შემოქმედებიდან ჩვენამდე მოღწეულია ცნობილი ოდა „აბდულ-მესია“ და „გალობანი ვარძიის

ღვთისმშობელისანი“. მან ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია და მშვიდობით აღესრულა.

(სხვა ცნობები მის შესახებ იხილეთ 1 აპრილს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.