მღდელი: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი ხმაი 2
ქრისტესა, ჩუენთვის ქალწულისაგან შობილსა შეუდეგ, სანატრელო მარიამ მაგდალინელო, რომლისა სჯული და მცნებანი დაიმარხენ; ამისთვისცა წმიდასა ხსენებსა შენსა სიხარულით ვდღესასწაულობთ მორწმუნენი და წადიერად გაქებთ და გიგალობთ.
დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთა, ღაღადებდა, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
საღმრთოითა სათნოებებითა შემკულ ხარ, ნეტარო მარიამ, და ჰბრწყინავ რაი ღმრთეებრივითა განცისკრებითა, აწ დაბნელებული გულიცა ჩემი განანათლე და მიხსენ ყოვლისაგან ბოროტისა.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სხივცისკროვანი ხსენებაი შენი განანათლებს რაი მორწმუნეთა, განაოტებს წყუდიადსა ბოროტთა ეშმაკთა ცთუნებათათა და განაბრწყინებს სულთა ჩუენთა, ღირსადსაკვირველო მარიამ.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
უფლისა მიერ ძალთაისა განმზადებულ იქმენ რაი მსახურებისათვის ქრისტეისა, მანცა გამოგირჩია შენ ქალაქისაგან მაგდალოისა და გამოგიხსნა შვიდთა მძვინვარეთა ეშმაკთაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედასა არსთა შემოქმედისასა გიგალობთ შენ, ყრმააო, რომელმან ღმრთისა თანა შეარიგე განვარდნილი ბუნებაი კაცთაი, ყოვლადუბიწოო დედოფალო ღმრთისა მშობელო.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სიტყუამან მამისამან განგანათლა, და განგათავისუფლა რაი არაწმიდათა სულთა მონებისაგან, დაუტევე სახლი მამისა შენისაი, ვითარცა აბრაჰამმან, და გალილეაით შეუდეგ რაი იესუს, დაემოწაფე მას, ნეტარო, და მსახურე გულსმოდგინებითა.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეიყუარე დასაბამი ყოველთა სათნოებათაი, წმიდაო მარიამ, და მორჩილ ექმენ რაი ღმრთეებრივთა ბრძანებათა მისთა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, და ვითარცა მცველმან უძლურთამან, აღგვავსე მღვიიძარებითა საღმრთოითა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
გულსა შინა შენსა აღეგზო რაი ცეცხლი საღმრთოისა სიყუარულისაი, შეგიყვარა შენ მაცხოვარმან, ვითარცა ერთგული მხევალი თვისი, და აღგავსო რაი ნიჭთა მიერ სულისა წმიდისათა, აწ ჩუენცა მოგუანიჭე სინანული და გვიხსენ ცოდვათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მაცხოვნებს მე სიტყუაი განკაცებული, რომელმან ხორცნი შეისხნა ყოვლდწმიდათა სისხლთაგან შენთა, უბიწოო, და სათნოებათა სიმდიდრითა დახსნა პირველისა დაცემისა კიცხევაი, მას ევედრე შეწყალებისთვის სამწყსოისა შენისა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლად იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის; დიდებაი… აწდა…
წარდგომაი
სიონი განშუენდების და იერუსალეიმი შეიმკვების და წმიდაი აღდგომაი აღივსების მადლითა, რამეთუ მეუფეი ჩუენი ქრისტე, ვითარცა სიძეი, ეგრეთ გამოვიდა საფლავით და მარიამ მაგდანელი წარავლინა მოციქულთა ხარებად, რაითა წარვიდენ გალილეად და იხილონ აღდგომილი უფალი, რომელთა სიხარულით თაყუანის-სცეს, დავითის გალობასა ღაღადებდეს და იტყოდეს: „შენ გშუენის გალობაი, ღმერთო!“
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა გონიერი კრავი, მგელთა ბოროტთა განერე და შეუდეგ რაი მწყემსსა მას კეთილსა, შეხვედ ეზოსა მას სიტყვიერთა ცხოვართა მისთასა და თანამოდასეი იქმენ მენელსაცხებლეთა დედათა.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ღმრთივმომადლებულითა სიბრძნითა მხნედ უარყავ რაი საწუთოისა შუებანი, დიდებულო, ყოველსა ჟამსა მხურვალითა სარწმუნოებითა მისდევდი ქრისტესა, და გზაი კეთილი უჩვენე მონაზონთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იქმენ რაი თანამავალ ქრისტეისი და თუალით მხილველი ქადაგებათა და სასწაულთა მისთა, საიდუმლონი სიბრძნისა თვისისანი გამოგიცხადა შენ, ნეტარო, და ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველებაი გასწავა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოიწია რაი ჩემ ცოდვილსა ზედა ჰრული უდებებისაი, დედოფალო, აღმადგინე საწყალობელი ესე მღვიძარითა მით ლოცვითა შენითა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: რაისათვის გამიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვაქებთ სიყუარულსა შენსა ქრისტეისთვის, მარიამ, არა დაუტევე რაი განრთხმული ჯუარსა ზედა, და ჰგოდებდ: ვითარ დაიკლვების და მოჰკუდების მომკულელი სიკუდილისაი, რომელ არს ცხორებაი ყოველთა არსთაი?
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გამოითხოვა რაი იესუის გუამი პილატესგან, დადვა ახალსა საფლავსა თვისსა იოსებ არიმათიელმან, და მიაგორვა რაი ლოდი კარსა, მუნვე იყავ შენ, მარიამ, ღმრთისმშობლისა თანა, და მწუხარებითა დასთხევდით ცრემლთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვიდრეღა ბნელ იყო ღმრთისმშობლისა თანა გოდებითა მიიწიე რაი აკლდამასა, იყო ძრვაი დიდი, და გარდააგორვა რაი ლოდი იგი კარისა მისგან ანგელოსმან, მცველნი იგი შეაძრწუნნა, ხოლო თქუენ პირითა მხიარულითა ქრისტეს აღდგომაი გახარათ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცოდვისა მრავალთხზულითა დაცემითა დაკუეთებულსა აღმადგენს, რომელმან შენგან სათნო-იჩინა შობაი უსასრულოითა მოწყალებითა თვისითა, ყოვლადწმიდაო ყრმააო, მას ევედრე შენდა მომართ სარწმუნოებითა მგალობელნი განარინოს ყოველთა ვნებათაგან.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ. მიხსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ. ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ყოველივე აუწყე რაი სიმონ-პეტრესა და იოანეს, მიიწიენ აკლდამასა და სულიერითა თუალითა იხილეს რაი ნათელმოსილი საფლავი და ტილოი და სუდარაი, ჰრწმენა მათ აღდგომაი მხსნელისაი.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
წარვიდენ რაი მოციქულნი, ტირილითა შთახედე საფლავსა, და იხილნე რაი ორნი ანგელოზნი, ჯერეთცა იჭუნეული აღდგომისათვის ქრისტეისა, ჰკითხვიდი გოდებითა: „ნუუკუე აღიღეს ჰურიათა?“.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა სიძეი, ეგრეთ გამოვიდა საფლავით მეუფეი ჩუენი ქრისტე, და გკითხვიდა რაი მიზეზსა ტირილისასა, მემტილედ ჰრაცხვიდი, და რქვი: „უკუეთუ შენ აღიღე, მითხარ“, და გიწოდა რაი სახელი, ხმაი მისი იცან განგებულებითა უფლისაითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წიაღსა შენსა, ვითარცა ვენახმან, განუხრწნელად შეიწყნარე ტევანი უხრწნელებისაი, უბიწოო, და მისგან გარდამოედინების ვითარცა ღვინოი, წყაროი უკუდავებისაი, მომადლებად ჩუენდა საუკუნოისა ცხორებისა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლად იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის; დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 3
ჰსდეგ რაი წინაშე ყოვლადდიდებულისა მაცხოვრისა ჯუარისა სხუათა მათ მრავალთა თანა და დედისა თანა უფლისა, შენცა მწუხარებითა ლმობილი სცრემლეოდი, მარიამ, და ქებას ამას შესწირავდი, მეტყუელი: „რაი არს უცხოი ესე და საკვირველი, ვითარ მპყრობელმან ყოვლისა დაბადებულისამან, ვნებაი თავს-იდევ, დიდებაი ძლიერებასა შენსა“.
მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 8
ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი, და კიდეთა სოფლისათა – სიტყუანი მათნი.
მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.
მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა
მღდელი: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელი: მოხედენ.
სახარებაი ლუკასი
მას ჟამსა შინა თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შვიდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. იოანნა, ცოლი ქოზაისი, ეზოის-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.
დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
მეოხებითა წმიდისა მენელსაცხებლისა, მარიამ მაგდალინელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ანგელოზთაგან შენ მიიღე პირველად ხარებაი ქრისტეს აღდგომისაი, ჰოი, მარიამ, და ღმრთეებაი მისი უქადაგე რაი ყოველთა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი, და კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და წყალობაი სულთა ჩუენთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა; წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: დედისა ჩუენისა ქალწულისა ნინოისა და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეეისა და მარინეეისითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; და წმიდისა მენელსაცხებლისა დედისა, მოციქულთასწორისა მარიამ მაგდალინელისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მაშინ სიხარულითა მირბიოდი შემთხუევად იესუისა, გარნა იგი გეტყოდა: „მარიამ, ნუ შემომეხები მე, არამედ წარვედ და უთხარ ძმათა ჩემთა: ქრისტე აღსდგა და საწერტელი ცოდვისაი მოუძლურდა“.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მიუთხარ რაი მოციქულთა ხილვაი უფლისაი, მარიამ, პოვნე დედანი, და წარჰყევ რაი საფლავად, არარასა იტყოდი, რაი-იგი იხილე, არამედ მოელოდი საქმითა გამოჩინებასა ჭეშმარიტებისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
ცისკარსა მას მიიწიეთ რაი საფლავად ნელსაცხებელითა, იხილეთ ელვარეი ანგელოზი, მჯდომარეი ლოდსა ზედა საფლავისასა და ქრისტეს აღდგომაი გახარათ დედათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დახსენ შენ სიკუდილისა ხელმწიფებაი, უკუდავი ღმერთი შევ რაი, უბიწოო, რომელსა ყოველნი ვუგალობთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულის-წყრომითა, რისხვითა, ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღატ-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მირბიოდით რაი დედანი თხრობად მოწაფეთა, გეჩვენათ ქრისტე და შეუვრდით რაი ფერხთა მისთა, წარგავლინათ აღდგომისა თვისისა ხარებად მოციქულთა და უწყებად, რაითა წარვიდენ გალილეად, ხოლო მათ იხილეს რაი აღდგომილი უფალი, უბრძანა მათ დამოწაფებაი და ნათლისღებაი წარმართთაი.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა მოციქულთა დაუტევეს იერუსალეიმი და ქადაგებდენ ყოველთა ქუეყანათა, ეგრეთვე შენცა მოვლიდი ქალაქებსა და დაბებსა, მხნეო მარიამ, და კადნიერად ჰქადაგებდი რაი მკუდრეთით აღდგომილსა ქრისტესა, აწ ჩუენცა შეგვავედრე ძალსა მისსა, რაითა მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი განხადოს და გვიხსნნეს საცთურისაგან ბოროტისა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
ყოველთა აუწყებდი რაი ქრისტეს ვნებათათვის, ქადაგებითა შთახედ ჰრომსა და უშიშად მიეახლე რაი ტიბერიუს კეისარსა, გამოუცხადე ცხოველმყოფელი ძალი მაცხოვრისაი, და მიუძღუანე რაი მეწამული კვერცხი ნიშად მკუდართა აღდგომისა, პილატე და ჰურიათა მღდელთმთავარნი ამხილე, რაითა სამართლად მიეწიოს მსჯავრი უღმრთოებისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ერთითა გულითა და ერთითა გონებითა გაქებთ შენ, უბიწოო, ვითარცა დედასა ღმრთისასა, უზესთაესსა ყოველთა ქმნილებათასა, რამეთუ შენ მიერ ადამისა სასჯელი დაიხსნა და ვღაღადებთ: ყრმანი აკურთხევდით, მღდელნი უგალობდით, კაცნი აღამაღლებდით უკუნისამდე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: შეძრწუნდეს დაბადებულნი გარდამოსლვასა ღმრთისა გამოუთქუმელისასა, ვითარ მაღალი იგი ნეფსით თვისით განხორციელებად გარდამოხდა წიაღსა ქალწულისასა და განკაცნა უქცეველად სიმდაბლით, ამისთვის მორწმუნენი ღმრთისმშობელსა უბიწოსა გალობით ვადიდებთ.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უფლისა მიერ განღმრთობისა ღირს-ქმნილი და მადლისა წყაროითა დარწყულებული, თანა-შერაცხულ იქმენ რაი დასისა თანა მოციქულთასა, აწ ჩუენცა შეგვეწიე ღმრთისა მიმართ, რაითა შეგვინდოს სიმრავლეი ბრალთა ჩუენთაი, წმიდაო მარიამ, და განგვარინოს განსაცდელთაგან სულიერთა და ხორციელთა.
წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ყოვლადბრწყინვალედ ცისკროის რაი მოციქულებრი ღუაწლი შენი, ყოვლად ქებულო მარიამ, წმიდაი ეკლესიაი ქრისტეისი განაშუენე შარავანდედითა მით საღმრთოისა ქადაგებისაითა და ქუელის-საქმითა შენითა, და აჰა, ქებით შესხმასა შენსა და ვედრებასა გვიწესს ყოველთა შვილთა თვისთა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
წმიდათა და პატიოსანთა ნაწილთა შენთა ლუსკუმანი, ჰოი, მოციქულებრ მოღუაწეო დედაო მარიამ, დავანებულ არიან, ვითარცა წმიდასა მთასა ათონისასა, ეგრეთცა იერუსალეიმსა, ჰრომსა და მრავალთა სხუათა ქუეყანათა, და უხუად აღმოაცენებენ მადლსა, კურნებასა და ლხინებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულთამხრწნელთა ვნებათაგან მიხსენ მე, ვითარცა დედამან ჩუენთვის ვნებულისამან, და მოწყალებითა შენითა განაპე სახუვეველნი ცოდვათა ჩემთანი, ვითარცა სახიერმან, ულხინე ეშმაკისა საცთურთაგან განმწარებულსა სულსა ჩემსა, ქალწულო ღმრთისმშობელო, რაითა გიგალობდე შენ, ყოვლადსაგალობელო.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი (ან ერისკაცი) კითხულობს:
ვითარცა მოწაფემან, ჭეშმარიტებითა ჰმსახურე რაი მონისა ხატისა მიმღებელსა მაცხოვარსა, დაფლვისა მისისა მწუხარებაი განგიქარვა საფლავითგან აღდგომილისა ხილვამან, და აჰა, ადგილი იგი იერუსალეიმსა, დუმილითა ქადაგებს ძალსა მისსა, და აწ ჩუენცა მივისწრაფვით, რაითა მივემთხვივნეთ ბჭესა მას უხრწნელებისასა, და გევედრებით ქრისტეს მიმართ შეწევნასა, რაითა განგვარინოს ყოველთა გარემოდგომილებათა და ხდომათაგან უხილავთა და ხილულთა მტერთაისა.
დაუვალი იგი მზეი, რომელ მამისაგან აღმობრწყინდა უწინარეს საუკუნეთა, საფლავსა დაჰბეჭდა კრებულმან ებრაელთამან, გარნა შეუხებელითა ხორცითა უხრწნელითა აღდგომილი შენ იხილე უპირველეს ყოველთა, ანგელოსთა შუენიერებაო მარიამ, და ახარე რაი მოციქულთა, აწ ერთობითა ევედრეთ მაცხოვარსა და ღმერთსა ჩუენსა, რაითა საწუთოი ესე კეთილად განვვლოთ და თქუებრითა ერთგულებითა ვმსახუროთ წმიდასა ეკლესიასა და ღმერთსა.
შენ მხოლომან სხუათა უწინარეს იხილე რაი აღდგომილი ქრისტე, სიბრძნესა მისსა ყოველთა ასწავებდი და ცოდვისა საკრველთაგან გამოიხსნიდი რაი მრავალთა, აწ მიმთხვეულ ხარ ზეცათა სასუფეველსა, ჰოი, მარიამ, სადაცა მკვიდრობენ დასნი წმიდათანი და გაქუს კადნიერებაი შეწევნისა ჩუენისაი, რაითა ყოველნი ვცხოვნდეთ და მივემთხვიოთ კეთილსა აღსასრულსა.
ვაქებდეთ, მორწმუნენო, ღმრთის მქადაგებელსა მარიამსა, პირველსა დამმოწმებელსა აღდგომისასა, და მაუწყებელსა მოახლებულისა ცათა სასუფევლისასა, და მის თანა ვადიდოთ ბრძენი მენელსაცხებლენი დედანი – მარიამ იაკობისა და იოანა, სალომე, სუსანა და სხუანიცა მათ თანა, და ვევედროთ უფალსა, რაითა მეოხებითა მათითა მოგუმადლოს ჟამი სინანულისთვის, ვითარცა კაცთმოყუარემან, და განგვამტკიცოს მაცხოვნებელითა ძლიერებითა ჯუარისა მისისაისა.
მრავალნი უმეცრებითა ცთუნებულნი მოინადირნე რაი ღმრთისათვის, ვითარცა დიდებულმან მოწაფემან და სათნომყოფელმან სიტყვისა მისისამან, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე საყუარელსა დედასა მისსა, მარიამ ღმრთისმშობელსა, თქმულნი თვისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და მარადის ვაქებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლად იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის; დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, მოციქულთასწორო მოწაფეო ქრისტეისო, წმიდაო მარიამ მაგდალინელო, ყოვლად საკვირველო და შუენიერო სამკაულო დედათაო; სიხარულო და სიქადულო ყოველთა ქრისტეანეთაო; თანასწორო მოციქულთაო და ხელის-აღმპყრობელო და მეოხო ყოველთა უძლურთა, განწირულთა და მხურვალედ მომწოდებელთა შენთაო!
ჰოი, წმიდაო დედაო, ყოვლადკურთხეულო მარიამ მაგდალინელო! უფროის ყოველთა საწუთოთა სიკეთეთა შეიყუარე შენ უფალი იესუ ქრისტე და კეთილად შეუდეგ რაი ყოვლითა ცხორებითა შენითა, ღმრთეებრივითა სწავლებითა მისითა და მადლითა არა ხოლო თუ სული შენი გამოზარდე, არამედ მრავალნი წარმართნი აღმოიყვანე უმეცრებისა წყუდიადითგან, და განარინე რაი ეშმაკის მახეთაგან, აწ ჩუენცა თანა-წარგუხადე ბოროტისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი, და გვიხსენ ყოველთა სენთა, ჭირთა და ურვათაგან. მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ებისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო დასნი, ქრისტეისმოყუარენი ერისმთავარნი და მხედრობანი, და მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.
ჰოი, წმიდაო მენელსაცხებლეო დედაო, მოციქულთასწორო მარიამ, ანგელოზთაგან შენ მიიღე რაი პირველად ხარებაი ქრისტეს აღდგომისაი, ყოველთა უწინარეს შენვე განგეცხადა და გიბრძანა რაი ხარებაი მოციქულთაი, ვითარცა მათ განფინეს სიხარული აღდგომისაი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, ეგრეთვე კადნიერად ჰქადაგებდი შენ ჭეშმარიტებასა წინაშე ერთა, მეფეთა და მთავართასა და მრავალთა მიიყუანებდი ღმრთისა მიმართ, აწ ჩუენცა გევედრებით სარწმუნოებასა და კეთილმსახურებასა შინა განმტკიცებასა და შეწევნასა, რაითა სიყუარულითა და გულსმოდგინებითა ვმსახუროთ მოყუასთა შეჭირვებათა შინა მათთა – სულიერთა და ხორციელთა, და ღირსებითა და სინანულითა სრულ ვჰყოთ ცხორებაი ჩუენი ქუეყანასა ზედა, რაითა უბრკოლველად მივიწიოთ ზეცათა სასუფეველსა და შენ თანა ვადიდებდეთ მარადის განუყოფელსა სამებასა, მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი.. აწდა…
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.
მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და წმიდისა მოციქულთასწორისა დედისა მარიამ მაგდალინელისაითა და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცვა ხატის მთხვევასა ზედა:
განათლდა რაი წმიდაი ეკლესიაი ჩუენი განშუენებული ღუაწლითა შენითა, ჰოი, მენელსაცხებლეო დედაო მარიამ, სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდასა და პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით ღმრთისა მიმართ შეწევნასა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და დაგვიცვას ეშმაკის მახეთაგან და ბოროტებისაგან კაცთაისა.
დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა მენელსაცხებლისა დედისა, მოციქულთასწორისა მარიამ მაგდალინელისაითა ღირს-მყუენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა