მღვდელმოწამე მარკიანე სირაკუზელი

მღვდელმოწამე მარკიანე – სირაკუზელი ეპისკოპოსი (II) — 30 ოქტომბერი – ძველი სტილით / 12 ნოემბერი – ახალი სტილით

✝ მღვდელმოწამე მარკიანე – სირაკუზელი ეპისკოპოსი (II)

30 ოქტომბერი – ძველი სტილით / 12 ნოემბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

მღვდელმოწამე მარკიანე – სირაკუზელი ეპისკოპოსი, პეტრე მოციქულის მოწაფე იყო. იგი ღვთის სიტყვის საქადაგებლად სიცილიაში გაგზავნეს. წმიდა მარკიანე ქალაქ სირაკუზის მახლობლად გამოქვაბულში დამკვიდრდა და მოშურნედ ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. ნეტარმა მოსაგრემ სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა – ის სირაკუზელმა იუდეველებმა მოკლეს იტალიის ქალაქ გაეტში (წმიდა მარკიანე 9 თებერვალსაც იხსენიება მარკელეს სახელით).

✦ · ✦

წმიდაო მღვდელმოწამეო მარკიანე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!