მღვდელმოწამე ფოკა სინოპელი

მღვდელმოწამე ფოკა სინოპელი — 22 ივლისი – ძველი სტილით / 4 აგვისტო – ახალი სტილით

✝ მღვდელმოწამე ფოკა სინოპელი

22 ივლისი – ძველი სტილით / 4 აგვისტო – ახალი სტილით

✦ · ✦
მღვდელმოწამე ფოკა შავიზღვისპირა ქალაქ სინოპში დაიბადა. იგი ჯერ მენავე იყო, შემდეგ კი – ქალაქ სინოპის ეპისკოპოსი. იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს ქალაქის თავმა შეიპყრო წმიდა მღვდელმთავარი და სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა. ქრისტეს მხნე აღმსარებელი მრავალგვარი წამების შემდეგ გახურებულ აბანოში შეაგდეს, სადაც ტანჯვით აღმოხდა სული (+117).

403-404 წლებში მღვდელმოწამის წმიდა ნაწილები სინოპიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ამ მოვლენას ზეიმობს ეკლესია 22 ივლისს (წმიდანის ხსენება აღინიშნება 22 სექტემბერსაც).

✦ · ✦