Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა დიდისა მოწამისა მიქაელ-გობრონისა და მის თანა ვნებულთა მოყუასთა მისთა, რჩეულთა მხედართა ქრისტესთა – ასოცდაათსამეტთა

მიქაელ გობრონი

 

მღდელმანკურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფე ვაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.  

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურადიღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.

 მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა

ტროპარი 

წმიდისა მიქაელ გობრონისა, ხმაი 6

ზეგარდამოითა ძალითა განმტკიცებულმან სიტყუაი ღმრთისაი, ვითარცა ლახუარი ხელთიდევ და ამხილე რაი მძლავრთა უღმრთოებასა, ვითარცა კრავი შეიწირე მსხვერპლად წინაშე ღმრთისა, და მისგან მოიღე რაი გვირგვინი ძლევისაი, აწ მეოხებითა შენითა, წმიდაო დიდმოწამეო მიქაელგობრონ, მოგვანიჭებ ყოველთა ცოდვათა მოტევებასა.                    

დიდებაი…                    

ტროპარი

ასოცდაათსამეტთა მხედართამოწამეთა

ნეტარარს მიწაი იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა, ჰოი, ქრისტეს მხედარნო, ახოვანნო, და წმიდა არს სამარხოი იგი, რომელმან შეიწყნარა გუამნი თქუენნი, მხნენო, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი ქადაგეთ კადნიერად, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.                             აწდა…   

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 1 გუერდი

ძლისპირი: ეტლთა სიმრავლეი მხედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაითა ქრისტეს მიერ და იხსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი განთქუმული მხედართა შორის, მიქაელ სანატრელო, ვითარ უწოდეს პეტრესა კლდეი და სავლესა პავლეი, ეგრეთცა გობრონ გიწოდეს უშიშობისთვის შენისა

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ძლევაშემოსილ იქმენ, ახოვანო და მაცხოვარი გაქუნდა რაი კლდედ სიმტკიცისად, მოყუასთა შენთა თანა შებმა უყავ ღუაწლთა მათ წამებისათა, და აქებდი ძლიერებასა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ქებით შეგამკობთ გუნდით შენითურთ უძლეველით, რომელთა აგარიანთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის ივნეს უწინარეს შენსა, და ვადიდებთ ღმერთსა, განმაძლიერებელსა თქუენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაისწარმეტყუელთამან წინაით მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთვისცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგვიხუენ ჩუენ, ქალწულო.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაი წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაი ყოვლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაი შენი, მხოლოო სახიერ და კაცთმოყუარე.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ოდეს ამირა აბულკასიმ აღმხედრდა ქრისტეანეთა ზედა, მოაოხრეს სომხითი და სამცხეი, და მოადგენ რაი ყველისციხეს, გბრძოდენ მოისარნი ფიცხელად, გარნა გუშაგნი მისნი მხნე იქმნენით და წინააღდუდეგით უსჯულოთა.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი ძლევამოსილი მხედარი, გუნდით შენითურთ ზედა დაესხმოდი მხდომთა მათ უსჯულოთა, და იცევდით ციხესა, აწ ჩუენცა შეგვეწიეთ ღმრთისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს ზედამოსლვათაგან და მზაკუვარებათაგან მტერისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ფრიად აჭირვებდით რაი სარკინოზთა, განხურიტეს კლდეი და განარღვიეს რაი ზღუდეი მიშუებითა მით საღმრთოითა, გარეგან შეწევნასა მოკლებულთა გამოგიყვანდეს თქუენ ციხითგან ცრუითა მით ზავითა

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯუენით ქრისტეისა მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაი ზეციერი გვითხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.   გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                            

გუნდი: ამინ.

წარდგომაი 

წმიდისა მიქაელ გობრონისა, ხმაი 4

დიდარს ძლევაი ბრწყინვალეი, რომელი აჩუენე ხორცთა შინა მყოფმან, ვითარცა უხორცომან, რამეთუ ქრისტეისთვის გსუროდა სიკუდილი, რომლითა მიხვედ უკუდავებად, და ღუაწლთა შენთა სისხლითა, ვითარცა ძოწეულითა, განაშუენე წმიდაი ეკლესიაი ქართველთაი, აწ ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მიქაელგობრონ სანატრელო, ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივისმცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.

წარდგომაი 

ასოცდაათსამეტთა მხედართამოწამეთაი

მრავალრიცხვთა კეთილმსახურთა აზნაურთა და მხედართა უძლეველთა გაქუნდათ რაი სიყუარული ღმრთისა და მამულისაი, ვითარცა ცხოვარნი, დაიდგინნეთ შეკრულნი წინაშე უსჯულოთა მათ მკულელთა თვისთა, და უწყალოდ ჰკაფდიან რაი ხორცთა თქუენთა, ახოვანნო, წარსდეგით წინაშე ღმრთისა, და მოგანიჭათ მადლი მოსავთა თქუენთა შეწევნისა და ეშმაკთა განხდისაი.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ესმა მოსლვაი შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ეწადა რაი უღმრთოსა მას მაჰმედიანყოფაი თქუენი და ხილვაი სპასა შინა თვისსა, ტანჯუათა ქადებითა აიძულებდა მეციხოვნეთა მათ დატევებასა სჯულისასა, ხოლო შენ, ვითარ გუშაგთმთავარი ახოვანი, შეგაწყუდია დილეგსა.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არა შეუდგენ  ქრისტეს მხედარნი ცრუსა მას სჯულსა, და  უწყალოდ კაფდენ რაი უსჯულონი ხორცთა მათთა, უშაშად განამხნობდენ ურთიერთას და უფალსა შეჰვედრებდენ სულთა თვისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განძლიერდი რაი ღმრთისა მიერ, სანატრელო, ახოვნად დაითმენდი საკრველთა მათ ჯაჭვისათა, და მხურვალედ ევედრებოდი ღმერთსა მრავალჭირნახულისა ერისა შენისათვის და მამულისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ხორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი, და გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოი, მრავალმოწყალე.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წარგადგინეს რაი წინაშე ამირა აბულკასიმისა, სიმხნისა შენისათვის შეგიწყნარა პატივითა და გრქუა: “დაუტევე ჰსჯული შენი, ჭაბუკო, და შეიწყნარენ ჰსჯულისდებანი მაჰმედისა“.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჰგონებდა რაი ბილწი იგი ძლევასა შენსა, აღგითქუმიდა სიმდიდრესა და პატივსა, ხოლო შენ არა ერჩდი ლიქნასა მისსა და ბრძენთა მათ სიტყუათა მიგებითა დაამხუე სილაღეი იგი მძლავრისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

კადნიერებითა შენითა განცვიფრდა ამირაი და გრქუა გულისწყრომითა: „აჰა, წარვედ და იხილენ მოსაგებელი მოყუასთა შენთაი, რომელი მოიგეს უარისყოფისათვის მაჰმედისა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაი, ხორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკვიდრებელად თვისად შეგიწყნარა და იხსნნა კაცნი.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გარემომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაი, და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ლოცვითა შეჭურვილი წარგიყვანეს რაი სტადიონსა, წმიდაო, უწყალოდ ჰკაფდენ თანა-მხედართა მათ შენთა, და გეპკურებოდა რაი სისხლი მათი, სიტყვითა განაძლიერებდი სამგზის ნეტართა.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განეწყვე რაი ბრძოლად დაწყლული ქედსა ზედა მოწამეი ქრისტესი, ღაღადყავ სიტყუაი მოციქულისაი: „ცხორებაი ჩემდა ქრისტე არს და სიკუდილი შესაძინელ“. და აქებდი ძალსა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იყავ რაი უძლეველ გონებითა, მხნეო, განემზადე შესლვად ასპარეზსა მას შინა ღუაწლისასა, გარნა უღმრთოთა მათ ორგზის გცეს არა ძლიერად, და მცირედ გწყლეს ბრძანებისაებრ მთავრისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გულსა შენსა განვლო მახვილმან, იხილე რაი ჯუარსა ზედა ძეი შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოი გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                             

გუნდი: ამინ

კონდაკი 

წმიდისა მიქაელ გობრონისა, ხმაი 2

ნიჭებკურნებათა მომდინარესა წყაროისაგან მადლიერისა, ნიჭებ შემოსილსა მოწამესა, მტკიცისა მიერ უძლეველობისა სიმხნისა თანა მოსახელესა მიქაელსამთავარსა ბრწყინვალესა, მოყვასთა თანა ღმრთივშეერთებულთა, გალობათა ყუავილითა გვირგვინოსანვჰყოფდეთ, რომელიცა ნათესავთა თვისთა სიქადულ გამოსჩნდა, და ქართველთა ეკლესიისა შუენიერებად.

კონდაკი მოწამეთა

გაქებთ თქუენ, ქრისტეის მეუფისა ახოვანთა მხედართარიცხვით ასოცდაათსამეტთა, რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლისღებაი სისხლითა თქუენითა, და მიქაელგობრონისა თანა ჰსუფევთ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, მას ევედრენით აწ ჩუენთვის, ხსნად გარემოდგომილთა ურიცხუთა ძვირთა და მწუხარებათაგან.

იკოსი მოწამეთა

ეჰა გუნდსა მას შუენიერსა, და გუნდთმთავარსა უძლეველსამიქაელგობრონ სანატრელსა, რომელნი ერთითა სულითა შეიერთნეს ღუაწლისა მის დათმენად და წამებისა აღსრულებად ქრისტეისთვის, და მეოხარიან ჩუენთვის წინაშე ღმრთისა

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით

წარდგომა სახარებისა, ხმაი 4: საკვირველარს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა

მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.    

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,         

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმანმათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასაიგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამადედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდისა დიდმოწამისა მიქაელგობრონისა და მისთანა ვნებულთა მხედართამოწამეთაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: მიუწდომელსა მას ნათელსა, უხილავსა თუალთაგან კაცობრივთა, მიიწიენით რაი, მარტვილნო სანატრელნო, ყოველთა წმიდათა თანა იხარებთ წინაშე მხსნელისა ჩუენისა და მაცხოვრისა, და აწ ჩუენცა აღგძრავთ მეოხებად მისა მიმართ, მშვიდობითა დაცვად ეკლესიათა და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა ყოველთა მტერთა და ორგულთა ზედა, სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისამძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისაქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, ბაგრატ მესამისა, დავით აღმაშენებლისა, დემეტრედამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგიიოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); წმიდისა დიდმოწამისა მიქელგობრონისა და მის თანა ვნებულთა ასოცდაათსამეტთა მხედართა მოწამეთა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                                     გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: უფროისად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან სახუმილი მოტყინარეი ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საღმრთოითა ტრფიალებითა აღგზებულმან, ახოვანო, უბიწოითა სისხლითა დაისახე ჯუარი შუბლსა თვისსა და ღაღადყავ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მიჰყვანდით რაი წინაშე უღმრთოისა,  წმიდაო, პირი შენი და შუბლი ელვარედ ბრწყინვიდა, და გხედვიდენ რაი ქრისტეანენი ვითარცა ზეგარდამო გვირგვინოსანსა, მადლობდენ განმადიდებელსა შენსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

კუალად წარგადგინეს რაი წინაშე აბულკასიმისა, არა უარყავ ძალი ჭეშმარიტისა ღმრთისაი, და გიხილა რაი წინააღმდგომად მისანეტარო, განჩინებაი განსცა ქედისა შენისა წარკუეთისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

აღმოგვიბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზეი იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაი სულიერი გიღაღადეს ყრმათა: „ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ზეგარდამო განსძლიერდი, ჰოი, ქრისტეს მხედარო უძლეველო, და თავი თვისი მოუდრიკე რაი მახვილსა, თუალნი შენნი მაცხოვრისა მიმართ აღიხილენ და ლოცვითა ავედრებდი სულსა.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ძმებრივითა გონებითა ერთად შეკრებულთა ცხორებაი თქუენი მოკუდავი დასდეთ უკუდავისათვის მეუფისა, ნეტარნო, და ჯილდოდ მიიღეთ მისგან მადლი ჭირვეულთა ხსნისა და შეწევნისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ნეშტნი თქუენნი დაფლეს რაი ფარულად, ქრისტეის მხედარნო, ნათელნი ბრწყინუალენი ლამპართაებრ დაადგრენ მათ ზედა, და სარწმუნოებითა მიმთხვეულნი მოიღებდენ დიდსა ლხინებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთვის ხორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდა და ყოვლად უბიწოი, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთვის მორწმუნენი ხმამაღლად გიგალობთ შენ.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ესაია, მხიარულიყავ, ქალწულმან მუცლადიღო, და შვა ძეი დაუსაბამოი ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სრულყვენით რაი სრბაი მარტვილობისა თქუენისაი, წარმავალისა მხედრობისა წილ მოიგეთ მხედრობაი ზეციერისა მხედართმთავრისა და მეუფისაი, მას ევედრეთ აწ სულთა ჩუენთათვის.

წმიდაო, დიდმოწამეო მიქაელგობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჭეშმარიტად ქრისტესთვის მარტვილობაი თქუენი რწმენა რაი მეფესა და ერსა, სიხარულითა შეგიწყნარათ ეკლესიამან ქართველთამან, რომელსა შინა იქების ღუაწლი თქუენი, და მოგუენიჭების წყალობაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა განაგდეთ თქუენ ლიქნაი ბოროტისა მის მძლავრისაი, ღუაწლისამძლენო მოწამენო, ეგრეთვე აწ ჩუენცა გვიხსენით კაცთა ბოროტებისა  და საფრხეთაგან  ეშმაკისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაისწარმეტყუელმან წინაით გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტეის, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთვის გნატრით შენ, ღმრთისმშობელო.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

მოვედით, ჰოი, მორწმუნენო, და ვაქებდეთ დიდსულსა და ძლევისმოყუარესა მხედარსა ქრისტეისსაახოვანსა გობრონმიქაელსა, და მის თანა ვნებულსა გუნდსა მრავალრიცხვსა მას მხნეთა მარტვილთასა, მოგვანიჭებენ რაი მადლსა უშურველად, და ითხოვენ ჩუენთვის ღმრთისაგან ცოდვათა მოტევებასა და წყალობასა.

ეჰა, კეთილსა ღუაწლსა შენსა, ციხისთავო, ვაშა ერისკაცობასა თქუენსა, ციხოანნო, რამეთუ გაქუნდათ რაი ერთგულებაი მამულისა და ერისაი, სიკუდილი თავს იდეთ ქრისტეისთვის, და სუფევთ რაი წინაშე მისსა, მოწყალე ჰყავთ ჩუენ ზედა მართლმსაჯული იგი უფალი, რაითა დააცხროს ჭირთა მძვინვარებანი, მოწევნული ერსა ჩუენსა ზედა, და დაგვიფაროს ყოვლისაგან ძვირისა.

ჰოი, ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებულო მიქაელგობრონ სანატრელო, თანამხედართა შენთა თანა იხარებ რაი დასსა მას მარტვილთასა, ვითარცა ხართ შესავედრებელნი და მხურვალენი მეოხნი წინაშე ღმრთისა, აწ მოგვფინეთ მადლი ლოცვისა თქუენისაი, და გვითხოვეთ, რაითა მართლსარწმუნოებასა შინა განგვამტკიცოს და დაგვიფაროს სჯულისაგან უცხოისა.

საკვირველი მარტვილობაი თქუენი არცაღა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, და აჰა, ჩუენცა ვაქებთ ყოვლად წმიდათა ვნებათა თქუენთა, და გევედრებით: შეგვაწყნარეთ სასოსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, გვიხსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ზრახვისა ბოროტისა და გარემოდგომილისა ვნებისა, რაითა თქუენითა შუამდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებულნი მარადის უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან

მღდელმანრამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                            

 დიდებაი

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                       

აწდა

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                            

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღვაწლისამძლეო დიდო მოწამეო მიქაელგობრონ საკვირველო, ხატო წინაპართა ჩუენთა სიქუელისა და მამაცობისაო; მხედართა დიდებაო და მფარველო ერისა ჩუენისაო; შემწეო გლახაკთაო, გამომხსნელო ტყუეთაო და ღმრთისა მიმართ მეოხო და ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო ყოველთა მვედრებელთა და მადიდებელთა შენთაო!

ჰოი, ახოვანო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო, მიქაელგობრონ საკვირველო! ჰგონებდა რაი მძლავრი მოუძლურებასა შენსა სულითა, უფროის აღაგზნა სურვილი შენი და შური მარტვილობისაი, და ვითარცა ტარიგი უბიწოი დაიკალ რაი ხელითა უღმრთოთაითა, შეერთე დიდებულსა მას მწყობრსა უპირველეს შენსა ვნებულთა მხედართასა, და ღმრთისა მიერ მოგეცათ რაი ხელმწიფებაი მოსავთა თქუენთა შეწევნისაი, მოგვიხსენეთ წინაშე მისსა, რაითა კადნიერებაი მათი შეჰმუსროს, რომელნი უღმრთოებით აღდგომილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაი მტერთა ზედა დასხმისა და ძმათა შორის ბრძოლათაგან, ხოლო ყოველთა მკვიდრთა მისთა მოგუმადლოს თქუენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, და აღგვიდგინოს ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა დაიფარეთ და მსახურებასა შინა განაძლიერეთ დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ყველისციხისა დამცველნო, ვითარცა ხართ დიდებულნი მეოხნი, განმანათლებელნი და მკურნალნი მომწოდებელთა თქუენთაი ჭირთა და სალმობათა შინა, აწ გვითხოეთ ქრისტეის მიერ ცოდვათა ჩუენთა მოტევებაი, სულიერთა და ხორციელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი, მართლმადიდებლობითა განათლებაი, სიწმინდითა მოქალაქეობაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოსთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და თქუენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მღდელმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის),  გუაკურთხენ

მღდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

გუნდი: ამინ

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდმოწამისა მიქაელგობრონისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატის მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ყოველთა მოგვიგიე შენ უფლისა მიმართ მვედრებელად, ჰოიძლევაშემოსილო მხედარო მიქაელგობრონ სანატრელო, და კრძალვითა შეუვრდებით რაი ყოვლად პატიოსანსა ხატსა თქუენსა, გევედრებით შეწევნასა, რაითა გუნდით შენითურთ შეგვეწიო წინაშე მხსნელისა ჩუენისა და მაცხოვრისა, რომლისათვისცა სისხლი დასთხიეთ, ახოვანნო, და გვიხსნნეს ჩუენ ყოველთა სენთა, ჭირთა და სალმობათაგან. 

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა და სურვილით ამბორისმყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა დიდებულისა მოწამისა მიქაელგობრონისა და მის თანა ვნებულთა ასოცდაათსამეტთა მხედართამოწამეთაისა, რაითა მადლი მათი და წყალობაი შენი თანამავალგვექმნეს ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Exit mobile version