✝ წმიდა მოწამე ანტონი (V)
9 ნოემბერი – ძველი სტილით / 22 ნოემბერი – ახალი სტილით
✦ · ✦
წმიდა მოწამე ანტონი სირიაში ცხოვრობდა V საუკუნეში. იგი ქვის მთლელი იყო. საღვთო შურით აღძრულმა წმიდანმა წარმართულ საკერპოში ცრუღვთაებათა ქანდაკები შემუსრა და სირიის აპამეის ეპისკოპოსის კურთხევით ქალაქის მახლობლად წმიდა სამების სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ეს რომ აპამეაში მოსახლე წარმართებმა შეიტყვეს, ნეტარ ანტონის ღამით შეეჭრნენ სახლში და მახვილებით აჩეხეს.
✦ · ✦
წმიდაო მოწამეო ანტონი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
Discover more from Iveron Icon Georgian Orthodox Church
Subscribe to get the latest posts sent to your email.