წმიდა მოწამენი მელასიპე, კასინია და ანტონინე

წმიდა მოწამენი: მელასიპე და კასინია და ძე მათი ანტონინე (+363) — 7 ნოემბერი – ძველი სტილით / 20 ნოემბერი – ახალი სტილით

✝ წმიდა მოწამენი: მელასიპე და კასინია და ძე მათი ანტონინე (+363)

7 ნოემბერი – ძველი სტილით / 20 ნოემბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

წმიდა მოწამენი: მელასიპე, კასინია და ძე მათი ანტონინე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობაში ეწამნენ ფრიგიის ანკვირიაში 363 წელს.

მელასიპემ და კასინიამ რკინის ჩანგლებით სხეულდაფლეთილებმა და დასახიჩრებულებმა, ტანჯვით შეჰვედრეს სული უფალს. მათმა ძემ, ყრმა ანტონინემ, რომელსაც მტარვალი აიძულებდა, მშობლების წამებისთვის ეცქირა, განდგომილ იმპერატორს სახეში შეჰნერწყვა. ამისთვის იგი საშინლად აწამეს და თავი მოჰკვეთეს. ანტონინეს წამებისას აღსრულებული სასწაულის მხილველმა ორმოცმა ჭაბუკმა ირწმუნა ქრისტე, დაუფარავად აღიარეს სარწმუნოება და მოწამეობრივად აღესრულნენ.

✦ · ✦

წმიდანო მოწამენო მელასიპე, კასინია და ანტონინე, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!


Discover more from Iveron Icon Georgian Orthodox Church

Subscribe to get the latest posts sent to your email.