სიახლენი

ქრისტე პანტოკრატორი — Christ Pantocrator, Orthodox icon

ღირსი სვიმეონი სალოსი და იოანე — 21 ივლისი – ძველი სტილით / 3 აგვისტო – ახალი სტილით

✝ ღირსი სვიმეონი სალოსი და იოანე 21 ივლისი / 3 აგვისტო ✦ · ✦ ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და მისი თანამმარხველი იოანე, სირიელები იყვნენ და ქალაქ ედესაში ცხოვრობდნენ VI საუკუნეში. ისინი სიყრმიდანვე გულწრფელად მეგობრობდნენ….

Read More

ღირსი ონოფრე დიდი

ღირსი ონოფრე დიდი (IV) — 12 ივნისი – ძველი სტილით / 25 ივნისი – ახალი სტილით

ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ. ერთხელ პაფნუტიმ გადაწყვიტა,…

Read More

წმიდა იოანე თორნიკე მთაწმინდელი

წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი (X) — 12 ივნისი – ძველი სტილით / 25 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა თორნიკე იყო ქართლის სპასალარი. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, ქველი და უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს, მაგრამ ღვთისთვის სათნომყოფელმა უმჯობესი გამოირჩია – მონაზვნობის ღვაწლი იდო თავს და ულუმბოს მთას მიმართა წმიდა იოანეს…

Read More

წმიდა მოციქული ბარნაბა

წმიდა მოციქული ბარნაბა (I) — 11 ივნისი – ძველი სტილით / 24 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა მოციქული ბარნაბა კუნძულ კვიპროსზე დაიბადა მდიდარი ებრაელების ოჯახში. ახალშობილს იოსები დაარქვეს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა იგი სასწავლებლად იერუსალიმში გაგზავნეს და იმ დროისთვის ცნობილ შჯულისმეცნიერ გამალიელს მიაბარეს აღსაზრდელად. წმინდანთან ერთად სწავლობდა და მეგობრობდა სავლე (შემდგომში…

Read More

ღირსი თეოფანე ანტიოქიელი და წმიდა პანსემინა

ღირსი თეოფანე ანტიოქიელი და წმიდა პანსემინა (+369) — 10 ივნისი – ძველი სტილით / 23 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი თეოფანე ანტიოქიელი (+369) წარმართულ ოჯახში აღიზარდა. იგი ადრე დაქორწინდა, მაგრამ სამ წელიწადში გარდაეცვალა მეუღლე. დაქვრივებული თეოფანე ქრისტეს გზას შეუდგა – მოინათლა, განერიდა შფოთითა და ამაოებით აღსავსე ცხოვრებას და ქალაქგარეთ, ვიწრო კელიაში დაემკვიდრა. მასთან…

Read More

წმიდა ბასიანე ლავდიის ეპისკოპოსი

წმიდა ბასიანე, ლავდიის ეპისკოპოსი (+409) — 10 ივნისი – ძველი სტილით / 23 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა ბასიანე – ლავდიის ეპისკოპოსი (+409) სირაკუზის (სიცილია) ოლქის მმართველის შვილი იყო. მამა მას თავის შემცვლელად ამზადებდა, ამიტომაც განათლების მისაღებად რომში გაგზავნა. ბასიანეს სიყრმეშივე ბევრი სმენოდა ქრისტიანებზე და არ ასვენებდა მათი სწავლებისა და ცხოვრების…

Read More

მოციქულთა საქმენი თავები 7–9

სახარების სარჩევი ახალი აღთქმა მოციქულთა საქმენი თავები 7–9 წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია თავი 7თავი 8თავი 9 7 მოციქულთა საქმენი თავი 7 1მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს? 2ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და…

Read More

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+444) — 9 ივნისი – ძველი სტილით / 22 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა კირილე ალექსანდრიელი დაიბადა ალექსანდრიაში, დიდგვაროვანი ქრისტიანების ოჯახში IV საუკუნის მეორე ნახევარში. მას 412-444 წლებში ეპყრა მღვდელმთავრის ტახტი. ნეტარი მამა თავმჯდომარეობდა 431 წელს ეფესოში მოწვეულ III მსოფლიო კრებას, რომელმაც ანათემას გადასცა ნესტორი და მისი…

Read More

ღირსი მამა იოანე შავთელ-გაენათელი

ღირსი მამა იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) — 9 ივნისი – ძველი სტილით / 22 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) – „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“ მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. ის მისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, ფილოსოფოსი და ცნობილი მქადაგებელი იყო. მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე მოღწეულია…

Read More

ღირსი ნავკრატიუსის ხატი

ღირსი ნავკრატიუსი (+747) — 8 ივნისი – ძველი სტილით / 21 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი ნავკრატიუსი წმიდა თეოდორე სტუდიელის (ხს. 11 ნოემბერს) მოწაფე იყო. მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისთვის და წმიდა ხატთა თაყვანისცემისთვის ნეტარმა მამამ ხატმებრძოლთაგან დევნა და შევიწროება დაითმინა. ამ მწვალებლობის დაგმობის შემდეგ კი პატრიარქმა მეთოდემ გადასახლებიდან გამოიწვია იგი…

Read More