იესო ქრისტე - Jesus Christ Pantocrator, Orthodox icon

ღირსი ქერიმონ მეგვიპტელი (IV) — 16 აგვისტო – ძველი სტილით / 29 აგვისტო – ახალი სტილით

16 აგვისტო – ძველი სტილით / 29 აგვისტო – ახალი სტილით

✠

ღირსი ქერიმონ მეგვიპტელი ეგვიპტის სკიტის უდაბნოში მოღვაწეობდა. მისი სახელი იხსენიება პალადიუსის „ლავსაიკონში“ და ანბანურ პატერიკში. წმიდანის მღვიმე ტაძრიდან ორმოც სტადიონის დაშორებით მდებარეობდა. ღირსი მამა ას წელს გადაცილებული მიიცვალა ხელსაქმის დროს, IV საუკუნის ბოლოს ან V საუკუნის დასაწყისში. ნეტარ ქერიმონს ღირსი თეოდორე სტუდიელიც (ხს.11 ნოემბერს) ახსენებს ყველიერის შაბათის საკითხავებში, ცისკრის კანონის VI გალობაში.

ღირსო მამაო ქერიმონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!


Discover more from Iveron Icon Georgian Orthodox Church

Subscribe to get the latest posts sent to your email.