წმ. საბა განწმენდილი

სავედრებელი პარაკლისი ღირსისა მამისა საბა განწმედილისა

სავედრებელოპარაკლისი

ღირსისამამისაჩუენისა

საბაგანწმედილისა

მღდელმან: კურთხეულარს-ი

დაუკეთუერისკაციაიტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუშენიარსსუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

✠

ტროპარი

მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელთაგან.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა

სხუაიტროპარი; ხმაი 8

ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე, და სიყრმით სულისათ სულთქმათა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო საბა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

✠

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: სიღრმეი ზღვისა მეწამულისაი პირველვე განაპო ქრისტემან ღმერთმან და განიყვანა ისრაელი, ხოლო აწ, რაჟამს ხორცნი შეისხნა ქალწულისაგან, მოუწოდა სიმრავლესა ერისასა და აღუშენა ეკლესიაი მობაძავად წესთა ზეცისათა. ამისთვისცა უგალობდეთ დაუცხრომელად, რამეთუ დიდებულ არს.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

ფრთოან იქმენ მადლითა სულისა წმიდისაითა, მარადის ხსენებულო მამაო, და გამობრწყინდი რაი სათნოებითა, მადლი მონიჭებული შენდა ღმრთისა მიერ განითქუა ყოველსა სოფელსა და ჩუენცა სიხარულითა აღვასრულებთ ბრწყინვალესა ხსენებასა შენსა და ვუგალობთ ღმერთსა, რამეთუ დიდებულ არს, წმიდაო.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

სიგლახაკითა მოიგე რაი სიმდიდრეი, ყოვლად ნეტარო მამაო, გამოსჩნდი ვარსკულავად უდაბნოისა და იქმენ ჭურად რჩეულად, შემწყნარებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ, სანატრელო, რაითა გვიხსნნეს ყოვლისაგან ბოროტისა ოხითა შენითა და წმიდითა გულითა ღირს გვყოს გალობად მისა, რამეთუ დიდებულ არს.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა

გამობრწყინდი ხორცთა მათ შინა ქუეყანისათა მსგავსად უხორცოთასა, და მარხვითა და ლოცვითა განსწმიდე რაი მწიკული ვნებათაი, სწინაისწარმეტყველებდი მოწევნადთა მათ საქმეთათვის, და გუნდნი ეშმაკთანი განასხენ ძალითა ღმრთისაითა, რამეთუ დიდებულ არს.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ღირსად და ჭეშმარიტად შენ მხოლოი ქებულ ხარ ყოველთა ნათესავთაგან, ვითარცა სთქუ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ მხოლომან გვიშევ ღმერთი ხორცითა და ქალწულად ეგე, ამისთვის გიგალობთ: ზეცისა ძალთა თანა დაუცხრომელად ევედრე ძესა შენსა ჩუენ, მოსავთა შენთათვის.

✠

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

გამორჩეულ იყავ რაი ღმრთისა მიერ ვიდრე შობადმდე შენსა, აღმობრწყინდი კაბადუკიასა, ნეტარო, და სიყრმესავე შინა განიშორე ცხორებაი ამის სოფლისაი, და შეხვედ მონასტერსა.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

სიმდაბლეი გექმნა რაი წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, სული თვისი დაიმდაბლე მარხვითა, და ხორცნი შრომითა დააჭნვნე, ღირსო, და ყოველთა უმჯობესად გამოჩნდი მორჩილებითა.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა

აღიზარდე რაი ყრმაი საწადელი, სიყუარულითა ღმრთისაითა მიხუედ ქალაქად წმიდად და დამკვიდრდი რაი ათანასეა ლავრასა, მხურვალითა ლოცვითა განსწმედდი სულსა და ხორცსა შენსა.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ზღუდეი ხარი შენ, ღმრთისმშობელო, და შესავედრებელი და მეოხი ჩუენი ჭირთა შინა, ამისთვისცა აღგიარებთ ცხორებისა ჩუენისა წინამძღუარად, სძალო ღმრთისაო მარიამ.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენჩუენ, ღმერთო, დიდითაწყალობითაშენითა, გევედრებით, ისმინედაშეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცაგევედრებითღმრთივდაცულისაერისაჩუენისადამეუფებისამისისათვის, ქრისტეისმოყუარისამთავრობისადამხედრობისამისისათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცაგევედრებითუწმიდესისადაუნეტარესისა, სრულიადსაქართველოსკათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისისმთავარეპისკოპოსისადაბიჭვინთისადაცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტისა, დიდისამეუფისა, მამისაჩუენისაილიასათვის, დაყოვლადუსამღდელოესისა (აქამოიხსენეთადგილობრივიმღდელთმთავარი), დაყოველთაქრისტეისმიერძმათაჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცავევედრნეთუფალსაღმერთსაჩუენსა, რაითაშეიწყალნეს… (აქამოიხსენეთსახელდებითისინი, ვისთვისაცევედრებითღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნიდაწელნიცხორებისამათისანიდაიხსნენიგინი, უფალო, ყოვლისაგანჭირისა, რისხვისადაიწროებისა, დაყოვლისაგანწყლულებისასულისადახორცთაისადამიუტევენმათყოველიშეცოდებანიმათნი, ნებსითნიდაუნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცაგევედრებითყოველთაძმათადაყოველთაქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუმოწყალედაკაცთმოყუარეღმერთიხარ, დაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისა, დაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

წარდგომაი

სიყრმითგან ისწრაფდი რაი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, მოიძულე ხორციელებრი განსუენებაი, და მაცხოვარსა შეუდეგ რაი უბიწოდ გონებითა, ვითარცა ცხოვარი მისდევდი კუალსა მწყემსთმთავრისასა, ყოვლად ნეტარო საბა, და ჰპოვე განსუენებაი მყუდროსა მას ბანაკსა წმიდათასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტისა გარემოდგომილებისაგან გვიხსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა სასოებაი დაგვიძს შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოითა ვედრებითა შენითა.

✠

გალობაი 4, უფალომესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

დაემოწაფე რაი ეფთვიმის, დიდსა მნათობსა ეკლესიისასა, წინაისწარმეტყველა შენთვის, ღმერთშემოსილო, და ცხად ყო ბრწყინვალებაი შენი საკვირველად.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

გიხილა რაი მოძღუარმან შენმან შემკობილი სათნოებითა, წარგგზავნიდა სხუასა მას სავანესა, სადაცა იყავ მორჩილებასა შინა დიდსა, და აღიწიე თავსა სრულებათასა.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა

ჟამითი ჟამად იღუწიდი რაი მღვიმესა შინა იწროებითა და შრომითა, ახოვანითა სულითა განაქიქენ საფრხენი ბოროტისანი, ღირსო, და გამოსჩნდი ვარსკულავად უდაბნოისა.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ყოველი სასოებაი ჩუენი შენზედა დაგვიძს, დედოფალო, რამეთუ არარაი შეუძლებელ-არს მეოხებისა შენისათვის ხსნად სამწყსოისა შენისა ყოველთა ძვირთაგან და განრინებად საფრხისაგან მტერისა.

✠

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის გამიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

ღმრთისმსახურებითა მიემსგავსე რაი დიდსა დანიელსა, უვნებელად განერე პირისაგან მხეცთაისა ძალითა ღმრთისაითა, ხოლო ესმათ რაი უდაბნოისმოყურეთა საქმენი შენნი, მოისწრაფდენ ხილვად სიწმიდისა შენისა, და გიხილეს, ვითარცა ანგელოზი ზეცისაი.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

უდაბნოი უქმი, ცრემლითა შენითა მოირწყო და იქმნა რაი ვითარცა სამოთხეი, მრავალნი შეუდგენ კუალსა შენსა, და იქმნებოდენ რაი მონაზონ, ქუაბთა და სენაკთა გამოკუეთდენ კლდეთა შინა, და ფრიად იღუწიდენ მუნ სადიდებელად ღმრთისა.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა

სიბრძნითა სულისა წმიდისაითა განანათლებდი სამწყსოსა შენსა, და ასწავებდი რაი გზასა უცთომელსა, ზეცად აღმყუანებელსა, აწ ჩუენცა მოგუეც მამობრივისა შენისა გულმოწყალებისა კურთხევანი, რაითა წინა-აღუდგეთ ეშმაკისა საცთურთა და კაცთა ბოროტებასა.

აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოიგე, ყოვლადუბიწოო ქალწულო, და ნუ დააცადებ მისა მიმართ შეწევნასა ჩუენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი აღგიარებთ ღმრთისმშობელად, დედოფალო, და გვიხსნეს ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.

✠

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცეი ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

რომელი მოსეს პირველად სუეტითა ღრუბლისაითა ეტყოდა, სუეტი ბრწყინვალეი ქუეყანით ცად აღწევნული გიჩვენა, ღირსო, და მუნ ჰპოე ქუაბი და ჰყავ იგი ტაძარ სალოცველ ღმრთისა. მას ევედრე, რაითა ცხორებაი ჩუენი წარჰმართოს სათნოდ თვისად.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

დღეთა მათ გვალვისათა, რომელი მოწევნულ იყო რისხვისაგან ღმრთისა, კაცნი მოწყდებოდეს გუემითა მით ფიცხელითა, გარნა ლოცვითა შენითა წყაროი აღმოაცენე, და საკვირველად წვიმაი ზეცით გარდამოიყვანე ურწყულთა მათ ადგილთა.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა

იყავ რაი ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა, ღირსო, მსგავსად მზისა განბრწყინდა ურიცხუნი სასწაულნი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, და სახელი შენი განსდიდნა არაი ხოლოი პალესტინეს, არამედ ყოველსა სოფელსა.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთვის, ყოვლადწმიდაო დედაო, რამეთუ სიმტკიცეი ხარი შენ ყოველთა მორწმუნეთა, რომელნი სასოებითა შენითა განვძლიერდებით და სარწმუნოებითა ვადიდებთ და თაყუანის-ვჰცემთ ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმედამერმემშვიდობითუფლისამიმართვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენდადაგვიცვენჩუენ, ღმერთო, შენითამადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისადედოფლისაჩუენისაღმრთისმშობელისა, დამარადისქალწულისამარიამისა, დაყოველთაწმიდათამომხსენებელთა, თავნითვისნიდაურთიერთარს, დაყოველიცხორებაიჩუენიქრისტესაღმერთსაჩუენსაშევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუშენხარმეუფეიმშვიდობისაი, დამაცხოვარისულთაჩუენთაი, დაშენდადიდებასააღუავლენთმამისა, დაძისა, დაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

კონდაკი, ხმაი 8

სიყრმითგან მსხვერპლად ღმრთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ და კეთილითა მოქალაქობითა ნეტარებაჲ მოიგე, უწინარეს შობისაცა სარწმუნოდ ღმრთისად გამოსჩნდი ღირსთა ყოველთა განმაშუენებელ, ნეტარო საბა, რამეთუ უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ, ღირსო, რომლისათჳსცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადპატიოსანო!

✠

იკოსი

სიყრმითგან სურვიელ იქმენ რაი სიბრძნესა მას გვამოვანსა, ღირსო, განგაშორა ქუეყანისაგან და აღგიყვანა რაი სიმაღლედ, უნივთოთაგან ყვავილთა შეითხზ გვირგვინი და დაიდგ თავსა შენსა, ღმერთშემოსილო საბა, რომლითა განშუენებულმან მოწყალე ჰყავ ღმერთი, მოცემად ჩუენდა სიბრძნეი შემსგავსებული სიტყვისა, რაითა ქებით შევამკობდეთ ღუაწლსა შენსა და ღაღადვჰყოთ: გიხაროდენ, საბა, ღმერთშემოსილო!

მოხედენ.მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომახმაი 4

პატიოსან–არსწინაშეუფლისასიკუდილიწმიდათამისთა.

მუხლი: რაიმივაგოუფალსაყოვლისავეთვის, რომელიესემომაგომე.

მღდელმან: უფლისამიმართვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუწმიდახარშენ, ღმერთოჩუენო, დარომელიწმიდათაშორისგანისუენებ, დაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისადაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველისულიაქებდითუფალსა.

მუხლი: აქებდითღმერთსაწმიდათაშორისმისთა, აქებდითმასსამყაროთაძალისამისისათა.

მღდელმან: ღირსყოფადჩუენდასმენადწმიდისასახარებისაუფალსაღმერთსაჩუენსავევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნითაღემართენითდაისმინეთწმიდასახარება, მშვიდობაიყოველთა.

გუნდი: დასულისაცაშენისათანა.

მღდელმან: ლუკასაგანწმიდისასახარებისასაკითხავი.

გუნდი: დიდებაიშენდა, უფალო, დიდებაიშენდა.

✠

სახარებაილუკასი

მას ჟამსა შინა დადგა იესუ ადგილსა ველსა და ერი იგი მოწაფეთა მისთაი და სხვისა ერისა სიმრავლეი ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალიმით და ზღვის კიდით, ტვიროსით და სიდონით, რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისა და განკურნებად სნეულებათაგან მათთა. და ურვილნი იგინი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განკურნებდეს ყოველთა. და თავადმან აღიხილნა თვალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ. ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ ხართ, რაჟამს მოგიძულენ თქვენ კაცთა და ოდეს გამოგასხენ თქუენ და გაყუედრებდნენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთა ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი, მრავალ არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა საბა განწმედილისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: მოიძულე საწუთროი – საუკუნეთა მათთვის საშუებელთა და წმიდათა თანა იშუებ წინაშე ღმრთისა, ღირსო მამაო საბა განწმედილო, აწ კეთილმსახურებრითა კადნიერებითა გვიოხე წინაშე მისსა, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებელობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერიშენი, დააკურთხესამკვიდრებელიშენი, მოხედენსოფელსაშენსაწყალობითადამოწყალებითა, აღამაღლერქაიქრისტეანეთამართლმადიდებელთაი, დაგარდამოავლინენჩუენზედამდიდარნიწყალობანიშენნი, მეოხებითაყოვლადწმიდისადედოფლისაჩუენისაღმრთისმშობელისა, დამარადისქალწულისამარიამისაითა; ძლიერებითაპატიოსნისადაცხოველსმყოფელისაჯუარისაითა; მეოხებითაპატიოსანთაუხორცოთაზეცისაძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისადანათლისმცემელისაიოვანეისითა, წმიდისადიდისაწინაისწარმეტყუელისაელიათეზბიტელისადამართლისაენუქისითა; წმიდათადიდებულთა, დაყოვლად-ქებულთამოციქულთათავთა, პეტრეისადაპავლეისითა; წმიდისამოციქულისათომასიდასაქართველოსგანმანათლებელთამოციქულთა: ანდრიაპირველწოდებულისა, სვიმონკანანელისა, ბართლომესი, თადეოზისადამატათაისითა; წმიდათაშორისმამათაჩუენთა, დამსოფლიოთადიდთამოძღუართადამღდელთმთავართა: ბასილიდიდისა, გრიგოლიღმრთისმეტყუელისა, დაიოვანეოქროპირისაითა; წმიდათაშორისმამისაჩუენისანიკოლოზმირონ-ლუკიისმთავარეპისკოპოსისადასაკვირველთმოქმედისაითა; წმიდისადიდებულისადაღუაწლისა-მძლისამოწამისა, ძლევა-შემოსილისაგიორგისადაწმიდათადიდთაქალწულ-მოწამეთაბარბარეისადამარინეისითა; ღირსისადედისაჩუენისა, მოციქულთასწორისაქალწულისანინოქართველთგანმანათლებელისადაწმიდისაპატრიარქისაევსტათიანტიოქიელისა – ქართლისეკლესიათამაკურთხეველისაითა; წმიდათამოციქულთასწორთა: მეფისამირიანისადადედოფლისანანაისითა; წმიდათამამამთავართაჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისამამისაჩუენისაიოვანეზედაზნელისადაათორმეტთამისთამოწაფეთა, მეორედგანმანათლებელთასაქართველოსეკლესიისადამარადისმფარველთამისთადაწმიდისამღდელმოწამისანეოფიტეურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთანეტართამამათაჩუენთა: ილარიონქართველისა, სერაპიონზარზმელისა, გრიგოლხანძთელისადასაბაიშხნელისაითა; ღირსთამამათაჩუენთაათონელთა: იოვანედაგაბრიელქართველთა, იოვანეთორნიკ-ყოფილისადაეფთვიმედაგიორგიმთაწმინდელთაითა; წმიდათადიდებულთადაღუაწლისა-მძლეთამოწამეთაჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათიმცხეთელისა, აბოტფილელისა, გობრონისა, თევდორემღდლისა, ქრისტეფორეგურულისა, ნიკოლოზდვალისა, კოზმანისა, არგვეთისამთავართადავითდაკონსტანტინეისადაკონსტანტინემთავრისაითა; წმიდისამთავარ-მოწამისაბიძინასადაწმიდათადიდებულთამოწამეთა: შალვადაელიზბარქსნისერისთავთაითა; წმიდისამოწამისაშალვაახალციხელისადაწმიდათაათთა-ბევრთამოწამეთა, ტფილისსხუარაზმელთაგანმოწყუედილთაითა; წმიდათამოწამეთაექვსიათასთაგარეჯელთაბერთადამრავალთაწმინდათამამათადადედათა, აჭარაშითურქთაგანწამებულთაითა; წმიდათაღუაწლისამძლეთამეფეთადადედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკისაითა; წმიდათაკეთილ-მორწმუნეთადადიდთამეფეთაჩუენთა: ვახტანგგორგასალისა, ბაგრატმესამისა, დავითაღმაშენებლისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისადასოლომონისაითა; წმიდისაილიამართლისა, ექვთიმეღმრთისკაცისადაექვთიმეაღმსაარებლისაითა; წმიდათააღმსაარებელთამამათაჩუენთა, იოვანეისიდაგიორგი-იოანებეთანიელთადაღირსისამამისაჩუენისაარქიმანდრიტისაგაბრიელისა, აღმსაარებელისადასალოსისაითა; წმიდათადამართალთამშობელთაღმრთისაითაიოაკიმდაანნაისითა(დაწმიდისასახელი, რომლისაარსტაძარი); დაღირსისადაღმერთშემოსილისამამისაჩუენისასაბაგანწმედილისაითა, დაყოველთაწმიდათაშენთაითა, გევედრებითშენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინეჩუენცოდვილთავედრებაი, დაშეგვიწყალენჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითადამოწყალებითადაკაცთმოყუარებითამხოლოდშობილისაძისაშენისაითა, რომლისათანაკურთხეულხარ, თანაყოვლადწმიდით, სახიერით, დაცხოველსმყოფელითსულითშენითურთ, აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

ვითარცა ბრძენმან და სარწმუნომან მოძღუარმან, ქრისტე შეიყვარე – ჭეშმარიტი სიმართლეი, და მობაძავ იქმენ რაი საღმრთოისა მოქალაქობისა მისისა, სნეულთა ჰკურნებდი შეხებითა ხელისაითა მსგავსად მისა, და სიტყვითა იოტებდი სულთა უკეთურთა.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

ფრიად განმრავლდენ რაი მოღვაწენი გარემო შენსა, დააფუძნე ლავრაი, ნეტარო, და მას შინა იღუწიდენ რაი ქართველნიცა შორის სხუათა მათ ნათესავთა, აქუნდათ ეკლესიაი თვისი, და სახარებასა იკითხვიდენ ენასა ჩუენსა ზედა.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა

ღმრთისაგან განეწესე რაი უდაბნოსა მოძღურად სიბრძნისა, სწავლითა შენითა განანათლენ მოწაფენი შენნი მონებად სამებისა, და აწცა გაქუს კადნიერებაი წინაშე მისსა, რაითა განგვარინოს ყოველთა ღელვათა და წარმწყმედელთა მათ ვნებათაგან.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ყოვლადმოწყალისა ღმრთისა მოწყალეო დედაო, ყოველთა ჭირთა და სასტიკთა სნეულებათაგან განარინნე ერნი შენნი, ქალწულო, რომელნი მოვუწოდთ გულმოწყალებასა შენსა, და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

✠

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ქებით აკურთხევდით, სამებისა რიცხუნო ყრმანო, დამბადებელსა ღმერთსა და მამასა აქებდით და ძესა მხოლოდ-შობილსა, რომელმან დაშრიტა სახუმილი ცეცხლისაი და ამაღლებდით ცხორების მომნიჭებელსა სულსა წმიდასა უკუნისამდე.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

ვითარცა მწყემსმან მღვიძარემან სასოებითა მტკიცითა წარწყმიდე სიბოროტეი მწვალებელთა და წინა-აღმდგომთაი, და დააფუძნე რაი ექუსი სავანეი თვინიერ ლავრისა, გუნდნი მოღუაწეთანი მათ შინა დაამკვიდრე და განამრავლე მადლი სიბრძნითა საღმრთოითა.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

სიწმიდითა განვლე რაი საწუთოი ესე, ნეტარო, დასნეულდი და წინაითვე გემცნო რაი ჟამი აღსრულებისა შენისაი, დაადგინე მამასახლისად ღირსი მოღუაწეი, და ყოველთა ამცნე უქცეველად დაცვაი წესთა მონასტრისათა.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა

დაყავ რაი ოთხი დღეი სარეცელსა ზედა, მწუხრსა შაბათისასა ეზიარე, ყოვლად ნეტარო მამაო, და შეჰვედრე რაი წმიდაი სული თვისი უფალსა, ანგელოზნი მისნი წინამძღუარ ექმნნეს და წარიყვანეს იგი ადგილსა განსასვენებელსა.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

მტკიცეო მეოხო და ყოვლადქებულო შუამდგომელო ჩუენო, ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა უსასოთაო, აწ ისწრაფე და განგუარინენ ჩუენ ცოდვასა, და გვიხსენ მოწევნადთა სენთა და ურვათაგან.

✠

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზეშთაეს ბუნებისა ჰშევ დაუსაბამოი, რომელ არს შემოქმედი, ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

წმიდასა გუამსა შენსა, ფრიად დამაშურალსა, გარე-მოადგენ მოწაფენი შენნი, გრაცხიდენ რაი შუა-მდგომელად წინაშე ღმრთისა და სიქადულად და ზღუდედ სჯულისა, აწ ჩუენცა გვასხურე ცუარი მადლისა შენისაი, და დაგვიფარე ყოვლისაგან ბოროტისა.

ღირსომამაოსაბაგანწმედილო, ევედრეღმერთსაჩუენთვის

მსწრაფლ განითქუა რაი სიკუდილი შენი გარემოთა მათ ქუეყანათა, შეკრბა სიმრავლეი მონაზონთაი და ერისკაცთაი, ღირსო, და მოვიდნენ მთავარებისკოპოსი და ებისკოპოსნი წმიდისა ქალაქისა წარჩინებულთა თანა, რაითა მიაგონ პატივი სიწმიდესა შენსა.

დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა

წმიდაი ნეშტი შენი დაკრძალეს რაი ეკლესიასა მას დიდისა ლავრისასა, სადა იგი წინაით იხილე სუეტი ცეცხლისაი, ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაი, ღმერთშემოსილო მამაო საბა, და საუკუნესა სუფევასა ღირს-იქმენ დამკვიდრებად.

აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

შენ, უქორწინებელო და ყოვლადწმიდაო ქალწულო, ითხოე მისგან, რომელი ჰშევ შენ, რაითა მოსცეს ძლევაი და ხსნაი ერსა თვისსა უღლისაგან მტერთაისა, რომელნი დაუცხრომელად გადიდებენ.

ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელიაკმევს; მკითხველიანერისკაციკითხულობს:

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე რაი, ღმრთივგანბრძნობილო მამაო საბა, ვითარცა ქუეყანისა ანგელოზმან და ზეცისა კაცმან, დიდებულად შეამკევ ეკლესიაი ცხორებისა ბრწყინვალებითა, რაისთვისცა `განწმედილი~ გიწოდეს და შეგრაცხეს რაი წმიდანად ეკლესიისა, აწ ყოველთა მოყუარეთა შენთა შეეწევი, და მადლსა და ლხინებასა მიანიჭებ მხურვალედ მვედრებელთა შენთა.

საქმენი შენნი, უცხოი და საკვირველ არს, ყოვლად ქებულო მამაო საბა, რამეთუ საცხოვრებელად მრავალთა მოღვაწეთა უდაბნოთა შინა ქალაქნი აღაშენენ – ღმრთივშუენიერნი და სულთა სარგებელნი, სადიდებელად ღმრთისა, აწ ჩუენცა მოგვიხსენენ წინაშე მისსა, რაითა განაშოროს ყოველი სილაღეი და ამპარტავნებაი დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა და მოგვანიჭოს მადლი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.

მსგავსად მზისა განბრწყინდეს ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, საღმრთოისა მიერ მადლისა, რომლისა მიერ განსდიდდი, ღმრთისმოყუარეო მამაო საბა, არა ხოლო თუ პალესტინეს, არამედ ყოველსა ქუეყანასა, და აჰა, აწ ჩუენცა ვიხარებთ სულითა და ვევედრებით განმადიდებელსა შენსა ქრისტესა, რაითა გარე წარგვხადოს ეშმაკთა კვეთებანი და განგვარინოს ღელვათაგან ცოდვისათა.

განსცხრების უდაბნოი იორდანისაი წმიდასა ხსენებასა შენსა, მამაო საბა, ნაყოფიერ ჰქმენ რაი რწყვითა მათ ცრემლთა შენთაითა, და ლავრაი შენი იქადის და მოგიგებს რაი აღმაშენებელად და ყოვლად ძლიერად მფარველად თვისად, მკვიდრნი მისნი მარადის ითხოვენ შენ მიერ შეწევნასა, და აწ ჩუენცა მათ თანა გიგალობთ და აღგძრავთ მეოხებად უფლისა მიმართ, რაითა განაქარვოს მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი და სიმხნეი და ერთსულობაი მოჰმადლოს ერსა ჩუენ ქართველთასა.

ჰოი, საჩინოთა მამათა შორის განბრწყინვებულო საბა განწმედილო, მამობრივითა კადნიერებითა შეგვაწყნარე მფარველსა ჩუენსა – ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, შეგვეწიოს ჭირთა და საცთურთა შინა და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა, და მადლსა და დიდებასა შევსწირვიდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუშენიარსსუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენჩუენ, ღმერთო, დიდითაწყალობითაშენითა, გევედრებით, ისმინედაშეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცაგევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილადწარმართებისადამყუდროებისამონათა (ანუმხევალთა) ღმრთისაითადაყოველთაშვილთაჩუენისაეკლესიისაითა, რაითადაიცვასუფალმანღმერთმანჩუენმანსამეუფოიქალაქიესეჩუენიდაწმიდაიესეეკლესიაიდაყოველნიქალაქნიდასოფელნიივერიისასიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისადამახვილისა, უცხო-თესლთაზედამოსლვისაგან, ბრძოლისადასიკუდიდშემოსილისაწყლულებისა, რაითამოწყალეგუექმნესჩუენღმერთიკეთილადდგომისათვისსახიერებითადაკაცთმოყუარებითათვისითა, დაგარე-წარაქციოსრისხვაი, მარადდღეჩუენზედამომავალი, დაგვიხსნესჩუენსამართლადჩუენზედამოწევნულისარისხვისაგან, დაშეგვიწყალნესჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინეჩუენი, ღმერთო, მაცხოვაროჩუენო, სასოოყოველთაკიდეთაქუეყანისათაო, დარომელნიარიანზღუათაშინაშორს, დამლხინებელ, დამოწყალეექმენშეცოდებათაჩუენთა, დაშეგვიწყალენჩუენ, რამეთუმოწყალედაკაცთმოყუარეღმერთიხარდაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისა, დასულისაწმიდისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმედამერმემუხლთ-მოდრეკით. უფლისამიმართვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

✠

სავედრებელილოცვა

ჰოი, ღმრთისა სათნომყოფელო და სასწაულთმოქმედო მამაო ჩუენო საბა განწმედილო, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებლობისაო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო; დიდებაო კაბადუკიისაო და ქალაქ-მყოფელო უდაბნოისაო; მონაზონთა კანონო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო ქრისტეანეთაო; ღმრთისა მიმართ მეოხო და შესავედრებელო ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!

ჰოი, მამათა თავო და ღირსთა შუენიერებაო, ყოვლად ნეტარო საბა, დიდითა მოღუაწებითა შენითა ღირს იქმენ რაი მოღებად პატივსა მთავართა თანა ზეცისათა, ჭეშმარიტად იხარებ ნათლითა გამოუთქუმელითა, და გაქუს რაი კადნიერებაი დიდი, შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაითა მოიხილოს ჩუენ ზედა, რომელთა არაი გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, და წარვწყმდებით რაი ურიცხუთა ცოდვათაგან, მოგუმადლოს სინანული მსგავსი ნინეველთაისა, რაითა თანა-წარგვხდეს განსაცდელი იგი დაქცევისაი, და მოგვანიჭოს სიბრძნეი, სიმხნეი და ძალი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, რაითა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი. მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი შიო, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, მოღუაწეთა სიქადულო და მონაზონთა დიდებაო საბა განწმედილო, არა ხოლო თუ მკვიდრ ხარ შენ ზეცისა, არამედ მლოცველი და მსწრაფლშემწეი და მეოხი წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენცა აღგძრავთ ვედრებად მისა მიმართ, რაითა აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათასა, და გვიხსნას სიყმილისაგან, სვრისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაისა, და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოით მამით მისით, და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაოღმრთისმშობელო, გუაცხოვნენჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსაქერობინთასადააღმატებითუზესთაესსასერაბინთასა, განუხრწნელადმშობელსასიტყვისაღმრთისასა, მხოლოსაღმრთისმშობელსაგალობითგადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაიშენდა, ღმერთოჩუენო, დიდებაიშენდა.

გუნდი: დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა, აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა საბა განწმედილისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მთხვევასაზედახატისასავჰგალობთ:

ყოველივე ხორციელი ნებაი დაუტევე და ღმრთისა ნებასა შეუდეგ, ყოვლად სანატრელო მამაო საბა, და ზეცით მოიღე რაი მადლი სათნოებისაი, ვითარცა ანგელოსი კაცთა შორის ჰბრწყინავდი საღმრთოთა მოქალაქეობითა, და სათნო-ეყავ რაი ზეცათა მეუფესა, ღირსო, აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, შეგვეწიე, რაითა გვიხსნნეს სულიერისა და ხორციელისა განსაცდელისა და ვნებულებისაგან.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა საბა განწმედილისაითა, და მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

წმინდა წერილი