ღირსი სერაფიმე საროველი

ღირსი სერაფიმე საროველი, საკვირველთმოქმედი — განდიდება (1903) — 19 ივლისი – ძველი სტილით / 1 აგვისტო – ახალი სტილით

✝ ღირსი სერაფიმე საროველი, საკვირველთმოქმედი — განდიდება (1903)

19 ივლისი – ძველი სტილით / 1 აგვისტო – ახალი სტილით

✦ · ✦
ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1 ივლისს დაიბადა კურსკში. საროვის უდაბნოში

მოღვაწე წმიდა მამის ნათელი უხვად ეფინებოდა მთელ რუსეთს. ანგელოზებრივ სიწმიდეს

მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2

იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის

საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.

1903 წლის 19 ივლისს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, საროვში რუსეთის

იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და სამასი ათასამდე

მლოცველის თანდასწრებით აღესრულა მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი

მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. ამ

მოვლენას მრავალი ნიშ-სასწაული და კურნება ახლდა თან (უფრო ვრცლად ღირსი სერაფიმე

✦ · ✦