მღდელმან: კურთხეულ არს–ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად–იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე–მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 4
სახელდებულ იქმენ რაი სეხნად ჭეშმარიტისა მის ძლევაშემოსილისა აღდგომისა, ძლევაი აღადგინე მტერთა ზედა სიძისა შენისა, ქრისტეისთვის ტანჯვათა დათმენითა, რომელ ყოვლითა გულითა შეიყუარე, წმიდაო მოწამეო ანასტასია, მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
სხუაი ტროპარი, ხმაი 4
ვითარცა სნეულთა მსწრაფლ–მკურნალმან, და დაცემულთა საღმრთომან აღმადგინებელმან, ანასტასია ქალწულმოწამეო, წმიდისა ხატისა შენისა მომართ სარწმუნოებითა მოლტოლვილნი ცოდვათა უფსკრულთაგან აღგვადგინენ და დაგვიცევ მტანჯუელთა სალმობათა და სენთაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ–ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 8
ძლისპირი: გალობაი შევწიროთ, მორწმუნენო, ღმრთისა საკვირველთ–მოქმედისა, რომელმანცა იხსნა ისრაელი ეგვიპტით, ძლევისა გალობითა უგალობდეთ და ვიტყოდით: გიგალობთ შენ, ღმერთსა სახიერსა.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გეწადა რაი ქალწულსა შუენიერსა ზეცისა სიძისა უკუდავისა, აღიღე შური ბრძენთა ქალწულთა მღვიძარეთაი და გაქუნდა რაი ზეთი მოწყალებისაი და სანთელი ქალწულობისაი, სიხარულითა შეხვედ ქორწილსა მას სამეუფოსა,
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
არა გძლო შენ, წმიდაო, სოფლისა ამის საშუებელმან, არცა ოქრომან, არცაღა ძოწეულისა სამოსელმან, არამედ აღიღე ჯუარი და შეუდეგ რაი ქრისტესა, ძალსა მტერისასა სძლე ჯუარითა მისითა შეჭურვილმან და მიიწიე ზეცისა დიდებასა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
სეხნა იქმენ რაი ქრისტეს ცხოველმსყოფელისა აღდგომისა, ნეტარო, სურვილითა ღუაწლისაითა აღეგზე, და საპყრობილეთა შინა მსახურებდი რაი ქრისტეანეთა ტყუეთა, უკანასკნელ შენცა შეუდეგ წამებითა გზასა მას მარტვილთასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ, უქორწინებელო, მარადის ქალწულო მარიამ, წმიდაო ღმრთისმშობელო, დედათა დიდებაო, სასოო სოფლისაო, ყოველთა უზესთაესო, შენ ხარ საფარველი მორწმუნეთაი.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ–მოყუარე.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იყავ რაი შუენიერი ასული წარმართი სენატორისაი, კეთილმსახურმან დედამან შენმან სიყმაწვილითგან სასწავლოდ მიგცა ქრისოგონეს, ღმრთისმოშიშსა მას მეცნიერსა, და წვრთასა მას შინა წმიდათა წერილთასა აღორძინდი და წარემატე სათნოებათა მიმართ.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შემდგომად დედის გარდაცვალებისა, ქალწულო, მამისა მიერ მითხოვილ იქმენ წარმართსა პომპლიუსსა, გარნა წინააღუდეგ ხორციელებრსა ვნებასა და ქალწულებაი შენი ზეცისა სიძისათვის დაიცევ შეუხებლად.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
ღმრთივგანბრძნობილსა ქალწულსა გაქუნდა რაი სიყუარული ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათვის ტანჯულთა, ფარულად შეხვიდოდი საპყრობილეთა შინა შემოსილი მსგავსად გლახაკთასა, და ნუგეშინის–სცემდი და ჰკურნვიდი წყლულებათა მათთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად, ვითარცა სათნო–იყავ, და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა, მხოლოო კაცთ–მოყუარე.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 1
სურვილითა უფლისაითა მოიწყლა სული შენი, და ცეცხლითა სიყუარულისა მისისაითა აღტყინებულმან ცეცხლი ხილული და ნივთიერი, და ფიცხელნი სატანჯველნი სიმხნითა სულისაითა არად შერაცხენ, ანასტასია, საღმრთოისა აღდგომისა სეხნაო, დიდებაი ქრისტესა, რომელმან განგაძლიერა; დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ; დიდებაი, რომელი მისცემს შენ მიერ ყოველთა კურნებასა.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მრავალგზის იქმენ რაი გვემულ უსჯულოისა ქმრისა მიერ, ჰოი, სძალო ღმრთისაო, უკანაისკნელ საპყრობილეცა მოიპოვე სახლსა შინა მისსა, რამეთუ გყო ტყუედ და ტუსაღად თვისად.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ყოველივე აუწყე რაი მოძღუარსა შენსა, ნეტარო, ევედრე შუამდგომელობასა ღმრთისა მიმართ, რაითა განგათავისუფლოს ბოროტისა მის კაცისაგან და მძლე გყოს უღმრთოთა ზედა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
ნუგეშინისგცემდა რაი ქრისოგონე უსტარითა, წინასწარმეტყველა სიკუდილი უსჯულოისა მის კაცისაი, და მსწრაფლ აღსრულდა თქმული მისი, უწყალოდ დაინთქა რაი ბოროტი იგი ზღუასა შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
ღმერთი, რომელი გვიშევ ჩუენ, ყოვლად უბიწოო მარიამ, ნუ დასცხრები ვედრებად მისა, ქალწულო, რაითა დახსნას ჩუენგან ღელვაი ჭირთა და განსაცდელთა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუაი ღმერთი არა ვიცით.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
თავისუფალმან მტარვალისაგან მიეც რაი თავი შენი მსახურებასა ქრისტეისთვის პყრობილთასა, წუთხსა ნაგუემთა მათთასა მოჰხოცდი, ნეტარო, და განამხნობდი სიბრძნითა მოძღურებისაითა.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ეძიებდი რაი საუკუნოსა სიმდიდრესა, საწუთოი სიმდიდრეი შენი განუყავ უღონოთა, და შეგიდგა რაი ქურივი თეოდოტე, მრავალთა ქალაქთა შინა მოიხილვიდით პყრობილთა მორწმუნეთა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
მოძღუარიცა შენი ქრისოგონე იყოფოდა რაი საპყრობილესა შინა, სიტყვითა მისითა განბრძნობილი იხარებდი, სანატრელო, და დიდებასა შესწირვიდი ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შემდგომად შობისა ჰგიე რაი ქალწულად, უბიწოო დედაო, ყოვლად სანატრელო, შენ, ვითარცა ღმრთისმშობელსა, გადიდებთ და გევედრებით, რაითა ვიხსნნეთ ჩუენ საუკუნეთა სატანჯველთაგან.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ემცნო რაი მეფესა უსჯულოსა მოძღურისა შენისა მიერ განმტკიცებაი პყრობილთა მორწმუნეთა, განრისხებულსა ეწადა მოქცევაი მისი კერპთმსახურებასა ზედა, გარნა ვერცაღა სძლო და განუჩინა წარკვეთაი თავისაი.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ზეგარდამო ებრძანა ზოილე ხუცსა დაკრძალვაი ქრისოგონეს ნეშტისა, და მისგანვე ეუწყა რაი მოსალოდებელი მარტვილობაი სამთა ქალწულთა, მახლობელთა მისთა, შენ გიწოდდა განმხნობად მათდა, და შთააგონებდი ზეციერისა სიძისათვის თავის შეწირვასა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
აღესრულა რაი ბრძანებაი მეფისაი ქრისტეანეთა მოსრვისაი, არა პოე იგინი საპყრობილესა შინა, და იგლოვდი რაი ხმითა მაღლითა, გკითხვიდენ მცველნი მიზეზსა ურვისასა, მხნეო ქალწულო, და ქრისტე აღიარე კადნიერად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთვის, ყოვლადწმიდაო, ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ სიმტკიცეი ხარი შენ მორწმუნეთაი და სასოებითა შენითა განვძლიერდებით და სარწმუნოებითა შენ და ძესა შენსა გადიდებთ და თაყუანის–გცემთ.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 4
განსაცდელთა და ჭირთა შინა მყოფნი, ტაძრისა შენისა მიმართ მოლტოლვილნი, მოვიღებთ პატიოსანთა კურნებასა შენ შორის მკვიდრისა საღმრთოისა მადლისასა, წმიდაო ანასტასია, რამეთუ შენ მარადის სოფელსა უწყაროებ კურნებასა.
იკოსი
ქრისტეს აღდგომისა სეხნამან აწ დაცემული ესე აღმადგინე ლოცვითა შენითა, დიდმოწამეო, მიმცვრიე ცუარი სასწაულთა შენთაი, და დაშრიტე ალი უწყალოისა ცოდვისაი, რამეთუ იხსნი სოფელსა მრავალფერთა ვნებათაგან, რომელთა მიერ აწ მეცა ცთუნებულ ვარ, და ყოველთა გარდამოუდინებ მიჰრონსა კურნებათასა.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომაი, ხმაი 4. საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირს–ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი მათესი (10, 16-22)
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა, და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა–იგი იტყოდით, რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდილად, და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა–დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
მეოხებითა წმიდისა ანასტასია ძლევაი–შემოსილისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: მადლითა შემკობილო და მსხუეპლად შეწირულო ქრისტეს ღმრთისაო, წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, გაქუს აწ კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობაი და ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიისაი და დიდი წყალობაი მორწმუნეთა.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათაისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ღირსისა დედისა ჩუენისა, ქალწულისა ნინოისა, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა და საკვირველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა: წმიდისა ძლევაშემოსილისა გიორგისა; აბო ტფილელისა და შალვა ახალციხელისაითა; არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა და ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; ბიძინა, შალვა და ელიზბარისაითა; წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა ქალწულ–მოწამეთა: თეკლა, მარინე და ეკატერინეისითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე–თორნიკ–ყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და წმიდათა აღმსარებელთა მამათა: ექვთიმე, იოვანე, გიორგი–იოვანე და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა, და წმიდისა დიდ–მოწამისა ანასტასია მკურნალისა და მწამლველობათაგან დამხსნელისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
წარგადგინეს რაი სამსჯავროსა, აღგითქმიდენ პატივსა, უკეთუ სხუათაცა არწმუნებდი მსახურებად კერპთა, გარნა არა ერჩდი ბრძანებასა მათსა, და გიქადოდენ მოკუდინებასა ტანჯვითა.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გარდაგცეს რაი ქურუმსა, გაჩვენა, ვითარცა საშუებელნი ქუეყანისანი, ეგრეთცა სახუმილი აღგზებული, და თვინიერ ძრწოლისა სჭურეტდი საჭურველთა მათ, კაცთა სატანჯველად განწესებულთა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
ვერა განგაშორა რაი ქრისტეს სიყვარულსა, ეწადა მძლავრებაი შენ ზედა, ვითარცა კაცსა, და ჰბერე რაი პირსა, თვალისჩინიცა წაერთვა, და წარიყვანეს რაი ბომონსა, დაეცა და სულიცა წარხდა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გონებამიუწთომელი სასწაული აღესრულა შენ შორის, ქალწულო დედაო, რამეთუ შევ შენ ღმერთი, მიუწთომელი ქერობინთაგან და დაუტევნელი არსებითა, და მიაწვინე ბაგასა.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: სამნი ყრმანი ღმრთისმეტყუელნი სახუმილსა მას ცეცხლისასა დასთრგუნვიდეს და კადნიერად ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
თეოდოტიას თანა კუალად იწყე რაი საპყრობილეთა შინა მსახურებაი ტყუეთა, ორნივე შეგიპყრეს და ქურივი იგი დედაკაცი აღესრულა წამებითა, ხოლო შენ შთაგაგდეს დილეგსა.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
არა მოგცეს რაი საზრდელი ოცდაათ დღე, ჰგონებდენ აღსრულებასა შენსა სიყმილითა, გარნა ყოველთა ღამეთა მოვიდოდა შენდა ნეტარი თეოდოტია ძღუენითა და მოგართუმევდა საზრდელსა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
გპოვეს რაი უვნებელი, წმიდაო, განხურეტილსა მას ნავსა შთაგსვეს სხუათა თანა პყრობილთა, გარნა კუალად გამოგიჩნდათ წმიდაი მოწამეი თეოდოტია, და დააყენა წყალი არა შესლვად მას შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძითა და სულით წმიდითურთ ვაკურთხევთ ჩუენ მამასა, ერთღმრთეებად აღვიარებთ და სარწმუნოებითა უღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიხსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდთა თანა ზეცისათა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ასწავე რაი ერსა მას ჭეშმარიტი სარწმუნოებაი, ნათელ–იღეს ყოველთა, და არცაღა ვის ენება რაი განშორებაი ქრისტეის ღმრთისაგან, სიხარულითა ეწამნენ მისთვის და აღიწიენ სასუფეველსა.
წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
წარგადგინეს რაი სამსჯავროსა, ოთხსა სუეტსა შორის განგიკრნეს საბლითა ხელნი და ფერხნი, და ცეცხლი აღგიდვეს რაი ქუეშე ზურგსა შენსა, მხურვალითა ლოცვითა შეჰვედრე სული თვისი უფალსა.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
არცა შეეხო რაი ალი ცეცხლისაი ნეშტსა შენსა, წარგრაგნეს სპეტაკსა სამოსელსა, და დაჰმარხეს რაი პატივითა, იქმოდი სასწაულთა და ეკლესიამან შეგრაცხა წმიდათა შორის თვისთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამებით დიდებულსა, ერთარსებით მიუწდომელსა, მამასა, ძესა და წმიდასა სულსა ძალთა თანა ზეცისათა ვადიდებთ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი წარმოსთქუამს:
ვაქებთ საკვირველთა მათ ღუაწლთა შენთა, ჰოი, მოწამეო ყოვლად–დიდებულო, და თაყუანის–ვჰსცემთ უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, რომელმანცა განაძლიერა დედობრივი უძლურებაი შენი და წყობაი მძვინვარეი უჩინოისა მტერისაი დასცა ახოვანებითა შენითა, მას ევედრე ხსნად ჩუენდა გრძნეულთა მიერ წამლვისაგან და მძლავრებისაგან ბოროტთა სულთაისა.
სიყუარულითა სიძისა უკუდავისაითა სიმდიდრეი დაუტევე, ჰოი, ანასტასია საკვირველო, და მოსწრაფედ რბიოდი რაი კუალსა მისსა, აღანთე ლამპარი შენი სიწმიდითა და მადლითა, და განაპოხე რაი სისხლითა მით წამებისაითა, შეხვედ სასუფეველსა შინა ცათაისა, ვითარ ქალწული სძალი ქრისტეისი, რომელსაცა ევედრე აწ ხსნად ჩუენდა ურიცხუთა ცოდვათაგან და დახსნად მრავალღონეთა საცთურთაგან.
სიმრავლეი სასწაულთა შენთაი, ჰოი, ანასტასია ფარმაკოლიტრია, ჰნათობს რაი სოფელსა ნათლითა წარუვალითა, წმიდაი ეკლესიაი წლითი წლად გვიწესს ქებით შესხმასა შენსა, და აჰა, აწ აღმასრულებელნი ხსენებისა შენისანი შეგვავედრე ქრისტესა ღმერთსა, უძლეველსა, რაითა ეკლესიაი თვისი დაიცვას მწვალებელთაგან, და შეწევნაი მოგუმადლოს სენთა და მწუხარებათაგან ღელვა–გუემულთა.
წმიდათა ნაწილთა შენთა ლუსკუმაი, მრავალთა ჟამთა დაბრძანებულ იყო რაი მონასტერსა მას, სახელსა ზედა შენსა აღშენებულსა მახლობლად თესალონიკისა, მძვინვარეთა სენთა მკურნალად და სასწაულთა საუნჯედ აქუნდა მორწმუნეთა, გარნა წარიტაცეს, და ვევედრებით უფალსა გამოჩინებასა მისსა, რაითა ამბორისყოფითა მისითა მოვიღოთ კურნებაი სულთა და ხორცთაი.
ანასტასიას, ქალწულსა საკვირველსა, პატივსა გცემთ და შენ თანა ვაქებთ, ვითარცა ნეტარსა თეოდოტიას და ძეთა მისთა, ეგრეთცა ქრისოგონეს მოძღუარსა შენსა, და ქალწულმოწამეთა აღაპიას, ქიონიასა და ირინესა, რამეთუ სიმხნითა ძლიერითა დასთრგუნეთ მტერი, და ბრწყინვალედ განვლეთ რაი ასპარეზი ღუაწლისაი, ნეტარებასა ზეცისასა მიემთხვიეთ, წმიდანო, და გაქუთ აწ კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა განგვათავისუფლოს ეშმაკის მახეთაგან, და წარჰმართოს ფერხნი ჩუენნი გზათა მშვიდობისათა.
მოწამეთა მწყობრსა თანა იხარებ, ჰოი, ანასტასია, ახოვანო სულითა, და საყდართა სამეუფოთა წინაშე მდგომარესა გაქუს რაი კადნიერებაი ყოვლადწმიდისა მიმართ ღმრთისმშობლისა, გვითხოვე ყოველთა მოსავთა მისთა, რაითა არა განგვაშოროს მეოხებაი თვისი, რამეთუ ვსცოდეთ, გარნა დღეყოველ მისდა განვაკუთნებთ სასოებათა ჩუენთა და მარადის სამწმიდაარსობისა გალობითა ვადიდებთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე–წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ყოვლად ქებულო ანასტასია, ღუაწლისა მძლეო მოწამეო, მარტვილთა სიქადულო და გვირგვინო ქალწულთაო; ჭურჭელო მადლთაო; მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო და მკურნალო სნეულთაო; უძლურთა ძლიერებაო, მდაბალთა აღმამაღლებელო და განმათავისუფლებელო პყრობილთაო; მწამლველობათა და საკრველთაგან დამხსნელო და განმაქარვებელო გრძნეულებათაო; გულთა ჩუენთა განმანათლებულო და სასოო და შესავედრებელო ყოველთა ქრისტეანეთაო!
ჰოი, ყოვლად–დიდებულო და საკვირველთმოქმედო მოწამეო ანასტასია, საღმრთოი სრბაი შენი სიმხნითა აღასრულე და სული შენი განაბრწყინვე რაი ქალწულებისა და მარტვილობისა ნათლითა, ვითარცა ზეცისა სიძისა დაწინდებული, სავანეთა მისთა დამკვიდრებულ ხარ ხუთთა მათ ბრძენთა ქალწულთა თანა, და ნიშ–სასწაულთა ცისკროვანებითა განანათლებ რაი მორწმუნეთა, აწ ჩუენცა ნუ დაგვივიწყებ სიმრავლისათვის ცოდვათასა, და შეგვაწყნარე ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რაითა ოხითა შენითა მოგვიტევოს ცოდვანი ჩუენნი და გვიხსნნეს ყოველთა ჭირთა, სენთა და საცთურთაგან, ხოლო ეკლესიაი თვისი მწვალებელთაგან დაიცვას და ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს ურიცხუთა მტერთა საფრხეთაგან. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიცევ და მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, წმიდაო დიდ–მოწამეო ანასტასია, სეხნაო ქრისტეს აღდგომისაო! რომელი სულითა წინაშე საყდრისა მისისა წარდგომილ ხარ ცათა შინა, ხოლო ქუეყანასა ზედა მრავალსახეთა კურნებათა აღასრულებ შენდა მონიჭებულითა მადლითა, მოიხილე აწ ჩუენ ზედა, რომელნი გევედრებით შეწევნასა, და გვითხოვე ღმრთისაგან ცოდვათა ჩუენთა დატევებაი, კეთილ–მსახურებასა შინა განძლიერებაი, ქუელის–საქმეთა შინა განმტკიცებაი, სიმდაბლეი, მორჩილებაი, ყოველთა სენთა, გრძნეულებათა და კრულებათაგან გამოხსნაი და ურვათა და საპატიმროთა შინა მყოფთათვის – მსწრაფლ–შეწევნაი, რაითა კეთილითა ცხორებითა ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და მარადის შენთანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა., აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი… აწდა …
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდ–მოწამისა ანასტასია მწამლველობათა და საკრველთ–დამხსნელისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მთხვევასა ზედა ვკითხულობთ:
დედობრივსა ბუნებასა სიმხნეი ახოვანი შეჰმოსე, ჰოი, ანასტასია უძლეველო, და მარადის ლოცვითა შეზღუდვილმან საჭურველითა ქრისტეს ჯუარისაითა დასთრგუნე რაი მძლავრთა ბოროტთა მძვინვარებაი, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა წმიდასა ხატსა შენსა კრძალვითა შევრდომილნი ყოველთაგან ვნებათა, გრძნეულებათა და მწამლველობათაგან განგვათავისუფლოს, და შენ თანა ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.
დედოფალო ყოვლად–ბრწყინვალეო მარიამ, წმიდისა დიდ–მოწამისა ანასტასია ლოცვითა, წარგვიმართენ დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი, სადიდებლად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ!
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
