ქრისტე პანტოკრატორი — Christ Pantocrator, Orthodox icon

წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794) — 13 ივლისი – ძველი სტილით / 26 ივლისი – ახალი სტილით

✝ წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)

13 ივლისი – ძველი სტილით / 26 ივლისი – ახალი სტილით

✦ · ✦
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი იოანე დამასკელის (ხს. 4 დეკემბერს) ძმისწული, 725 წელს

დაიბადა. ნეტარი ათი წლის იყო, როცა საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა. აქედან

მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოსაგრეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან

სასწაულთქმედების და ნათელხილვის ნიჭი მიემადლა: სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს

განასხამდა, ცხადად ჭვრეტდა რჩევა-დარიგების სათხოვნელად მისულთა აზრებს… წმიდანს

წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და 794 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი მამის ცხოვრება მისმა მოწაფემ, ლეონტიმ აღწერა (იხ. 28 ოქტომბრის საკითხავი).

✦ · ✦