fbpx
შუშანიკ დედოფალი

10 სექტემბერი. წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი (+475)

წმიდა შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს…

Read More

კვირიკე და ივლიტა

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა (+დაახლ. 305)

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა 28 ივლისი   კონდაკი: მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: წრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა. წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე…

Read More

ხარლამპი

23 თებერვალი. წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპი მაგნეზიის ეპოსკოპოსი

23 თებერვალი. ცხოვრება და ღვაწლი წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპისა მაგნეზიის ეპოსკოპოსისა წმინდა მღვდელმოწამე ხარალამპი მოღვაწეობდა II საუკუნეში, იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წ.წ.) ზეობისას. იგი თესალიის ქალაქ მაგნეზიის ეპისკოპოსი გახლდათ. როცა იმპერატორმა წამოიწყო ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ქრისტეს სიტყვის უზადო მქადაგებელი უშიშრად ქადაგებდა სახარებას და მრავალ შეცდომილ სულს აყენებდა ჭეშმარიტების გზაზე, ხოლო ქრისტიანებს მოუწოდებდა, არ ეღალატათ უფლისთვის. რა თქმა უნდა, თვითონ გარეგნობაც კი ამ ხანდაზმული მღვდელმთავრისა (იგი მაშინ 113 წლისა გახლდათ) განამტკიცებდა მორწმუნეებს.   როდესაც ამ „იმპერიისათვის სახიფათო პერსონის“ შესახებ ოლქის მმართველ ლუკიანეს და მხედართმთავარ ლუკიუსს ამცნეს, მღვდელმთავრის ასაკს ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ შეეპყროთ იგი. სამსჯავროზე წარდგომილმა წმინდა მღვდელმთავარმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა, და მტკიცედ აღიარა ქრისტე, ხოლო როდესაც მისი წამება ბრძანეს, ღაღადყო: „არა უწყი, თუ რა არს ჩემდა სარგო და საცხოვნებელი, ამიტომ გამცნობ, რომ ამქვეყნად არარა მიჩნს ქრისტესთვის სიკვდილზე უტკბეს, ასე რომ, აჰა, ჩემი მხცოვანი სხეული და ყველაზე უარეს სატანჯველთ მიეც!“…

Read More

სოლომონ 2

20 თებერვალი. წმიდა მეფე სოლომონ II სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)

20 თებერვალი   წმიდა მეფე სოლომონ II სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)   წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა –…

Read More

წმინდა დიონისე არეოპაგელი

სავედრებელი პარაკლისი და ღვაწლი წმინდა დიონისე არეოპაგელისა

წმინდა დიონისე არეოპაგელი ათენის I ეპისკოპოსი და სამოცდაათაგანი მოციქული (I) ხს. 4 (17) იანვარი (70 მოც. ხსენების დღეს)   წმინდა დიონისე არეოპაგელი ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის დასაწყისში, ათენში, წარჩინებულთა ოჯახში დაიბადა. მან შესანიშნავი ელინური განათლება მიიღო და შემდგომში სასწავლებლად ეგვიპტეში გაემგზავრა. ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს, დიონისე არეოპაგელი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმისას, რა დროსაც მას შემდეგი სიტყვები წარმოუთქვამს: „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას”. ათენში დაბრუნებული დიონისე უზენაესი სამსჯავროს, არეოპაგიის, წევრად ანუ მოსამართლედ აირჩიეს (არეოპაგს უწოდებდნენ ათენის უზენაეს სამსჯავროს, რომელიც შედგებოდა უმაღლესი მოხელეებისა და სიბრძნით განთქმული ადამიანებისგან. იგი ღია ცის ქვეშ,…

Read More

იოანე ნათლისმცემელი

20 იანვარი. კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი

მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების მომდევნო დღეს მოიხსენიონ წმიდანები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის ამ უწმიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტებში. ამ ტრადიციის მიხედვით, ნათლისღების შემდგომ, 7(20) იანვარს აღინიშნება ხსენება ნათლისმცემლისა უფლისა…

Read More

26 ნოემბერი. წმიდა იოანე ოქროპირი – კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)

წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრება   წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო. სეკუნდუსს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა, იგი მეფის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლბოდა, მაგრამ…

Read More

წმიდანი ასი ათასი მოწამენი

13 ნოემბერი. წმიდანი ასი ათასი (100 000) მოწამენი

წმიდანი ასი ათასი (100 000) მოწამენი თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227) ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და…

Read More

გაბრიელ ბერი

02 ნოემბერი. წმინდა მამა გაბრიელი სალოსი და აღმსარებელი

ტროპარი ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე…

Read More

იოსებ ალავერდელი

ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (+570)

15 (28) სექტემბერი   წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს…

Read More