წმინდა დიონისე არეოპაგელი

სავედრებელი პარაკლისი და ღვაწლი წმინდა დიონისე არეოპაგელისა

წმინდა დიონისე არეოპაგელი ათენის I ეპისკოპოსი და სამოცდაათაგანი მოციქული (I) ხს. 4 (17) იანვარი (70 მოც. ხსენების დღეს)   წმინდა დიონისე არეოპაგელი ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის დასაწყისში, ათენში, წარჩინებულთა ოჯახში დაიბადა. მან შესანიშნავი ელინური განათლება მიიღო და შემდგომში სასწავლებლად ეგვიპტეში გაემგზავრა. ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს, დიონისე არეოპაგელი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმისას, რა დროსაც მას შემდეგი სიტყვები წარმოუთქვამს: „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას”. ათენში დაბრუნებული დიონისე უზენაესი სამსჯავროს, არეოპაგიის, წევრად ანუ მოსამართლედ აირჩიეს (არეოპაგს უწოდებდნენ ათენის უზენაეს სამსჯავროს, რომელიც შედგებოდა უმაღლესი მოხელეებისა და სიბრძნით განთქმული ადამიანებისგან. იგი ღია ცის ქვეშ,…

Read More

იოანე ნათლისმცემელი

კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი — 7 იანვარი – ძველი სტილით / 20 იანვარი – ახალი სტილით

იოანე ნათლისმცემელი   მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების მომდევნო დღეს მოიხსენიონ წმიდანები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის ამ უწმიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტებში. ამ ტრადიციის მიხედვით, ნათლისღების შემდგომ, 7(20) იანვარს აღინიშნება…

Read More

იოანე ოქროპირი

წმიდა იოანე ოქროპირი – კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407) — 13 ნოემბერი – ძველი სტილით / 26 ნოემბერი – ახალი სტილით

წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრება   წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო. სეკუნდუსს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა, იგი მეფის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლბოდა, მაგრამ…

Read More

წმიდანი ასი ათასი მოწამენი

წმიდანი ასი ათასი (100 000) მოწამენი — 31 ოქტომბერი – ძველი სტილით / 13 ნოემბერი – ახალი სტილით

წმიდანი ასი ათასი (100 000) მოწამენი თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227) ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და…

Read More

გაბრიელ ბერი

წმინდა მამა გაბრიელი სალოსი და აღმსარებელი — 20 ოქტომბერი – ძველი სტილით / 2 ნოემბერი – ახალი სტილით

ტროპარი ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე…

Read More

იოსებ ალავერდელი

ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (+570)

15 (28) სექტემბერი   წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს…

Read More

სამასი არაგველი

ღვაწლი და თავდადება კრწანისის ბრძოლაში მოწყვეტილთა წმიდათა სამასთა არაგველთა და სასულიეროთა და საეროთა პირთა, სპარსთა მიერ თბილისში მოკლულთა (1795)

სამასი არაგველი 24 სექტემბერი (ძვ.სტ. 11 სექტემბერი) ტროპარი იყვენით რაი უძლეველ გონებითა და მოუდრეკელ სულითა, ჰოი, წმიდანო სამასნო არაგველნო, დასდეთ თავი მეფისათვის და მამულისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ ქრისტესა ღმერთსა, რაითა განაქარვოს მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი და დაგვამტკიცოს კლდესა მას ზედა მცნებათა თვისთასა. ტროპარი ქებით შეგამკობთ უსჯულოთა მიერ ტფილისს ვნებულთა – მხედართა, სამღდელოთა და ერთა, და შემწედ მიგავლენთ წინაშე ღმრთისა, რაითა შეურყეველად დაიცვას ეკლესიაი, და ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს ზედა მოსლვათაგან მტერისა.     1794 წელს სპარსეთის ტახტზე მრავალწლიანი, დაუნდობელი შინაომების შემდეგ ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი აღამაჰმად–ხანი ადის. მან მთელს კავკასიაზე მოინდომა ბატონობა, თუმცა ქართლ–კახეთის სამეფო…

Read More

იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა

წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა — 29 აგვისტო – ძველი სტილით / 11 სექტემბერი – ახალი სტილით

თავისკვეთა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (+33) 11 სექტემბერი (იულიუსის კალენდარით 29 აგვისტო) ტროპარი: ხსენება მართლისა ქებით აღესრულებით, ხოლო შენდა კმა არს წამება უფლისა, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა და რამეთუ ქადაგებულსა…

Read More

წმინდა მართალი ანნა

მიცვალება მართლისა ანასი – დედისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა — 25 ივლისი – ძველი სტილით / 7 აგვისტო – ახალი სტილით

მიცვალება მართლისა ანნასი – დედისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ნეტარი ანა მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში, სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ხარებამდე….

Read More

იოანე ნათლისმცემელი

იოანე ნათლისმცემლის შობა — 24 ივნისი – ძველი სტილით / 7 ივლისი – ახალი სტილით

დღეს ეკლესია უდიდესი წინასწარმეტყველის – იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს. ჩვეულებრივ, წმინდანთა სადიდებელ დღესასწაულებს ეკლესია ადგენს მათი გარდაცვალების, ან მათი განდიდების დღეს, რადგან წმინდანის ცხოვრება არის გზა, აღსავსე მწუხარებით, არის მოწამეობა და ჯვარცმა, ხოლო სიკვდილი…

Read More