იესო ქრისტე - Jesus Christ Pantocrator, Orthodox icon

წმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე (+304) — 12 ოქტომბერი – ძველი სტილით / 25 ოქტომბერი – ახალი სტილით

✝ წმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე (+304)

12 ოქტომბერი – ძველი სტილით / 25 ოქტომბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

წმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე 304 წელს აღესრულნენ ქრისტესთვის. წარმართებმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდა აღმსარებლების სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა პროკონსულმა საწამებლად გადასცა ისინი. გაბოროტებულმა ჯალათებმა მარტვილებს თავს დაატეხეს ყოველგვარი სატანჯველი, რომლის მოფიქრებაც შეეძლოთ, ბოლოს კი ყველანი დაუნდობლად აჩეხეს. ქრისტიანებმა წმიდანთა ცხედრები ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს.

✦ · ✦

წმიდანო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!