იოანე ოქროპირი

26 ნოემბერი. წმიდა იოანე ოქროპირი – კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)

წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრება   წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო. სეკუნდუსს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა, იგი მეფის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლბოდა, მაგრამ…

Read More

წმიდანი ასი ათასი მოწამენი

13 ნოემბერი. წმიდანი ასი ათასი (100 000) მოწამენი

წმიდანი ასი ათასი (100 000) მოწამენი თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227) ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და…

Read More

გაბრიელ ბერი

02 ნოემბერი. წმინდა მამა გაბრიელი სალოსი და აღმსარებელი

ტროპარი ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე…

Read More

იოსებ ალავერდელი

ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (+570)

15 (28) სექტემბერი   წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს…

Read More

სამასი არაგველი

ღვაწლი და თავდადება კრწანისის ბრძოლაში მოწყვეტილთა წმიდათა სამასთა არაგველთა და სასულიეროთა და საეროთა პირთა, სპარსთა მიერ თბილისში მოკლულთა (1795)

სამასი არაგველი 24 სექტემბერი (ძვ.სტ. 11 სექტემბერი) ტროპარი იყვენით რაი უძლეველ გონებითა და მოუდრეკელ სულითა, ჰოი, წმიდანო სამასნო არაგველნო, დასდეთ თავი მეფისათვის და მამულისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ ქრისტესა ღმერთსა, რაითა განაქარვოს მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი და დაგვამტკიცოს კლდესა მას ზედა მცნებათა თვისთასა. ტროპარი ქებით შეგამკობთ უსჯულოთა მიერ ტფილისს ვნებულთა – მხედართა, სამღდელოთა და ერთა, და შემწედ მიგავლენთ წინაშე ღმრთისა, რაითა შეურყეველად დაიცვას ეკლესიაი, და ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს ზედა მოსლვათაგან მტერისა.     1794 წელს სპარსეთის ტახტზე მრავალწლიანი, დაუნდობელი შინაომების შემდეგ ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი აღამაჰმად–ხანი ადის. მან მთელს კავკასიაზე მოინდომა ბატონობა, თუმცა ქართლ–კახეთის სამეფო…

Read More

იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა

11 სექტემბერი. წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა

თავისკვეთა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (+33) 11 სექტემბერი (იულიუსის კალენდარით 29 აგვისტო) ტროპარი: ხსენება მართლისა ქებით აღესრულებით, ხოლო შენდა კმა არს წამება უფლისა, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა და რამეთუ ქადაგებულსა…

Read More

წმინდა მართალი ანნა

07 აგვისტო. მიცვალება მართლისა ანასი – დედისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

მიცვალება მართლისა ანნასი – დედისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ნეტარი ანა მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში, სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ხარებამდე….

Read More

იოანე ნათლისმცემელი

7 ივლისი. იოანე ნათლისმცემლის შობა

დღეს ეკლესია უდიდესი წინასწარმეტყველის – იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს. ჩვეულებრივ, წმინდანთა სადიდებელ დღესასწაულებს ეკლესია ადგენს მათი გარდაცვალების, ან მათი განდიდების დღეს, რადგან წმინდანის ცხოვრება არის გზა, აღსავსე მწუხარებით, არის მოწამეობა და ჯვარცმა, ხოლო სიკვდილი…

Read More

ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმიდელი

25 ივნისი. ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმიდელი (X)

ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმიდელი წმიდა თორნიკე იყო ქართლის სპასალარი. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, ქველი და უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს, მაგრამ ღვთისთვის სათნომყოფელმა უმჯობესი გამოირჩია – მონაზვნობის ღვაწლი იდო თავს და ულუმბოს…

Read More

დავით გარეჯელი

ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი. ღირსი მამა დავით გარეჯელი (VI)

დავით გარეჯელი ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა…

Read More