✝ მიცვალება მართლისა ანასი – დედისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
25 ივლისი – ძველი სტილით / 7 აგვისტო – ახალი სტილით
✦ · ✦
ნეტარი ანა მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში, სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ხარებამდე. მოგვიანებით მისი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს (იხ. 9 სექტემბრის საკითხავი).
✦ · ✦
წმიდაო მართალო ანა, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
