სავედრებელიპარაკლისი წმიდისამოციქულისა თომამარჩბივისა
მღდელი: კურთხეულარს-ი.
დაუკეთუერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო , შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუშენიარსსუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 2
იქმენ მოწაფე ქრისტეისი, საღმრთოთა მოციქულთა კრებულსა თანა აღრაცხულ, ხოლო ურწმუნოებითა ქრისტეს აღდგომაი გამოიძიე, და მისისა პატიოსნისა ვნებისა განხილვითა, ირწმუნე, თომა, ყოვლად ქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობაი და დიდი წყალობაი.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა.
ტროპარი
მოციქულო წმიდაო თომა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4
ძლისპირი: დაანთქენ ვნებანი სულისა ჩემისანი სიღრმეთა ვნებათა ძლევისასა, უფალო, ქალწულისაგან შობილო, ვითარ დაანთქ ძლიერებაი აღჭურვილთა სპარეზენთაი, და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
ღირსად პატივს-გცემთ შენ, ვითარცა ქრისტეს მოციქულსა, და გევედრებით ოხასა წინაშე ჯუარცუმულისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა განგვწმიდოს ცოდვათაგან და აღგვჭუროს მღვიძარებითა საღმრთოითა.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
გიგალობთ შენ, ვითარცა თუალით მხილველსა და ხელით-მსახურსა ქრისტეისა, და აღგძრავთ მწედ მისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს ბოროტისა მახეთაგან და გულნი ჩუენნი დაამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა
იხარებს ქრისტეს ეკლესიაი და გვიწესს ხსენებასა შენსა, რაითა საკვირველსა მას ღუაწლსა შენსა ვაქებდეთ, ყოვლად დიდებულო მოციქულო, და გევედრებოდეთ ხსნასა ყოველთა სენთა და ვნებათაგან.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
სიკუდილი და ხრწნილებაი დახსენ ღმრთისა დედაო, ჰშევ რაი წყაროი უხრწნელებისაი, ქრისტე, ყოვლად უბიწოო ღმრთისმშობელო, რომელმან განაშვენა კაცთა გონებაი შენ მიერ უკუდავებისა სიკეთითა.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყვარე.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
აღმოსცენდი რაი გალილეას, სიყრმითგან ეძიებდი ჭეშმარიტებასა, და მოგიწოდა რაი ქრისტემან საღმრთოსა სარბიელსა ზედა, ნადირობაი თევზთაი დაუტევე და შეუდეგ ხორცითა გამოჩინებულსა ღმერთსა.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
თანამოგზაურ იქმენ რაი ქრისტეს მიმოსლვისა, ერთგულებისათვის შეგრაცხა ათთორმეტთა თანა მოციქულთა და წადიერ იყავ მისთანა სიკუდილისა, აწ ჩუენცა აღგვძარ მხედრობად ღმრთისა.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა.
მოვლეთ რაი იუდეა და გალილეაი, თვითმხილველ იყავ არა ხოლო თუ ქუეყნიერთა საქმეთა და სასწაულთა ქრისტეისთა, არამედ ვნებათა მისთა და ნებსით სიკუდილისა.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
უქორწინებელო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორციელ-ქმნილი, ვნებათა კვეთებითა შერყეული ესე დამამტკიცე, რამეთუ სიმტკიცე ხარ და სასოი სოფლისაი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენჩუენ, ღმერთო, დიდითაწყალობითაშენითა, გევედრებით, ისმინედაშეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცაგევედრებითღმრთივდაცულისაერისაჩუენისადამეუფებისამისისათვის (ქრისტეისმოყუარისამთავრობისადამხედრობისამისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცაგევედრებითუწმიდესისადაუნეტარესისა, სრულიადსაქართველოსკათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისისმთავარეპისკოპოსისადაბიჭვინთისადაცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტისა, დიდისამეუფისა, მამისაჩუენისაილიასათვის, დაყოვლადუსამღდელოესისა (აქამოიხსენეთადგილობრივიმღდელთმთავარი), დაყოველთაქრისტეისმიერძმათაჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცავევედრნეთუფალსაღმერთსაჩუენსა, რაითაშეიწყალნეს… (აქამოიხსენეთსახელდებითისინი, ვისთვისაცევედრებითღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნიდაწელნიცხორებისამათისანიდაიხსნენიგინი, უფალო, ყოვლისაგანჭირისა, რისხვისადაიწროებისა, დაყოვლისაგანწყლულებისასულისადახორცთაისადამიუტევენმათყოველიშეცოდებანიმათნი, ნებსითნიდაუნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცაგევედრებითყოველთაძმათადაყოველთაქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუმოწყალედაკაცთმოყუარეღმერთიხარ, დაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისა, დაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი, ხმაი 8
დაუტევე რაი ნადირობაი თევზთაი ზღვასა შინა, ბადითა სიტყუათა შენთაითა სიტყვიერნი თევზნი მოინადირენ და შესწირენ მსხუერპლად მაცხოვარსა და სურვილითა მისითა მობაძავ იქმენ ვნებათა მისთა, ამისთვისცა შემოკრებულნი ესე ღირსად პატივს ვსცემთ, დიდებულო, ხსენებასა შენსა, და ერთობით გიღაღადებთ: წმიდაო მოციქულო თომა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა განგვაძლიეროს წინა-აღმდგომთა მისთა მიმართ და დაგვიფაროს ყოველთა განსაცდელთა და სენთაგან.
გალობაი 4, უფალომესმასა
ძლისპირი: იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
შემდგომად აღდგომისა ქრისტემან წყლულებაი გუერდისაი აჩუენა რაი მოწაფეთა თვისთა და არწმუნა ხელმწიფებაი თვისი შესლვითა ბჭეთა ხშულთაითა, მეყსეულად ჰბერა სული წმიდაი, და უბრძანათ ქადაგებაი სასუფეველისაი კიდეთა ქუეყანისათა.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
გახარეს რაი მოციქულთა, ყოვლადნეტარო: „ვიხილეთ ჩუენ უფალი, ადგომილი მკუდრეთით“, გულსა შინა თვისსა ზრახავდი, თომა: „მე ხოლოი ვიპოვეა უსჯულოი და არაწმიდაი, არა ღირს ვიყავ რაი ხილვად მისა?“.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა.
ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი, შეძრწუნებული ტირილითა ეტყოდი სხუათა მათ მოწაფეთა უფლისათა: `ვიდრე არა ვიხილნე სახენი სამჭუალთა მისთანი, არასადა მრწმენეს უფალი, აღდგომილი მკუდრეთით~.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
ქუეყანად დაუთესველად, ცხორების გამომღებელად, და ღრუბლად სულ-მცირედ მომფენელად ცუარსა მშვიდობისასა, ყოვლადწმიდასა ქალწულსა აღვიარებთ და ვღაღადებთ: ღმრთისა დედაო. დიდებაი ძესა შენსა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: უღმერთოთა ვერ იხილონ დიდებაი შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა, და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობლად შენდამი, კაცთ-მოყუარე.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
აღგისრულა რაი ვედრებაი ქრისტემან, კუალად გამოგიჩნდათ და მოგცათ რაი მშვიდობაი, წყლულებაი გუერდისაი და სახენი სამსჭუალთანი გაჩუენა შენ, წმიდაო, და გრქუა: „აჰა, იხილენ, და გრწმენინ“.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
უხრწნელი გვერდი მეუფისა ხელითა გამოიძიე და იხილე რაი წყლულებაი სამსჭუალთაი და ლახურისაი, სიხარულითა ღაღატ-ყავ: „უფალი ჩემი და ღმერთი“, ხოლო იგი გეტყოდა: „ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ მე და ჰრწმენეს“.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა.
ქრისტეს აღდგომასა ნათლით-შემოსილსა, დასაბამსა უხრწნელებისასა უგალობდით რაი მოციქულნი, ორმეოცთა დღეთა გეჩუენებოდათ და გეტყოდათ სასუფეველისათვის ღმრთისა, და გამცნებდათ: „ნუ განეშორებით იერუსალეიმსა“.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
მძლედ გამოაჩინე შენ, ღმრთისმშობელო, გონებაი ჩემი, და დაუმორჩილენ ვნებულნი გულისსიტყუანი და ხორცთა ბრძოლანი, რომელმან ჰშევ თავადი იგი საღმრთო უვნებლობაი.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: გალობით, ხმითა სიხარულისათა გაქებდა ეკლესიაი შენი, ქრისტე, განწმდა რაი იგი, სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა, წმიდასა.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გაუწყათ რაი ახალკვირიაკეი აღდგომისა თვისისაი ქრისტემან, მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა, და განამტკიცნა გულნი თქუენნი განათლებად ყოველთა წარმართთა და ამაღლდა ზეცად.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
ჭურეტდით რაი ქრისტეს დიდებულსა ამაღლებასა, სული წმიდაი მოგივლინათ სახედ ცეცხლისა და იწყეთ სიტყუად უცხოთა ენათა, რაითა ყოველთა მიუთხრობდეთ დიდებასა მისსა.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა.
წილისყრასა მას მოციქულთასა წილად გხვდა რაი მოქცევაი ჰინდოთაი, არა გენება წარსლვაი მხარესა მას შორიელსა, გარნა გეჩვენა შენ ქრისტე და აღგითქუა შეწევნაი.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
უაღრეს და უზესთაეს არს ყოველთა სასწაულთა ქალწულისა მუცლადღებაი დამბადებელისა, და შემდგომადცა შობისა მის უბიწოებით დადგრომა ქალწულადვე.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმედამერმემშვიდობითუფლისამიმართვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენდადაგვიცვენჩუენ, ღმერთო, შენითამადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისადედოფლისაჩუენისაღმრთისმშობელისა, დამარადისქალწულისამარიამისა, დაყოველთაწმიდათამომხსენებელთა, თავნითვისნიდაურთიერთარს, დაყოველიცხორებაიჩუენიქრისტესაღმერთსაჩუენსაშევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუშენხარმეუფეიმშვიდობისაი, დამაცხოვარისულთაჩუენთაი, დაშენდადიდებასააღუავლენთმამისა, დაძისა, დაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი, ხმაი 4
ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან, და ქრისტეს მოციქულმან, და მსახურმან საკვირველმან, სინანულითა ღაღად-ჰყავ: „შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი“.
იკოსი
ეჰა დიდებული ეგე საკვირველი, უფლისა მოწაფეო, და დიდისა საიდუმლოისა მომღებო, თომა ღმრთისმეტყველო, რაჟამს პეტრე ღაღადყო რაი: ვიხილეთ უფალი, არქუ მას: „უკეთუ არა ვიხილო წყლულებაი ხელთა მისთა არა მრწმენეს“, და მაშინ ხმა-გიყო უფალმან მარჩბივსა და გრქუა: „მოჰყვენ ხელნი შენნი და დასდევ გვერდსა ჩემსა, და ნუ იქნები ურწმუნო, რამეთუ მე ვარ უფალი და ღმერთი შენი“, და შენცა სინანულით ხმა ჰყავ: „შენ ხარ ღმერთი ჩემი, და უფალი ჩემი“.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომასახარებისა, ხმაი 4: ყოველსაქუეყანასაგანხდახმაიმათიდაკიდეთასოფლისათასიტყუანიმათნი.
მუხლი: ცანიუთხრობენდიდებასაღმრთისასადაქმნულსახელთამისთასამიუთხრობსსამყაროი.
მღდელმან: უფლისამიმართვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუწმიდახარშენ, ღმერთოჩუენო, დარომელიწმიდათაშორისგანისუენებ, დაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისადაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველისულიაქებდითუფალსა.
მუხლი: აქებდითღმერთსაწმიდათაშორისმისთა, აქებდითმასსამყაროთაძალისამისისათა.
მღდელმან: ღირს-ყოფადჩუენდასმენადწმიდისასახარებისაუფალსაღმერთსაჩუენსავევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)
მღდელმან: სიბრძნითაღემართენითდაისმინეთწმიდაისახარებაი, მშვიდობაიყოველთა.
გუნდი: დასულისაცაშენისათანა.
მღდელმან: იოანესაგანწმიდისასახარებისასაკითხავი.
გუნდი: დიდებაიშენდა, უფალო, დიდებაიშენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაიიოანესი (თ.20-19-31)
მას ჟამსა შინა, ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაი მის, და კარნი იგი დახშულ იყვნეს, სადა – იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათვის ჰურიათაისა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაი თქუენ თანა! და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ხელნი თვისნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაი უფალი. რქუა მათ იესუ კუალად: მშვიდობაი თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაი. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს. და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ხშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაი თქუენ თანა! მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე. მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თვისთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. ხოლო ესე დაიწერა, რაითა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძეი ღმრთისაი, და რაითა გრწმენეს და ცხორებაი გაქუნდეს სახელითა მისითა.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა თომა მოციქულისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ყოვლად ნეტარო ქრისტეს მოციქულო თომა, მის მიერ გამორჩეულო სამწყსოსათვის თვისისა და მქადაგებელო ჭეშმარიტებისაო, აწ ჩუენცა გვითხოვე მისგან მშვიდობაი სოფლისაი, შეუძრველად დაცვაი ეკლესიისა და ერისა ჩუენისაი, და სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერიშენი, დააკურთხესამკვიდრებელიშენი, მოხედენსოფელსაშენსაწყალობითადამოწყალებითა, აღამაღლერქაიქრისტეანეთამართლმადიდებელთაი, დაგარდამოავლინენჩუენზედამდიდარნიწყალობანიშენნი, მეოხებითაყოვლადწმიდისადედოფლისაჩუენისაღმრთისმშობელისა, დამარადისქალწულისამარიამისაითა; ძლიერებითაპატიოსნისადაცხოველსმყოფელისაჯუარისაითა; მეოხებითაპატიოსანთაუხორცოთაზეცისაძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისადანათლისმცემელისაიოვანეისითა; წმიდისადიდისაწინაისწარმეტყუელისაელიათეზბიტელისადამართლისაენუქისითა; წმიდათადიდებულთა, დაყოვლად-ქებულთამოციქულთათავთა, პეტრეისადაპავლეისითა, დასაქართველოსგანმანათლებელთამოციქულთა: ანდრიაპირველწოდებულისა, სვიმონკანანელისა, ბართლომესი, თადეოზისადამატათაისითა; წმიდათაშორისმამათაჩუენთა, დამსოფლიოთადიდთამოძღუართადამღდელთმთავართა: ბასილიდიდისა, გრიგოლიღმრთისმეტყუელისა, დაიოვანეოქროპირისაითა; წმიდათაშორისმამისაჩუენისანიკოლოზმირონ-ლუკიისმთავარეპისკოპოსისადასაკვირველთმოქმედისაითა; წმიდისაძლევა-შემოსილისამოწამისაგიორგისადაწმიდათადიდთაქალწულ-მოწამეთაბარბარეისადამარინეისითა; ღირსისადედისაჩუენისა, მოციქულთასწორისაქალწულისანინოქართველთგანმანათლებელისადაწმიდისაპატრიარქისაევსტათიანტიოქიელისა – ქართლისეკლესიათამაკურთხეველისაითა; წმიდათამოციქულთასწორთა: მეფისამირიანისადადედოფლისანანაისითა; წმიდათამამამთავართაჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისამამისაჩუენისაიოვანეზედაზნელისადაათორმეტთამისთამოწაფეთაითა; ღმრთივ-განბრძნობილთანეტართამამათაჩუენთა: ილარიონქართველისა, სერაპიონზარზმელისა, გრიგოლხანძთელისადასაბაიშხნელისაითა; ღირსთამამათაჩუენთაათონელთა: იოვანედაგაბრიელქართველთა, იოვანეთორნიკ-ყოფილისადაეფთვიმედაგიორგიმთაწმინდელთაითა; წმიდათადიდებულთადაღუაწლისა-მძლეთამოწამეთაჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათიმცხეთელისა, ჰაბოტფილელისა, გობრონისა, თევდორემღდლისა, ქრისტეფორეგურულისა, ნიკოლოზდვალისა, კოზმანისა, არგვეთისამთავართადავითდაკონსტანტინეისადაკონსტანტინემთავრისაითა; წმიდისამთავარ-მოწამისაბიძინასადაწმიდათადიდებულთამოწამეთა: შალვადაელიზბარქსნისერისთავთაითა; წმიდისამოწამისაშალვაახალციხელისადაწმიდათაათთა-ბევრთამოწამეთა, ტფილისსხუარაზმელთაგანმოწყუედილთაითა; წმიდათამოწამეთაექვსიათასთაგარეჯელთაბერთა, დამრავალთაწმიდათამამათადადედათა, ქვაბთახევსადააჭარასაშინაუსჯულოთაგანწამებულთაითა; წმიდათაღუაწლისამძლეთამეფეთადადედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკდაქეთევანისაითა; წმიდათაკეთილ-მორწმუნეთადადიდთამეფეთაჩუენთა: ვახტანგგორგასალისა, დავითაღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისადასოლომონისაითა; წმიდისაილიამართლისადაექვთიმეღმრთისკაცისაითა; წმიდათააღმსარებელთამამათაჩუენთა – იოვანედაგიორგი-იოანებეთანიელთა, დაექვთიმედაგაბრიელსალოსისაითა; წმიდათადამართალთამშობელთაღმრთისაითაიოაკიმდაანნაისითა (დაწმიდისასახელი, რომლისაარსტაძარიდადღისწმიდანიმოიხსენიოს); დაწმიდისათომამოციქულისადაყოველთაწმიდათაშენთაითაგევედრებითშენ, მრავალ-მოწყალეოღმერთო, შეისმინეჩუენცოდვილთავედრებაი, დაშეგვიწყალენჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითადამოწყალებითადაკაცთმოყუარებითამხოლოდშობილისაძისაშენისაითა, რომლისათანაკურთხეულხარ, თანაყოვლადწმიდით, სახიერით, დაცხოველსმყოფელითსულითშენითურთ, აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: სახუმილსა შინა, აბრაამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის შეითხივნეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
საღმრთოითა განგებულებითა შთასრული ჰინდოეთსა, ვითარცა ხუროთმოძღუარი მეფისა მათისაი, ნაცვლად პალატთა შენებისა, ოქროსა მისსა მისცემდი გლახაკთა და ქადაგებდი ქრისტესა. მას ევედრე, აწ ჩუენცა გვიხსნნეს სულთა და ხორცთა ვნებათაგან.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
წარგადგინეს რაი წინაშე მეფისა, აუწყებდი სასახლისა აღშენებასა ცათა შინა, და განრისხებულმან შთაგაგდო რაი დილეგსა, დაშვებითა ღმრთისაითა მოკუდა ძმაი მისი, და აჩუენეს მას პალატნი მეფისაი სასუფეველსა.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა.
ჰოი, შეწევნაი ღმრთისაი სათნომყოფელთა მისთა, რამეთუ კაცისა მის სული უკუნ-აქციეს რაი ხორცსა, ყოველსავე აუწყებდა ძმასა, და აღიარეს რაი ქრისტე, ნათელს სცემდი მათ ერთა თანა, წმიდაო, და ასწავებდი ქრისტეანულსა ცხორებასა.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
სჯულისა მისგან მონებისა გვიხსნა შობამან შენმან, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ ქალწულწებითა შევ განმათავისუფლებელი, კურთხეულ ხარ დედათა შორის, სძალო, ყოვლადწმიდაო.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: ყრმანი ბრწყინვალენი სახუმილისაგან პირველად იხსნნა შობამან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა ხსნაი ჩუენი საცთურისაგან, და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდეთ: უფალსა უგალობდით ყოველნი და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
ვითარცა ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა ქრისტემან აღდგომაი თვისი, ეგრეთვე მიზეზითა შენითა განცხადებულ ყო ზეცად მიცვალებაი წმიდისა დედისა მისისაი, და აჰა, აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, გვითხოვე აღორძინებაი ყოვლითავე სულიერითა და ხორციელითა კეთილითა.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
გახვედ რაი ქადაგებად პალესტინესა და შუამდინარეთსა, ურწმუნოებისა ბნელსა შინა დანთქმულთა განუცხადებდი ქრისტეის ღმრთისა მხსნელსა ნათელსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, ნეტარო, რაითა განგვწმიდოს ცოდვათაგან და აღგვჭუროს მღვიძარებითა საღმრთოითა.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა.
კუალად წარემართე რაი ჰინდოეთსა, ახარე სასუფეველი ღმრთისაი ქუეყანასა მას დამკვიდრებულთა პართთა, მიდიელთა და გირკანელთა, და ქრისტეს მიმართ მოაქცევდი რაი ბაქტრიელთა და ბრაჰმანთა, წარმართობითა დაბნელებული გონებაი ჰინდოთაი განაბრწყინვენ მადლითა სულისა წმიდისაითა.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
ჰშევ შენ წმიდაი ყოვლისაგან ბიწისა, იქმენ სამკვიდრებელ ყოვლისა სიწმიდისა და სიტყუაი ყოველთა წმიდა მყოფელი, მამისა თანა დაუსაბამოი უშევ კაცთა, ამისთვის გიგალობთ შენ, ქალწულო, და უფროისად აღგამაღლებთ უკუნისამდე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო, გამოუკვეთელი, ქალწულო, ქრისტე შემაერთებელი ბუნებათა, ამისთვის სიხარულით ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
იქადაგე რაი კალამინსა, ქრისტეს მიმართ მოაქციე სახლეულნი მეფისაი, და განრისხებულმან გტანჯა რაი განხურებულითა რვალითა, მერმე შთაგაგდო აღგზებულსა მას სახუმილსა, და ძალითა ღმრთისაითა დაშთი უვნებელად.
წმიდაოთომამოციქულო, ევედრეღმერთსაჩუენთვის
უბრძანა რაი მეფემან მოკლვაი შენი, ითხოვე ჟამი ლოცვისაი, და ხელი დაასხი რაი ხუცად სიფორსა და მეფისწულსა აზანსა დიაკონად, ანდერძად დაუდე განმრავლებაი მორწმუნეთაი.
დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა.
სული შენი შეჰვედრე რაი ქრისტესა, განგგმირეს მტარვალთა ხუთითა ლახუარითა, და გუამი შენი დაკრძალეს რაი მოწაფეთა შენთა პატივითა, ქრისტემან დაგამკვიდრა სასუფეველსა თვისსა.
აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
ნაყოფი წმიდაი აღმოსცენდი ქალწულებისა ქუეყანასა, რომლითა ვიზრდებით მორწმუნენი, რომლისა მიერ ვჰგიეთ და ვსცხოვნდებით, ქრისტე, და მშობელსა შენსა, ვითარცა ღმრთისმშობელსა ვადიდებთ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელიაკმევს;მკითხველიანერისკაციკითხულობს:
აწ ჩუენცა ვაქებთ ნიშ-სასწაულთა და კურნებათა, რომელნი აღასრულნა ღმერთმან წმიდათა ნაწილთა მიერ შენთა სამარხოსა შენსა, და ეკლესიამან შეგრაცხა რაი წმიდათა შორის მისთა, მას ზედა აღაშენეს შუენიერი ტაძარი, და გევედრებოდენ ხსნასა ყოველთა ჭირთა და ვნებათაგან, გარნა უფლისა დაშვებითა წმიდანი ნაწილნი შენნი წარიხუნეს შუანდინარეთსა, და მცირეი სიწმიდეი დარჩა ჰინდოეთსა, რომლისა მიერ მწე-ექმნებოდი მისდა შევრდომილთა, და ვიდრე აქამომდე ქუეყანაი იგი, წოდებულ არს ქუეყანად „წმიდისა თომაისა“;
წმიდანი ნაწილნი შენნი კონსტანტინეპოლესა წარიხუნეს რაი განგებულებითა საღმრთოითა, აღაშენებდენ მას ზედა ტაძარსა დიდებულსა და შემდგომად სამეუფოისა მის ქალაქის დაცემისა, დაიუნჯეს ნაწილნი შენნი, ჰოი, წმიდაო თომა მოციქულო, ვითარცა იტალიამან და საბერძნეთმან, ეგრეთცა ათონმან, ივერიამან და უნგრეთმან, ხოლო უკუეთუ ვინმე ლოცვითა მივეახლოთ სიწმიდეთა მათ შენთა, გვიხსნი ყოველთა განსაცდელთა და ჭირთაგან.
მადლი შეწევნისაი მინიჭებულ აქუს რაი ქრისტეისგან წმიდათა მათ ნაწილთა შენთა, წმიდაო, იშუებს აწ დიდებული სიონი დაუნჯებითა წმიდისა თავისა შენისაითა, და აქუს რაი სასოდ და შესავედრებელად დედა-ქალაქსა ჩუენსა და ერსა, დღესასწაულსა მას ხსენებისა შენისასა ჩუენცა მოვისწრაფით სიონად, რაითა სიწმიდეი ეგე შენი მხურვალედ შევიტკბოთ და მოვიღოთ კურნებაი სულთა და ხორცთა ჩუენთაი.
იქადის მხარეი იმერთაი და იხარებს გელათი მწიაღებელი წმიდათა ნაწილთა შენთა და მიჰმადლებს რაი უხვსა საბოძვარსა ულევისა მადლისასა ყოველთა მისდა მილტოლვილთა, აჰა, აწ ჩუენცა სიხარულითა ვისწრაფვით მიმთხვევად მისდა და გევედრებით: ყოველთა სენთა და ურვათაგან განგვარინე კადნიერითა შუამდგომელობითა შენითა, რომელ გაქუს ვითარცა მოციქულსა ქრისტეის ღმრთისასა.
გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისა ჩუენისაო, შენდა მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა წინაშე ღმრთისა, მოგვიტევოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი და დაგვიცვას მანქანებათაგან ეშმაკისა, რაითა ღმრთისმოსავობითა ვსცხონდებოდეთ და სამწმიდაარსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუშენიარსსუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.
მღდელი: შეგვიწყალენჩუენ, ღმერთო, დიდითაწყალობითაშენითა, გევედრებით, ისმინედაშეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცაგევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილადწარმართებისადამყუდროებისამონათა (ანუმხევალთა) ღმრთისაითადაყოველთაშვილთაჩუენისაეკლესიისაითა, რაითადაიცვასუფალმანღმერთმანჩუენმანსამეუფოიქალაქიესეჩუენიდაწმიდაიესეეკლესიაიდაყოველნიქალაქნიდასოფელნიივერიისასიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისადამახვილისა, უცხო-თესლთაზედამოსლვისაგან, ბრძოლისადასიკუდიდშემოსილისაწყლულებისა, რაითამოწყალეგუექმნესჩუენღმერთიკეთილადდგომისათვისსახიერებითადაკაცთმოყუარებითათვისითა, დაგარე-წარაქციოსრისხვაი, მარადდღეჩუენზედამომავალი, დაგვიხსნესჩუენსამართლადჩუენზედამოწევნულისარისხვისაგან, დაშეგვიწყალნესჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინეჩუენი, ღმერთო, მაცხოვაროჩუენო, სასოოყოველთაკიდეთაქუეყანისათაო, დარომელნიარიანზღუათაშინაშორს, დამლხინებელ, დამოწყალეექმენშეცოდებათაჩუენთა, დაშეგვიწყალენჩუენ, რამეთუმოწყალედაკაცთმოყუარეღმერთიხარდაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისა, დასულისაწმიდისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სავედრებელილოცვა
ჰოი, დიდებით შუენიერო, მოციქულო და მოწამეო ქრისტეის ღმრთისაო, მახარებელო მშვიდობისაო და ქადაგო ყოვლად-წმიდისა სამებისაო; წყაროო მოწყალებისაო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, უხილავო ზედამდგომელო სიწმიდისაო, და ურწმუნოთათვის მომმადლებელო სარწმუნოებისაო; ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო და უძლეველო ზესთამბრძოლო ყოვლისა საქრისტეანოისაო!
ჰოი, ღუაწლით-შემოსილო წმიდაო მოციქულო თომა, ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ზეგარდამოითა დაშვებითა, ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, და სხუათა მათ მოციქულთა თანა წარგავლინა რაი ქადაგებად სასუფეველისა, მოვლე ყოველი სოფელი, და ნათელი მისი განფინე რაი ჰინდოეთსა, სიბნელეი მკვიდრთა მისთა განაბრწყინვე, დიდებულო, და ძედ ნათლისა და დღისა გამოაჩინენ სულითა, აწ ჩუენცა გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, განაქარვოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა ერთობითა ვჰბრძოდეთ ყოველთა წინააღმდგომთა მისთა, და ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი შიო, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, ყოველთა ქრისტეანეთა საქებელო, და შესავედრებელო ჩუენო, წმიდაო თომა მარჩბივო, გამოგირჩია რაი კაცთა ცხოვნებად მოსრულმან ღმერთმან მოწაფედ თვისად და მოციქულად, მოგცა ხელმწიფებაი სნეულთა კურნებისაი, კეთროვანთა განწმედისაი, მკუდართა აღდგინებისაი და ეშმაკთა განდევნისაი, და აჰა, აწ წინაშე საყდარსა მისსა მდგომარემან შეიწირე ვედრებანი ჩუენნი და შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღუნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ხდომათაგან მტერთაისა, ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, მძლავრებისაგან ანტიქრისტეისა და საცთურთაგან მისთა, რაითა განვერნეთ ყოველთა საბრხეთა სოფლისათა და წარუვალსა შუებასა მიმთხუეულნი დაუცხრომელად უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაოღმრთისმშობელო, გუაცხოვნენჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსაქერობინთასადააღმატებითუზესთაესსასერაბინთასა, განუხრწნელადმშობელსასიტყვისაღმრთისასა, მხოლოსაღმრთისმშობელსაგალობითგადიდებთ.
მღდელი: დიდებაიშენდა, ქრისტეღმერთო, სასოებაოჩუენო, დიდებაიშენდა.
გუნდი: დიდებაიმამასადაძესადაწმიდასასულსა, აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცავს…
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მოციქულისა თომაისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცუაიმთხვევნასაზედახატისასა:
იესუ ქრისტესა შეუდეგ შენ წადიერებით, ყოვლად ქებულო თომა, და საღმრთოითა ბრძანებითა მიივლინე რაი შორიელთა მათ ქუეყანათა, ახარე სასუფეველი, ჯუარცუმაი ქადაგე და აღდგომაი მაცხოვრისაი, და აწ ვითარცა მოციქულსა და მოწამესა მისსა გაქუს კადნიერებაი, რაითა წყალობაი მოგუმადლოს მოშიშებითა შევრდომილთა ხატსა შენსა და დაგვიცვას მანქანებათაგან ეშმაკთაისა და ბოროტებისაგან კაცთაისა.
გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შენდა მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა წინაშე ქრისტეის ღმრთისა მიმართ ჩუენისა, მოგვიტევოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი და დაგვიცვას ყოვლისაგან საცთურისა და ვნებისა, რაითა შენითა შუამდგომელობითა ღირს-ვიქმნეთ ხილვად და დამკვიდრებად სასუფეველისა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
