მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსის ხატი

მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+361-363) — 10 ივნისი – ძველი სტილით / 23 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363) ქალაქ პრუსის

(ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების

მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს

სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა (361-363) ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ

შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი

მოძღვრების გავრცელება. იმპერატორმა პყრობილს თავისი მოთხოვნა შეახსენა – შეეწყვიტა

ქადაგება, მაგრამ ტიმოთე ვერ შეაშინა მუქარამ, რის გამოც წმიდა კეთილმსახურ

მღვდელმთავარს თავი მოჰკვეთეს. მოგვიანებით მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში

გადაასვენეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.