✝ წმიდა მეფე ვლადისლავ სერბელი (+1239)
24 სექტემბერი – ძველი სტილით / 7 ოქტომბერი – ახალი სტილით
✦ · ✦
წმიდა მეფე ვლადისლავ სერბი, წმიდა სტეფანე სერბის ძე, შვიდი წელი განაგებდა ქვეყანას. იგი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, ზრუნავდა სნეულებზე, მწირებსა და გლახაკებზე. ნეტარმა მილეშოვოში ააგო მონასტერი, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1239 წელს. დაკრძალულია იქვე.
✦ · ✦
წმიდა მეფე ვლადისლავ სერბელის ლოცვა-მეოხებით, ღმერთმა გვიშველოს ჩვენ ყოველთა. ამინ.
