1 სექტემბერი – ძველი სტილით / 14 სექტემბერი – ახალი სტილით
✠
წმიდა მოწამენი კალისტა და ძმანი მისნი – ევოდი და ერმოგენი, ნიკომიდიელი ქრისტიანები, ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარდგნენ წარმართი მსაჯულის სამსჯავროს წინაშე. მათ უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს (სხვა ცნობით კი – 309 წელს) მახვილებით განგმირეს.
წმიდანო მოწამენო კალისტა, ევოდი და ერმოგენ, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
