წმიდა მოწამენი კვირიენა და იულიანა

წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა (IV) — 1 ნოემბერი – ძველი სტილით / 14 ნოემბერი – ახალი სტილით

✝ წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა (IV)

1 ნოემბერი – ძველი სტილით / 14 ნოემბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. კილიკიის მმართველის, მარკიანეს ბრძანებით, გაშიშვლებულ, თმებმოკვეცილ წმიდა კვირიენას ბრბოს დასაცინად დაატარებდნენ თავისი მშობლიური ქალაქის, ტარსოსის ირგვლივ, შემდეგ კი წმიდა იულიანასთან ერთად ქალაქ როსაში გაგზავნეს, სადაც ორივენი ცეცხლში დაწვეს.

✦ · ✦

წმიდანო მოწამენო კვირიენა და იულიანა, ევედრენით ღმერთსა ჩვენთვის!