ქრისტე პანტოკრატორი — Christ Pantocrator, Orthodox icon

წმიდა მოწამენი: ერმი, სერაპიონი და პოლიენი — 18 აგვისტო – ძველი სტილით / 31 აგვისტო – ახალი სტილით

✝ წმიდა მოწამენი: ერმი, სერაპიონი და პოლიენი

18 აგვისტო – ძველი სტილით / 31 აგვისტო – ახალი სტილით

✦ · ✦

წმიდა მოწამენი ერმი, სერაპიონი და პოლიენი რომაელები იყვნენ. ისინი II საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. როცა დატუსაღებული წმიდანები სამსჯავროზე წარადგინეს, მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. მაშინ მტარვალებმა ვიწრო და უვალ ადგილებში, ქვებზე და შვერილებზე ათრიეს უფლის რჩეულები, სანამ ტანჯვაში სული არ აღმოხდათ და ზეციურ დიდებას არ შეერთვნენ.

✦ · ✦

მათი მეოხებით შეგვიწყალოს უფალმა ჩვენ ყოველნი.