წინასწარმეტყველი ანგია

29 დეკემბერი. სავედრებელი პარაკლისი წმიდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი

მღდელმან: კურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურადიღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმა 4.

წინაისწარმეტყუელისა შენისა ანგიასი, უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.        

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ტროპარი

წინაისწარმეტყუელსა ღმრთისასა და ტაძრის მისისა მეორედ აღშენებისა ქადაგსა სარწმუნოსა, ანგიას გიგალობთ და გევედრებით შეწევნასა ღმრთისა მიმართ, რაითა გვიხსნნეს უსჯულოებათა ჩუენთაგან, და ცხორებაი ჩუენი განაგოს ნებისაებრ თვისისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 6

ძლისპირი: ღმერთსა, რომელმან დაანთქა მეწამულსა ზღუასა მტერი ფარაო, ძლევისა გალობითა უგალობდეთ, რამეთუ დიდებულ არს.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წმიდაი გონებაი შენი სამარადისოდ უფალსა განიცდიდა, ჰოი, ანგია, და ნათლითა საღმრთოითა ბრწყინვიდი მადლთა მიერ დიდთა

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საღმრთონი საიდუმლონი სწინასწარმეტყველენ, ანგია ყოვლად დიდებულო, და გამოაცხადე ყოფადთა უწყებაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ეზიარე რაი ღმრთისმხილველობისა მადლსა, ნეტარო, ჰსუფევ წინაშე მისა, და აწ ძალგიძს ხსნაი ჩუენი ყოვლისაგან საფრხისა

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიტყუაი ღმრთისაი პირველ უდედოი ქალწულმან მუცლად იღო უთესლოდ და ხორციელად გშუა უმამოი იგი ქუეყანასა ზედა.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განძლიერდა დღეს სარწმუნოებითა ეკლესიაი ქრისტეის მიერ და გალობითა ესრეთ ღაღადებს: წმიდა ხარ, უფალო, სულთა ჩუენთა მაცხოვარო.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იხილნა ღმერთმან დაფარულნი და ცხადნი სათნოებანი შენნი და გყო წინასწარმეტყველად ერისა შენისა, რაითა ყოველნი ღაღადებდენ: წმიდა ხარ შენ, უფალო, სულთა ჩუენთა მაცხოვარო.

 წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სულმან საღმრთომან, განმყოფელმან მადლთამან, გულსა შენსა დაიმკვიდრა და გასწავა, ანგია, ღაღადებად: წმიდა ხარ შენ უფალო, სულთა ჩუენთა მაცხოვარო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მაღალთა მყოფმან და აღმავსებელმან სოფლისამან ტაძრად მადლისა გყო, ანგია წინაისწარმეტყუელო, და ღაღადებდი: წმიდა ხარ, შენ უფალო, სულთა ჩუენთა მაცხოვარო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან სიბრძნით დაჰბადნა ყოველნი დაბადებულნი, განკაცნა  შენგან და მსგავს კაცთა იქმნა, ღმრთისმშობელო, წმიდაი, მრავალმოწყალეი, მხოლოი კაცმოყუარეი ღმერთი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ – 40-გზის. დიდებაიაწდა

 

წარდგომაი, ხმაი 1

რომელი ყოველსავე ხედავს და უწყის, ვითარცა ღმერთმან, სულისა შენისა თუალნი ბრწყინვალედ განანათლნა, წინაისწარმეტყუელო, ყოვლად ქებულო, და მოძღურად სოფლისა გამოგაჩინა. ამისთვისცა წმიდასა სახსენებელსა შენსა უგალობთ და მეოხად მხურვალედ და შუამდგომელად მიგავლენთ ღმრთისა მიმართ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საღმრთოითა სულითა განათლებული გონებაი გაქუნდა რაი, ჰოი, წინაისწარმეტყუელო, მარადის იქცეოდი სიმართლითა და სიწმიდითა, და განაჭეშმარიტე აღსრულებაი საქმეთაი, ყოვლად ქებულო ანგია, აწ ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: სმენაი მესმა ღმრთისა გამოჩინებისაი ქუეყანასა მაცხოვრად ჩუენ მორწმუნეთა მისთა, და უღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სულიერი ტაძარი შენი უჩვენე ქალწულისაგან შემოსადი წინაისწარმეტყუელსა, უფალო, და ღაღადებდა: დიდებაი ძალსა შენსა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განუცხადე წინაისწარმეტყუელსა შენსა, უკუანაისკნელ ყოფადნი ცხორებაი წარმართთაი, უფალო, და გიგალობდა: დიდებაი ძალსა შენსა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ მიერ ამხილა რაი უფალმან ურჩობისათვის ერსა შენსა, ჰოი, ანგია, განძლიერდენ სარწმუნოებასა შინა ჭეშმარიტსა, და ადიდებდენ ძალსა მისსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოაქციე წყევაი ადამისი, სძალო, კურთხევად, შობითა ქრისტეს მეუფისაითა და უღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენდა აღვიმსთობთ და გიღაღადებთ: მოწყალეო უფალო, განანათლენ სულნი ჩუენნი დაბნელებულნი ნათლითა მცნებათა მათ შენთაითა, ღმერთო, და გუაცხოვნენ ჩუენ.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იქმენ შენ სამკვიდრებელ უფლისა და ტაძარ სამეუფოი, ცხორებითა ბრწყინვალითა, და ტაძარი იგი პირველ დაცემული აღმართე, ნეტარო, შემოქმედისათვის სოფლისა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ელვაი საცნაური იგი საღმრთოი უნათლეს მზისა გამოგიჩნდა და მხედველ გყო რაი დაფარულთა, უნივთოი ნათელი შეიწყნარე, სანატრელო ანგია, და ბრწყინავ ყოველსა ქუეყანასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფროის განდიდნა ჭეშმარიტად დიდებაი ძუელისა აღთქუმის ეკლესიისაი, რაჟამს განკაცნა სიტყუაი და კაცთა შორის საცნაურ იქმნა, ვითარცა წინაისწარმეტყუელებდა ანგია

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი, კურთხეულო და დიდებულო დედაო უსძლოო, მომკუდარი სული ჩემი შეცოდებითა და დაფლული ვნებითა სამოთხესა ცხოველ ჰყავ, ქალწულო.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: იოანისებრ ვეშაპისა მისგან მიხსენ მე, გევედრები, სახიერო უფალო, რომელსა შთანთქმაი ჰნებავს ჩემი უწყალოებით, განმარინე მე

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ახოვნებითა ღმრთისმსახურებასა ასწავებდ რაი, ანგია, აღუშენე ღმერთსა ტაძარი განწმედილი, და კეთილთა უხუებაი აუწყე კაცთა, ნეტარო.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იქმენ ჭურ პატიოსან უფლისა და ზეცით მოცემულთა ბრწყინვალებათა შემწყნარებელ და ნათლისა საუნჯეი, წმიდაო, და წინაისწარმეტყუელე ცხორებაი ყოველთა კაცთაი და გამოხსნაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სულისა წმიდისა მიერ განბრძნობილმან სწავლანი სულიერნი ღმრთისმსახურებისანი ასწავენ მორწმუნეთა და ღმრთისმეტყველ ჰყვენ, წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია.  

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნებსით თვისით განვიდა ადამ სამოთხით ფუფუნებისაით, ხოლო რაჟამს განკაცნა ქალწულისაგან სიტყუაი, აღიყუანა პირველსა ნეტარებასა

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                    

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ12გზის. დიდებაიაწდა

 

კონდაკი, ხმაი 2

განათლდა სულითა წმიდითა გული შენი, და იქმენ წინაისწარმეტყუელებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, რამეთუ ხედევდი ყოველსა აწინდელსა ყოფადსა მას, ამისთვისცა პატივსგცემთ შენ, წინაისწარმეტყუელო ანგია, დიდებულო.

იკოსი

ვერა გულისხმაყოფდა ერი შენი ნებასა უფლისასა, და არა ჰგონებდა რაი ჟამსა მას აღშენებასა სახლისა მისისასა, განგეცხადა სიტყუაი ყოვლისმპყრობელისაი, ანგია სანატრელო, და გაყვედრათ რაი აღშენებაი სახლთა თქუენთაი და ოხრად დაგდებაი სახლისა მისისაი, აღგითქვათ დაყუდნებაი ცისა ცუარისაგან და ნაყოფიერებისაგან  ქუეყანისა, და გიბრძანა შენ, გულისხმაყოფაი ერისაი, რაითა მთასა მას ზედა მოჰკუეთნოთ ხენი, და აღაშენოთ სახლი, დასავანებელად და სადიდებელად ღმრთისა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა

შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.

მუხლი: მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინაისწარმეტყუელი სახელად წინაისწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაისწარმეტყუელისაი მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაი მიიღოს. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყვი თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა ანგია წინაისწარმეტყუელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.    

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: გამოგვაჩინენ ტაძრად ღმრთისა ცხოველისა, ჰოი, ყოვლად ნეტარო ანგია, აღმასრულებელნი ესე ხსენებისა შენისანი, და შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა მოანიჭოს სოფელსა მშვიდობაი და ერსა ჩუენსა სიმხნეი და ძალი ძლევად მტერთა მიმართ მზაკუვართა და ურწმუნოთა, განამტკიცოს ეკლესაი შეუძრველად, და წყალობაი მოსცეს სულთა ჩუენთა.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოვანეისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომაისი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათაისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა და საკვირველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა დიდთა მოწამეთა აბო ტფილელისა, და შალვა ახალციხელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა, ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინას და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანეთორნიკყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისა და წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდისა ექვთიმე აღმსარებელისა და წმიდათა აღმსარებელთა: იოვანე და გიორგიიოვანეისითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; წმიდისა ანგია წინაისწარმეტყუელისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.                     

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                              

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: სახუმილსა რაი ცეცხლისასა შეითხინეს სამნი იგი ყრმანი, ცეცხლი ცუარად გარდააქციეს და ძლევად შემოსილთა ესრეთ ღაღადყვეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განსწმიდე სული შენი და შეიწყნარე მადლი ღმრთისაი, ღირსად სანატრელო, ბრწყინვალედ სწინაისწარმეტყუელებდ და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ცხორებაი შენი უბიწოი განიცადნა რაი მეუფემან, წინაისწარმეტყუელად გიჩინა განკაცებისა თვისისა და ხმობდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მშვიდობაი შენი მომეც ჩუენ, უფალო, საცხორებელად სულთა, რომელი საღმრთოითა სულითა მოასწავა ანგია დიდებულმან, რაითა ვხმობდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან სახუმილსა შინა სამნი ყრმანი დაიცუნა, ქალწულო, მანვე დაიმკვიდრა წიაღი შენი, და აცხოვნებს მგალობელთა შენთა: კურთხეულ არს, უბიწოო, ნაყოფი მუცლისა შენისაი.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: რომელი მხოლოი არს მეუფეი დიდებისაი, რომელსა გუნდნი ზეცათანი აქებენ და ეშინის ანგელოზთა კრებულსა: მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გიგალობთ მხოლოსა ყოველთა მეუფესა, ვითარცა წინაისწარმეტყუელმან ანგია გუასწავა ჩუენ, გალობად და სიტყუად: მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიტყუაი სახიერი, მამისა თანასწორი გამოჩინებად აღსასრულსა ჟამთასა ჰქადაგე, ღმრთისმხილველო ანგია, და ხმაჰყავ: მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ მიერ ამხილა უფალმან მღდელთა და მთავართა ისრაელისათა და განაღვიძა რაი მსახურებად მისა, მღდელნი აკურთხევდენ, და ერნი უფროისად ამაღლებდენ მას უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

პირველ უხილავი ბუნებით შეუცავი წიაღსა შენსა დაიტია და იხილვა, ღმრთისმშობელო, რომელსა უღაღადებთ: მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ყოვლად ქებულო ქალწულო, ღმრთისა საყდარო, რომელმან სიტყუაი იგი დამბადებელი გვიშევ ხორცითა გამოუთქუმელად, ამისთვის სიხარულით ჩუენ ყოველნი დაუცხრომელად გადიდებთ

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი ანგელოზი ქუეყანისაი და კაცი ზეცისაი, კაცთა შორის იქცეოდი, და აწ გვირგვინოსანი იშუებ რაი წინაშე ღმრთისა, მაქებელნი შენნი მოგვიხსენენ, და დააცხრვენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საღმრთომან მოქალაქობამან შენმან მკვიდრ გყო წინაშე ღმრთისა, დიდებულო ანგია, და საუკუნოდ იხარებ რაი შორის წმიდათასა, აწ მეცა შემეწიე, დანთქუმულსა სიღრმესა შინა ცოდვისასა, რაითა ინახვიდგმიდეთ თანა სასუფეველსა შინა ცათასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მოძღუარი საღმრთოი, ღირს იქმენ რაი ღმრთისა თანა მკვიდრყოფად და ნათლისა მისისა საუფლოისა შეზავებად მისა, აწ ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენთვის, რაითა განხადოს უფალმან მბრძოლნი ერისა ჩუენისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მხოლოი გამოსჩნდი უაღრეს ბუნებათა, სამკვიდრებელ ყოველთა  მეუფისა, ქალწულო, კიდობანო სჯულისაო, რომელმან შინაგან შეიწყნარე ქრისტემომცემელი სჯულისაი.

ღირსარს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერობინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ვითარცა ტყუეობისაგან ბაბილოვნისა მოჰკრიბე ერი შენი და უკუნ აქციე ქუეყანასა თვისსა, უფალო, და ანგია წინაისწარმეტყველისა მიერ უბრძანე აღშენებაი მეორისა ტაძრისა შენისა იერუსალეიმსა, რაითა არა მოაწიო მსჯავრი სამართალი მათ ზედა, ეგრეთვე აწ ჩუენცა შეგვეწიე და შეჭურვე ბრძოლად და დათრგუნვად ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა და სიწმიდისათა.

დაუტევა რაი შენებაი ტაძრისაი ერმან ისრაელისამან, გამოგიჩნდა შენ ღმერთი, ვითარცა ურჩეულესსა მსახურსა მისსა და შენ მიერ ამხილა მღდელმთავარნი და მთავარნი ერისანი და მოუწოდა მათ განგრძობაი შენებისაი და აღორძინებაი ერისაი. აწ ჩუენცა მოქენე ვართ შეწევნისა შენისა, რაითა ერი ჩუენი ამაღლდეს სულიერებითა და აღვაშენოთ დარღვეულნი ეკლესიამონასტერნი მამულსა შინა ჩუენსა.

ღირს იქმენ რაი ტაძრისა სრულიად აღდგენისა და განშუენებისა, ჰოი, ანგია, მას შინა სიხარულითა ფსალმუნებდი და ალელუიასა გალობდი რაი უპირველეს სხუათა, ხმითა მაღლითა მადლობდი და  და ადიდებდი ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, რაითა აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათაისა და შეუძრველად დაგვიცვას მართლმადიდებლობასა შინა.

დედოფლად დაბადებულთა გამოსჩნდი, ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, და სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთაისა არაი გუაქუს კადნიერებაი, რაითამცა ვევედრნეთ ღმერთსა, არამედ მოვიდეს რაი ძეი შენი განჰსჯად ყოვლისა სოფლისა, მეოხგვეყავ წინაშე მისსა, რაითა წინაისწარმეტყუელთა და წმიდათა თანა ურცხვენელითა პირითა აღვიმსთოთ გალობად ყოვლად წმიდისა სამებისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.   

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.  

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                             

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ3გზის. დიდებაიაწდა

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ანგელოზთა მობაძავო და თანამოსაგრეო, წმიდაო წინაისწარმეტყველო ანგია! მამათა მიერ თაყუანისცემულო, ქრისტეანეთა მიერ სასოებითა სანატრელო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლვილთა შესავედრებელო ზღუდეო და მტკიცეო საფარველო!

ჰოი, სამებისა წმიდისა მიერ გამორჩეულო წინაისწარმეტყუელო ანგია; ვითარცა ტყუეობისაგან ბაბილოვნისა უკუნ გაქციათ უფალმა ისრაიტელნი სამკვიდროსა მას ქუეყანასა თქუენსა და შენ მიერ ამხილა მათ ურჩობისათვის და უდებებისა, ძალითა მისითა უწინამძღვრე, და დიდებულად აღადგინეთ რაი დარღვეული ტაძარი იერუსალეიმსა სადიდებელად ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისა, რაითა მოსცეს ძლევაი ერსა ჩუენსა მორწმუნესა და შეუძრველად დაიცვას წმიდაი ეკლესიაი ჩუენი კუეთებისაგან მტერთაისა, ხოლო ჩუენ ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გვიხსნას და დაარღვიოს ბოროტმანქანებაი ღმრთისმბრძოლთა და მწვალებელთა. განაძლიეროს და დაიფაროს დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი; მოგუმადლოს ქრისტეისმოყვარე მთავრობაი და მხედრობაი; დაიცვას მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოვლად ქებულო ღმრთისმეტყველო ანგია, წინაისწარ უწყებათა შენთა აღსრულებითა, წინაისწარმეტყუელად სარწმუნოდ გიწოდდა შენ ისრაელი, და აწ ჩუენცა მოველით შეწევნასა შენსა, რაითა ოხითა შენითა არა განგვირისხდეს ჩუენ უფალი უსჯულოებათათვის ჩუენთა, არამედ განგვათავისუფლოს ცოდვათაგან და განგვაშოროს სიყმილი ხორცთაი და წარწყმედაი სულთაი, დაგვიფაროს ცეცხლისაგან, მახვილისა, ზედა დასხმისაგან მტერთაისა, და კეთილდღეობითა გვაცხოვნოს ყოველნი, რაითა მიწევნულ ვიქმნეთ საუკუნესა მას მშვიდობასა და შენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობითა დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.                       

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის); 

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა ანგია წინაისწარმეტყუელისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ყოველივე თქმული შენი ჭეშმარიტარს, წმიდაო წინაისწარმეტყველო ანგია, რამეთუ დაფარულსა საიდუმლოსა, ვითარცა ცხადსა ჰხედევდი, და მომავალი სარწმუნოდ უწყოდი, ნეტარო, და აწ გაქუს რაი კადნიერება წინაშე ღმრთისა, შეგვეწიე, რაითა განმხრწნელთა ცოდვათაგან ამის სოფლისათა გამოგვიხსნას და ღირსგვყოს სასუფეველსა თვისსა.

დედოფალო, მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა, და ლოცვითა ანგია წინაისწარმეტყუელისაითა ღირსმყვენ დაუსრულებელსა ზეცისა დიდებასა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა