სავედრებელი პარაკლისი
წმიდისა ქრისტეს მოწამისა
მამაისი
მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 4
სიყრმითგან შეიმოსე სიყუარულითა და სიწმიდითა, და უფლისა მიერ მოიღე რაი ხელმწიფებაი მხეცთა მათ ზედა ველისათა, სასწაულთა შენთა მიერ განაბრწყინებდი კაბადოკიის ქუეყანასა, და მოწამებრივითა სისხლითა შენითა შეამკობდი ეკლესიასა, წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ტროპარი
მძვინვარეთა მათ მხეცთა თანა იქცეოდი, ღმრთივგანბრძნობილო მამაი, და ჰყოფდი რაი თანამეინახედ შენდა, ტანჯვანი დაითმინე, და სიკუდილი თავს-იდევ ქრისტესთვის, ნეტარო, და მშობელთა შენთა თანა იგემე სიტკბოებაი საღმრთოისა სახარულისაი, აწ ჩუენცა მეოხ გვეყვენით წინაშე ღმრთისა, რაითა ღირს-გვყოს თქუენთანა შუებასა დაუსრულებელსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხვუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4
ძლისპირი: უფსკრულთა ზღვისაითა დაანთქა ეტლებითურთ ფარაო შემმუსრველმან ბრძოლთამან ქრისტემან ღმერთმან, მას უგალობდეთ, რამეთუ დიდებულ არს.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ფრიად განბრწყინდა ღუაწლი შენი, ყოვლადქებულო მოწამეო, და განითქუა რაი ყოველსა ქუეყანასა, მრავალნი გევედრებოდენ შეწევნასა და შენცა მიანიჭებდი ლხინებასა.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
საკვირველთმოქმედად გამოსჩნდი ქუეყანასა ზედა, და აწ ჩუენცა გვაქუს სასოებაი შენ შორის მოქმედისა მაკურნებელისა მადლისაი, და გევედრებით ყოველთა ძვირთაგან მოზღუდვასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გიგალობთ შენ, ფრიად განთქუმულსა ქრისტეს მოწამესა მშობელთა შენთა თანა, და ვადიდებთ ღმერთსა, რომლისა მიერ მსწრაფლ მოგვანიჭებ სულთა და ხორცთა კურნებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ სასოი და სიქადული მორწმუნეთაი, ღმრთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ნუ დასცხრები ჩუენთვის, რაითა მიხსნეს ჩუენ განსაცდელთაგან.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, ქრისტე, ღმრთისა ძალო, მიხსენ მე ხელთაგან მტერთაისა, რომელნი მესრიან მე ისრითა ვნებათაითა, რამეთუ ფრიად მოუძლურებულ ვიქმენ, არამედ განმაძლიერე უცვალებელად, რაითა გაქებდე მოწყალეო.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ზეობასა მას წარმართთასა კადნიერად განაცხადა რაი მართალი სარწმუნოებაი მამამან შენმან თეოდოტე, საპყრობილესა შეაყენა მთავარმან ღანგრელთამან, და შენ ზედა მუცელქმნული დედაიცა შენი თანა შეჰყვა ქმარსა მას თვისსა საყვარელსა.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აიძულებდენ რაი ნეტართა მათ ზორვად კერპთა, მზა იყუნეს ტვირთვად სატანჯველთა, გარნა ვერა თავს-იდვა ჭირნი საპყრობილისანი მამამან შენმან, და დაუტევა რაი საწუთოი, უჟამოდ გშვა დედამან შენმან, და მხურვალედ ღმერთსა შეგვედრებდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მეუღლისა თანა დაემკვიდრა რაი როფინა ზეცათა სავანესა, ანგელოზისაგან ებრძანა შვილ-ყოფაი შენი ამმიას – წარჩინებულსა დედაკაცსა, და გვამნი მათნი დაკრძალა რაი მტილსა თვისსა, გზრდიდა შენ უშვილოი იგი, ვითარცა საყვარელსა ძესა თვისსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აღგიარებთ ყოველნი მორწმუნენი სარწმუნოებითა ღმრთისმშობელად, ქალწულო, რომელმან უფროის ბუნებათა იტვირთე დამბადებელი შენი ღმერთი, და მეოხად მიგავლენთ ძისა მიმართ შენისა, ნუ დაიდუმებ შეწევნად ჩუენდა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი, ხმაი 4
სიყრმითგანვე განმდიდრდი სათნოებითა, და ვითარცა მორჩი ედემისაი, ესრეთ ჰყვაოდი სიწმიდითა შორის წარმართთასა, რამეთუ არასადა მოდრეკილ იყო მუხლი შენი წინაშე ბომონთასა და არცა შებილწულხარ ნაკერპავითა, არამედ მხეცთად მიცემულმან ძუელი იგი გუელი დასთრგუნე, სანატრელო მამაი, და ყოველთა უქადაგებდი ქრისტესა, ჯვარცმულსა და მკუდრეთით აღმდგარსა, მას ევედრე აწ ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად ყოველთა პატივისმცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: რაჟამს ესმა მოსლვაი შენი წინაისწარმეტყუელსა, ქრისტე, განკვირვებითა ღაღად-ყო: მესმა მე სმენაი შენი, უფალო, რამეთუ მოხვედ ქუეყანად, რაითა აცხოვნო დღეს ცხებულნი შენნი.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ენითა ჩჩვილებრითა დედობილსა მას შენსა უწოდდი `დედასა~, რაიცა `მამად~ გამოითქუმის ენითა შენითა, და მიერითგან ყოველნი გიწოდდენ შენ მამაის, ყოვლად ქებულო.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
კეთილად განგსწავლიდა რაი ამმია ბრძენთა მათ თანა ღმრთისმეტყველთა, მრავალთა თანამოჰასაკეთა სძლევდი სწავლულებითა, და აღიძრვიდი მათ ბაძვად სიმხნისა შენისა და მღვიძარებისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ღმრთისა მიმართ მიიცვალა რაი მზრდელი შენი, ნეტარო, ამცნეს უღმრთოსა მას მთავარსა კესარიისასა, თუ ვითარ ასწავებდი მეგობართა შენთა მხოლოსა მას ჭეშმარიტსა ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცათა უვრცელეს ხარ შენ, ქერობინთა უმაღლესო, მშობელო სიტყვისაო, უბიწოო ქალწულო მარიამ, სიქადულო ქრისტეანეთა ერთაო, მადლითა მეოხებისა შენისა შეგვეწიე მვედრებელთა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ამაოდ გიბრძანებდა რაი მძლავრი იგი გებად კერპთა, შეკრულსა წარგგზავნიდა ავრილიანე მეფისად, გარნა ვერცა აღთქუმითა პატივთაითა და ვერცა ტანჯვათა ქადებითა ვერა შეარყია სიმტკიცე შენი, წმიდაო, და უბრძანა ცემაი შენი არგნებითა.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განაგრძვეს რაი ტანჯვაი შენი, ღირსო, განკვირდეს ანგელოზნი, თუ ვითარ ყრმამან ათხუთმეტისა წლისამან სძლე ღმრთისმოძულესა მას მეფესა, რამეთუ დაუცხრომელად ღაღადებდი და იტყოდი: „იესუ, ძეო ღმრთისაო, დიდებაი შენდა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
არცა ბაგითა, და არცა გულითა უარყოფდი რაი უფალსა, განძვინდა მძლავრი იგი, და უბრძანა გვემაი შენი ქვითა, ხოლო შენ, ვითარცა ვარდითა დაიფარვოდი, და სიტყვიერსა და სულიერსა მსხუერპლსა შესწირვიდი ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველსა მკვიდრად გვიჩინნა.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა, ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა, სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განხრწნისაგან და სიკუდილისა მიხსენ, ქრისტე.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უღონოი იქმნა რაი მეფე მოგონებად სატანჯველთა, ძელი რკინისაი დაგკიდა ქედსა ზედა და ბრძანა შთაგდებაი შენი ზღუასა შინა, გარნა არა დაგივიწყებდა შენ უფალი, წმიდაო ყრმაო, და უბრძანა დაცვაი შენი ანგელოზთა თვისთა.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მყის ანგელოზმან ხატითა მით კაცისაითა შეაძრწუნა მხედარნი და წარიოტნა, ხოლო შენ ბრძანებითა მისითა დაემკვიდრე მთასა მას, მახლობლად კესარიისა, ღმრთივგანბრძნობილო, და დღენი ორმეოცნი წარავლინე მარხვითა და ლოცვითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა მოსეს მოეცნეს ფიცარნი ზეცით, ეგრეთცა შენდა ხმაი კუერთხისა თანა ზეცით მოიწია, და მით განაპე რაი ქუეყანაი, ვითარცა პირველ მოსე ზღუაი, წიაღითგან მისთა მოიღე სახარებაი, და აღუვლინე ღმერთსა სამადლობელი გალობაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან სჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისმან და კუერთხმან.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი, ხმაი 6
იყავ რაი მოშურნე ღმრთისმსახურებისაი, წმიდაო, კუერთხითა, ღმრთისა მიერ შენდა მოცემულითა, ერი შენი დამწყსე ცხორება-შემოსილითა საძოვართა ზედა, ხოლო მხეცნი უხილავნი და დაუმშვიდებელნი შემუსრენ ფერხითა ქუეშე მგალობელთა შენთასა, რამეთუ ყოველნი, რომელნი ვართ ძვირთა შინა, მხურვალედ ზედამდგომელად და შემწედ მოგიგებთ შენ, დიდებულო მამაი.
იკოსი
ყოველსა ქუეყანასა ზედა განთქმულსა მოწამესა და ანგელოსთა თანამოდასესა მამაის ვუგალობოთ, მორწმუნენო, რომელ საწუთოსა ამას მწყსიდა ირემთა, მოამდოვრებდა უბრძოლელსა მას და მოუდრეკელსა მძვინვარებასა მხეცთასა, ხოლო აწ მწყემს იქმნა უფლისა სამწყსოისა, და ვითარცა მოძღუარი კეთილი წინაუძღვის მათ კეთილთა მიმართ საძოვართა, მიმთხვევად სამოთხისა სიტკბოებისა, რომლისათვისცა სოფელი ესე უარ-ყო, რაითა ექმნნეს ყოველთა მფარველად და მხურვალედ შუამდგომელად.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4.
საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მუხლი: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარება მათესი
მას ჟამსა შინა წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტვიროსისაითა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაი. და მოუხდეს მოწაფენი იესუს და რქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე-მე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისაითა. ხოლო იგი მოუხდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა, ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდმოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთაისა. მაშინ მიუგო იესუ და რქუა მას: ჰოი, დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს! და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ყოვლად დიდებულისა მოწამისა მამაი კესარიელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ღმრთისმოსავთაგან შობილი გამოსჩნდი რაი დამხსნელად ურწმუნოებისა, ძალითა სულისა წმიდისაითა კადნიერად ამხილე სიცბილსა კერპთასა, და წამებისა გზისა სრულმყოფელი, ზეცისა უხორცოთა თანა აღგრაცხა ქრისტემან ღმერთმან. აწ ჩუენცა გვითხოე მისგან ხსნაი ბოროტის მახეთაგან, ღმრთივგანბრძნობილო მამაი, რომელნი სურვილით აღვასრულებთ ხსენებასა შენსა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა პეტრესა და პავლესითა; ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა ქალწულ-მოწამეთა მარინესა და ბარბარესა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა; წმიდათა და სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა და დიდებულისა ქრისტეს მოწამისა მამაისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამო ღმრთისა მიერ, ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აღიშენე რაი ტაძარი, ღირსო, ვითარცა მხცოვანი და ბრძენი, მარადის ლოცულობდი მას შინა, და საღმრთოითა მადლითა მოამდოვრებდი მოუდრეკელსა მძვინვარებასა მხეცთასა.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ზეგარდამო მსმენელ იყო რაი უფალი ლოცვისა შენისა, მხეცნი ველისანი ყო მსახურ შენდა, შექმნიდი რაი ყუელსა რძითა მათითა, და კესარიად შთასრული განუყოფდი გლახაკთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა კეთილი მიწისმოქმედი სთესდი თესლსა მას ჭეშმარიტებისასა, და ყოველთა მოუწოდდი, რაითა განიწმიდნენ სინანულითა და მოძღვრიდი სლვად ნათლისა მიმართ დაუვალისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისაგან განჰკურნენ მოსავნი შენნი, რომელნი მოივლტიან ხატისა მიმართ შენისა, რამეთუ შენ ხარ მკურნალი და მაცხოვარი ჩუენი, ყოვლადწმიდაო.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შეუწველმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ესმა რაი საკვირველი იგი ღუაწლი შენი უღმრთოსა მას მთავარსა კაბადუკიისასა, წარავლინა კაცნი ძიებად შენდა, გარნა შენ წინაითვე მცნობელ იქმენ მისლვისა მათისა, სანატრელო, და გკითხვიდენ რაი მამაის საყოფელსა, ისტუმრნე, ვითარცა კეთილმან მასპინძელმან, და მერმეცა წარუდგენდი თავსა თვისსა.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ახოვანებითა წარსდეგ რაი წინაშე მძვინვარისა მის მთავრისა, გიწოდდა „გრძნებასა შინა განსწავლულსა“, და შენცა მხნედ მიუგებდი – „მონაი ვარ ქრისტესი, რომელი-იგი აცხოვნებს ნებისმყოფელთა მისთა, ხოლო მოგუთა და გრძნეულთა და კერპთმსახურთა მისცემს ცეცხლსა მას საუკუნესა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ოდეს დაგკიდეს ძელსა უწყალოთა და იწყეს ხუეტაი ხორცთა შენთაი, ზეცით მოიწია ხმაი საღმრთოი და განგკურნა, გარნა არა გულისხმაყო მთავარმან და შეგაწყვდია დილეგსა, სადა იგი განუტევე პყრობილნი ლოცვითა, და სახუმილსა შთაგდებული და უფლისგან შეცურეული გალობდი სამთა მათ ყრმათა გალობასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სჯულისა კიდობანმან მოგასწავა შენ, არათუ ფიცარნი გაქუნდეს, არამედ ქრისტე ღმერთი სჯულისმდებელი, ღმრთისმშობელო, რომელი იგი უსჯულომან ერმან ჯუარს აცუა ხსნად ჩუენდა, რომელნი ვიტყვით: ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათაი. მოვედ, უბიწოო, ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განაღეს რაი სახუმილი მხედართა, ესმათ ხმაი შენი, მაქებელი ღმრთისაი, და ზეშთა ბუნებისა იგი საქმე მიუთხრეს რაი მთავარსა, ვერა გულისხმა-ყო ძალი იგი უფლისაი, და გიწოდდა რაი ეშმაკეულსა, არცაღა ღირს-ყავ სიტყვის-გებასა შენსა.
წმიდაო მოწამეო მამაი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მაშინ განრისხდა მთავარი და მოუტევა რაი ვეფხი და დათვი შენზედა, ლოშნიდენ ფერხთა შენთა, და აჰა, სრბითა გარდმოვლო მთაი ლომმან შენმან, და სტადიონსა შეჭრილმან განბძარნა მეკერპენი და ჰურიანი, ჰგმობდენ რაი სახელსა ღმრთისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განგიწონეს რაი სამპირი ფუცხვი რკინისაი მუცელსა, ნაწლევნი შენნი იტვირთე ხელითა, და გამოხვედ რაი სტადიონით, მიწექ მღვიმესა შინა ერთსა, და აჰა, ხმაი ზეცით გიწოდდა წარუვალთა მათ საყოფელთა მოღუაწეთასა, და მიეც სული შენი ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი სჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, ხოლო ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებითა ვიტყვით, მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მონათა შენთათვის.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
განიხუნა რაი გული შენი ზეგარდამოისა სიბრძნისა მიღებად უდაბნოსა შინა, ვითარცა ჭაბუკი დავით, საღმრთოითა სიყუარულითა აღივსე და ყოველსა ქმნულებასა შინა ხედვიდი სიბრძნესა და ძალსა შემოქმედისასა, მას ევედრე, რაითა ვნებათა ჩუენთა ღელვანი დააყუდოს და წარგვიძღვეს ნავთსაყუდელსა მას ცხორებისასა.
ღმრთისა მიერ განსწავლულნი პირუტყუნი მხეცთა თანა ველისათა პატივს-გცემდენ მსახურსა მისსა, ჰოი, სასწაულთმოქმედო დიდებულო, და მათი იგი ზოგადისა მეუფისა მიმართ პატივი სახედ წინა გვიძს მორწმუნეთა, რაითა გულისხმა-ვჰყოთ საქმენი შენნი, ყოვლად ნეტარო მამაი, და მეოხ გყოთ წინაშე ღმრთისა, დაშრიტოს ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და განგვაშოროს წარმწყმედელთა მათ მახეთა მათთა.
რომელი ეგე ჰმონებდი მხოლოსა მას ჭეშმარიტსა ღმერთსა, ვითარცა რჩეულმან მისმან, განვლე ასპარეზი მოღუაწებისაი, და მარტვილთა გვირგვინითა შემკული განსდიდდი რაი ქუეყანასა ზედა, ღირსო მამაი, აღგრაცხა ეკლესიამან წმიდათა თანა მოწამეთა, რაითა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და ურვათაგან მათთანა პატივს-გცემდეთ შენ, ნეტარო, და გევედრებოდეთ ხსნასა და შეწევნასა.
ქრისტემან მოგანიჭა რაი მადლი სასწაულთაი საწუთროსა ამას, შემდგომად სიკუდილისა შენისა უფროის იდიდე წინაშე მისსა, და განითქუა რაი ღუწლი შენი ყოველსა ქუეყნასა, აღაშენეს სახელსა შენსა ზედა მრავალნი ტაძარნი და მონასტერნი, ვითარცა აღმოსავალსა, ეგრეთცა დასავალსა, რომელნი სულიერთა სულნელებათა მიჰფენენ ყოველთა მორწმუნეთა.
იხარებს ეკლესიაი ხსენებასა შენსა, და იქადის რაი ქალაქი მორფუ, კვიპრეს, მქონებელი ნაწილთა შენთა საუნჯისა, ჩუენცა მივისწრაფვით მიმთხვევად სიწმიდისა შენისა, რაითამცა ცხებითა მით ზეთისაითა აღმოვივსოთ კურნებაი სულთა და ხორცთა ჩუენთაი და სამწმიდაარსობისა გალობითა ვადიდებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთ-მოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ჭეშმარიტებისა მოწამეო და ქრისტესთვის სისხლდათხეულო მამაი, მოწყალეო, ურისხველო, გლახაკთა ხელისაღმპყრობელო და საკვირველებათა უხუებითა მომნიჭებელო, სნეულთა მკურნალო და ყოველთა სარწმუნოებითა შენდა მოლტოლვილთა შესავედრებელო და საფარველო!
ჰოი, წმიდათა მოწამეთა შორის საკვირველებითა დიდებულო მამაი, ნუ დასცხრები აწ ვედრებად ქრისტეს ღმრთისა მიმართ, რაითა წმიდაი ეკლესიაი თვისი შეურყეველად დაიმარხოს ყოვლისაგან წუალებისა, და ერი ჩუენი, წილხვდომილი დედისა თვისისაი დაიცვას მტერისა საფრხისაგან და ურთიერთ-შუღლისაგან, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს სული მოწყალებისაი, სიწმიდისა და სიმართლისაი, და მოგუანიჭოს მოუკლებელი სიყუარული სჯულისა ჩუენისა და მამულისაი, რაითა ყოველნი მკვიდრნი საქართველოისანი მართლმადიდებლობასა და ერთსა ზრახვასა შინა განვმტკიცდეთ და ერთითა პირითა და ერთითა გულითა მაცხოვარსა ჩუენსა ვადიდებდეთ, რამეთუ მას შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანის-ცემაი, თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს…
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მოწამისა მამაისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
სასოებითა მოვივლტით შენდა, ჰოი ყოვლად დიდებულო მამაი, და ვითარცა მართლმადიდებლობისა ქადაგსა და ქრისტეს მოწამესა, გევედრებით: აწ გვიმეოხე წინაშე ღმრთისა, რაითა უვნებელად დაგვიცვას ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა, და შენ თანა ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.
დედოფალო ყოვლად-ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდისა მოწამისა მამაისაითა წარგვიმართენ დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი, სადიდებლად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა