Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა ნიკოლოზისა მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა

წმინდა ნიკოლოზი

სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა ნიკოლოზისა

მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და

საკვირველთმოქმედისა

მღდელი: კურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურადიღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.  

ტროპარი, ხმაი 4.

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღურად მარხვისა, გყო შენ ქრისტემან სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრეი, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი…  ტროპარი (იგივეაწდა

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2

ძლისპირი: ზღვისა ღელვათა მძვინვარეთა წიაღხდეს დაულტობელად ისრაელნი პირველად ძლიერებითა მარჯუენითა ღმრთისაითა, და სიღრმეთა მათ დაფარნეს მეგვიპტელნი, და საფლავ ექმნნეს წყალნი ბანაკსა მათსა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გვირგვინოსანი, ქრისტეის ღმრთისა საყდართა წინაშე, ჰსდგა შენ, ნეტარო, განბრწყინვებული ზეცისა ძალთა თანა; აწცა განსდევნე ბნელი გონებისა ჩემისაი, ღირსო, და მიჩვენე გზაი კეთილად მსახურებისაი.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტემან ღმერთმან, მადიდებელთა თვისთა მადიდებელმან, გადიდა შენ, წმიდაო, საკვირველებითა ცხორებასაცა და შემდგომად სიკუდილისა, და შემწედ ჭირთა შინა და ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომხსნელად ვნებათაგან გამოგაჩინა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მადლისა მქონებელი ღმრთისა მიერ, ყოველთა მოლტოლვილთა საფარველისა ქუეშე შენისა მოსცემ კურნებასა, ჰოი, ძლევისა თანა მოსახელეო ნიკოლოზ, აწ ჩუენცა ნუ დამიტევებ შეუწევნელად და განმათავისუფლე სალმობათა და ცოდვათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სწორებაი ღმრთისაი მაოცნა უბადრუკსა გუელმან ბოროტმან და ტყუე მყო მე ღმრთისაგან, ხოლო შენ მიერ განვთავისუფლდი, სძალო, და ჭეშმარიტად ღმერთვიქმენ, უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ განმაღმრთობელი ჩემი.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განხსნილნი ძუელთა კრულებათა ჩუენთაგან და ხსნილნი მხეცთა შუვა მძვინვარეთაგან, მხიარულებით აღებითა პირთაითა სიტყუასა ღმერთსა სიტყვითა ხმეანითა სარწმუნოებით და ქებით ვადიდებთ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტეის მხსნელისა იქმენ ერთგულ მოწაფე, ყოვლად ნეტარო ნიკოლოზ, და აცხოვნებ მათ, რომელნი მოილტვიან შენდა მხურვალედ და იხსნი ყოვლისაგან ბოროტისა და ძვირისხილვისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელი ეგე ცხებულ იქმენ მიროელთა პირველ მღვდელთმთავრად ქრისტეის მიერ და სამწყსოი შენი განასუნნელე კეთილსუნელებითა საკვირველებათაითა, აწ საცნობელნი ჩემნი სულიერნი განახვენ, ღირსო, და განაქარვენ სუნმყრალობაი ვნებათა ჩემთაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ძალითა საღმრთოითა, წმიდაო, შეუძლე წარწყმედაი უხილავისა მტერისაი, რომლისა ბოროტისა ვნებისაგან გვიხსნენ ჩუენ მეოხებითა შენითა, ღმერთშემოსილო მამაო, და დაგვიცვენ უვნებელად მძლავრებისაგან მისისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დააცხრუე აღძრვაი ვნებათა ამათ ჩემთაი, ღირსო ღმრთისა დედაო, და დააყუდე ღელვაი გულის სიტყუათა ჩემთა შეგინებულთა, ყოვლად წმიდაო, და წარმართე კეთილად ცხორებაი ჩემი, ცხორებისა მშობელო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო, საკვირველთმოქმედო ნიკოლოზ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო მთავარეპისკოპოსო მირონლუკიისაო, საკვირველთმოქმედო ნიკოლოზ, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს(აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაიაწდა

წარდგომაი, ხმაი 8.

აღხედ სიმაღლესა სათნოებათასა და საღმრთოითა ბრწყინვალებითა სულისა წმიდისაითა განბრწყინდი, ღმრთივგონიერო, და ხილვათა საღმრთოთა ღირსიქმენ ხილვად და ჭეშმარიტად გამოჩნდი მწყემსად საკვირველად და განსაცდელთა შინა მყოფთა შემწე ხარ განმზადებული, თვალუხუავ, ვინაიცა ახოვნებით მტერსა მძლე ექმენ და საცთური განსდევნე და კაცნი განარინენ სიკუდილისაგან, ღმერთშემოსილო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგუანიჭოს, რომელნი ვესავთ მეოხებასა შენსა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: საქმენი შენნი, ვითარცა განიცადნა, ღაღადყო ხმითა წინაისწარმეტყუელმან, დღეს მესმა მე სმენაი კაცთა განახლებისაი და დამიკვირდა შენი სიმდაბლით მოსლვაი, რაითა შეჰმუსრო ძლიერებაი მხდომისაი.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სამწყსოსა, რომელი გერწმუნა, წმიდაო, მშვიდითა და მდაბალითა სულითა დამწყსიდი და ქრისტეის მსგავსად ყოველთა ასწავებდი, რაითა განუყონ სიმდიდრე გლახაკთა და დააპურონ ნაკლულევანნი.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დააყუდენ, ბრძენო, ნაკადულითა ენისა შენისა წმიდისაითა ნაკადულნი გმობილნი არიოზისნი, ეგრეთვე მწუხარებაიცა ჩუენი შესცვალე სიხარულად და დაამხუე ამპარტავნებაი მწვალებელთანი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მწყემსსა დიდსა და მობაძავსა ყოველთა მწყემსმთავრისა ქრისტეისსა, შევრდომით გევედრებით: ყოველთა ურვათაგან გამოგვიხსენ, ნეტარო, ქრისტეის მსახურო, და გარე წარგუხადენ განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვიდა შენდა შემოქმედი ყოველთა ხორცთა შესხმად, ღმრთისმშობელო დედოფალო, და მოწყალებით მაცხოვნა მე, ყოვლითურთ შეცოდებული კაცი, ამისთვის ვიტყვი: გიხაროდენ, ყოვლად უბიწოო სძალო.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განვიბანენით ხორცითა სულთა თანა მწინკულისა მისგან საცთურთა მტერისათა და წარვემართებით ჩუენ მცნებათა გზასა, რომელი მიმიძღუანებს ცხორებასა განწმედილთასა, ჩინებულთა ღმრთისათა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ზეგარდამოითა ნათლითა ჰბრწყინავ, სანატრელო, და საღმრთოითა ძალითა კურნებასა მოჰმადლებ სულთა და ხორცთასა, რომელნიცა სარწმუნოებით აქებენ ხსენებასა შენსა, საკვირველთმოქმედო ნიკოლოზ, მეოხ გუეყავ მგალობელთა შენთა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაიდგ სასანთლესა ზედა მაღალთა კეთილთა საქმეთასა, მღდელთმთავარო ქრისტეის ღმრთისაო, და ვითარცა ლამპარი განანათლებ გულთა ჩუენთა, ამისთვისცა გევედრები: ნათელშემოსილითა ლოცვითა შენითა ზიარმყვენ ნათელსა შენსა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა იხსნენ სამნი ჭაბუკნი სიკუდიდ გულვებადნი, რომელნი შენ მიერ ევედრებოდეს ღმერთსა, ეგრეთცა გვიხსნენ ჩუენ განსაცდელთა მათგან, წმიდაო ნიკოლოზ, რომელნი მოაკუდინებენ ბოროტად გულსა ჩუენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რაითა აცხოვნო დაბადებულნი შენნი დაფლული ვნებათა შინა მრავალსახეთა, საიდუმლოდ ძალთაგან ზეცისათა გარდამოხედ და იშევ ქალწულისაგან და დახსნენ სალმობანი სიკუდილისანი.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: წინაისწარმეტყუელმან მუცლისა სიმხურვალეი ზღვისა მხეცისაი სამ დღე თავს იდვა, მოასწავა მეორედ შობაი კაცთაი ხსნისათვის ყოფადისა მუცლისა მისგან ვეშაპისა მის, რომელიცა მოკლა მხსნელმან.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რიტორმან საღმრთომან, ჰოი, ნიკოლოზ, თანა არსად მამისა ჰქადაგე ძეი და შეჰმუსრე რაი არიოზისა უგუნურებაი, მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და წარწყმედისაგან იხსნენ მრავალი მართლმადიდებელი ერი.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გამომზრდელ ქურივთაი და მამაი ობოლთაი, შემწეი ჭირთა შინა მყოფთა, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელ, მწყემს და მძღუან გზასა ზედა ყოველთა შეცდომილთა ხარ შენ, ნეტარო ნიკოლოზ, და ყოველთა ჭირვეულთა მოჰმადლებ ღმრთისა მიერ ლხინებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღირს, წრფელ და მშვიდ, მყუდრო და მდაბალ იქმენ შენ, ნიკოლოზ სანატრელო, და ყოვლადდიდებულითა მღდელობითა, მაღლისა მიმართ აღტაცებული, აწ მეცა შემიწყალე, მამაო ყოვლად ბრძენო, და განანათლე სული ჩემი, რაითა ვიხილო ნათლისა მომცემელი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენდამი სასოებაი ჩემი დამიძს, ქალწულო, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო, რამეთუ შენ ხარ ძალი ცხორებისა ჩემისაი და ზღუდეი სიმტკიცისაი, შემიწყალე მე, სასოო ყოველთა ქრისტეანეთაო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო, საკვირველთმოქმედო ნიკოლოზ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო მთავარეპისკოპოსო მირონლუკიისაო, საკვირველთმოქმედო ნიკოლოზ, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.              

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                 

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაიაწდა

კონდაკი, ხმაი 3

მირონთ გამო, წმიდაო, მსხუერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეის სახიერებაი აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლეი მადლისა ღმრთისაი

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

მუხლიპირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნეი.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა 

მღდელი: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელი სოფლისაი. ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მღდელთმთავარისა ნიკოლოზისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: შენ დიდსა მაგას მზესა, სიმაღლესა ზედა ქრისტეს ეკლესიისასა მდებარესა, მხურვალედ გევედრებით: სამგზის სანატრელო ნიკოლოზ, ნათელ შემოსილითა ელვარებითა ნათლისაითა, განსდევდე სულთაგან ჩუენთა ღრმაი იგი ბნელი ცოდვისაი, რაითა უგალობდეთ საკვირველთმოქმედებასა შენსა, ყოვლად სამღდელოო.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეეისა და მარინეეისითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; და წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                                 

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: რომელმან პირველ ალი სახუმილისაი მის მძლავრი დაშრიტა და ღირსნი ყრმანი იხსნნა, აქა დღეს საშოი ქალწულისაი დაიცვა შობასა მისსა შეუწუელად, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ბარძიმსა სიბრძნისა საიდუმლოისასა მიაახლენ ბაგენი შენნი, ღირსად საკვირველო ნიკოლოზ, და ცუარნი მწვიმარენი აღმოივსენ უფროის თაფლისა და გოლეულისა და ერთა უბრძანე გალობად: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ბრწყინვალებითა ღმრთეებისათა ჰნათობ, სამგზის სანატრელო ნიკოლოზ, მწუხარებათა ბნელითა შეპყრობილნი და ჭირვეულნი გვიხსნენ და განგუანათლენ მღაღადებელნი: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იხსენ პირველ ოდესმე მხედართმთძღუანნი სიკუდილისაგან და აღადგინენ იგინი გალობად მაცხოვრისა ქრისტეისა, სარწმუნოებითა მხურვალითა: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ევედრე, სძალო, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა განფრდილნი ესე ცოდვათაგან, გვიხსნნეს წყალობით სისხლითა მით საღმრთოითა, საფრხეთა მათგან გუელისა გულარძნილისაითა, რამეთუ შენ ხარ სასოი ყოვლისა სოფლისა.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: დაბადებულნი გამოჩნდეს თავისუფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს განწირულნი, და მიზეზი იგი ბნელისაი მგლოვარე არს, და ჭეშმარიტად აყუავილნა მიზეზი წარმართთა ხსნისაი, სასოწარკვეთილი დღეს.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ტკბილმან და მოწყალემან მამამან, იხსენ სამნი ქალწულნი ცოდვით დანთქმისაგან და დაიფარენ მწარისაგან სირცხვილისა, ეგრეთცა მოწყალე ჰყავ მეუფეი, ღმრთივბრწყინვალეო ნიკოლოზ, რაითა მოგუანიჭოს დახსნაი შეცოდებათა ჩუენთაი.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა გამოზარდე ქალაქი შენი, მწყემსო კეთილო, მოუძლურებული სიყმილითა, ეგრეთცა გამოჰზარდე სული ჩემი, მხნეო ნიკოლოზ, პურითა გულისხმისყოფისაითა, და წარმიძეღუ ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შემმუსრველსა წარსაწყმედელთა საკერპოთასა შენ, სათნოსა ქრისტეისსა, გევედრებით: აღხოცენ გონებისა ჩემისა კერპნი მძვინვარენი, წმიდაო, და დახსენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი და ხორცთა სალმობანი უკურნებელნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოუძლურდების ვნებული სული ჩემი და დაიხსნების უბადრუკი გონებაი ჩემი, ვნებათა მათგან აღდგომილთა ჩემ ზედა მრავალსახეთა, არამედ ჰოი, ქალწულო, განჰკურნე იგი და მიხსენ ხრწნილებისაგან.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: უზეშთაეს არს გონებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო უსძლოო, დიდებაი შენი და ქებაი ჯერისაებრ. ხოლო ჩუენ, წადიერნი, არა დავდუმნეთ, მსგავსად ძალისა ჩუენისა, ქებად შენდა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სრბისა შენისა სრულმყოფელმან ღირსად ქრისტეის მიერ წარმართენ გზანი ჩუენნი მისსა მიმართ, ნიკოლოზ ყოვლად ბრწყინვალეო, რაითა განლტოლვილნი უგზოისაგან ცთომისა, მივიწივნეთ საცხოვრებელისა მიმართ სრულებისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღმაღლდი რაი ხორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არაივე დაუტევენ მოსავნი შენნი, არამედ მდინარე მირონისაი აღმოგვიცენე, საკვირველთმოქმედო ნიკოლოზ, და წყაროი სურნელებისაი მოგუფინე, ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მირონ ქალაქსა შინა სამარხოი შენი მირონმწრთოლვარეი სარწმუნოებითა მილტოლვილთა მისცემდა კურნებასა, არამედ აწ იქადის ქალაქი ბარავისაი, სადა იგი დაუნჯებულ არს ნაწილთა შენთა წმიდაი ლუსკუმაი და გვიწყაროებს მირონსა საკვირველებათასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიბრძნეი და ძალი და სიტყუაი გუამოვანი, სწორი მამისაი და სულისა წმიდისაი, სისხლთა მათ შენთა უხრწნელთაგან განჰკაცნა, უაღრესო ქერუბიმთაო ქალწულო, ოხად ნუ დაიდუმებ მოსავთა შენთა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითველი ან ერისკაცი კითხულობს

ჰოი, საქმე განსაკრთომელი, რომელიცა საღმრთომან ცხორებამან შენმან მოგმადლა, რამეთუ შემდგომად სიკუდილისა უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ყოველსა ქუეყანასა და განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა.

ზეცათა შინა იშუებ სასუფეველსა და მარადის განიცდი სიკეთესა, გამოუთქმელსა ქრისტეისსა, აწ განხსნაი მრავალთაგან ცოდვათა და განსაცდელთაგან გვითხოვე ჩუენ, ჰოი, ნიკოლოზ სამღდელოო, და დაგვიფარე მერმეთა მათ სატანჯველთაგან.

განანათლა სოფელი ქადაგებამან ღუაწლთა შენთამან, ბრძენო ნიკოლოზ, და შეამკო ეკლესიაი შეწყნარებამან ყოვლადწმიდათა ნაწილთა შენთამან, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით თაყუანისმცემელნი მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და გავთავისუფლდებით ვნებათაგან.

ვითარცა ძუელადვე იქმოდი სასწაულთა ყოვლადდიდებულთა, ეგრეთვე აწ ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოხსენებული იქმ საკვირველთა, ნეტარო, და თანამზრუნველ და მფარველ ექმნები წყალობით ქუეყანასა ზედა და ზღუათა შინა, მომწოდებელთა შენთა.

განსაცდელთა შინა მყოფთა შემწე ხარ განმზადებულ, საკვირველთმოქმედო მამაო ნიკოლოზ, და ხელმწიფებაი გაქუს განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაითა, აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ ძალითა ქრისტეისითა.

შენ, რომელსა გაქუს შუამდგომელობაი მოწყალისა მიმართმხნეო შორის მოღუაწეთა, მოხედე მწუხარებათა, ზედა გარემოდგომილთა ჩუენდა, და დამიფარე ხელოვნებათა მძლავრისა ამის მტერისაითა, ტყუენვისაგან წარმართთასა და გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და ურვათაგან.

მტკიცესა მას შენსა შეწევნასა მარადის შევრდომილნი, ჰოი, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა მარიამს, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი შევამკობთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელირამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.   

გუნდი: ამინ.  

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაიაწდა

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლად ქებულო და ნიშსასწაულებითა განშუენებულო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზკაცთა შორის სუეტო და სიმტკიცეო ეკლესიისაო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და მსწრაფლშემწეო და შესავედრებელო ყოველთა უღონოთა, განწირულთა და მხურვალედ მომწოდებელთა შენთაო.

ჰოი, ქრისტეის სამწყსოთა მწყემსო ღირსო და მამათა წინამძღუარო, საკვირველთმოქმედო ნიკოლოზ! მამობრივითა მოწყალებითა შენითა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაითა სიყუარული იგი თვისი ჩუენდამო და სარწმუნოებაი ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლოს და მოგუცეს საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, სიმართლისა სიყუარული და მხნეობაი სულისაი, აღგვავსოს საღმრთოითა მღვიძარებითა და მოგუანიჭოს ცხორებისა სიწმიდეი და შიში ღმრთისაი. ევედრე, ნეტარო, შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისაისა ქუეყანასა ზედა, და ლაზარესაებრ აღგვიდგინოს მამული ჩუენისაქართველოპირველსავე დიდებასა, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და არცაღა ჰსთქუან წარმართთა და მწვალებელთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ღმრთივგანბრძნობილო მთავარეპისკოპოზო მირონლუკიისაო, წმიდაო ნიკოლოზ! მხურვალედ ვედრებად ნუ დასცხრები ქრისტეის მიმართ და გვითხოვე, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილმოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინვებაი, პატიოსნად მიცუალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი.. აწდა… 

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…                         

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

აწ კუალად მოგეახლებით მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა, ამბორსუყოფთ წმიდათა ხატთა შენთა და ლმობიერად ვითხოვთ შენგან, ღირსად საკვირველო ნიკოლოზ, გვიოხე აწ წინაშე ღმრთისა, რაითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნოს და გვიხსნნეს ჩუენ ხელოვნებათა მძლავრისა ამის მტერისაითა და ყოვლისაგან ვნებისა კაცთა ბოროტთასა.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა მღდელთმთავრისა ნიკოლოზისაითა, ღირს მყვენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

19 დეკემბერი. წმიდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი და საკვირველთმოქმედი (335).

Exit mobile version