თევდორე კველთელი

წმინდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელი რწმენის, მეფისა და სამშობლოსათვის თავდადებული (+1609)

წმინდა თევდორე კველთელი

 

ჩვენი ისტორია სავსეა დიდი საქმეებით, მამაცობითა და მამულისათვის თავდადების საოცარი მაგალითებით. ღმერთის, ღვთივმონიჭებული მამულისა და ღვთივკურთხეული მეფის ერთგულება იყო საფუძველი ქართველი ერის მარადიული არსებობისა, უშრეტი წყარო სიტყვაკაზმული მწერლობისა. ქრისტეს ერთგულება, რომელიც თავისთავად მოიცავს სამშობლოსა და მოყვასის ერთგულებას, ჩვენი წინაპრებისათვის იყო ის დროშა, რომელიც ,,ასწიეს მათ და წაიმძღვარეს, როგორც უკვდავი ხალხის მშვენება და მით უძლებდნენ ჭირს, მტრის სიმძლავრეს, სიკვდილს, დაცემას, გადაშენებას. თავგანწირვა და ერთგულება მაცხონებელი წყაროა, რომელსაც ადამიანი ქრისტეს გზაზე გადაჰყავს. ქრისტიანის რწმენა განისაზღვრება იმით, თუ როგორ შესაწირს გაიღებს იგი ქრისტესთვის, ანდა თუნდაც, რას მიართმევს იგი თავის სამშობლოს ძღვნად და საჩუქრად. ამის საოცარი მაგალითი გვიჩვენა წმინდა თევდორე მღვდელმა (კველთელი), რომელმაც თავი დასდო ქრისტიანი მეფისა და მამულისათვის

ქართლის ცხოვრებაში მეტად მწირი ცნობებია დაცული ამ უდიდესი მოწამის შესახებ. წმინდა თევდორე XVII ის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ერთერთი უმძიმესი პერიოდი გახლდათ საქართველოსთვის. ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს ებრძოდნენ ქალაქ ბაღდადის გამო. 1608 წლის დასაწყისში ოსმალეთმა სპარსეთს ბაღდადი წაართვა, შემდეგ კი სამცხესაათაბაგოც მიიტაცა და 1609 წლის ივნისში ოსმალთა და ყირიმელ თათართა ჯარი ახალციხიდან სრულიად მოულოდნელად შემოესია საქართველოს. სადაც ახალგაზრდა მეფე წმ. ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისსმეფობდა. ის მცირე ამალით ცხირეთის* ციხეში (ქვემო ქართლი), თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა ეს შეიტყვეს და განიზრახეს, რომ უმოკლესი გზით ჩუმად შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ციხეს თავს დასხმოდნენ, მეფე  შეეპყროთ და ამ გზით მთელი ქვეყანა დაემორჩილებინათ

ოსმალებმა სწრაფად გადმოლახეს თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველნი ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს, თუმცა ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს.  

წმიდა ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ

მეფე ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე* სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ

———————————————

*ცხირეთის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, თეძმის ხეობაში, ახლანდელი სოფელ ერთაწმინდის (კასპის მუნიციპალიტეტი) სამხრეთდასავლეთით 3 კმზე. დგას ცხირეთის გორაზე. ცხირეთის ციხეს მიიჩნევენ X ის ნაგებობად. წყაროებში პირველად იხსენიება 1170 წელს. ცხირეთის ციხე ცნობილი იყო როგორც ქართლის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია.  1454 ქართლის მეფე გიორგი VIII- ციხე ფეოდალ გამრეკელ ჯავახიშვილს გადასცა. ციხეს შემდეგი მეპატრონე კი გიორგი სააკაძე იყო. 1632 წელს აქ იდგა ქართლის მეფე როსტომი, რომელიც გავლენიანი ფეოდალის, ნოდარ ციციშვილის მიერ შექმნილ თავადურ კოალიციას ებრძოდა. მანვე 1652 წელს ციხე გიორგი სააკაძის შვილს, იორამ სააკაძეს დაუბრუნა. ცხირეთის ციხე მოღწეულია გვიანი გადაკეთებით. უჭირავს დიდი ფართობი, მაღალ კედლებში დატანებული აქვს სათოფურები. აღმოსავლეთ მხრიდან მიუდგომელია. გალავნის შიგნით საცხოვრებელი შენობების საძირკვლებია. ციხის მახლობლად ცხირეთის ნასოფლარია.

მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში თურქებმა შეიპყრეს მღვდელი თევდორე თევდორეს შესახებ მემატიანე წერს, რომ იგი იყო ,,პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა. მღვდელი თურმე ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისაგან გადასარჩენად. ოსმალებმა თევდორე მღვდელს ცხირეთისაკენ გზის ჩვენება და მეგზურობა მოსთხოვეს, განზრახვის შესრულების შემთხვევაში საჩუქარს და ჯილდოს დაჰპირდნენ, თუ არა და წამებით სიკვდილი გარდაუვალი იყო. ,,ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოისა. ამ არჩევანმა ნათლად წარმოაჩინა წმინდა თევდორე მღვდლის მგზნებარე სარწმუნოება და მისი ,,გულის განმზადებულება და წყურვილი უფალთან მყოფობისა, და მასთან სიახლოვისა. მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ციხესთან დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გადავუხვევთ და მეფეს იდუმალად დავადგებითო თავს. დიდი ხნის სიარულის მერე, როცა ,,გზასა ძნელსა და იწროთა და კლდოვანთა და სხვასა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვინეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს, ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. მათ თევდორე მღვდელი  ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი ხმლებით აჩეხეს და თავიც მოჰკვეთეს

თევდორე მღვდლის მამულიშვილური თავგანწირვა წინაპირობა გახდა გიორგი სააკაძის გმირობისა. სანამ მას მტერი სხვა გზით მიჰყავდა, მტრის სათვალთვალოდ გაგზავნილი ზაქარია და იარალი ბარათაშვილების წყალობით მეფის ერთგულმა მოურავმა და მაშინდელი საქართველოს უმამაცესმა რაინდმა გიორგი სააკაძემ მტრის შემოსევის ამბავი შეიტყო და ქართველების საომრად გამზადებაც მოასწრო.

პირველი შეტაკება თეძმის ხეობაში, სხერტის ჭალაში მოხდა. აქ დიდი გმირობით თავი გამოიჩინეს გიორგი სააკაძემ და ზაზა ციციშვილმა. თავდაპირველად ქართველებს ომი მეტად უჭირდათ იმის გამო, რომ ერთზე ოცი თათარი მოდიოდა, მაგრამ აქეთიქით სოფლებიდან გუნდგუნდად შემოემატათ შეიარაღებული ქართველები და გაიმარჯვეს, მაგრამ ეს ბრძოლა მცირე მოცულობისა იყო. თათრებმა პირი დასავლეთისკენ ჰქმნეს, უნდოდათ გორის აკლება და ციხის დაჭერა, რომ შიგ თავისი ჯარი ჩაეყენებინათ და შემდეგ შესდგომოდნენ მთელი საქართველოს დაპყრობას. მტრის ჯარის შემოსევაზე გორში არაფერი იცოდნენ. გორიდან სოფელ დოესში ცხენით მიმავალი სომეხთა მღვდელი სააკაშვილი ავიდა თუ არა ზედაველის მაღლობზე, საშინელი სანახავი გადაეშალა თვალწინ: თითქმის მთელი ვეებერთელა ვაკე მთებსა და მტკვარს შუა თათრის ჯარით იყო სავსე. ელდანაცემმა მღვდელმა ცხენი მყის უკან გორისაკენ გააჭენა. ხიდთან მიიჭრა და ხალხის დახმარებით ხიდი ჩაშალა. უხიდოდ გორში გასვლა კი შეუძლებელი იყო, რადგან მტკვარი ადიდებული მოდიოდა, თათრის ჯარი ვერც გორში შევიდა და ვერც თბილისისაკენ გაბრუნდა, რადგანაც უკან სააკაძე ედგა თავის ჯარით. მათ სხვა გზა არ ჰქონდათსაქართველოს დაპყრობაზე ხელი უნდა აეღოთ და თავის გადარჩენის მიზნით დასავლეთისაკენ სვლა გადაწყვიტეს, რათა ზემო ქართლის სოფლები დაერბიათ, დავლაც ბევრი ეშოვნათ და შემდეგ ბორჯომის ხეობით, რომელზედაც მიდიოდა ახალციხის გზა, საქართველო დაეტოვებინათმტრის ჯარს ფეხდაფეხ ქართველთა ჯარი მისდევდა და ჟლეტდა. თათრები ქარელის ახლოს მტკვარში გავიდნენ. მოექცნენ იქითა, მარცხენა ნაპირზე და ზემო ქართლის სოფლებს შეესივნენ დასარბევად. სააკაძემ ამით ისარგებლა. მან მტრის დევნას თავი დაანება, თავისი ჯარი სწრაფად ატარა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე და, როცა ასცდა ტაშისკარს, საიდანაც იწყება ბორჯომის ხეობა, მთელი თავისი ჯარით მტკვარში ცურვით გავიდა, და ნადავლით დატვირთულ, ბორჯომის ხეობაში შესულ მტრის ლაშქარს გზაზე გადაეღობა. სწორედ იმ დროს ზემოქართლის ერისთავები თავისი ჯარებით მტერს უკანიდან მიადგნენ. მათ წინ და უკან ქართველი ჯარი ედგათ, დასავლეთით მაღალნი მთები იყო და აღმოსავლეთით ადიდებული მტკვარი მოდიოდა.

1609 წლის 27 ივნისს, ტაშისკარში, ნახვეტას მინდორზე, ქვიშხეთთან ახლოს დაიწყო გადამწყვეტი შერკინება. 10 000 ქართველი 60 000 თათარს ეომებოდა. მათ დიდი სიმამაცე გამოიჩინეს, მაგრამ ვერას გახდნენ. ბრძოლა სამ დღეს გაგრძელდა. სააკაძე იბრძოდა, როგორც ლომი, და დიდი ოსტატობით წინ უძღოდა ჯარს. თათრები ოთხჯერ მეტნი იყვნენ ქართველებზე, მაგრამ მაინც საშინლად დამარცხდნენ. ბრძოლა ქართველთა დიდი გამარჯვებით დამთავრდა

ოსმალთა მარბიელი ლაშქრის განადგურების ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი გიორგი სააკაძე იყო, მასთან ერთად დიდი სიმამაცით იბრძოდნენ: ზაზა ციციშვილი, თამაზ მაჩაბელი, ლომი ჩრდილელი, პაპუნა ვაშაყაშვილი, როსიტა გედევანიძე, პაპუნა ჩივაძე, თამაზ ქარციძე, მათარსი შიხაიდრიძე, ასევე ქვლივიძე, ინაშვილი და სხვები. ბრძოლაში პირადად მონაწილეობდა და მამაცობით თავი გამოიჩინა ასევე ახალგაზრდა ლუარსაბ მეფემ. თურქთა განადგურება შაჰაბასის წისქვილზე ასხამდა წყალს. ტყვედ ჩავარდნილი მთავარი სერასქერი ფერად ფაშა ლუარსაბ II- ცოცხალი გაუგზავნა შაჰაბასს და დაითანხმა, რომ სპარსული ციხიონი თბილისიდან გაეყვანა.

ამ სახით გადარჩა ჩვენი ქვეყანა მტრის ხელით აოხრებას. აი, ასეთი დიდებული ნაყოფი მოიტანა თევდორე მღვდლის თავდადებამ, რის გამოც ქართულმა ეკლესიამ იგი წმიდანთა დასში შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 (21) ივნისი დააწესა.

წმინდა თევდორე მღვდელს იმედი ჰქონდა, რომ თავისი სიკვდილით ქვეყანას უბედურებისაგან იხსნიდა და ეს იმედი გამართლდა კიდეც. წმინდა ილია მართლის თქმით: ,,ყოველ ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთათქმა, თავისი წადილები, თავისი სწრაფვა, თავისი ღირსებაასეთი შარავანდითმოსილი გმირების ცხოვრებით და მაგალითებით სულდგმულობს და ,,ერობსერი. ჩვენი ერის ღირსება ასეთი ადამიანების არსებობით განისაზღვრება. ,,ისტორია თავისი გულის ფიცარზე აღბეჭდავს ერის სულისა და გულის მოძრაობას და ამ აღბეჭდვით, როგორც სარკე, იმ ღონესა და საგზალს გვიჩვენებს, რომელიც ამა თუ იმ ერს აქვს მომადლებული დღეგრძელობისა და გაძლიერებისათვის. სწორედ ასეთ წინაპართა ნაღვაწნამოქმედარისაგან ადუღაბებს ისტორია ,,ჩვენი ვინაობის ტანს, მკვიდრ მიწას, ფეხმოსაკიდებლად და მოსამაგრებლად. ისინი გვინათებენ გზას, შეგვახსენებენ არსებობის აზრსა და საგანს, წმიდათაწმიდა მისწრაფებებს, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ, რისკენ უნდა ვისწრაფოთ, რა გავიმაგროთ, რას გამოვესარჩლოთ, რისთვის გავწიროთ თავი. სამშობლოსათვის თავდადებულ წმიდანთა მაგალითი არის განძი და საუნჯე, წარსულისაგან გადმოლოცვილი ერის გასამხნევებლად და სანუგეშოდ

მოკრიბა და დაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა

 

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მოწამისა თევდორე მღდლისა რწმენისა, მეფისა და სამშობლოსათვის თავდადებულისა