წმინდა მამამთავრები და წინასწარმეტყველები

სავედრებელი პარაკლისი ყოველთა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთა  ძუელისა შჯულისათა

სავედრებელი პარაკლისი ყოველთა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთა  ძუელისა შჯულისათა

(ქრისტესშობის წინა კვირა)

 

დღესასწაული ქრისტეს შობის წინა კვირას

მღდელმან: კურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიჴსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოვედით, თაყუანისვჰსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

 მოვედით, თაყუანისვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვჰსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურადიღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

 მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი წმიდა მამათმთავართა (მართალთა მამათა)

სარწმუნოებით მამათმთავარნი განამართლენ, და მათ მიერ წინაჲსწარვე წარმართთა ეკლესიაჲ მოასწავე, იქადიან წმინდანი იგი დიდებითა, რამეთუ თესლისა მათისაგან აღმოსცენდა ნაყოფად უთესლოდ მშობელი შენი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი

დიდ არიან სარწმუნოებისა სათნოებანი წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთანი, რამეთუ რომელნიმე საჴუმილსა შინა დგეს ცეცხლისასა, და ვითარცა რაჲ წყალთა ზედა განსასუენებელთასა იხარებდეს,  ხოლო რომელთამე დაუყვნეს პირნი მჴეცთანი და აწ ჩუენთჳსცა ჰყოფენ შეწევნასა, რაჲთა ვიჴსნნეთ ყოველთა განსაცდელთა და სენთაგან

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 6

ძლისპირი: უკულეველად ზღუაჲ წიაღვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაჲ და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთაგან და ძლევისა გალობასა ღმერთსა უგალობდა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სულიერი კრებაჲ დღისა ამის დღესასწაულისაჲ მოუწოდს მორწმუნეთა კრებულსა დღესასწაულობად საჴსენებელსა ღირსთა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთასა, რომელთა თესლისაგან აღმოსცენდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მჴსნელად დაბადებულთა

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

პირველთა მათ მამათა საჴსენებელსა დღეს გალობით აღვასრულებდეთ, ერნო, რამეთუ უხილავად მოსრულნი დღესასწაულობენ ჩუენ თანა სიონისა ძეთა თანა, რომელნი პირველ შჯულისა და შჯულსა შინა ქადაგებდეს შობასა ქრისტჱსსა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განშუენდების ღირსად განწყობილი მამათმთავართაჲ და დღესასწაულობს სულიერად კრებული წინაჲსწარმეტყუელთაჲ წინა დღესასწაულსა ჴორცითა შობასა მაცხოვრისა ჩუენისასა, რომელმან აღასრულნა თქმულნი მათნი განკაცებითა ქალწულისაგან

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სარწმუნოებით პირველნი იგი მამანი განამართლენ და მათ მიერ დაწინდე რაჲ ეკლესიაჲ წარმართთაჲ, მჴსნელოაწ იქადიან დიდებითა, რამეთუ თესლისაგან მათისა არს ნაყოფი უთესლოდ მშობელი შენი, ქრისტჱ მრავალმოწყალე, აწ მომეც მოტევებაჲ ცოდვათაჲ ოხითა მათითა

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელი მსგავსი არს ღმრთისა მამისაჲ ღმრთეებით, მსგავს ჩუენდა იქმნა დღეს კაცებითა, თჳნიერ ხოლო ცოდვისა, და იშვა დედისაგან ჴორცითა უმამოდ, შობილი მამისაგან უდედოდ პირველ საუკუნეთა და ჰგიეს მხოლოჲ ორითა ბუნებითა. 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: არავინ არს წმიდა შენებრ უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაჲ ქრისტეანეთაი. დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ადამ პირველქმნულისა თანა ვიხარებდეთ ყოველნი ნაშობნი მისნი, რამეთუ, რომელმან კელითა საღმრთოჲთა გამოხატა, ამან ხატი მისი შეიმოსა და განხრწნილი კუალად აგო მუნვე სამოთხედ

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აბელ, პირველ ძღუნისა შემწირველი, რომლისა უმშჯავროდ სიკუდილისათჳს ქუეყანამან ჴმა ყო შესმენად, დღეს უმეტეს იხარებს სულიერად და დღესასწაულობს ჩჩჳლად გამოჩინებასა მეუფისასა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

დღეს განითქუმის სოფელსა უბიწოდ მოქალაქობაჲ სეითისი და ძეჲ მაღლის წოდებაჲ ძეთა მისთაჲ, რომლისაგან გამობრწყინდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცითა, რომელსა ჩუენ ყოველნი უღადადებთ: წმიდა ხარ შენ, უფალო

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელმან უპირატეს ყოველთა დაბადებულთასა უსწრო და ასწავა მსხუერპლთა შეწირვითა დიდებაჲ ღმრთისაჲ, პირმშოსა მას მართალთასა შევამკობდეთ უბიწოსა აბელსა  და მისთანა ვაქებდეთ სეითს ნეტარსა, სათნოდ ღმრთისა ჩინებულთა, ენოსს, კაინანს, მალალელსა და მათ თანა იარედსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწოდებაჲ წარმართთაჲ მოგუეახლა და ბეთლემსა განეღო ჩუენთვის დახშული სამოთხჱ, რამეთუ ქალწულმან შვა ძეჲ, ბუნებით სწორი მამისაჲ, რომელმან შეცვალა წყევაჲ კაცთაჲ კურთხევად და მოგუცა უკუდავებაჲ

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაჲაწდა

 

წარდგომაი, ხმაი 4

მოვედით, ყოველნი ერთობით, მორწმუნენო, და სიხარულით ვადიდებდეთ შჯულისა პირველისა მამათა საჴსენებელსა, აბრაჰამსა და ისაკსა, იაკობსა და იუდას, და თითოეულად შემდგომითი შემდგომად, და დანიელს, ეზეკიელსა და იერემიას, და ესაიას, რომელმან ჴმა ყო ძლიერად: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ ევმანუელ“, აწ იხარებენ, რამეთუ აღესრულა ქადაგებული მათი, რაჟამს იშვა მჴსნელი და მოსცა სოფელსა დღეს დიდი წყალობაჲ

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ერთობითა ვიხარებდეთ დღეს სულიერად დღესასწაულსა ამას განბრწყინვებულსა და ღირსად აღვასრულებდეთ საჴსენებლსა მამათმთავართა ღირსთასა, რომელთაგან აღმოსცენდა ჴორციელად მჴსნელი ჩუენი ქრისტე, და შევწიროთ აწ მისა სარწმუნოებით წინა დღესასწაულისა გალობაჲ წმიდაჲ და სიხარულითა ვაქებდეთ ჴორცითა ჩუენთჳს გამოჩინებულსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამათმთავარნი ქადაგებდეს განცხადებულად საიდუმლოთა შენთა, სძალო ღმრთისაო, და წინაჲწარმეტყუელნი სულისა მიერ წმიდისა წინაითვე იტყოდეს შენგან ხორცითა ჩუენთვის შობასა ქრისტესსა, ესაია გვიქადაგა სიწმიდით საიდუმლოი მოდგომილებაჲ შენი ძისა და ღმრთისაჲ, რომლისა სახელი ევმანუელ.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ხმითა მაღლითა იტყვის ეკლესიაჲ და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებით საღმრთოჲთა მით სიხარულითა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

წინაჲსწარმეტყუელა რაჲ ადამისითგან მეშჳდემან ენუქ ქრისტჱსთჳს, ვითარმედ მოვიდეს ბევრეულითა ანგელოზთაჲსა, მიცვალებულ იქმნა ცათა შინა და იხარებს უსხეულთა თანა. 

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ხადოდა რაჲ მადლობით და სათნო ეყო ღმერთსა უბიწოებით, ენუქი აღმაღლღა ჴორცითა, მძლე ექმნა სიკუდილსა და წინაჲსწარმეტყუელა მოსლვაჲ მეუფისაჲ ჴსნად ჩუენდა

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაისწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მივბაძვიდეთ ჩუენ შურსა ენუქისსა და სათნო ვეყვნეთ ქრისტესა, რაჲთა შევცვალოთ შუებაჲ განხრწნადი უხრწნელებად და განბრწყინვებულნი მივეგებნეთ შობილსა ჩუენთჳს ღმრთისა სიტყუასა, რომელმან მაცხოვნნა ჩუენ

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თქუმულთა საღმრთოთა ჭეშმარიტებითა მომთხრობელსა ებანსა ღმრთის მეტყუელებისასა დავითს ვაქებდეთ და მისთანა სამოელსა უგალობდეთ, ანა ბერწ ყოფილისა ნაყოფსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფროჲს ბუნებისა განკაცებაჲ შენი, ღმრთისა სიტყუაო, ვარსკულავმან აუწყა მოგუთა მათ აღმოსავალისათა ბაბილონსა, ხოლო ანგელოზთაგან ისწავეს მწყემსთა მათ გალობაჲ სულიერი, რომელთა თანა ჩუენცა გიღაღადებთ ღმერთსა, ქალწულისაგან ჩჩვილად შობილსა ჩუენთჳს

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნათლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიხარულით, განანათლენ, რაჲთა გიცნან შენ ღმერთი მხოლოჲ, განმათავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მოსეს, თუალით მხილველსა ღმრთისა უხილავისასა, და შჯულის მდებელსა ვაქებდეთ და მისთანა მღდელსა აჰრონსა მარიამითურთ საღმრთოჲთა შესხმითა შევამკობდეთ და და სამოელსაცა მათ თანავე, ვითარცა მცხებელსა მეფისა და წინაჲსწარმეტყუელისა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

წყლით რღუნისა მიერ წარწყმედასა მას უღმრთოთასა მოიჴსენა წყალობაჲ რისხვასა შინა მჴსნელმან და აღუდგინა მამად ნათესავთათჳს ნოე მართალი და აღუშენა სახჱ ეკლესიისაჲ, რომელსა შეკრბა ერი წარმართთაჲ

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

პოვა ნოე მადლი ღმრთისაგან, რაჟამს ნათესავსა შორის ურჩსა განბრწყინდა სიმართლით დაცვითა მცნებათაჲთა, უღმრთოთა  წარწყმედასა განერა რისხვასა შვილთა თანა და დაუტევა თესლი სამკჳდრებელად სოფელსა შინა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კურთხეულ არს ღმერთი სემისი და განივრცენ იაფეთ შორის ნათესავთა, ჴმა ყო მამათ მთავარმან ნოე სულისა მიერ წმიდისა: ამათ მიერ აღორძნდა ნათესავი მართალთაჲ. რომელთა გჳქადაგეს განკაცებაჲ ღმრთისა სიტყჳსაჲ

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კიდობნად სიწმიდისა იწოდე, ღმრთისმშობელო ქალწულო, და სიტყუაჲ ღმრთისაჲ შეიწყნარე წიაღსა და უშევ სოფელსა ღმერთი შეუწერელი, შეხუეული მჩურითა და მწოლარჱ ბაგასა, რომლისაგან შიშითა ძრწიან ძალნი ზეცისანი.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: სოფლისა ზღუაჲ აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაჲთა, საშინელად დამნთქავს მე და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდელად და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან მიხსენ მე, მრავალმოწყალე.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მადლითა სტუმართ მოყუარებისაჲთა ღირს იქმენ შეწყნარებად ანგელოზთა და ხილვად ღმრთისა, აბრაჰამ ყოვლად სანატრელო, და წოდებად მამად ყოველთა ნათესავთა, მკჳდრთა მათ აღთქუმისათა: შენ თანა იხარებს განწყობილი წინაჲსწარმეტყუელთაჲ

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გწადოდა ხილვად დღისა მისთჳს ქრისტჱსისა, იხილე და განიხარე, ნეტარო აბრაჰამ, პირველ სახითა მსხუერპლსა მას ზედა, ხოლო დღეს ჭეშმარიტად, რამეთუ თესლისაგან შენისა აღმოსცენდა მჴსნელი კაცთა ნათესავისაჲ

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ღირს იქმენ მადლსა უზეშთაესსა პოვნად, იაკობ, ხილვად ღმრთისა და კიბეთა ცად აღწევნულთა და რკინობასა, რომელ არს შეერთებაჲ ღმრთეებისაჲ კაცთა თანა საიდუმლოდ, რაჟამს ცისკარსა სახელ გდვა შენ ისრაჱლ, მნათობი მამათმთავართაჲ

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნათესავნი აბრაჰამისნი გამობრწყინდეს შვილნი იაკობისნი, რომელთაცა მოგუასწავეს საიდუმლოჲ გამოუთქუმელი განკაცებისათჳს ღმრთისა, ჴსნად მორწმუნეთა, და ჩუენცა ვაქებდეთ რუბენს, სჳმეონს, იუდას და იზაქარს,ზაბულონს, გაადს, ნეფთალემს, ლევისა და ეფრემს, ბენიამენისა თანა და იოსეფს ღირსსა.

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მიმადლებულო ღმრთისა დედაო, და ქალწულო უბიწოო, გნატრით შენ, რამეთუ აბრაამისა ნათესავითა და დავითისა ტომითა აღჰყვავენ და ქრისტე ღმერთი გვიშევ, წინაჲთვე ქადაგებული წინაჲსწარმეტყველთა და მართალთაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                    

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაიაწდა

 

კონდაკი, ხმაი 2

ხელთა მიერ დაწერილსა ხატსა არა მსახურეთ, არამედ გამოუსახველითა მით არსებითა შეიჭურენით, სამგზის სანატრელნო, ბრძმედსა მას შინა ცეცხლისასა იდიდენით, და შორის სახუმილსა ალისა აღგზებულისასა ჰხადოდით ღმერთსა: „ისწრაფე მოწყალე და მსწრაფლ გვეწიე შეწევნად ჩუენდა, სახიერო, რამეთუ ძალგიძს ყოველივე, რაოდენიცა გენებოს“.

იკოსი

საჴსენებელი მამათაჲ განანათლებს ყოველთა მორწმუნეთა მოსწრაფედ და შემოჰკრებს დღეს ხარებად გამოუკულეველსა მას საიდუმლოსა დღესასწაულობად და გალობად სიხარულით ზეცისა ერთა თანა შობასა მაცხოვარისასა მჴსნელად დაბადებულთა, რომელი მიუწდომელ არს და დაფარულ ძალთაგან ზეცისათა, რომელი ჩუენთჳს აწ გამოცხადნა

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა

შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.

მუხლი: მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაჲ სახარებაჲ, მშვიდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი (თ I. 1-25)

წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელიიგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს. შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული: აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი. განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი. და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდათა მამათმთავართა და წინაისწარმეტყუელთაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.    

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: მათე დაგჳწერა წიგნი შობისაჲ ქრისტჱსი, და ქადაგებდა რაჲ უთესლოდ მშობელსა, რომელი აღმოსცენდა თქუენ მიერ, ნეტარნო მამათმთავარნო, აწ გაქუთ კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, რაითა მშვიდობაი მოსცეს ერსა ჩუენსა, და განმარინოს ზედა-დასხმათაგან ბარბაროზთაჲსა, ხოლო წმიდაი ეკლესიაჲ ჩუენი დაამტკიცოს ჭეშმარიტებასა ზედა შეუძრველად, და აცხოვნოს სულნი ჩუენნი, რაჲთა განვმართლდეთ წინაშე საყდართა მისთა.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოვანეისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა და საკვირველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაჲთა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა; წმიდათა მოწამეთა ექუსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა, და ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოანეთორნიკყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდისა ექვთიმე აღმსარებელისა და წმიდათა აღმსარებელთა: იოანე და გიორგიიოვანეისითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა, და წმიდათა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყველთა ძუელისა სჯულისათა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგვიწყალენ ჩუენ.                     

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                              

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა მათ წმიდათა, სახუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობაი და თქუეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელთა დაიცვნეს ღმრთისა მცნებანი, ელიას და ელისეს შევამკობდეთ და მათ თანა იოვანეს წინამორბედსა სჳმეონ მართლისა თანა საღმრთოჲთა შესხმითა უგალობდეთ და ვიტყოდეთ: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

საკჳრველ იქმენ, მჴსნელო, წმიდათა შორის, ისრაელი რაჲ იჴსენ მონებისაგან და ელისე განიყვანე იორდანესა ხალენითა მით ელიაჲსითა, ხოლო წმიდაჲ იგი ცეცხლისა ეტლთა მჯდომარეჲ აღიტაცე ზეცად და არაჲ შეიწუა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელთაცა დაშრიტეს ალი ცეცხლისაჲ და დაუყვნეს პირნი ლომთანი, უბიწოთა ყრმათა დანიელისა თანა, ვაქებდეთ, რომელნიცა სახუმილსა შინა ჴმობდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო: კურთხეულ ხარ შენ

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ესაია მქადაგებელო, გიხაროდენ, ღმრთივგაბრძნობილო, განსცხრებოდე იერემია, ეზეკიელ და დანიელ დღესასწაულობდ, რამეთუ გჳშვა ჩუენ ღმერთი ღმრთისაგან შობილი ჴორცითა უბიწომან სძალმან, და თქუენ თანა ვაქებთ და ვაკურთხევთ ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარცა თქუა პირველად ესაია წინაჲსწარმეტყველმან, ვითარმედ ქალწულისაგან იშვეს ევმანუელ, ჩუენ თანა ღმერთი, დღეს იხილვების ქუაბსა შინა შეხუეული და მწოლარჱ ბაგასა, ყოველთა მჴსნელი.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილით სამთა ყრმათა ცუარსა აცურევდი და წყალთაგან დასწუენ ელიას საკუერთხნი, რამეთუ ნებაჲ შენი, ქრისტე, მსწრაფლ აღასრულეს, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განწყობილი ღმრთის მხილველთაჲ განშუენდა დღეს და ჭეშმარიტად ერთ სამწყსოჲ იქმნა ანგელოზთა და კაცთაჲ, რამეთუ შეიერთნეს ჴმანი წინაჲსწარმეტყუელთა და მამათმთავართანი შობისათჳს მეუფისა და ყოველნი აღძრეს კურთხევად ღმრთისა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ერთობით შევამკობდეთ, მორწმუნენო, ნეტარსა მელქისედეკს – მღდელად ღმრთისა მაღლისა განწესებულსა, და მისთანა ღმერთშემოსილსა იობს, განსაცდელთა მჴნედ მოთმინესა, რომელნი სიტყვითა და საქმითა აკურთხევდენ ღმერთსა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იქცეოდეს, ვითარცა შორის სამოთხესა საჴუმილსა მას შინა ცეცხლისასა სამნი ყრმანი ღმერთშემოსილნი, რომელთა ასხურა სიტყუამან ღმრთისამან ცუარი მაგრილობელიდა ღაღდყვეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ერთობითა იღუაწეთ ღუაწლი კეთილი, შჳდნო მაკაბელნო, ღუაწლისა მძლენო, და მოიგეთ გჳრგჳნი დედითურთ ახოვანით და ჴმა ჰყავთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქმნეს დედათა სიმჴნითა მრავალი ძლიერებაჲ სარა ელისაბედის თანა, ანა და ივდით დებორაჲს თანა, და რუთ და რებეკა რაქელისა თანა, ხოლო შენგან, მარიამ ქალწულო, მოვიღეთ რაჲ ნათელი უკუდავებისაჲ, ვითარცა სთქუ, გნატრით ყოველნი. 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ღმრთისა ხილვაჲ შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა, სიტყუაჲ ჴორციელქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უჴორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სულიერსა ამას კრებასა საჴსენებელსა მამათმთავართასა ერთობით ვიხარებდეთ, მორწმუნენო, და ზეცისა განწყობილთა თანა დაუცხრომელითა ჴმითა უგალობდეთ ღმერთსა, ჴორცითა მოსრულსა ჩუენთჳს.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განსაცდელთა სიმძაფრჱ სიმჴნით მოითმინა მართალმან იობ და ღირს იქმნა თუალით ხილვად ღმრთისა და გამოთქუმად იგავთა და გუახარა ჩუენ ქუეყანით აღმოცენებად პური ზეცისაჲ, ქრისტჱ ქალწულისაგან

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთა კრებული იხარებს საღმროჲთა შესხმითა, და დღესასწაულობს ღირსად და ოხრის ჴმა მაღლად ეკლესიასა შინა, რამეთუ ჰხედვენ აღსრულებად თქუმულთა მათთა უხილავსა ღმერთსა ჴორცითა, ვითარცა კაცსა. 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ შემოგვკრიბნეს მორწმუნენი პირველთა მათ მამათა და წინაჲსწარმეტყუელთა, და ტაბლაჲ დაგვიდგეს რაი სათნოებითა სავსეჲ – მდიდართა და გლახაკთა, უცხოთა და მწირთა, მხიარულ ყვნეს გულნი ჩუენნი, და მადლნი სულისა წმიდისანი დაგვიუნჯეს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღეს იხარებს კრებული წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რამეთუ აღესრულნეს ჴმანი მათნი, რომელსა იტყოდეს შენთჳს, უბიწოო სძალო, რამეთუ ვიხილეთ ყრმაჲ ევმანუელ, რომელ არს ჩუენ თანა ღმერთი და თაყუანისვჰსცემთ

ღირსარს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

მოვედით, ყოველნო მორწმუნენო, სულიერითა შესხმითა ერთობით პატივ-ვჰსცემდეთ  საღმრთოსა ამას კრებასა, საჴსენებელსა პირველთა მამათმთავრთა ღირსთასა, რომელნი უპირატეჲს შჯულისა მაცხოვარმან შეამკვნა საცნაურისა მის მადლისა საღმრთოჲსა მიფენითა და კუალად შჯულსა შინა უზეშთაეს გამობრწყინდეს ქადაგად ღმრთისა განჴორციელებისა, და აწ იხარებენ, რამეთუ ჰხედვენ აღსრულებად თქუმულთა მათთა ღმერთსა ჴორცშესხმულსა, ქალწულისაგან შობილსა: რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

 ერთა თანა ზეცისათა ვაქებდეთ ქუეყანისანი უხილავსა ღმერთსა, დაუსაბამოსა მამასა ყოვლისამპყრობელსა, გარე-შეუწერელსა,  რომლისა არსებისა მისისა არა არს საზღვარ, არცა დასაბამ დაუსრულებელისა სუფევისა, რომელმანცა სათნო იყვნა დიდებულნი მამათმთავარნი და კრებულნი წინაჲსწარმეტყველთანი, და აწ ჩუენცა სულიერსა ამას კრებასა მათსა ერთობით მოვიწრაფით საღმრთოჲთა წოდებითა, რაჲთა ვიხილოთ მათ მიერ ქადაგებული ღმერთი.

მოვედით, მორწმუნენო, პირველსა მას მამასა ყოველთა ცხოველთასა ადამს პირველ შექმნულისა უპირატჱს ყოველთასა ხატად ღმრისა დაბადებულსა ვაქებდეთ: ნაშობთა მისთა თანა სულიერად აბელს პირველსა მოღვაწეთასა და ენუქს სათნოდ ღმრთისა განბრწყინვებულსა და მისთანავე აბრაჰამს, ისაკს იაკობითურთ, იოსეფს, მოსე ღმრთის მხილველისა თანა, და აჰრონ მღდელისა,  რომელთა იგი გჳქადაგეს საიდუმლოჲ გამოუთქუმელი, ღმრთისა სიტყჳსა ჴორცშესხმისაჲ, და აწ მეოხ არიან ჩუენთვის მისა მიმართ, რაითა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტად საქმეთა ჩუენთათვის, არამედ განაშოროს ყოველი სილაღეი და ამპარტავნებაი დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა, რაითა სინანულითა ვემსგავსოთ კაცთა მათ ნინეველთა და მათებრ განვერნეთ სასჯელსა.

ბრწყინვალედ შეიმკვების გუნდი მამათმთავართაჲ დღეს: ფალეგ, რაგაფ, სერუქ, ნაქორ, თარაჲ, და მათ თანა ერთობით ვაქებდეთ, მორწმუნენო, არფაქსადსა და კაინანს, ებერს სალაჲსთანა, რომელთა თესლისაგან აღმოსცენდა  სიწმიდით ნაყოფი ცხორებისაჲ სიტყუაჲ ღმერთი ქალწულისაგან, და აჰა, აწ ჩუენცა ვევედრებით მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, ოხითა დიდებულთა წინაპართა მისთაითა ამცურიოს ჩუენ ზედა მადლი თვისი, რაჲთა ნეშთი ესე ცხორებისა ჩუენისაჲ განვვლოთ სათნოდ მისა, და ინახვიდგმიდეთ მათ თანა ცათა სასუფეველსა შინა.

ათორმეტთა საღმრთოთა მქადაგებელთა: ოსეს, იოველს, ამოსს, ნაუმს, და მიქეასა, და მათ თანა ანგეას, სოფონიას, იონას, ამბაკომს, მალაქიას, ზაქარიას, ეზრასა და ზარობაბელსა, რომელმანცა განაშუენა ბრწყინვალედ სიონი, ვაქებდეთ, და მათთანა ეზრა სუთელსა ღირსად შევამკობდეთ, და ვევედრებოდეთ შეწევნასა წინაშე ღმრთისა, რაითა აღაგვაორძინოს, განგვამრავლოს და დაგვიცვას ხილულთა და უხილავთა  მტერთაგან, რაჲთა მარადის უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვმსახურებდეთ და ღირსვიქმნნეთ საუკუნოსა მას ნეტარებასა.

რომელმან დაგიცვა, დანიელ, პირისაგან ლომთაჲსა და სამნი ყრმანი  იჴსნნა ცეცხლისა მისგან ბაბილონისა და მათ შორის გამოსახა საიდუმლოჲ ახალი გამოუკულეველი განკაცებისა თჳსისაჲ, რომელი ეგულებოდა ჴსნად დაბადებულთა, დღეს იშვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ვითარცა კაცთმოყუარემან აღჴოცა რაი წყევაჲ იგი ნათესავისა კაცთაჲსა, ეგრეთვე აწ შეგვეწიოს ჟამსა ხდომათა და საწუთოთა ღელვათასა, და დაგვიფაროს მრავალფერთა ჭირთა და კუეთებათაგან.

განსცხრებოდე აწ სულითა ძლიერითა და გალობდ, დავით ღმრთისა მგალობელო, და შეამკობდ დღეს ქნარითა, რამეთუ მზესა აღდგა კარავი თჳსი თავადმან და პირველსაუკუნეთა მფლობელი იწოდების დღეს ძედ შენდა კიდობნისა მისგან სიწმიდისა, რომელ არს ქალწული, რომლისა თანა ვედრებად ნუ დასცხრები ჩუენთჳს. რაჲთა არა განგვაშოროს მეოხებაჲ თვისი, ვითარცა აღგვითქუა წილხვედრთა თვისთა, რამეთუ ვსცოდეთ, გარნა დღეყოველ განვაკუთნებთ სასოებასა ჩუენსა მისა მიმართ და სამწმიდაარსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.   

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.  

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                             

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაიაწდა

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, მადლითა სულისა წმიდისაითა ღმრთივ-განბრძნობილნო მამათმთავარნო და წინაჲსწარმეტყველნო, ანგელოზთაგან ქებულნო და მოსაგრეთაგან თაყუანისცემულნო, ქრისტეანეთა მიერ სასოებითა სანატრელნო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლვილთა შესავედრებელნო ზღუდენო და მტკიცენო საფარველნო!

ჰოი, წმიდანო მამათმთავარნო და დიდებულნო წინაჲსწარმეტყუელნო,  გამოჩნდა მადლი იგი, რომელი აღგითქუათ მაცხოვარმან, და ნაყოფისაგან თქუენისა აღმოსცენდა ქრისტე მჴსნელი დაბადებულთაჲ, რომელი უბიწომან ქალწულმან გჳშვა ცხორებად და მაცხოვრად ყოველთა მორწმუნეთა მისთა, აწ სულნიცა ჩუენნი განანათლეთ ნათლითა ღმრთისმეცნიერებისაჲთა, და გვიოხეთ წინაშე ღმრთისა, რაითა დააყენოს ყოველივე რისხვაი სამართლად მოსრული ერსა ჩუენსა ზედა ოხითა თქუენითა და დაგვიფაროს ყოველთაგან სავნებელთასულიერთა და ხორციელთა, ხოლო  წმიდაი ეკლესიაი ჩუენი  შეუძრველად დაიცვას კუეთებისაგან მტერთაისა და მძლე ჰყოს მწვალებელთა ზედა, განაძლიეროს და დაიფაროს დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი; მოგუმადლოს ქრისტესმოყვარე მთავრობაჲ და მხედრობაჲ მისი; დაიცვას მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, პირველნო მამანო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, სიქადულნო სჯულისანო და დასაბამნო ღმრთივგონიერებისანო! დიდებული ჴსენებაჲ თქუენი წინაჲსწარვე მახარებს ჩუენ ქრისტჱს შობისა დღესა, რომელსა იშვა ღმერთი ყოველთაჲ და კაც არს იგი და ღმერთი გამოუკულეველი, და აწ გაქუთ კადნიერებაი წინაშე მისა, რაჲთა არა განგვირისხდეს ჩუენ უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ განგვაშოროს სიყმილი ხორცთაჲ და წარწყმედაჲ სულთაჲ, დაგვიფაროს ცეცხლისაგან, მახვილისა, ზედა დასხმისაგან მტერთაჲსა, და კეთილდღეობითა გვაცხოვნოს ყოველნი, რაჲთა მიწევნულ ვიქმნეთ საუკუნესა მას მშვიდობასა და თქუენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობითა დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.                       

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის); 

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, მადლითა და ლოცვითა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყველთა კრებულისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ყოვლად სანატრელსა ხსენებასა შენსა აღვასრულებთ, კრებულნო მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყველთანო, რამეთუ თქუენ მიერ ვისწავეთ შობაჲ ცათა მეუფისაჲ, და კრძალვითა მივემთხვევით რაჲ წმიდასა ხატსა თქუენსა, სულთქუმითა გიღაღადებთ: შეგვეწიეთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა განგვათავისუფლოს  ყოველთა ცოდვათაგან და თანაწარგვხადოს ვნებათა და საცთურთა სოფლისათა

დედოფალო, ყოვლადმოწყალეო მარიამ, მეოხებითა წმიდათა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყველთა ძუელისა სჯულისათა  წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

მიქაელ მოდრეკილის და იოანე მტბევარის დასდებლების გამოყენებით შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა